თავისუფალი გაკვეთილები

ბორჯომი– ჩემი კურორტ- ქალაქი

ლალი ბლიაძე
7,8
ინტელექტუალური
Free lesson title სსიპ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის საჯარო სკოლა

2017 წლიდან სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის საჯარო სკოლა ჩაერთო თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში საპილოტე პროექტში - ბორჯომი - ჩემი კურორტ-ქალაქი. შერჩეული იქნენ VII-VIII კლასის 13 მოსწავლე, რომლებიც დიდი ინტერესით ჩაერთვნენ აღნიშნულ პროექტში, გაკვეთილები მიმდინარეობს სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში, მოსწავლეებს აქვთ ყველა პირობა და შესაბამისი რესურსი. პროექტი ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებას ჩვენს რეგიონში და მიზნად ისახავს მოსწავლეების მიერ მშობლიური ქალაქის უკეთ გაცნობას.

4

ბორჯომი– ჩემი კურორტ- ქალაქი

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

2017 06 07

ეს ყველამ უნდა ნახოს!

ბოლო გაკვეთილმა ძალიან ლამაზად, უმცა ცოტა ემოციურად ჩაიარა. დამსწრე საზოგადოება ვამოგზაურეთ ჩვენი კურორტ-ქლაქის ღირსშესანიშნავ ადგილებზე, ვისაუბრეთ რა მოგვეწონა განსაკუთრებით, რა ვიცოდით, რა გავიგეთ პროექტის შემდეგ. ბავშვებმა გულწრფელად აღნიშნეს, რომ ჰქონდათ მოლოდინი, პროექტზე მუშაობის პროცესი საინტერესო იქნებოდა, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მათ სურვილი გამოთქვეს, აღნიშნული პროექტის გაგრძელებისა.

 

 


9

2017-05-31

ფეისბუქგვერდი ტურისტებისათვის

 „ბორჯომი-ტურიზმის ქალაქი“- ამ სახელით დავრეგისტრირდით ფეისბუქზე, სადაც ავტვირთეთ პროექტის ფარგლებში  ნანახი და დაფიქსირებული ადგილები, ინფორმაცია ამ ადგილების შესახებ, პრეზენტაციები...  ჩვენი გვერდი, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება.როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი  ტურისტებისათვის. გვეწვიეთ, დაგვიმეგობრდით და თქვენც გაიგეთ მეტი ჩვენი კურორტ-ქალაქის შესახებ.


9

2017-05-24

პროექტის ფარგლებში

ჩვენი პროექტი დასასრულს მიუახლოვდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ვნახეთ, მეტი  შევიტყვეთ მშობლიური ქალაქის, მისი უნიკალური სიმდიდრის, შეუდარებეი ფლორისა და ფაუნის, დასასვენებელი და გასართობი ადგილების სესახებ. სურვილი გაგვიჩნდა, დაგვეფიქსირებინა ჩვენი ქალაქის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი, რათა რაც შეიძლება მეტი ტურისტი გახდეს ჩვენი სტუმარი. გადავწყვიტეთ დავამზადოთ ბუკლეტები და პირველ ივნისს დავურიგოთ ტურისტებს ასევე შევქმნათ ფეისბუქგვერდი ტურისტებისათვის.


9

2017-05-10

 ჩვენი სიამაყე-კულტურის ძეგლები

გადავწყვიტეთ პირველად მწვანე მონასტერში მივსულიყავით. ეს მონასტერი იმით ხიბლავს მნახველებს, რომ მის ტერიტორიაზე დღესაც შესაძლებელია  ძნელბედობის ჟამს ბერების სასწაულებრივად უხრწნელი სისხლის უამრავი ნაკვალევის ნახვა. შემდეგ ქვაბისხევის წმინდა მარიამის მიძინების ეკლესია მოვინახულეთ, სადაც შოთა რუსთაველის და მისი დედის - იას ფრესკებია.ასევე მოვინახულეთ სადგერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სერაფიმ საროველის დედათა მონასტერი, რომელიც საროვის მონასტრის ასლია. იგი XXI საუკუნის ნაგებობაა. დღემ მართლაც ძალიან შთამბეჭდავად ჩაიარა.

