თავისუფალი გაკვეთილები

მოზაიკა-მოზაიკის ნიმუშების აწყობა.

ქეთევან აბრამიშვილი
7,8
ინტელექტუალური
Free lesson title სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წამოწყებულ იდეას  თავისუფალი გაკვეთილების  შესახებ აღფთოვანებით შეხვდნენ სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. მიმართულება  - ინტელექტუალურ შემეცნებითი პროექტის მიხედვით დაგეგმილი აქტივობები მოიცავს საინტერესო თემებს, რომელიც ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ მაგალითად :  1) მოხატული კერამიკა. 2) ქართული ხალხური საცხოვრებელი  კუთხეების მიხედვით. 3) ქართული მონუმენტური მხატვრობა. 4) როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები.  5) დავით კაკაბაძე და მისი სამყარო 6) ქუთაისი - ინსტორია და მემკვოდრება. 7) თბილისი - ისტორია და მემკვიდრეობა. 8) ეთნოგრაფია-საახაწლო სამზადისი და ტრადიცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  

4

მოზაიკა-მოზაიკის ნიმუშების აწყობა.

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

კურსის შეჯამება

 მოსწავლეებმა   შექმნა შთაბეჭდილებების წიგნის .მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ პროექტი და შექმნეს შთაბეჭდილებების წიგნი .

9

დასავლეთ ევროპის ქვეყნები ,,ლუქსენბურგი -ბელგია“

მოსწავლეები გაეცვნენ მათი წარმოშობის ისტორიას და ხელსაყრელ გეოგრაფიულ  მდებარეობას  . მოიძიეს სურათები მათი  ღირსშესანიშნაობების შესახებ. მოსწავლეებს განუვითარდათ  პრეზენტაციის , უცხო  ქვეყნების  სიყვარულისა და პატივისცემის უნარი .

9

ექსკურსია -სოფლის ღირსშესანიშნაობების გაცნობის მიზნით მოეწყო ლაშქრობა ნადირაძეების მღვიმეში

მოეწყო ტურისტული ლაშქრობა , მოსწავლეები გაეცვნენ ისტორიულ მღვიმეს  , გადაიღეს სურათები და გამოთქვეს სურვილი მონახონ სპონსორი მღვიმეს შესასწავლად .  მოსწავლეებს გამოუმუშავდათ  ურთიერთთანამშრომლობის  , მეგობრობის და მზრუნველობის უნარ-ჩვევები .მღვიმემ აღძრა მშობლიური კუთხის დიდი სიყვარული და მისი გაცნობა რაიონებისათვის .

9

ტურისტული პაკეტის მომზადება ,,რას ვთავაზობთ ჩვენს მხარეში ტურისტებს "

მე-7, მე-8  კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ტურისტული პაკეტი , რამაც მოსწავლეებს გაუღვივა  სამშობლოსა და მშობლიური ადგილებისადმი დიდი სიყვარული. აღნიშნულ თემაზე მუშაობამ მოსწავლეებს ასწავლა  ურთიერთთანამშრომლობის კულტურა. იხილეთ ვიდეო

9

დასავლეთ ევროპის ქვეყნები -საფრანგეთი

თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მე-7 , მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს და წარმოადგინეს პრეზენტაცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საფრანგეთის შესახებ . მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ეიფელის კოშკისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის  და იმ ისტორიულ -კულტურულმა ღირსშესანიშნაობებმა  , რომლებიც საფრანგეთის უნიკალურობას მიგვანიშნებს . მოსწავლეებმა დიდი სურვილი გამოთქვეს  იმოგზაურონ საფრანგეთში .

9

ევროპის ქვეყნები -ინგლისი

ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე   დასავლეთ ევროპის ქვეყნები  ინგლისი . მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინგლისის ისტორიულ  -კულტურულ ტრადიცებზე და მოისმინეს  მოსწავლეებმა პრეზენტაცია  ინგლისის ღირსშესანიშნაობების შესახებ და გამოთქვეს თავიანთი აზრი პრეზენტაციის ირგვლივ .იხილეთ ვიდეოიხილეთ ვიდეო

9

მოგზაურობა დასავლეთ ევროპაში

 ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე ,, მოგზაურობა დასავლეთ ევროპაში "  . მოიძიეს მოსწავლეებმა ინფორმაცია  დასავლეთ ევროპის ქვეყნების შესახებ . მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს და იმსჯელეს  ვიზალიბერალიზაციაზე ,რომელიც საშუალებას იძლევა თავისუფალი მიმოსვლისათვის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში .  მიმოიხილეს  დასავლეთ ევროპის ქვეყნები და აირჩიეს  საპრეზენტაციო თემა ,,ევროპის რომელ ქვეყანაში  იმოგზაურებდნენ . იხილეთ ვიდეო

