თავისუფალი გაკვეთილები

წიგნიერი თაობა

ფატმან ცარციძე
7,8
წიგნიერება
Free lesson title სსიპ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლა

 პროექტის ფარგლებში მოსწავლეები წაიკითხავენ რ.ინანიშვილის მოთხრობებს, რომლის საფუძველზე ჩაერთვებიან სხვადასხვა სახალისო აქტივობაში (როლური თამაშები, სცენარის მომზადება და მინი სპექტაკლის დადგმა, ილუსტრაციების/კომიქსების გამოფენა, წერილი საყვარელ პერსონაჟს, ინტერვიუ ავტორთან, დებატები, წიგნის რეკლამა და სხვა). აღნიშნული სახალისო აქტივობები გაზრდის მოსწავლეების მოტივაციას, სრულფასოვნად გააანალიზონ ნაწარმოების შინაარსი. იმუშაონ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, რაც შესაძლებლობას მიცემს მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, გამოხატონ და დაიცვან საკუთრი მოსაზრებები. პარალელები გააკეთონ თემში არსებულ რეალობასთან.

4

წიგნიერი თაობა

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

7.12.2017

ამავე დღეს ჩავატარე შემაჯამებელი გაკვეთილი, მინო ლექციის საშუალებით ვესაუბრე მოსწავლეებს ამ პროექტის მნიშვნელობის შესახებ, კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ წიგნიერების დონე ახალგაზრდებში დაბალია, ამიტომ აუცილებელია მოსწავლეებს განუვითარდეთ წიგნის კითხვის უნარ-ჩვევები. ნაკითხი და განათლებული ახალგაზრდები უფრო გაუმკლავდებიან წინააღმდეგობებს, რომელიც მათ შეხვდებათ. 

თვალი გადავავლეთ ჩვენს მიერ წაკითხულ ნაწარმოებებს რ. ივანინშვილის შემოქმედებიდან. გამოვყავით თემა რომელზეც წერდა ინანიშვილი.

მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, ძალიან მოწონდათ ასეთი გაკვეთილები და პირობა მომცეს, რომ ბევრ წიგნს წაიკითხავდენ.

9

7.12.2017

ამ გაკვეთილზე მოსწავლებს ვაყურებინე რ. ინანიშვილის სცენარის მიხედვით მატარებელი ფილმი ,,არდადეგებზე" ნანახი არ ჰქონდათ, ფილმო მოეწონათ და ძალიან იხალისეს

9

30.11.2017

ამავე დღეს გაკვეთილზე იმუშავეს ინტერვიუზე ავტორთან და ნაწარმოების პერსონაჟებთან, ძალიან სახალისო და შინაარსიანი იყო გაკვეთილი

9

30.11.2017

გაკვეთილზე წავიკითხეთ რევაზ ინანიშვილის ,,ხორასნელი ჭბუკი", ბავშვებს ძალიან მოეწონათ მთავარი პერსონაჟის საქციელი, მტერიც, რომ იყოს ვაჟკაცობა და რაინდობა მაინც აუცილებელია, მან არ იკადრა მძინარე ქართველების ამოხოცვა და გააღვიძა ისინი, ამისათვის მან სასჯელი დაიმსახურა. მტრის სახეშიც კი მან დაინახეს მისაბაძი ადამიანი

9

16.11.2017

ამავე დღეს ჩავატარე მინი ლექცია, კიდევ ერთხელ შევახსენე ბავშვებს, პროექტის მიზანი, რომ ამ გაკვეთილებით მათ უნდა განუვითარდეთ წიგნისადმი სიყვარული, ამაღლდეს მათში წიგნიერების დონე, რომ ცხოვრებას უფრო მომზადებული შეხვდნენ, ამ გაკვეთილზე შევადგინეთ კროსვორდი, გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გამოვიდა

9

16.11.2017

გაკვეთილზე წავიკითხეთ რევაზ ინანიშვილის ნოველა ,,ლოჭინში". ძალიან მოეწონათ ისაუბრეს დავით აღმაშენებლის შესახებ, გაიხსენეს საქართველოს ისტორიის ეს პერიოდი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს დავით აღმაშენებლის სიყვარულს წიგნების კითხვისადმი და პირობა დადეს, რომ ისინიც ბევრს წაიკითხავენ რათა უფრო ნაკითხები და განათლებულები იყვნენ.

