თავისუფალი გაკვეთილები

მკითხველთა კლუბი

ნელი ციცქიშვილი
7,8
წიგნიერება
Free lesson title სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალშავის საჯარო სკოლა

 წყალშავის საჯარო სკოლა ახორციელებს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  თავისუფალი გაკვეთილების ინიცირებულ  პროექტს წიგნიერების მიმართულებით.  პროექტში ჩართულია მე-7 - მე-8 კლასის 10 მოსწავლე.

 პროექტი  ხელს შეუწყობს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას; ცოდნის გაღრმავებას; ლოგიკური და მხატვრული მსჯელობისა და აზროვნების უნარების ჩამოყალიბებას; ზეპირი და წერითი მეტყველების, შეფასებისა და თვითშეფასების უნარების განვითარებას; ხელოვნების სახეებთან ზიაარებას

იხილეთ ვიდეო

4

მკითხველთა კლუბი

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

შეფასება და თვითშეფასება

      2017  წლის 27 ნოემბერს ჩატარდა ბოლო გაკვეთილი თავისუფალ გაკვეთილების მიმართულება ,,წიგნიერებაში". მასწავლებელმა მოსწავლეები განაწყო გაკვეთილისათვის, რომლის თემა იყო ,,შეფასება და თვითშეფასება". გააცნო შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკები და სთხოვა შეევსება აღნიშნული რუბრიკებისა.

    მოსწავლეებმა გააკეთეს შეფასება პროექტის მანძილზე ჩატარებული აქტივობებისა. გამოყვეს დადებითი და უარყოფითი მხარეები. იმსჯელეს, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები. შემდეგ გააკეთეს საკუთარი თავის თვითშეფასება.

     აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეებს განუვითარა შეფასებისა და თვითშეფასების, კრიტიკული აზრის და  საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისა და ლოგიკური მსჯელობის  ჩამოყალიბების უნარებიუნარები.

 იხილეთ ვიდეო

9

რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კითხვა.-დასკვნითი ღონისძიება.

         თავისუფალი გაკვეთილი თემაზე  ,,რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კითხვა.-დასკვნითი ღონისძიება" ჩატარდა 2017 წლის  24   ნოემბერს.

         დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის განხორციელების პერიოდის ყველა ნამუშევარი:  ილუსტრაციები,ალბომები,შთაბეჟჭდილებების  ჩანაწერები, წიგნის რეკლამა   და  სხვა.  თვითოეულმა მოსწავლემ გააკეღა პრეზენტაცია და არნიშნეს თუ რომელი ნამუშევარი როგორ შესრუ7ლდა. რა ჩაიფიქრეს და და როგორ განახორციელეს ჩანაფიქრი.

    აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეებს განუვითარდათ კრიტიკული აზროვნებისა და ეფექტური კომუნიკაციის.სხვათა აზრის პატივისცემა ტოლერანტობის პრინციპები,  მოსმენის კულტურა. 

იხილეთ ვიდეო

9

,,ვინ მეტი იცის რევაზ ინანიშვილის შემოქმედების შესახებ"

       რევაზ ინანიშვილის  შემოქმედების სიღრმისეული ცოდნის შემოწმება დაედო საფუძვლად გაკვეთილს  თემაზე.,, ვინ მეტი იცის რევაზ ინანიშვილის შემოქმედების შესახებ"

    მასწავლებელმა მოსწავლეები განაწყო გაკვეტილისატვის შეახსენა ქცების წესები და ესაუბრა გაკვეტილის თემასა და მიზანზე.  მინი ლექციით გააცნო კონკურსის ჩატარების წესები.

     დაურიგა კითხვები და და მოსწავლეებმა ინდივიდუალურად დაიწყეს კითხვებზე მუშაობა. მიცემული დროის შემდეგ მასწავლებელმა შეამოწმა ნამუშევრები და გამოავლინა გამარჯვებული მოსწავლეები.

    იხილეთ ვიდეო

    

9

ინტერვიუს კითხვების მომზადება

    2017 წლის 17 ნოემბერს ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე ,, მუშაობა ინტერვიუს კითხვების მომზადებაზე".

