თავისუფალი გაკვეთილები

დათო ტურაშვილის სამყაროში (ბიოგრაფიის გაცნობა ფოტოკოლაჟით)

თამარ მამისეიშვილი
7,8
წიგნიერება
Free lesson title სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლა

ვარციხის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა წიგნიერების განვითარების მიმართულებით კლუბი, რომელშიც ჩართულია მე-7 მე-8 კლასიდან   16 მოსწავლე. მოსწავლეებმა მაღალი მზაობა და ინტერესი გამოავლინეს. თავისუფალი გაკვეთილების ციკლის მიზანია  მოსწავლეებში წიგნიერებისა და წარმოსახვის უნარის განვითარება. დამატებით რესურსად მასწავლებელი იყენებს წინასწარ მომზადებულ ინტერაქტიულ  პრეზენტაციებს და უქმნის  მოსწავლეებს შესაბამის სასწავლო გარემოს.


4

დათო ტურაშვილის სამყაროში (ბიოგრაფიის გაცნობა ფოტოკოლაჟით)

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

6 / 12 / 2017 წ.

XX გაკვეთილი

მკითხველთა კლუბის მუშაობის შეჯამება

   ჩატარდა წიგნიერების მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილი. მოსწავლეებმა გაიხსენეს თავისუფალ გაკვეთილზე შესწავლილი ნაწარმოებები, ისაუბრეს რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა მათზე ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება, დაწერეს რა უნარ-ჩვევები განუვითარათ თავისუფალმა გაკვეთილებმა და რა რეკომენდაციას გაუწევდნენ თავისუფალი გაკვეთილების პროექტს თანატოლებთან.

  მოსწავლეებმა შეძლეს მსჯელობა, თავისუფალი აზროვნება, დასკვნების გამოტანა და კლუბის მუშაობის შეჯამება.

9

29 / 11 / 2017 წ.

XIX გაკვეთილი

საუბარი ტექსტთან

ჩატარდა წიგნიერების მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: ,,უცნაური ბიჭი“. მასწავლებელმა გამოიყენა მეგობრული კითხვის მეთოდი, ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა გამოკვეთეს პრობლემური საკითხები, ისაუბრეს მოზარდების ურთიერთობების პრობლემებზე, გაავლეს პარალელები რეალურ ცხოვრებასთან, მოიყვანეს მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან, იმსჯელეს მთავარი პერსონაჟის ქცევის მოტივზე.

 მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის სიღრმისეულად გაგება-გააზრება, პარალელების გავლება.

9

22 / 11 / 2017 წ.

XVIII გაკვეთილი

ფაქტობრივ და სააზროვნო კითხვებზე მუშაობა

 ჩატარდა წიგნიერების მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: ნიკო ლორთქიფანიძის ,,ტრაგედია უგმიროდ“. მასწავლებელმა მოსწავლეებს გაახსენა რა არის ფაქტობრივი და სააზროვნო შეკითხვა. ამის შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი ,,ტრაგედია უგმიროდ“. იმუშავეს წყვილებში. თითოეულმა წყვილმა მოიფიქრა ერთი ფაქტობრივი და ერთი სააზროვნო შეკითხვა. მოსწავლეებმა კითხვები ჩამოწერეს დაფაზე. მასწავლებელმა ამოაკრებინა სააზროვნო კითხვები და მოსწავლეებმა გასცეს პასუხები.

ისაუბრეს ტექსტის ირგვლივ, გამოკვეთეს სადისკუსიო საკითხი, თავიანთი მოსაზრება გაამყარეს არგუმენტებით.

მოსწავლეებმა შეძლეს ფაქტობრივი და სააზროვნო კითხვების მოფიქრება, დისკუსიის გამართვა, არგუმენტირებული მსჯელობა.

9

15 / 11 / 2017წ.

XVII გაკვეთილი

საუბარი ტექსტთან

ჩატარდა წიგნიერების მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: გიდე მოპასანის ნოველა ,,მადმუაზელ ფიფი“. მასწავლებელმა გამოიყენა მეგობრული კითხვის მეთოდი. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს ტექსტის ირგვლივ, დაახასიათეს პერსონაჟები, გამოკვეთეს პრობლემა, გაავლეს პარალელები, იმუშავეს ინდივიდუალურად, დაწერეს ,,ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება“.

 მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის სიღრმისეულად გაგება, გააზრება, პარალელების გავლება, თავისუფალი აზროვნება.

 

9

8 / 11 / 2017წ.

XVI გაკვეთილი

 დღიურების გაცნობა

ჩატარდა წიგნიერების მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: გიორგი კეკელიძის ,,გურული დღიურები“.  მოსწავლეებმა გაიხსენეს რა არის დღიური, როგორ იწერება იგი, ვისი დღიურები აქვთ წაკითხული. მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა გურიის ყოფა-ცხოვრებასა და ამ ხალხისათვის დამახასიათებელ ტრადიციებზე, წაიკითხეს გარკვეული მონაკვეთები დღიურებიდან. მოსწავლეებმა გამოთქვეს შთაბეჭდილებები, ამოწერეს გურული ყოფისთვის დამახასიათებელი ელემენტები.

მოსწავლეებმა შეძლეს დღიურების გააზრება, შთაბეჭდილებების გადმოცემა

 

 

9

1 / 11 / 2017 წ.

XV გაკვეთილი

წერილი საყვარელ პერსონაჟს

ჩატარდა წიგნიერების მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილი. მოსწავლეებმა გაიხსენეს და დაფაზე ჩამოწერეს შესწავლილი ნაწარმოებები, გაიხსენეს ნაწარემოების პერსონაჟები, გამოყვეს დადებითი გმირები, ისაუბრეს, რატომ არის ესა თუ ის პერსონაჟი დადებითი და საყვარელი. შეასრულეს აქტივობა, მისწერეს წერილი საყვარელ პერსონაჟს.

მოსწავლეებმა შეძლეს შესწავლილი ნაწარმოებების გახსენება, პერსონაჟების დახასიათება, წერილის შედგენა.

9

27 / 10 / 2017წ.

XIV გაკვეთილი

საუბარი ტექსტთან

ჩატარდა წიგნიერების მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: ანტონ ჩეხოვის მოთხრობა ,,ორი კურდღლის მადევარი, ერთსაც ვერ დაიჭერსო“. მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწარმოები, გამოკვეთეს პრობლემური საკითხები, ტრაგი - კომიკური ადგილები ნაწარმოებიდან, შეავსეს პერსონაჟების რუკა, შეავსეს სქემა: ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება.

მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის სიღრმისეულად წვდომა, გააზრება, თავიანთი შთაბეჭდილებების გადმოცემა.

9

25 / 10 / 2017წ.

XIII გაკვეთილი

დისკუსია

ჩატარდა წიგნიერების მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: ანტონ ჩეხოვის მოთხრობა ,,გენერალი ქორწილში მიიწვიეს“. მასწავლებელმა გამოიყენა მეგობრული ტექსტის მეთოდი. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა დაახასიათეს პერსონაჟები, გამოკვეთეს სადისკუსიო საკითხები, იმსჯელეს პერსონაჟების ქცევის მოტივსა და პრობლემურ საკითხებზე.

მოსწავლეებმა შეძლეს არგუმენტირებული მსჯელობით საკუთარი პოზიციის გამოკვეთა, თავისუფალი აზროვნება, პარალელების გავლება რეალურ ცხოვრებასთან.

9

18 / 10 / 2017წ.

XII გაკვეთილი

ბიოგრაფიის გადაცემა

ჩატარდა წიგნიერების მიმართულებით გაკვეთილი თემაზე: ,,ანტონ ჩეხოვის ბიოგრაფია“ . მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო ანტონ ჩეხოვის ბიოგრაფია. ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს მწერლის ბრძნული გამონათქვამები და იმსჯელეს მის პიროვნულ თვისებებსა და სულიერ სამყაროზე. იმუშავეს ჯგუფურად, შეავსეს ბიოგრაფიის ჩარჩო, შეასრულეს აქტივობა ,,თითო შეკითხვა მწერალს“.

  მოსწავლეებმა შეძლეს მსჯელობა, შემოქმედებითი აზროვნება.

 

9

13 / 10 / 2017 წ.

XI  გაკვეთილი

რეკლამის მომზადება

მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო რეკლამის წარმოშობისა და განვითარების ისტორია. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ  შესთავაზა მოსწავლეებს მოემზადებინათ წიგნის რეკლამა. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევარი.

