თავისუფალი გაკვეთილები

საპილოტე პროექტი ,, თავისუფალი გაკვეთილები"

ელისო გოგიძე
7,8
ხელოვნება
Free lesson title სსიპ - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა

 2017 წლის თებერვლიდან ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული საპილოტე პროექტი ,,თავისუფალი გაკვეთილები ".ხელოვნების და კულტურის  მიმართულებაში არჩეულია ევროკავშირის ქვეყნების ხელოვნების გაცნობა.

მოსწავლეები ამ გაკვეთილებზე გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების ხელოვნებას, კულტურას, ერთობლივად უყურებენ ფილმებს:  ,, მოგზაურობა დიდ ბრიტანეთში", ,, მოგზაურობა ვენაში", ,, მოგზაურობა ესპანეთსა და პორტუგალიაში". დაათვალიერებენ ინტერნეტის მეშვეობით ღირსშესანიშნაობებს. ნანახი ფილმებიდან და  ფოტოსურათებიდან იმსჯელებენ, გამოთქვამენ მოსაზრებებს და გაუზიარებემნ შთაბეჭდილებებს.


4

საპილოტე პროექტი ,, თავისუფალი გაკვეთილები"

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

ხელოვნება-კულტურა

     22 ნოემბერს ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე ,,თანამედროვე ხელოვნება". მოსწავლეები გაეცნენ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდმეერთე საუკუნის დასაწყისის კულტურულ მიღწევებს, იმსჯელეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე ხელოვნებისა და კულტურის განვითარებისათვის. შეადარეს მეოცე საუკუნის მულტიპლიკაციური ფილმები ოცდამეერთე საუკუნის ანიმაციას. შეადარეს ფოტოხელოვანების ნამუშევრები და თანამედროვე მხატვრობა, გამართეს დისკუსია ცვლის თუ არა ფოტოხელოვნება მხატვრობას. ასევე ისაუბრეს კინოხელოვნების განვითარების მნიშვნელობაზე, გამოყვეს სასურველი ჟანრები და იკამათეს კინოში გამოყენებული სპეცეფექტების შესახებ.

ბოლო წუთები დაუთმეს ,,თავისუფალი გაკვეთლების ფარგლებში განვლილი თემების გახსენებას და სამახსოვრო შთაბეჭდილებებით დადებითად შეაფასეს ჩატრებული გაკვეთილები. 

9

ხელოვნება-კულტურა

13 ნოემბერს ჩატარდა ,,თავისუფალი გაკვეთილი" თემაზე ,,თანამედროვე არქიტექტურის გამორჩეული ნაგებობები". მოსწავლეები გაეცნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიღწევებს. ინტერნეტის გამოყენებით დაათვალიერეს: ჩინეთის ,იაპონიის,არაბეთის ნაგებობები. იმსჯელეს მათ მრავალმხრივობაზე,დიდი ინტერესი გამოიწვია თანამედროვე სამშენებლო მასალისა და კონსტრუქციების უჩვეულო მრავალფეროვნებამ. შეადარეს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის არქიტექტურას.მეოცე საუკუნის ნაგებობებიდან გამოკვეთეს სიდნეის ოპერის თეატრი,პარიზში აგებული პომპიდუს ცენტრი,ნიუიორკის,გუგენჰაიმის მუზეუმი.მოსწავლეებმა გააკეთეს ესკიზები თემაზე: ,,ჩემი ოცნების სახლი.

9

ხელოვნება-კულტურა

6 ნოემბერს ჩატარდა ,,თავისუფალი გაკვეთილი" თემაზე ,,ქალი ხელოვანები". მოსწავლეებმა შეკრიბეს ცნობები ხელოვანი ქალების შესახებ,იმსჯელეს რატომ იზღუდებოდა გასულ საუკუნეებში ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ქალების დასქმება.შეადარეს დღეს ქალის აქტიურობას. გაიხსენეს და ჩამოწერეს ცნობილი ქალი მხატვრები, დიზაინერები,არქიტექტორები და სხვა.მოიძიეს ინფორმაცია ელენე ახვლედიანის,ქეთევან მაღალაშვილის,თამარ აბაკელიას და ეკატერინე ბაღდავაძის შესახებ. დაათვალიერეს თანამედროვე ქალი მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატები.

9

ხელოვნება-კულტურა

2 ნოემბერს ჩატრდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე ,,რენესანსი და ბაროკო". მოსწავლეები გაეცნენ ,,რენესანსისა და ბაროკოს" პერიოდის ხელოვნებას. მოსწავლეთა ინტერესიდან გამომდინარე ინტერნეტის საშუალებით ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ,, ლეონარდო დავინჩი". მოსწავლეებმა დაათვალიერეს რენესასნსი გენიოსის ნახატები,ნახაზები,ესკიზები, გაეცნენ მისი წიგნების წერის მანერას, იმსჯელეს და გამოთქვეს ვარაუდები ნახატების ,, საიდუმლო სერობა" და ,,ჯოკონდას " შესახებ. ბარათებზე ჩაინიშნეს მათთვის საინტერესო ფაქტები.

 მოსწავლეებმა შეადარეს ,,რენესანსისა და ბაროკოს" პერიოდები ერთმანეთს, იმსჯელეს მსგავსება -განსხვავებაზე და გამართეს დისკუსია.

9

ხელოვნება-კულტურა

23 ოქტომბერს ჩატარდა ,,თავისუფალი გაკვეთილი" ,

მოსწავლეებმა ნახეს პალიტრა ტივის მომზადებული  ფილმი ,, მოგზაურობა ვენაში".გაეცნენ თეთრი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს: შენ ბრუნის სასახლე, ვენის ოპერის თეატრი, წმინდა სტეფანეს ტაძარი. ვირტუალურად დაათვალიერეს ვენის პარკი. გაეცნენ ცნობილი სიმბოლისტი მხატვრის გუსტავ კლინტის შემოქმედებას. იმსჯელეს გაცნობილი თემის ირგვლივ   და გამოთქვეს თავიაანთი მოსაზრება.  გამართეს დისკუსია მხატვრების შემოქმედების ირგვლივ,დაუსვეს კითხვები ერთმანეთს, შეადგინეს სამახსოვრო ბარათები და მოკლე ფრაზებით შეაფასეს თავისუფალი გაკვეთილი. (მაგ:  საოცრად საინტერესო, მრავალფეროვანი, სასიამოვნო, სახალისო, აღმფრთოვანებელი). ბოლოს მოუსმინეს ცნობილი კომპოზიტორის შტრაუსის ვალსს.


9

ხელოვნება-კულტურა

17 ოქტომბერს ჩატარდა ,, თავისუფალი გაკვეთილი" ხელოვნება-კულტურის მიმართულებით. მოსწავლეებმა ნახეს ლალაზარ გაზანოვას ფილმი  ,, მოგზაურობა დიდ ბრიტანეთში", ისაუბრეს ფილმისგან მიღებულ შთაბეჭდილებებზე, გამოკვეთეს არქიტექტურის თავისებურებები, დაათვალიერეს ლონდონის  ცნობილი  მუზეუმების ინტერიერი, გაეცვნენ უილიამ თერნერის და ჯონ კონსტემბლის ნახატებს. თემის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს ნანახი მასალის ირგვლივ, გამართეს დისკუსია, დაუსვეს ერთმანეთს კითხვები.შეადგინეს სამახსოვრო ბარათები.გაკვეთილის ბოლოს მათი სურვილისამებრ მოუსმინეს "ბიტლზის" სიმღერას,მიღებული შთაბეჭდილებები ჩაწერეს ვიდეოზე.

9

ხელოვნება-კულტურა

10 ოქტომბერს ჩატრდა ,, თავისუფალი გაკვეთილი" რომელზეც გავაგრძელეთ წინა გაკვეთილიდან გამომდინარე წიგნის ილუსტრაციებზე მუშაობა. ანუ პრაქტიკული ხატვა.