 

9

2017-05-03

 წინაპართა ნაკვალევზე

ბორჯომში საკმაოდ მრავლადაა ეკლესია- მონასტრები, ამიტომ დიდი დრო დაგვჭირდა იმის დასადგენად, თუ რომელი ტაძარი მოგვენახულებინა. ინტერნეტში მოვნახეთ ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესია-მონასტრები, დავათვალიერეთ  ბუკლეტები და ყურადღება შევაჩერეთ  მწვანე მონასტერზე, ქვაბისხევისა, სადგერის და სარაფიმ-სარობელის ტაძრებზე. მოვიძიეთ მათზე ინფორმაციები. ვიცით, რომ წინ ძალიან სასიამოვნო დღე გველის. 

9

2017-04-26

დასვსნება და მკირნალობა ერთად

სასტუმროების დათვალიერება "ქრაუნ პლაზა"-დან დავიწყეთ. შემდეგ "ფირუზა", "რიქსოსი", "ბირჯიმი-პალასი" და "ბორჯომის ხეობა". გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი რეალური ცხოვრებიდან, ზღაპრულ სამყაროში გადავინაცვლეთ. შასანიშნავი ინტერიერი, წარუშლელი ხედები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო, გამაჯანსაღებელი ცენტრები, სპა-სალონები, სხვადასხვა ტიპის აბაზანები, მათ შორის გოგირდის, თაფლის, რძის, წიწვის, მარუილის... ერთი სიტყვით, დასვენება და მკურნალობა ერთდროულადაა შესაძლებელი.

9

2017-04-24

ჯადოსნურ სამყაროში

ბორჯომში საკმაოდ მრავლადაა სასტუმროები და ბალნეოლოგიური ცენტრები. რადგან ყველას მონახულება შეუძლებელია, გადავწყვიტეთ უფრო ცნობილი ბრენდები  დაგვითვალიერებინა. მოვიძიეთ ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და მოვიპოვეთ მათზე ინფორმაცია. შორიდან ძალზე მომხიბვლელად და საინტერესოდ გამოიყურება. მოუთმენლად ველით სასტუმროებში ვიზიტს

9

2017-04-20

მოგზაურობა წარსულში

ჩვენს მიერ მომზადებული  პრეზენტაციებით მართლაც წარსულში ვიმოგზაურეთ. ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს რომანოვების სასახლისა და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ისტორია. წარმოადგინეს აღნიშნულ ადგილებზე გადაღებული ფოტოები . უპასუხეს შეკითხვებს. პრეზენტაციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

9

2017-04-12

ბუნების ცოცხალი საუნჯე

ბავშვები დიდი ხანია რომანოვების სასახლეში წასვლაზე ოცნებობდნენ. თუმცა სამწუხაროა, რომ ამ საოცრების ნახვა ყველას არ შეუძლია, რადგან ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე შასვლა და მით უმეტეს ფოტოგადაღება, აკრძალულია. რაც შეეხება მუზეუმს, ჩვენი სკოლის დირექტორთან ერთად ვესტუმრეთ. ადმინისტრაცია ძალზე თბილად შეგვხვდა.ბავშვებმა დიდი ონტერესით დაათვალიერეს ექსპონატები, რომელთა რაოდენობა 37699. დღემ მართლაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

9

2017-04-05

წარსულის სილუეტები

რომანოვებმა დიდი კვალი დატოვეს ბორჯომის ისტორიაში. მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც რომანოვების კანცელარიის შენობაშია განთავსებული და რომანოვების სასახლე ლიკანში, მართლაც ბუნების ცოცხალი საუნჯეა. იმისათვის, რომ ამომწურავი ინფორმაცია მოგვეძიებინა, ბავშვები დაიყვნენ ჯგუფებად. მათ უამრავი რამ ნახეს სასახლისა და მუზეუმის შესახებ და უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდათ ამ ადგილების მონახულებისა.