     მასწავლებელი  მოსწავლეებს  ვრცლად ესაუბრა თემასა და მიზანზე, განაწყო ისინი გაკვეთილისათვის და მინი ლექციის გამოყენებით ააუხსნა ინტერვიუს კითხვების მომზადება.

     მოსწავლეებმა ინდივიდუალურად დაიწყეს ინტერვიუს კითხვებზე მუშაობა . ჩამოწერეს კითხვები რომლითაც მოიძიებდნენ ავტორის ბიოგრაფიულ ცნობებს. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ნამუშევრები. იმსჯელეს და მოისმინეს სხვადასხვა აზრები. შემდეგ ინდივიდუალურად გააკეთეს პრეზენტაციები. 

 იხილეტ ვიდეო

9

რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კითხვა. წერილოს მიწერა საყვარელი პერსონაჟისადმი და მათი განხილვა.

     2017 წლის 13 ნოემბერს ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე ,,რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კითხვა. წერილოს მიწერა საყვარელი პერსონაჟისადმი და მათი განხილვა". 

     მასწავლებელმა გააცნო მოსწავლეებს გაკვეთილის თემა და ესაუბრა მიზნის შესახებ. კლასი განეწყო გაკვეთილისათვის. წაკითხული მოთხრობებიდან აირჩიეს საყვარელი პერსონაჟი და  იმუშავეს წერილის ტექსტზე, რომელსაც მიწერდნენ საყვარელ პერსონაჟს.

    შემდეგ თვითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა ნამუშევარი და ისაუბრა თუ რატომ აირჩია ეს პერსონაჟი და  რატომ გადაწყვიტა ასეთი წერილის მიწერა.  

   მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს, სვამდნენ კითხვებს და მსჯელობდნენ.

  გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ვიდეო

9

წიგნის რეკლამის შექმნა

      2017 წლის 6 ნოემბერს ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი  რევაზ ინანიშვილის წიგნებიდან ინდივიდუალურად რეკლამის შექმნის თემაზე.

       მასწავლებელმა მოკლედ ისაუბრა გაკვეთილის მიზანზე, რომ აღნიშნული მუშაობა ხელს შეუწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მოსწავლეებს შეეტყოთ წახალისება. ყურადღებით უსმენდნენ მასწავლებელს ინიშნავდნენ მითითებებს სამუშაოს შესასრულებლად.

     მოსწავლეებმა ინდივიდუალურად დაიწყეს მუშაობა წიგნის რეკლამის შექმნაზე. შემდეგ გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაციები.

   უსმენდნენ ერთმანეთს . იზიარებდნენ ერთმანეთის აზრებს და სვამდნენ შეკითხვებს. გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა,

   იხილეთ ვიდეო

 

9

რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კითხვა-ტექსტის პრობლემების გამოკვეთა და რეალობასთან კავშირში განხილვა

     2017 წლის 30 ნოემბერს ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე ,,რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კითხვა-ტექსტის პრობლემების გამოკვეთა და რეალობასთან კავშირში განხილვა".

     მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის თემა და ესაუბრა მიზანზე. ჩამოწეეს დაფაზე რამდენიმე პრობლემა და აირჩიეს ერთ-ერთი პრობლემა. მოსწავლეებმა იმსჯელეს პრობლემაზე. განიხილეს აღნიშნული პრობლემა რეალობასთან კავშირში. მოსწავლეები გამოთქვამდნენ კრიტიკულ მოსაზრებებს და აკეთებდნენ ერთმანეთის მიმართ კომენტარებს.

    აღნიშნულმა გაკვეთილმა მოსწავლეებს განუვითარა ძიებისა და კვლევის უნარები და ჩამოუყალიბა კრიტიკული აზროვნება.

9

რ.ინანიშვილის მოთხრობების კითხვა. დისკუსია - რა მომეწონა? რა არ მომეწონა?

2017 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე : ,რ.ინანიშვილის მოთხრობების კითხვა. დისკუსია - რა მომეწონა? რა არ მომეწონა?,"

    მასწავლებელმა შექმნა მოტივაცია გაკვეთილის წარმართვისათვის და გააცნო ბავშვებს გაკვეთილის თემა და მიზანი, რომ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ  კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური მსჯელობა, სხვისი აზრისადმი პატივისცემა და მოსმენის კულტურის შეძენა.