9

ხელოვნება-კულტურა

5 ოქტომბერს ჩატარდა ,,თავისუფალი გაკვეთილი" თემაზე ,, წიგნი და ილუსტრაცია". მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ილუსტრირებულ წიგნებს, იმსჯელეს რა როლს ასრულებს ილუსტრაცია, დაათვალიერეს სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ,, ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები, გამოთქვეს სურვილი თვითონ შექმნან ილუსტრირებული წიგნი უმცროსკლასელთათვის. შეარჩიეს ტექსტი, დაგეგმეს და გაინაწილეს ილუსტრაციები.

9

ხელოვნება-კულტურა

3 ოქტომბერს ქვედა ცაგერის სკოლაში ჩატარდა ,,თავისუფალი გაკვეთილი" თემაზე ,,კულტურათაშორისი განსხვავებები". მოსწავლეები გაეცნენ ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ კულტურებს, შეადარეს მათ შორის არსებული მსგავსებები და განსხვავებები. იმსჯელეს კულტურების თვითმყოფადობაზე, ხელოვნების ტრადიციული დარგების თავისებურებებზე. ინტერნეტის საშუალებით დაათვალიერეს ჩინური და იაპონური დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები.შექმნეს ილუსტრაციები აღმოსავლური ორნამენტების გამოყენებით,ასევე იმსჯელეს ქრისტიანული და ისლამური კულტურების თასვისებურებებზე და გაანალიზეს რელიგიების გავლენა ქვეყნის კულტურაზე.

9

ხელოვნება-კულტურა

2-ოქტომბერს ჩატარდა ,,თავისუფალი გაკვეთილი" თემაზე ,,მსოფლიო ქანდაკების შედევრები". მოსწავლეები გაეცნენ კლასიკური და ელინისტური ხანის ქანდაკების ნიმუშებს,შეადარეს მათ შორის არსებული მსგავსება და გამოყვეს განმასხვავებელი ნიშნები, დაათვალიერეს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი შედევრები, იმსჯელეს რენესანსულ ქანდაკებაზე, ინტერნეტით მოიძიეს სურათები მიქელანჯელოს ქანდაკებებზე. ასევე გაეცნენ ქართველ მოქანდაკეებს და მათ შემოქმედებას.

9

ხელოვნება-კულტურა

29 სექტემბერს ჩატარდა  ,,თავისუფალი გაკვეთილი " თემაზე ,, ძველი ქართული ოქრომჭედლობა". ენციკლოპედიისა და ინტერნეტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნენ ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშებს, მოიძიეს მათ შესახებ ინფორმაცია. შეადარეს ძველი და შუა საუკუნეების ოქროჭედური ხელოვნების ნიმუშები ერთმანეთს.გაეცნენ ბექა და ბეშქენ ოპიზარების ხელოვნებას და იმსჯელეს მათ როლზე ხელოვნების ამ დარგის განვითარებაში. იმსჯელეს თავისებურებებზე და გააანალიზეს რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ტრადიციებისა და მხატვრული სახეების შენარჩუნება ხელოვნების ამ დარგში. მოსწავლეებმა შექმნეს განსხვავებული და ორიგინალური ესკიზები სამკაულებისათვის.

9

ხელოვნება-კულტურა

 26 სექტემბერს ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში განახლდა ,, თავისუფალი გაკვეთილები" მიმართულება ხელოვნება - კულტურა. ჩატარდა გაკვეთილი თემაზე მსოფლიოს გრანდიოზული მუზეუმები და გალერეეები. წარმოდგენილი იყო მსოფლიოს წამყვანი მუზეუმები: ლუვრი, ვატიკანი, ქალაქ-მუზეუმი ფლორენცია, ნიუიურკის მეტროპოლიტენ -მუზეუმი. ინტერნეტის საშუალებით მოსწავლეებმა დაათვალიერეს იქ  წარმოდგენილი უმნიშვნელოვანესი ექსპონატები. გაეცნენ საქართველოში მუზეუმის დაარსების ისტორიას, იმსჯელეს მუზეუმებისა და გალერეეების როლსა და დანიშნულებაზე. დაგეგმეს მოკლე ექსკურსია ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. დამზადდა ტურისტული გზამკვლევი.შეაგროვეს ფოტო და ვიდეო მასალა.  