9

9.11.2017

   გაკვეთილზე წავიკითხეთ რევაზ ინანიშვილის მოთხრობები: ,,კიტრის ქურდი" და ,,კაცები". ბავშვებს ორივე მოთხრობა მოეწონათ კარგად იმსჯელეს ნაწარმოების შესახებ, არ მოეწონათ         საქციელი, რომელიც აპირებდა კოლმეურნეობის თავმჯდომარესთან აფრია მიყვანას. გაიხსენეს თავისი თავგადასვლები, ბავშვური ანცობით მათაც მოუპარავთ ხილი, ბალი, ყურძენი .... ძალიან იხალისეს ,,კაცების" პერსონაჟებზე.

9

2.11.2017

გაკვეთილზე დავამთავრეთ გაზეთზე მუშაობა და დავიწყეთ პერსონაჟთა რუკის შექმნა, ბავშვებს კარგად ახსოვდათ წინა გაკვეთილზე წაკითხული ნაწარმოებები და მოახდინეს პერსონაჟთა კლასიფიკაცია.

9

26.10.2017

 ,,მირანდუხტის" წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი, როლები გაენაწილებინათ და ისე წაეკითხათ მოთხრობა, ძალიან საინტერესო გამოვიდა, შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე ,,რას დაარქმევდით გოგონას საქციელს" გაკვეთილი მეტას სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა.

9

26.10.2017

წავიკითხეთ რ. ინანიშვილის ,,მირანდუიხტი" ბავშვებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ადამიანი ხასიათდება მისი ქცევის მიხედვით, ისინი უნდა იყვნენ სამართლიანები, გამბედავები და არა უზრდელები და უტიფრები.

  ძალიან მოეწონათ მოთხრობის მთავარი გმირი, მირანდუხტი, რომელსაც თავისი თავაზიანობით, დახვეწილი მანერებით შეცვალა მაღაზიის გამყიდველი გერონტი, რომელიცთავიდან მტრულად იყო განწყობილი გოგონასადმი, ბოლოს კი მის გამოჩენას მოუთმენლად ელოდა და მოწიწებით იქცეოდა.

9

18.10.2017

გადავწყვიტეთ გამოგვეშვა გაზეთი, რომელსაც მიუძღვნიდით რ. ინანიშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას. მოსწავლეებმა მოიძიეს ფოტო-მასალები და დაიწყეს გაზეთზე მუშაობა, გაკვეთილი საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა

9

12.10.2017

  გაკვეთილზე წავიკითხეთ რევაზ ინანიშვილის ,,ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი", წაკითხვის შემდეგ მოვასმენინე გია აბესალაშვილისა და რუსუდან ბოლქვაძის მიერ წაკითხული აუდიო დისკი.

შემდეგ მოსწავლებმა გააკეთეს ჩანახატები, როგორც აღიქვეს ნოველაში გადმოცემული მოვლენები.

გაკვეთილი შინაარსიანი გამოვიდა, მოსწავლეებმა ხალისიანად და საინტერესოდ იმუშავეს.

9

5.10.2017

მოთხრობის წაკითხვის შემდე, მოსწავლეებს ვაყურებინე მათი თანატოლების მმონაწილეობით გადაღებული ორი ფილმი რევაზ ინანიშვილის ,,ჩიტები გამომზამთრებელი". ბავშვებს ძლაიან მოეწონათ, განსაკუთრბით ერთი, რომელიც  მისდევდა მოთხრობის სცენარს, გამართეს მსჯელობა, რომ უნდა მოგვარდეს ურთიერთობა, კომფლიქტი შვილებსა და მშობლებს შორის და მშობლებმა უნდა გაუგონ შვილებს.