    აირჩიეს სადისკუსიო თემა და დაიწყეს მისი განხილვა -კამათი. თავისუფლად აღნიშნავდნენ რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ. რას შეცვლიდნენ. უსმენდნენ და ისე კამათობდნენ.

   ბოლოს მოახდინეს შეფასება და თვითშეფასება.

   გაკვეთილმა მიზანს მიაღწია.

   იხილეთ ვიდეო

   

9

დადებითი და უარყოფითი გმირების შეფასების სქემის შედგენა.

      2017 წლის 20 ნოემბერს ჩატარდა გაკვეთილი: რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კითხვა.დადებითი და უარყოფითი გმირების შეფასების სქემის შედგენა". გაკვეთილს ესწრებოდა  10 მოსწავლე.

      მასწავლებელმა მოსწავლეები განაწყო გაკვეთილისათვის და გააცნო  თემა და მიზანი. გგააქტიურა  წინარე ცოდნა. სთხოვა გაეხსენებინათ წაკითხული მოთხრობების პერსონაჟები და მოახდენინა მათი კლასიფიკაცია.

      მინი ლექციით გააცნო მოსწავლეებს , თუ როგორ უნდა იმუშაონ შეფასების სქემის შედგენაზე და რისი გათვალისწინება არის სასურველი.

     მოსწავლეებმა დაიწყეს მუშაობა შეფასების სქემების შედგენაზე, რითაც  გამოვლინდებოდა , როგორც უარყოფითი ასევე დადებითი თვისებები.

 მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს შედგენილი ფორმები.

იხილეთ ვიდეო

9

მინი სპექტაკლის დადგმა

        2017 წლის 16 ნოემბერს ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი ,, მინი სპექტაკლის დადგმა'.

  მასწავლებელმა კარგად  მოახდინა  კლასის განწყობა გაკვეთილისათვის. გააცნო  გაკვეთილის თემა და მიზანი.

 მოსწავლეებს გაახსენა წინა მასალა, მიმოიხილეს მოთხრობის სცენარები და გააკეთეს არჩევანი სასურველ სცენარზე.

        იმუშავეს ჯგუფებში და შემდეგ ჯგუფებმა წარმოადგინეს მინი-სპექტაკლი. 

          ჯგუფები შეფასდნენ თუ როგორ მოირგეს მონაწილეებმა როლები და როგორ ასრულებდნენ მას.

იხილეთ ვიდეო

9

რ.ინანიშვილის მოთხრობების კითხვა. ნაწარმოების მიხედვით სცენარის პროექტის შექმნა.

       თავისუფალი გაკვეთილი ,,,ნაწარმოების მიხედვით სცენარის პროექტის შექმნა" ჩატარდა 2017 წლის 13 ოქტომბერს..

       მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის თემა და მიზანი. მისცა მიმართულება თუ როგორ უნდა იმუშაონ წაკითხული ნაწარმოების მიხედვით სცენარის პროექტის შექმნაზე.

        მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშავეს აღნიშნულ დავალებაზე. შემდეგ თვითოეულმა გააკეთა  თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია. უსმენდნენ  ერთმანეთს, სვამდნენ კითხვებს და ისმენდნენ პასუხებს.

       ყველა მოსწავლემ კარგად შეასრულა სამუშაო. 

       აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში აზროვნების, შემოქმედებითი  და ლოგიკური მსჯელობის უნარების განვითარებას.

იხილეთ ვიდეო

9

შემოქმედებითი წერა-მოთხრობის დასასრულის საუკეთესო ვარიანტი

     თავისუფალი გაკვეთილი ,, შემოქმედებითი წერა-მოთხრობის დასასრულის საუკეთესო ვარიანტი" ჩატარდა 2017 წლის 9 ოქტომბერს. 

    მასწავლებელმა  მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის თემა და მიზანი.

     ბავშვებმა ინდივიდუალურად აირჩიეს თითო მოთხრობა და იმუშავეს საუკეთესო დასასრულის შექმნაზე.თვითოეულმა გააკეთა თავისი ნამუშევრის პრეზენტაცია და მოახდინეს ერთმანეთის შეფასება.