 მოსწავლეებმა შეძლეს მკითხველთა ყურადღებისა და ინტერესის გაღვივების მიზნით საინტერესოდ წარმოედგინათ სარეკლამო მასალა.

 

9

11 / 10 / 2017 წ.

X  გაკვეთილი

საუბარი ტექსტთან

   ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი წიგნიერების მიმართულებით თემაზე: გურამ რჩეულიშვილის ,,ბათარეკა ჭინჭარაული“. გონებრივი იერიშის საშუალებით გამოიკითხა მასწავლებელმა რა იცოდნენ მოსწავლეებმა მთის მკაცრი ადათ-წესებისა და ტრადიციების შესახებ. წაიკითხეს მოთხრობა. მასწავლებელმა გამოიყენა მეგობრული კითხვის მეთოდი. წაკითხვის შემდეგ ისაუბრეს ტექსტის ირგვლივ, გამოკვეთეს პრობლემატური საკითხები. დაადგინეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, დაახასიათეს პერსონაჟები, შეავსეს პერსონაჟების რუკა.

მოსწავლეებმა შეძლეს პერსონაჟების დახასიათება, პრობლემის სიღრმისეულად წვდომა და გააზრება, ლოგიკური მსჯელობა და აზროვნება.

9

9 / 10 / 2017წ.

IX გაკვეთილი

წარმოსახვითი ინტერვიუ მწერალთან

   თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა წიგნიერების მიმართულებით. მოსწავლეები გაეცვნენ გურამ რჩეულიშვილის ბიოგრაფიას, იმსჯელეს მწერლის პიროვნულ თვისებებზე.გამოკვეთეს ბიოგრაფიიდან მათთვის ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი  მონაკვეთები, შეასრულეს აქტივობა ,,წარმოსახვითი ინტერვიუ მწერალთან.იმუშავეს ჯგუფებში,მოამზადეს კითხვები,გაინაწილეს ინტერვიუერისა და რესპოდენტის როლები და წარმოადგინეს ინტერვიუ.

         მოსწავლეებმა შეძლეს  წარმოსახვითი ინტერვიუს მომზადება,საკუთარი როლის გათავისება.

          

9

4 / 10 / 2017 წ.

VIII გაკვეთილი

 დათო ტურაშვილის მოთხრობა ,,კურკა" 

ტექსტთან საუბარი

    თავისუფალი გაკვეთილი წიგნიერების მიმართულებით ჩატარდა თემაზე დათო ტურაშვილის მოთხრობა ,,კურკა" . გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებს გაეაზრებინათ ტექსტი, გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემების მიმართ. მასწავლებელმა გამოიყენა კითხვის ერთ-ერთი სტრატეგია ,,მეგობრული კითხვა". მოსწავლეებმა ტექსტის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეს მშობლისა და შვილის დამოკიდებულებაზე ნაწარმოების მიხედვით, აღწერეს იდეალური მშობლის პორტრეტი. იმსჯელეს რაა საჭირო იმისათვის, რომ მშობელსა და შვილს შორის ჩამოყალიბდეს ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული  ურთიერთობა. მოეწყო დისკუსია სწორად მოიქცა თუ არა ნაწარმოების მთხრობელი, მოსწავლეებმა შეაფასეს პერსონაჟის საქციელი, განსაზღვრეს მისი ქცევის მოტივი. გაკვეთილის ბოლოს გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები და გამოიტანეს დასკვნები.

 მოსწავლეებმა შეძლეს არგუმენტირებული მსჯელობა, პერსონაჟების დახასიათება და ნაწარმოების სიღრმისეულად გააზრება.

9

27 / 09 / 2017 წ.

VII გაკვეთილი

 დათო ტურაშვილის სამყაროში. ბიოგრაფიის გაცნობა ფოტო კოლაჟით

    ჩატარდა წიგნიერების მიმართულებით მერვე გაკვეთილი. მოსწავლეები გაეცვნენ დათო ტურაშვილის ბიოგრაფიას, დაათვალიერეს მწერლის ფოტოკოლაჟი. შეასრულეს სახალისო აქტივობა ,,ვინ უკეთ".  მოსწავლეებმა   ფოტოკოლაჟი დააკავშირეს მწერლის ბიოგრაფიასთან.  შეასრულეს როლური თამაში თითო შეკითხვა დათო ტურაშვილს. ბიოგრაფიიდან გამომდინარე მოსწავლეებმა გამოკვეთეს მწერლის პიროვნული თვისებები, ისაუბრეს, თუ რომელი ნაწილი იყო მათთვის ბიოგრაფიიდან მათთვის ყველაზე საინტერესო.

