ოსკარ უაილდი ––– ,,ღირსშესანიშნავი შუშხუნა’’
მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ტექსტის კითხვის დაწყებამდე, გაიაზრეს და გააანალიზეს რა არის პატივმოყვარეობა. ტექსტის კითხვის დროს მოსწავლეები ადვილად აოიკითხეს ალეგორია, სადაც სათამაშოების სამყარო ადამიანთა საზოგადოებას ასახავს, რომლის ცენტრში პატივმოყვარეობით შეპყრობილი და აღვსილი ამპარტავანი შუშხუნა დგას, რომელსაც ჰგონია, რომ დიდ სენსაციას მოახდენს თავისი აფეთქებით , მაგრამ ის ისე აფეთქდა, რომ არავის შეუმჩნევია. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ხალისით იმსჯელეს პატივმოყვარე ადამიანზე და შესაბამისი მაგალითებიც მოიყვანეს .
გაკვეთილის ბოლოს ყველანი შეთანხმდნენ, რომ პატივმოყვარეობამ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება ჩააგდოს ადამიანი და შეიძლება ცხოვრებაში ვერაფერს წარმატებას ვერ მიაღწიოს.