9

კოლორადოს კანიონი და ნიაგარას ჩანჩქერი

ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი  სადაც მოსწავლეებმა  წარმოადგინეს  პრეზენტაციები  კოლორადოს კანიონისა და ნიაგარას ჩანჩქერის  შესახებ.   იასუბრეს  ტურისტების მზარდ  მოთხოვნებზე  და  ღირშესანიშნაობებზე აღნიშნული ობიექტებისადმი .  მოსწავლეებმა ვირტუალურად  იმოგზაურეს  კოლორადოს კანიონსა და ნიაგარას ჩანჩქერზე  და გამოთქვეს    თავიანთი შეხედულებები  მათ უნიკალურობასა და მსოფლო მნიშვნელობაზე.

9

მოგზაურობა ჩრდილოეთ ამერიკაში

ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე  ,,მოგზაურობა ჩრდილოეთ ამერიკაში "  . მოსწავლეებმა  მოიძიეს და  წარმოადგინეს პრეზენტაცია   ,,ჩრდილოეთ ამერიკის"  საინტერესო ადგილების  შესახებ.  პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს  ჩრდილო ამერიკის ტურისტული პოტენციალის შესახებ და გამოთქვეს საკუთარი აზრი აღნიშნული ქვეყნის  ირგვლივ. იხილეთ ვიდეო იხილეთ ვიდეო

9

ტურისტული ლაშქრობა

ტურისტული კლუბის მიერ მოეწყო ლაშქრობა -ციხის კლდეზე და მდინარე ციხის წყლის ხეობაში .  მშობლიური სოფლის შესწავლის მიზნით  მოსწავლეები  გაეცვნენ  ციხის ისტორიას , დაათვალიერეს  მდინარე  ციხისწყლის  ტერიტორია.

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ლაშქრობა  ,  ისაუბრეს და გადმოსცეს  თავიანთი შთაბეჭდილებები  და გადაწყვიტეს  ახალი მარშრუტი შეიმუშაონ  და იმსჯელონ  მის მნიშვნელობაზე 

9

,,აბრეშუმის გზა აზიიდან საქართველომდე ''

ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე ,,აბრეშუმის გზა აზიიდან საქართველომდე „ . მოსწავლეებმა  წარმოადგინეს მოძიებული მასალა . ისინი დავყავი ჯგუფებად .

I -გეოგრაფების ჯგუფი

II-ისტორიკოსების ჯგუფი

III-ექსპერტთა ჯგუფი

IV- ახალი სატრანსპორტო დერეფანი

თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავიანთი დავალება ,წევრები ერთმანეთს უსვამდნენ შეკითხვებს,მუშაობაში ჩაერთო ყველა მოსწავლე.

მოსწავლეებმა  კარგად წარმოაჩინეს აბრეშუმის გზის სტრატეგიული,  პოლიტიკურ ეკონომიკური აუცილებლობა . გამოთქვეს აზრი და თავიანთი გადასახედიდან იმსჯელეს დღევანდელ სიტუაციაში  ახალი  სატრანსპორტო დერეფნის აუცილებლობაზე.

9

საქართველო ამიერკავკასიის ქვეყნების კულტურულ ტრადიციული მსგავსება და განსხვავება

თავისუფალი გაკვეთილების  ფარგლებში მოსწავლეებმა  ჯგუფებში  წარმოადგინეს პრეზენტაციები  ,,საქართველო  ამიერკავკასიის ქვეყნების  კულტურულ- ტრადიციული მსგავსება და განსხვავება "  .

I-ჯგუფმა წარმოაჩინა  სომხეთის  კულტურული ტრადიციები.

II-ჯგუფმა  წარმოაჩინა  აზერბაიჯანის  კულტურული ტრადიციები

III-ჯგუფმა  წარმოადგინა  პრეზენტაცია  სომხეთის  , აზებაიჯანის და საქართველოს  ტრადიციებს  შორის  მსგავსება და განსხვავება.

პირველი ჯგუფის  წევრებმა   პრეზენტაციაში წარმოაჩინეს  ისტორიული ძეგლი   ,,ეჩმიაძინი"  , როგორც  ქრისტიანული  რელიგიის ცენტრი  სომხეთში. ბავშვებმა  ყურადრება გაამახვილეს ქართველი და სომეხი მწერლების დიდ მეგობრობაზე.