     გაკვეთილმა მიზანს ,, შემოქმედებითი უნარების, აზროვნების და ლოგიკური წერის უნარის ჩამოყალიბებას'  მიაღწია.

იხილეთ ვიდეო

9

რ.ინანიშვილის მოთხრობების კითხვა. კონკურსი კროსვორდების შედგენაზე.

        2017 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი  ,,რ.ინანიშვილის მოთხრობების კითხვა. კონკურსი კროსვორდების შედგენაზე.". გაკვეთილს ყველა მოსწავლე ესწრებოდა.

        მასწავლებელმა  მოსწავლეებს  გააცნო  გაკვეთილის თემა და მიზანი; განუვითარდეთ სწრაფი აზროვნება , შემოქმედებითობა, ლოგიკური მსჯელობისა და გამომეტყველებითი კითხვის უნარი .მასწავლებელმა  განაწყო მოსწავლეები   თავისუფალი გაკვეთილისათვის.

        გაიხსენეს წინა გაკვეთილებზე განხილული თემები,  მასწავლებელმა გააქტიურა წინარე ცოდნა. მისცა სამუშაო მასალა და მითითება   წაკითხული მოთხრობების პერსონაჟების გამოყენებით როგორ შეადგინონ კროსვორდი.

  გაკვეთილმა მიზანს მიაღწია და საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა შეძლეს წაკითხულიდან საინტერესო კროსვორდების შედგენა.

იხილეთ ვიდეო

9

როლური თამაშები

        2017 წლის 25 სექტემბერს  ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი  ,,როლური თამაშები". გაკვეთილს ყველა მოსწავლე ესწრებოდა.

        მასწავლებელმა  მოსწავლეებს   გასაგებად გააცნო  გაკვეთილის თემა და მიზანი და განაწყო  თავისუფალი გაკვეთილისათვის. შინაგანმა და გარეგანმა მოტივაციამ მოსწავლეებში აღძრა სცენარის დაწერისათვის  პოზიტიური  განწყობა,  

        მოსწავლეები გაიყვნენე ორ ჯგუფად და აირჩიეს თითო მოთხრობა, შეადგინეს სცენარები და გაანაწილეს როლები. რამდენიმე წუთის შემდეგ ჯგუფებმა გააკეთეს 10-10 წუთიანი პრეზენტაცია, სადაც გამოავლინეს შემოქმედებითი უნარი,  გააცოცხლეს მოქმედი პირები მათი ხასიატების მიხედვით.

        გაკვეთილმა მიზანს მიაღწია და საინტერესოდ ჩაიარა.

        იხილეთ ვიდეო

9

ხელნაკეთი ალბომის დამზადება

      თავისუფალი გაკვეთილი ,,,ხელნაკეთი ალბომის დამზადება" ჩატარდა 2017 წლის 19 სექტემბერს.

   მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის თემა და მიზანი. მისცა მიმართულება თუ როგორ უნდა შეეკრიბათ საინტერესო და აუცილებელი ინფორმაციები და მასალები ალბომში შესატანად. დაურიგა სამუშაო რესურსები და  მისცა დრო სამუშაოს შესასრულებლად.

     ბავშვებმა ისურვეს ჯგუფებში  მუშაობა. გაინაწილეს შესასრულებელი სამუშაოები. აფორმებდნენ ალბომის ფურცლებს, აკეთებდნენ სხვადასხვა წარწერებს, ნახატებს, დასასრულს დაალაგეს ფურცლები სასურველი თანმიმდევრობით აკინძეს და მისცეს ალბომის სახე.

     ყველა მოსწავლე ასრულებდა სამუშაოს შესაძლებლობის და მიხედვით.

     აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში აზროვნებისა და ფიქრის უნარების გამოვლენას, მისცა  მოსწავლეებს საჭირო მასალების შერჩევისა და  შეგროვების საშუალება .

იხილეთ ვიდეო

9

რ.ინანიშვილის მოთხრობებიდან საინტერესო ფრაზებზე მსჯელობა

2017 წლის  9  ივნისს ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი #5. 