9

ხელოვნება-კულტურა

ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში გრძელდება ,, თავისუფალი გაკვეთილები". მორიგი თემა იყო ,,მოგზაურობა ევროპის ცნობილ ქალაქებში" . მოსწავლეებმა ინტერნეტის საშუალებით დაათვალიერეს მთავარი ქალაქები,შეავსეს კროსვორდი აღნიშნული თემიდან გამომდინარე. დაამზადეს ტურისტული გზამკვლევები.

9

ხელოვნება-კულტურა

გაკვეთილის თემა -ცივილიზაციათა დიალოგი

მოცემული თემიდან გამომდინარე მოსწავლეები გაეცნენ ერთმანეთისაგან განსხვავებულ კულტურებს. (ევროპის, აზიის და ამერიკის) გამოყვეს მათი კულტურის თავისებურებები,იმსჯელეს არქიტექტურის ,მხატვრობის, რელიგიის ტრადიციების განსხვავებებზე. გამართეს აქტიური დისკუსია კულტურების შესახებ. მრავალფეროვანი აქტივობებით მოცემულმა გაკვეთილმა მოსწავლეებს შესძინა ცოდნა ამერიკის ძველი და ახალი ცივილიზაციების , ჩინური და იაპონური კულტურის და ევროპული ქვეყნების ცივილიზაციების შესახებ. განუვითარდათ მსჯელობის, შედარების,კრიტიკული აზროვნების უნარები. მოცემული თემა საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.

გამოყენებული იქნა: ინტერნეტრესურსები, სხვადასხვა სახელმძღვანელოები და ენციკლოპედია.

9

ხელოვნება-კულტურა

გაკვეთილის თემა -ქართველი მხატვრები

გაკვეთილის მიზანი იყო ქართველი მხატვრების შემოქმედების გაცნობა.

ქართულ სახვით ხელოვნებას უძველესი დროიდან დღემდე დიდი და მრავალფეროვანი გზაა აქვს გავლილი, მსოფლიო დიდ მხატვრებს შორის ქართველი მხატვრები ღირსეულ ადგილს იჭერენ თავიაანთი შემოქმედებით. ამიტომ თავისუფალი გაკვეთილის თემად მოსწავლეთა ინტერერსის გათვალისწინებით შეირჩა ცნობილი მხატვრები. მოსწავლეები გაეცნენ ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის ,ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის,უჩა ჯაფარიძის და მოსე თოიძის ბიოგრაფიებსა და ნახატებს. ინტერენეტის საშუალებით დაათვალიერეს მათი სახლ-მუზეუმები და ცნობილი ტილოები. ბოლოს გამართეს საინტერესო დისკუსია და სამახსოვრო ბარათებზე შეაფასეს მათი შემოქმედება.

9

2017-06-08

თავისუფალი გაკვეთილის" თემად შეირჩა მსოფლიოს გრანდიოზული მუზეუმებისა და გალერიების გაცნობა.მიზანი იყო მრავალმხრივი შემეცნებითი საინფორმაციო მასალის მოძიება და მიზანმიმართულად გამოყენება. განისაზღვრა მუზეუმისა და გალერიის დანიშნულება , მომზადდა საილუსტრაციო მასალა საქართველოსა და მსოფლიოში არსებული მუზეუმებისა და გალერეების შესახებ. ინტერნეტის გამოყენებით მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქალაქ- მუზეუმები ვატიკანი და  ფლორენცია. გაეცნენ გრანდიოზულ მუზეუმებს : საფრანგეთი-ლუვრი, სანკ-პეტერბურგი-ერმიტაჟი, მოსკოვი-ტრეტიაკოვის გალერეა, ფლორენციაში პიტისა და უფიცის გალერეები. გერმანიაში დრეზდენის გალერეა, ნიუიორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი, ესპანეთის მადრიდის პრადოს მუზეუმი. გაეცნენ საქართველოში მუზეუმების დაარსების ისტორიას. მომზადებული დოკუმენტური ფილმის საშუალებით იმოგზაურეს სამეგრელოს დადიანების სახლ-მუზეუმში და მესტიის მუზეუმში.