9

2017-03-31

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ინფორმაციის მოძიების შემდეგ, უფრო დიდი ინტერესი გაგვიჩნდა ვიზიტორთა ცენტრის მონახულებისა. ეს დღეც დადგა. ადმინისტრაციულ შენობაში დაცულია ცხოველთა ფიტულები, პეპლების კოლექცია, ირმების გადაჯაჭვული რქები, საინფორმაციო სტენდები. ეროვნული პარკი ვიზიტორებს ერთ და  მრავალდღიან სალაშქრო, საცხენოსნო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს თავაზობს. ვიზიტორთა ცენტრის თანამშრემელი, რომელიც მეგზურობას გვიწევდა, შემოგვთავაზა N7 შემეცნებითი ბილიკის დალაშქვრა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ განაახლეს. მისი სიგრძე 3 კილომეტრია და დაახლოებით 1,5 საათს გრძელდება.

9

2017-03-27

საუფლისწულო მამულიდან-ეროვნულ პარკამდე

სანამ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობას ვეწვეოდით, გადავწყვიტეთ ინფორმაციის მოძიება პარკის შესახებ. ბავშვებმა ინტერნეტისა და წიგნების მეშვეობით, უამრავი საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს. პარკის, როგორც დაცული ტერიტორიის ისტორია, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში რომანოვების ბატონობიდან იღებს სათავეს. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა. დღეს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, პირველი და ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში,რომელიც 6 ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. დღეისათვის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 ტურისტული ბილიკია, რიმელიც მარკირებული და კეთილმოწყობილია და მოუთმენლად ელის ტურისტებს.

9

2017-03-22

მიწის წიაღის საგანძურიდან

ბორჯომის პარკი არა მარტო ტურისტებისათვის, არამედ ჩვენთვისაც ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულია, ჯერ კიდევ ცივა, პარკში უცხოელი ტურისტები მაინც შეგვხვდნენ. მართალია, ატრაქციონები ამ ეტაპზე არ მუშაობდა, მაგრამ ბავშვებმა მაინც ძალიან ისიამოვნეს, რადგან მათ ისეთი რამ ნახეს, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდნენ. თურმე ადრე, ე.წ. "პეპლების სახლი"- პირველი ჩამომსხმელი ქარხანა ყოფილა.  ვნახეთ ასევე ეკატერინეს და გოლოვინის წყაროები, გოგირდის აბანოები.პირველი ჰიდროელექტროსადგური ამიერკავკასიაში, რომლის ნანგრევებიღაა მხოლოდ. ერთი სიტყვით, ის, რაც ადრე შეუმჩნეველი და ჩვეულრბრივი იყო ბავშვებისათვის, ახლა სხვა დატვირთვა მიიღო.

9

2017-03-15

მიწის წიაღის საგამძურიდან

მიწის წიაღი უამრავ სიმდიდრეს ფარავს, მაგრამ მინერალური წყალი- ალბათ ყველაზე დიდი საგანძურია, "ბორჯომი" კი ამ მხრივ ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში. უფრო მეტიც, უნიკალურმა მინერალურმა წყალმა, მსოფლიო აღიარება მოუტანა ჩვენს კურორტ-ქალაქს. ამიტომ დღევანდელ გაკვეთილზე უფრო ღრმად გავეცანით მასალებს მინერალური წყლებისა და გოგირდის აბანოების შესახებ, როგორც სახელმძღვანელოებიდან, ასევე ინტერნეტის საშუალებით. მოვამზადეთ კითხვები ბორჯომის პარკის ადმინისტრაციის თანამშრომელთათვის.