  გაკვეთილმა აამაღლა მოსწავლეებში მოტივაცია და ინტერესი თანამედროვე მწერლის შემოქმედებისადმი. მოსწავლეებმა გამოთქვეს მწერალთან შეხვედრის სურვილი.

 

9

20 /09/ 2017 წ.

 VI გაკვეთილი

  როლური თამაშები და საუბარი ტექსტთან

     მეშვიდე თავისუფალი გაკვეთილი წიგნიერების მიმართულებით ჩატარდა თემაზე დათო ტურაშვილის მოთხრობა ,,ჩემი ირლანლიელი პაპა". გაკვეთილის მიზანი მიზნად ისახავდა მოსწავლეებს წაეკითხათ და სიღრმისეულად გაეაზრებინათ ტექსტი, ემსჯელათ პერსონაჟებზე, შეესრულებინათ როლური თამაში წარმოსახვისა და სხვადასხვა სოციალური  უნარის ასამაღლებლად.

      მასწავლებელმა გამოიყენა ერთობლივი კითხვის მეთოდი. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა გამოკვეთეს პერსონაჟების პიროვნული თვისებები ტექსტიდან მაგალითების მოხმობით. მოსწავლეებმა შეასრულეს როლური თამაში, ნაწარმოების მთხრობელისა და მისი ირლანდიელი მეგობრის დიალოგი, რას მოუყვებოდა მთხრობელი თავის ირლანდიელ მეგობარს საქართველოზე. როლური თამაშის შემდეგ მოსწავლეებმა შეაფასეს მონაწილეები, როგორ შეძლეს მათ საკუთარი როლის გათავისება და რას დაამატებდნენ ისინი ახალს  დიალოგებში. გაკვეთილის ბოლოს გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები და გამოიტანეს დასკვნები.

  მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის სიღრმისეული გააზრება, პერსონაჟებზე მსჯელობა და საკუთარი როლის გათავისება.

 

 

9

2017-06-15

 გაკვეთილი  V

      ,,სულს უფლება აქვს აირჩიოს ის, რაც მას სურს“

  15 ივნისს ჩატარდა მეხუთე თავისუფალი გაკვეთილი წიგნიერების მიმართულებით  თემაზე გოდერძი ჩოხელის  ,,თევზის წერილები“. გაკვეთილი მიზნად ისახავდა პერსონაჟებზე დაკვირვების და არგუმენტირებული მსჯელობის  უნარ-ჩვევის განვითარება.

      მოსწავლეებმა წაკითხული ტექსტის პერსონაჟების დახასიათებაზე იმუშავეს,შეავსეს სქემა,პერსონაჟის  რუკა,ტექსტიდან სათანადო ადგილების მოშველიებით  გამოკვეთეს პერსონაჟის მახასიათებლები. გამოკვეთეს ნაწარმოების ძირითადი პრობლემა და გამართეს დებატები საკითხის შესახებ,სწორად მოიქცა თუ არა ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი,სწორად შეარჩია თუ არა პროტესტის ფორმა.მოსწავლეებმა საკუთარი პოზიცია არგუმენტირებული მსჯელობით დაიცვეს, გამოტანეს დასკვნები.ჩატარებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებში  აამაღლა არგუმენტებისა და  კონტრარგუმენტების ჩამოყალიბების,ლოგიკური აზროვნებისა და თანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბება.

          მოსწავლეებმა შეძლეს არგუმენტირებული მსჯელობით საკუთარი პოზიციის დაცვის უნარ-ჩვევების გამოვლენა.

 

9

2017-06-08

 გაკვეთილი IV 

      ,,კეთილი ანგელოზი სულეთის ქვეყნიდან“

8 ივნისს ჩატარდა მეოთხე თავისუფალი გაკვეთილი წიგნიერების მიმართულებით  თემაზე გოდერძი ჩოხელის ,,ვიცოდი აუცილებლად იქნებოდა აღდგომა“. გაკვეთილი მიზმად ისახავდა ტექსტის გაგება-გააზრების,სოციალური და ინტერპერსონალური უნარების განვითარებას.ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს ტექსტის გარშემო,გამოკვეთეს მიზეზ -შედეგობრივი კავშირები,დაახასიათეს პერსონაჟები,შეავსეს პერსონაების რუკა.მასწავლებელმა შესთავაზა როლური თამაში,როლების განაწილებისა და დამუშავების შემდეგ მოსწავლეებმა შეასრულეს როლური თამაში,შეაფასეს ერთმანეთისა და მონაწილეების როლი,გამოკვეთეს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

    მოსწავლეებმა შეძლეს როლური თამაშებით წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარ-ჩვევების გამოვლენა.