მასწავლებელმა ჩამოწერა დაფაზე  საინტერესო ფრაზები  და თითოეულმა მოსწავლემ გააკეთა პრეზენტაცია მის  მიერ არჩეული ფრაზის  მნიშვნელობაზე, თუ რატომ მოეწონა  რა არის მასში საინტერესო, გამოიყენებს თუ არა ოდესმე რაიმე კუთხით ამ ფრაზას.

ყველა მოსწავლე მსჯელობდა შესაბამისი არგუმენტებით; განხილვაში ყველა მოსწავლე ხალისით მონაწილეობდა.  შექმნეს მცირე მოცულობის  ტექსტი. 

აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ლოგიკური მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, საინტერესო წინადადებებისა და ფრაზების ირგვლივ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას მსჯელობის ელემენტების გამოყენებით. 

    

იხილეთ ვიდეო

9

2017-06-08

 2017 წლის 8 ივნისს ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილების პროექტის ფარგლებში მეოთხე გაკვეთილი . მოსწავლეებმა დაასახელეს წაკითხული ნაწარმოებებიდან რამდენიმე პრობლემური საკითხი , საიდანაც აირჩიეს ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ინტერესების გათვალისწინებით. ხალისით ჩაერთვნენ პრობლემის განხილვაში, თავისუფლად გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, რომლებსაც ამყარებდნენ შესაბამისი არგუმენტებით.  იყვნენ კრიტიკულები  და ამავე დროს პატივს სცემდნენ ერთმანეთის მოსაზრებას. მუშაობდნენ გუნდურად და მეგობრულად. 

კამათში გადაჭრეს პრობლემა ცივილიზებული გზით და მიაღწიეს შეთანხმებას. დებატებმა მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა და გაკვეთილზე  მიზანიც  მიღწეული იქნა,: მოსწავლეებს განუვითარდათ კრიტიკული აზროვნებისა და ეფექტური კომუნიკაციის  უნარ-ჩვევები; ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის უნარები; სხვათა აზრის პატივისცემა და ტოლერანტობის პრინციპები, შემწყნარებლობა.

იხილეთ ვიდეო

9

2017-06-01

       2017 წლის 01 ივნისს ჩატარდა  თავისუფალი გაკვეთილი #3. მოსწავლეები გაეცნენ გაკვეთილის თემას და იდეას, მიზანი და მიზანდასახულობა; პერსონაჟის მოქმედებების რუკის შედგენის ინსტრუქცია.

          გაკვეთილის მსვლელობა საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს. იმსჯელეს ნაწარმოების პრობლემის გარშემო და გამოკვეთეს მთავარი იდეა, რომ ადამიანების დახმარება უანგაროდ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა; რომ არ შეიძლება ყველაფერს ანგარების თვალით ვუყუროთ. გამართეს დისკუსია წამოჭრილ საკითხზე; დისკუსიამ ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა.

იხილეთ ვიდეო

                                                                                                                            

9

2017-05-25

მოსწავლეებს  გააცნო მასწავლებელმა  გაკვეთილის თემა და მიზანი, თუ როგორ უნდა იმუშაონ ნაწარმოების პერსონაჟებსა და მათ ხასიათებზე; ყურადღება გაამახვილებინა , თუ როგორ იყენებს ავტორი პერსონაჟის მოქმედების ადგილსა და დროს სიუჟეტის თემის გაშლაში.

მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ მიერ წაკითხულ ნაწარმოებთა პერსონაჟების ხასიათებსა და მათ ამოცნობაზე. 

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს შექმნეს საკუთარი ილუსტრაციები, მათთვის საინტერესო ეპიზოდებისა. 

9

2017-05-18

    მკითხველთა კლუბის პირველი გაკვეთილი ჩატარდა 2017 წლის 18 მაისს. მოსწავლეებს მასწავლებელმა გააცნო გაკვეთილის თემა და მიზანი, ესაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და მიმოიხილა პროექტის ძირითადი საკითხები. გააცნო კითხვის სტრატეგიები და თვითოეული გაკვეთილისთვის დაგეგმილი აქტივობების მოკლე აღწერა. მინი ლექციით გადასცა მოსწავლეებს რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფიული მონაცემები და სთხოვა  მოეძიებინათ ინდივიდუალურად მათთვის საინტერესო ნაწარმოებები.