თავისუფალი გაკვეთილები

ხელოვნების სამყაროში

ეკატერინე ავაზაშვილი
7,8
ხელოვნება
Free lesson title სსიპ - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა

ხელოვნების სამყაროში


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის VII-VIII კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტში "თავისუფალი გაკვეთილები". ხელოვნების მიმართულებით პროექტს ვუწოდეთ "ხელოვნების სამყაროში". პროექტი მოიცავს ჯვრებით ქარგვის ტექნოლოგიის დაუფლებას და ყოფითი მეორადი საგნებით ხელნაკეთი ნივთების დამზადებას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ისწავლიან ხელსაქმეს და განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.

თავისუფალ გაკვეთილებზე ხელოვნების მიმართულებით მოსწავლეები შექმნიან ნაქარგებს და მეორადი ნივთებისგან დაამზადებენ სხვადასხვა დანიშნულების მქონე საყოფაცხოვრებო ნივთებს. მოსწავლეები ესტუმრებიან ხელოვან მქარგველებს, დაათვალიერებენ მათ ნაქარგებს და მიიღებენ ქარგვისთვის საჭირო რეკომენდაციებს. 

კურსის ბოლოს მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მოსწავლეთა ნამუშევრები და მოხდება პროექტის შეჯამება.

4

ხელოვნების სამყაროში

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

2017-06-14

გაკვეთილი 5. პრაქტიკული საქმიანობა

მე-5 გაკვეთილზე სურათების მოსაქარგად გოგონებმა შეარჩიეს ახალი საქარგი სქემები, კანვა, ფერადი ძაფები, შეუდგნენ ქარგვას და ზაფხულის არდადეგებისთვის მიიღეს რეკომენდაციები. ბიჭებმა მოამზადეს საჭირო რესურსი საყოფაცხოვრებო ნივთების გასაკეთებლად. მათ გამოიყენეს ბოთლის სახურავები, წებო, მუყაოს ქაღალდი, მაკრატელი.

9

2017-06-07

გაკვეთილი 4. სტუმრად ხელოვანთან

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრნენ ყვარლის კულტურის სახლს, სადაც შეხვდნენ ქარგვის წრის ხელმძღვანელს, თეა ვაჭარაძეს და დიზაინის წრის ხელმძღვანელს, მაკა ბაჭველაშვილს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნაქარგები და ხელნაკეთი ნივთები, მიიღეს რეკომენდაციები.

ყვარლის კულტურის სახლში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახეობის ნაქარგებით შესრულებული სამომხმარებლო ნივთები, წმინდანთა სურათები, საყოფაცხოვრებო მასალისგან დამზადებული საგნები: მაგიდის გადასაფარებლები, ტილოები, ხელჩანთები, ქოლგა, საყურეები, გულსაკიდი, სამაჯურები... გამოირჩეოდა ქართული ორნამენტით შესრულებული ნაქარგები.

გამოფენის მონახულებამ მოსწავლეების მოტივაცია სამომავლოდ კიდევ უფრო  მეტად გაზარდა.

9

2017-05-31

გაკვეთილი 3. პრაქტიკული მუშაობა

გაკვეთილი დაეთმო ქარგვას. გოგონები წინასწარ შერჩეული სქემების მიხედვით შეუდგნენ ქარგვით საქმიანობას.

ბიჭები მუშაობდნენ მეორად საგნებზე. გამოიყენეს თუნუქის ქილები, საღებავები, სილიკონის წებო.

9

2017-05-24

გაკვეთილი 2. მეორადი საგნებით ხელნაკეთი ნივთების დამზადება

მეორე გაკვეთილზე მოსწავლეებმა ძველი ჟურნალ-გაზეთების, საწრუპი ჩხირების, მუყაოს ქაღალდების, ფერადი ლენტების, სილიკონისა და წებოს გამოყენებით გააკეთეს პატარა კალათები, ვაზები და ფერადი აპლიკაციები. 

9

2017-05-17

გაკვეთილი 1. კურსის გაცნობა; მინი ლექცია გამოყენებით ხელოვნებაში არჩეული მიმართულებების შესახებ

მინი ლექცია მოიცავდა შესავალს ჯვრებით ქარგვასა და მეორადი საგნების გამოყენებით ხელნაკეთი ნივთების დამზადებაზე. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნაქარგი სურათები, შეარჩიეს სასურველი საქარგი სქემები და ნახეს ვიდეო გაკვეთილი სხვადასხვა საგნების დამზადების ხერხებზე. მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენა ძველი ჟურნალ-გაზეთებისგან საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები.