ზემო ბოდბის #1 საჯარო სკოლის მეშვიდე და მერევა კლასის მოსწავლეებმა თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოაწყვეს ლაშქრობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარში. ტაძარი წლების მანძილზე დანგრეული იყო; 10-15 წლის უკან ბარნაბიშვილების გვარის წარმომადგენელმა ნიშის სახით აღადგინა, ხოლო გასულ წელს აიგო ტაძარი. ამ ტაძარს უკავშირდება ,,ბარნაბაანთ ქალის" ლეგენდა, რომელიც მოსწავლეებმა მოიძიეს სოფელში ხანდაზმულ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ტაძარი მდებარეობს სოფლის განაპირას, იქ, სადაც ამჟამად საქონლის საძოვრებია, ამის გამო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დასასუფთავებელია,; ბავშვებმა დაგეგმეს სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად მოაწყონ ერთობლივი ღონისძიება და დაასუფთაონ მიმდებარე ტერიტორია; აქ დღემდე მიმდინარეობს საკლავის შეწირვის რიტუალი, რაც თითქმის სოფლის მასხოვრებლებისთვის ტრადიციადაა ქცეული.