მეორე  ჯგუფის  წევრებმა  წარმოაჩინეს  აზერბაიჯანი თავისი  ისტორიული , კულტურული  ტრადიციებით  . ბავშვებმა ყურადღება   გაამახვილეს  ბაქო-ჯეიჰანის  ნავთობ  სადენზე, რომელითაც  საქართველოს მიეწოდება ნავთობი.

მესამე  ჯგუფის  პრეზენტაციაში  წარმოაჩინეს აზერბაიჯანი,  როგორც   ფართობით  და  მოსახლეობის  რაოდენობით  მოკავშირეებს შორის   ყველაზე  დიდი და რელიგიურად  განსხვავებული რესპუბლიკა. ბავშვებამა  ისაუბრეს  იმ უძველეს  მეობრობაზე ,  რომელიც ამ  სამ  სახელმწიფოს შორის  არის . პრეზენტაციაზე ,წაიკითხეს იოსებ გრიშაშვილის  ლექსი:

,,თბილისი , ბაქო და ეევანი,

რა კარგი თქმაა  , რა  დიდებული 

ეს  ერთი ვაზის  სამი  მტევანი

ერთ მარანშია დაკიდებული"

მომავალში  მოსწავლეებმა  ასევე სურვილი გამოთქვეს  გააკეთონ  პრზენტაცია   სხვა კავკასიელი ხალხების მეგობრობაზე.


9

ვიქტორინა : ვიცნობთ თუა არა მსოფლიოს

თავისუფალი გაკვეთილების  ფარგლებში   მოსწავლეებს შორის გაიმართა  ვიქტორინა :   ვიცნობთ  თუ არა მსოფლიოს . მოსწავლეებმა  მოიძიეს კითხვები ( 15-15 კითხვა  თითოეულმა  ჯგუფმა)   მსოფლიოს ღირშესანოშნაობებისა და მნიშვნელოვან გეოგრაფიული ობიექტების   შესახებ.

ბავშვებმა  დიდი ინტერესი  გამოიჩინეს  ერთმანეთის  მიერ  დასმული  კითხვების  ირგვლივ .  ვიქტორინის დამთავრების შემდეგ   ბავშვებმა  გამოთქვეს  თავიანთი  აზრი  .


9

საქართველო ჩემი ქვეყნის მეგზური

თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში   მოსწავლეებმა  ჯგუფებში წარმოადგინეს პრეზენტაციები საქართველოს  კუთხეების  ისტორიული  , კულტურული , გეოგრაფიული  მდებარეობისა და ტრადიციების შესახებ  კერძოდ :

 

  პირველი ჯგუფი  -  აფხაზეთი

  მეორე ჯგუფი -თუშეთი

  მესამე ჯგუფი - კახეთი

   I ჯგუფის  პრეზენტაციაში  სრულყოფილად  წარმოადგინეს  მოსწავლეებმა აფხაზეთის  ისტორიული ტრადიციების  შესახებ. ისაუბრეს  მრავალწლოვან მეგობრობაზე  , რომელიც  იყო  აფხაზებსა და ქართველებს შორის .  ბავშვებმა გულისტკივილით ისაუბრეს დაკარგულ ტერიტორიაზე, რომელსაც მხოლოდ სურათებით იცნობენ და სურვილი გამოთქვეს კვლავ აღდგეს ურთიერთობა აფხაზებსა და ქართველებს შორის.

    II ჯგუფის წევრებმა პრეზენტაციაში წარმოაჩინეს თუშეთის რთული რელიეფი და უძველესი ტრადიციები, რომელიც ქართველ ხალხს მთამ შემოუნახა და ტურისტებს დიდი ინტერესით იზიდავს.

    III  ჯგუფმა წარმოაჩინა კახეთის ისტორიული ძეგლები, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ამაყად დგანან და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ.

    მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების შემოდინებას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.  იხილეთ ვიდეო

9

საქართველო -ისრაელის ისტორიული და თანამედროვე ურთიერთობები

თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში  მოსწავლეებმა   ჯგუფებში  წარმოადგინეს  პრეზენტაციები  :

 პირველი ჯგუფი  -საქართველო- ისრაელის   ურთიოერთობა  ადრეულ   საუკუნეებში.

მეორე ჯგუფი-  საქართველო -ისრაელის ურთიერთობა  თანამედროვე ეპოქაში.