9

2017-06-01

გაკვეთილი III

         ,,უსამართლო სამართალი“

    1 ივნისს ჩატარდა წიგნიერების მიმართულებით მესამე თავისუფალი გაკვეთილი თემაზე  გოდერძი ჩოხელის ,,საზიარო ყვავი", მოსწავლეებმა წარმოადგინეს მკითხველთა თეატრი. გაკვეთილი მიზნად ისახავდა გამართული კითხვის, სოციალური, ინტერპერსონალური და თვითშეფასების უნარების განვითარებას. მასწავლებელმა ტექსტის დამუშავებისა და გააზრების შემდეგ მოსწავლეებს დაურიგა როლებად დანაწევრებული ტექსტი. მოსწავლეები გაეცვნენ საკუთარ მონაკვეთებს, იმუშავეს როგორ წაეკითხათ ტექსტი ინტონაციისა და ჟესტების გამოყენებით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მკითხველთა თეატრი. აქტივობის შემდეგ მასწავლებელმა გამართა შემაჯამებელი დისკუსია. მოსწავლეებმა იმსჯელესწარმოდგენის ძლიერ და დასახვეწ ასპექტებზე. მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი შეხედულებები და შთაბეჭდილებები, გამოიტანეს დასკვნები.

    მოსწავლეებმა შეძლეს როლური თამაშების გათავისება და ინტერპერსონალური და სოციალური უნარების წარმოჩენა.

9

2017-05-25

 გაკვეთილი II

        ,,ღმერთი ერთია და ამასთანავე იმდენი, რამდენი სახეც დგას მასში“

   25 მაისს ჩატარდა  მეორე თავისუფალი გაკვეთილი წიგნიერების მამართულებით თემაზე გოდერძი ჩოხელის ,,წერილი ნაძვებს“. გაკვეთილი მიზნად ისახავდა ტექსტის წვდომა-გააზრებისა და წარმოსახვის უნარ-ჩვევების განვითარებას. მასწავლებელმა გამოიყენა მეგობრული კითხვის სტრატეგია. ტექსტის წაკითხვის შემდეგ  მოსწავლეებმა ისაუბრეს ნაწარმოების ირგვლივ, გამოკვეთეს თემა, იდეა,  შეავსეს პერსონაჟების რუკა, დაწერეს ნაწარმოების ალტერნატიული დასასრული.

   მოსწავლეებმა შეძლეს წაკითხული ტექსტის წვდომა-გააზრება და პერსონაჟების რუკაზე მუშაობა.

9

2017-05-18

  გაკვეთილი I

         ,,დაკარგული რწმენა“

    18 მაისს ჩატარდა პირველი თავისუფალი გაკვეთილი წიგნიერების მიმართულებით თემაზე  გოდერძი ჩოხელის ,,ლუკას სახარება“. გაკვეთილი მიზნად ისახავდა ტექსტის წვდომა-გააზრების, არგუმენტირებული მსჯელობისა და დისკუსიის უნარების განვითარებას. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს ტექსტში წამოჭრილ პრობლემებზე, დაახაასიათეს პერსონაჟები,შეავსეს მიზეზ-შედეგობრივი  სქემა. გამართეს დისკუსია    პერსონაჟების ქცევის მოტივზე, მოსწავლეებმა არგუმენტირებული მსჯელობით გამოხატეს საკუთარი პოზიცია,გაავლეს პარალელები რეალურ ცხოვრებასთან, წაკითხულ ნაწარმოებთან.გაიხსენეს აკაკი წერეთლის,, ჩემი თავგადასავლი“ და და დაუკავშირეს იგი ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემებს. შეაჯამეს გაკვეთილი და გამოიტანეს დასკვნები.

      მოსწავლეებმა შეძლეს დისკუსიის არგუმენტირებული მსჯელობისა და პარალელების გავლების უნარ-ჩვევების გამოვლენა.