9

2017-03-06

"ბორჯომი"- მსოფლიო ბრენდი

 ანი კურტანიძემ და მარი ხაჩიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია: "ბორჯომი"-მსოფლიო ბრენდი. პრეზენტაციამ ძალზე საინტერესოდ ჩაიარა. მსმენელებმა ბავშვებს დაუსვეს შეკითხვები თემასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის ბოლოს მსურველებს დავაგემოვნებინეთ ყვიბისის ჭაბურღილიდან აღებული მინერალური წყალი.სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა თამილა ლომიძემ, მადლობა გადაგვიხადა აქტიური მუშაობისთვის და წარმატებები გვისურვა.

9

2017-03-01

სიცოცხლის წყარო

ძალიან ემოციური იყო ქარხანაში სტუმრობა. ბავშვებს სურდათ ყველასთვის გაეზიარებინათ თავისი შთაბეჭდილებები. ამიტომ გადავწყვიტეთ, სკოლაში მოგვეწყო პრეზენტაცია და მსურველებისათვის გვეჩვენებინა, თუ როგორ მოდის მიწის წიაღის საგანძურიდან ჩვენამდე "სიცოცხლის წყარო". ამისათვის გავაკეთეთ განცხადება, ერთად შევკონეთ ჩვენს მიერ მოძიებული და ქარხანაში მოსმენილი მასალები და მოვამზადეთ პრეზენტაცია.

9

2017-02-22

პორველი ნაბიჯი

ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ ქარხანაში ვიზიტს. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოში ფოტოგადაღება შეზღუდულია, როგორც პროექტის მონაწილეებს, ნება დაგვრთეს. მეგზურობას ქარხნის თანამშრომელთან ერთად, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, კადრების განყოფილების უფროსი- თამარ ბლიაძე გვიწევდა. ბოლოს ინტერვიუც ავიღეთ მისგან.

9

2017-02-15

უცნაურ სამყაროში

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი, რომ მალე უცნაურ სამყაროში მოხვდებიან, ვთხოვე წარმოიდგინონ, რომ თითოეული მოსწავლე არის გიდი და დაასახელონ ერთი კონკრეტული ადგილი, რომელსაც აჩვენებენ  ბორჯომში ჩამოსულ სტუმარს. მოხდება ამ ადგილების დაჯგუფება. შევთანხმდით, რომ შეძლებისდაგვარად მოვიაროთ აღნიშნული ადგილები. შევაგროვოთ მათზე ინფორმაცია და ფოტოები, რომელსაც გამოვიყენებთ შემდგომ მუშაობაში.რადგან   IDS მორჯომის N2 ქარხანა  ჩვენი სოფლის ტერიტორიაზეა, გადავწყვიტეთ პირველი ვიზიტი სწორედ აქ მოვაწყოთ. ბავშვები დაჯგუფდნენ, მოიძიეს მასალები IDS ბორჯომის შესახებ და მოვამზადეთ კითხვები ინტერვიუსათვის. 

9

2017-02-08

როგორ მივიქციოთ ყურადღება                         

მეორე გაკვეთილმა ძალზე საინტერესოდ ჩაიარა, ვნახეთ სლაიდ-შოუ ბორჯომის ღირსშესანიშნავ  ადგილებზე, განვიხილეთ მოცემული პრეზენტაცია. გავაკეთეთ დასკვნები. გავმართეთ დისკუსია ზოგად კითხვაზე-"როგორ მივიქციოთ ყურადღება?" მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვას და მოიყვანეს მაგალითები. გავაკეთეთ განხილვის დროს შემოთავაზებული იდეების ჩამონათვალი. ბოლოს ვიმუშავეთ სტრაგედია 3. 2. 1.

 

9

2017-02-02


მოლოდინების ხე

პირველი გაკვეთილი ძალზე შთამბეჭდავი აღმონდა. მოსწავლეებს მოკლედ გავაცანი პროექტის შინაარსი, ვუპასუხე მათ შეკითხვებს. დავურიგე პუბლიკაციები, რომლის გაცნობის შემდეგაც გავაანალიზეთ თითოეული საკითხი. იმის გასარკვევად თუ რას ელიან პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ფოთლებით შეავსეს ე.წ. „მოლოდინების ხე“. ბოლოს დავგეგმეთ მომდევნო შეხვედრების დრო.