9

2017-06-06

ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე მსოფლიოს ძველი და თანამედროვე არქიტექტურული შედევრები. გაკვეთილის მიზანი იყო ძველი ცივილიზაციების არქიტექტურული ქმნილებების მხარტვრული ღირებულებების შეფასება, კრიტიკული აზროვნების და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება. ასევე გამოყოფა და მსჯელობა თანამედროვე არქიტექტურაზე.მომზადდა სლაიდშოუ ძველი ეგვიპტის,საბერძნეთის ,რომის არქიტექტურიდან.წარმოდგენილი იქნა ილუსტრირწბული მასალა ,მსოფლიოს ათი თანამედროვე გასაოცარი ნაგებობები.შედარებული იქნა ეპოქები,სტილი და სამშენებლო მასალა.

თემის შეჯამებისას მოსწავლეებმა გამართეს საინტერესო მსჯელობა,მოიყვანეს არგუმენტები და შეადარეს ეპოქები.

9

2017-05-30

30 მაისს ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში  ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე ,, ქართული რენესანსი".

მოსწავლეები გაეცნენ ქართული რენესანსის პერიოდს ( მე-11 მე-12 საუკუნეებიის) არქიტექტურას, კედლის ფრესკულ მხატვრობას, საისტორიო და ჰაგიოგრაფიული მწერლობის ძეგლებს, შოთა რუსთაველის ,, ვეფხისტყაოსნის" მხატვრულ და საკაცობრიო მნიშვნელობას, ბექა და ბეშქენ ოპიზარების ოქროჭედური ხელოვნების ნიმუშებს, კლდეში ნაკვეთი ქალაქ ბარძიის ისტორიას, გელათისა და იყალთოს აკადემიებიის იდაარსების ისტორიას.

გამოყენებული იქნა : კომპიუტერი,პროექტორი, ილუსტრირებული ხელოვნების ენციკლოპედია, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ნ. მაჭარაშვილი მეათე კლასის ხელობნების სახელმძღვანელო, ქართული ძეგლების ფოტოები.


9

2017-02-17

მოსწავლეებმა ნახეს პალიტრა ტივის მომზადებული  ფილმი ,, მოგზაურობა ვენაში".გაეცნენ თეთრი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს: შენ ბრუნის სასახლე, ვენის ოპერის თეატრი, წმინდა სტეფანეს ტაძარი. ვირტუალურად დაათვალიერეს ვენის პარკი. გაეცნენ ცნობილი სიმბოლისტი მხატვრის გუსტავ კლინტის შემოქმედებას. იმსჯელეს გაცნობილი თემის ირგვლივ   და გამოთქვეს თავიაანთი მოსაზრება.  გამართეს დისკუსია მხატვრების შემოქმედების ირგვლივ,დაუსვეს კითხვები ერთმანეთს, შეადგინეს სამახსოვრო ბარათები და მოკლე ფრაზებით შეაფასეს თავისუფალი გაკვეთილი. (მაგ:  საოცრად საინტერესო, მრავალფეროვანი, სასიამოვნო, სახალისო, აღმფრთოვანებელი). ბოლოს მოუსმინეს ცნობილი კომპოზიტორის შტრაუსის ვალსს.


9

2017-02-16

მოსწავლეებმა ნახეს ლალაზარ გაზანოვას ფილმი  ,, მოგზაურობა დიდ ბრიტანეთში", ისაუბრეს ფილმისგან მიღებულ შთაბეჭდილებებზე, გამოკვეთეს არქიტექტურის თავისებურებები, დაათვალიერეს ლონდონის  ცნობილი  მუზეუმების ინტერიერი, გაეცვნენ უილიამ თერნერის და ჯონ კონსტემბლის ნახატებს. თემის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს ნანახი მასალის ირგვლივ, გამართეს დისკუსია, დაუსვეს ერთმანეთს კითხვები.შეადგინეს სამახსოვრო ბარათები.გაკვეთილის ბოლოს მათი სურვილისამებრ მოუსმინეს "ბიტლზის" სიმღერას,მიღებული შთაბეჭდილებები ჩაწერეს ვიდეოზე.