პირველი ჯგუფის პრეზენტაციაში  სრულყოფილად წარმოაჩინეს მოსწავლეებმა   მრავალსაუკუნოვანი  ურთიერთობის  ტრადიციები  ,მათ ხაზი გაუსვეს  იმას  რომ    მთელი  2600 წლოვანი ისტორიის მანძილზე  ქართველი ებრაელები თავიანთი სოციალური მდგომარეობით   არაფრით განსხვავდებოდნენ    მეზობელი ქართველებისაგან .

მეორე ჯგუფის პრეზენტაციში  მოსწავლეებმა   წარმოაჩინეს   ამ ორ ქვეყანას შორის დღეს  არსებული  მრავალმხრივი    ურთიერთობები ,რაც გამოიხატება   სავაჭრო- ეკონომიკური , კულტურულ-საგანმანათლებლო  ურთიერთობის  განვითარებით , სწორედ  ამ ურთიერთობების  გაღრმავების  შედეგია,    ბოლო  წლებში  ებრაელი  ტურისტთა ნაკადის  ზრდას საქართველოში.  

მოსწავლეებმა  იმსჯელეს   თუ რა მნიშვნელობა აქვს  სხვადასხვა ქვეყნის  ტურისტების   შემოდინებას საქართველოში  ,ასევე   გამოქთვეს  თვალსაზრის   იმის შესახებ   თუ როგორ შეიძლება   საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების   გაცნობა  უცხოელებისათვის.

9

2017-04-20

თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში  მოსწავლეებმა წარმოადგინეს   საინტერესო პრეზენტაციები   ახლო აღმოსაველეთის ქვეყნები : მაროკოს , ისრაელის  და ქუვეითის  შესახებ.   პრეზენტაციის დასრულების შემდეგ  მოსწავლეებმა   იმსჯელეს  აღნიშნული ქვეყნების ღირსშესანიშნაობების თაობაზე და გამოთქვეს სურვილი  მათთვის სასურველ ქვეყანაში  მოგზაურობის შესახებ.   მოსწავლეებმა დაგეგმეს  მომავალ გაკვეთილზე  გააკეთონ პრეზენტაცია  აღნიშნული ქვეყნებისა და საქართველოს  ისტორიული და თანამედროვე ურთიერთობების შესახებ .იხილეთ ვიდეო

9

2017-04-06

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია  ხალხში გავრცელებული  ტრადიციების შესახებ  და გააკეთეს პრეზენტაცია  :   ჭონა ,  ჭიაკოკონია,  ხორბლის დათესვა, კვერცხის შეღებვა . დაამზადეს ნიღბები:  ჭონაობის ღამისათვის ,  დათესეს ხორბალი სააღდგომო კვერცხის  ჩასადებად , ისწავლეს მივიწყებული სიმღერა ჭონაზე.  

მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ  ტრადიცია ჭონაობის შესახებ  , რომელიც ხარების ღამეს შვიდ აპრილს სრულდება  .  ჭონაობის  შემსრულებლები ძირითადად ახალგაზრდები  იყვნენ ,რომლების გადაცმულები შევიდოდნენ ოჯახში და დაიწყებდნენ სიმღერას ,, აი კიჭები  , კიჭები კვერცხებზე დავიკრიჭები " .    ან კიდევ :  ,, ხელი ჩავკარ კალათასა , ამოიღე ორი კვერცხი ღმერთი მოგცევს ბარაქასა ".   


9

2017-02-27

მოსწავლეებმა 27 თებერვალს  შეისწავლეს  მოზაიკის შექმნის პრინციპები -შემდეგ შექმნეს რამოდენიმე საინტერესო ნამუშევარი, მოახდინეს  მასალის შერჩევა შესაბამისი ფიგურებისა და ფერების გამოყენებით  .  კონკრეტულად  კი შექმნეს   : საქართველოს დროშა და  თავიანთი ფანტაზიის წარმოსახვის ნიმუშები .  შესრულებული სამუშაო მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ და მომავალში თვითონ შესთავაზეს მასწავლებელს  ახალი ნიმუშების გაკეთება.

9

2017-02-16

მოსწავლეებმა სიამოვნებით მოიტანეს სამუშაო მასალა: აყალო მიწა, ჩარჩოს მასალა, მინის ნამსხვრევები, საღებავები. მოსწავლეებმა  გამოიჩინეს არაჩვეულებრივი შემოქმედებითი უნარი, ფანტაზია და მნიშვნელოვანი დეტალები შექმნეს, შეკრეს ჩარჩო, შეღებეს მინის ნამსხვრევები და განალაგეს ჩარჩოზე, ასევე აყალო მიწით გამოძერწეს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთი. მომავალ აქტივობებზე შემოქმედებითი მუშაობა აღნიშნული კუთხით კვლავ გაგრძელდება.