9

5.10.2017

წავიკითხეთ ,,ჩიტების გამომზამთრებელი", გამოვყავით მთავარი თემა:,, რა სახის ურთიერთობაა შვილებსა და მშობლებს შორის", დააკავშირეს თანამედროვეობასთან. მიუხედავად იმისა, რომ არ ჩანს სკოლა, რომელშიც მთავარი გმირი სწავლობს, მოსწავლებმა ისაუბრეს მასწავლებელსა და მოსწავლის ურთიერთობის შესახებ დაახასიათეს პერსონაჟები. საინტერესო  მსჯელობა გაიმართა

9

28.09.2017

წავიკითხეთ რ. ინანაიშვილის ,,ეთერი", შემდეგ იმის შემოწმების მიზნით, თუ როგორ უსმენენ მოსწავლეები დაწერეს შინაარსი... მივიღეთ კარგი შედეგი.

  მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ნოველაში დასმულ პრობლემებზე, ამოიცნეს მთავარი სათქმელი დაუკავშირეს თანამედროვეობასთან და გამოთქვეს გულისტკივილი, სოფლების დაცლის და გამოკეტილი სახლების  გამო.

9

21.09.2017

წავიკითხეთ რევაზ ინანიშვილის ,,უშიშარი ბიჭი იოსება" ბავშვებს ძალიან მოეწონათ ბევრი იხალისეს იოსებას ოინებზე, შემდეგ გამართეს დისკუსია თემაზე: ,,ჩვენი თანატოლების პრობლემა ემთხვევა თუ არა ნაწარმოების გმირებისას. დაახასიათეს პერსონაჟები, გააკეთეს ჩანახატები და ჩაიწერეს მნიშვნელოვანი ფრაზები.

9

ნოველა ,,ლამაზი ცრემლები" 08.06.2017

      გაკვეთილზე გავაგრძელეთ რევაზ ინანიშვილის ნოველების კითხვა წავიკითხეთ ,,ლამაზი ცრემლები". ვისაუბრეთ სიკეთის კეთებაზე, რომ სიკეთის კეთებას ვერავინ გვაიძულებს, ის შინაგანად უნდა მომდინარეობდეს. გამოვყავით პერსონაჟები და დავახასიათეთ. დავასკვენით, რომ ლამაზი ცრემლიც სიკეთის ერთი მარცვალია.

9

ჩანახატები წაკითხული ნოველების მიხედვით 2017-06-02

ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანახატები წაკითხული ნოველების მიხედვით და შექმნეს შესაბამისი ნამუშევრები.

9

ნოველა ,,მუხა", ,,ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები" 2017-06-01

გავაგრძელეთ რევაზ ინანიშვილის ნოველების კითხვა. წავიკითხეთ ნოველა ,,მუხა", ,,ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები" . საუბარი წარიმართა გარემოს დაცვაზე, თუ რამდენად აქტუალურია ეს თემა. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი, აქტიურად ჩაებნენ დისკუსიაში. შეეხნენ პატრიოტულ თემას და ძალიან საინტერესო აზრი გამოთქვეს  სამშობლოს სიყვარულის შესახებ.

9

ზოგადი მიმოხილვა წიგნისა და პროექტის შესახებ 2017-05-25


     25 მაისს ჩატარდა პირველი გაკვეთილი. მასწავლებელმა გააკეთა ზოგადი მიმოხილვა წიგნისა და პროექტის შესახებ. მოსწავლეები იწყებენ წიგნის კითხვას.  მასწავლებელი ეხმარება წაკითხულის ანალიზში; კითხვა გაგრძელდება შემდეგ გაკვეთილზე.