თავისუფალი გაკვეთილები

თექაზე მუშაობა

ნონა ბაძაღუა
7,8
ხელოვნება
Free lesson title სსიპ - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის საჯარო სკოლა

    საქართველოში ხალხური რეწვა საუკუნეებს ითვლის. დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნება საზოგადოებასთან ერთად დაიბადა და ის უძველესი ხელოვნებაა. საუკუნეთა მანძილზე ყალიბდება ამა თუ იმ ხალხის ნაციონალური მხატვრული კულტურა და ცხოვრებისთვის საჭირო აუცილებელი ნივთების დამზადებისას ადამიანი სულიერ მოთხოვნილების ასახვა დამზადებულ ნაკეთობაში. თექაზე მუშაობა მოსწავლეების დიდი სურვილის გათვალისწინებით შეირჩა.  პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი სახის აქტივობები: მატყლისა და თექის დამუშავების ტექნოლოგიების გაცნობა; თექის ოსტატთან კონსულტაცია, თექაზე მუშაობა, გამოფენის მოწყობა-გაყიდვა. ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს ხელოვნების ამ დარგის ხედვის განვითარებაში და მისცემს მათ მოტივაციას თექა  დაამზადონ  ოჯახურ პირობებში და დაეხმარება ზოგიერთ მათგანს მომავალი პროფესიის არჩევაშიც კი, ვინაიდან დასაქმება შესაძლებელია მოხდეს თვითდასაქმების გზით.

4

თექაზე მუშაობა

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

თექაზე მუშაობა

თემა: დასკვნითი ეტაპი -გამოფენა .მოსწავლეებმა სკოლის ფოიეში გამოფინეს პროექტის ფარგლებში შქმნილი ნამუშევრები.მოწვეული სტუმრები ქართული მუსიკის ფონზე ათვალიერებდნენ მრავალფეროვან და საინტერესო ექსპოზიციას.მოსწავლეებმა გამოფინეს არა მარტო საუკეთესო,არამედ თავიანთი პეველი ნამუშევრებიც,რომელთა შქმნიშ შემდეგ გაუჩნდათ სურვილი „ეხატათ“ თექით,საღებავცის ალტერნატიული მასალით.მოსწავლეებმა ნამუშევრებიის წარდგენისას ისაუბრეს იმაზე,თუ რაიყო მათი შთაგონების წყარო-ბუნება

( „ფოთოლცვენა“,“ია“,“ოქროსფერი შემოდგომა“),ზღაპრების სამყარო („მოდით ვნახოთ ვენახი“),ლიტერატურული ნაწარმოები („ყმაწვილი და პეპელა“),ისტორია („წმინდა ნინოს ჯვარი“),მხატვრობა(„მზესუმზირები“),ფიროსმანის „შველი პეიზაჟის ფონზე“,“წითელპერანგიანი მეთევზე.

9

თექაზე მუშაობა

 

პროექტის დადასრულს გათვალისწინებულია მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.ამიტომ ბოლოსწინა შეხვედრა გამოფენისთვის მზადებას მიეცა. მოსწავლეებმა თავი მოუყარეს შექმნილ ნამუშევრებს და შეარჩიეს გამოფენისთვის ადგილი-ფოიე,შეარჩიეს მუსიკალური ფონი-პოპულარული ქართული კომპოზიციები. მოსწავლეებმა მოამზადეს მცირე ზომის ტექსტები პრეზენტაციისთვის.გამოფენაზე მოიწვიეს სკოლის მოსწავლეები,პედაგოგები და მშობლები.

  

9

თექაზე მუშაობა

 მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ  ვან გოგის ცხოვრება და შემოქმედება.ყურადღება გაამახვილა მის ერთერთ ნამუშევარზე, „მზესუმზირები“ეს ტილო მხატვარამ თავის მეგობარ პოლ გოგენს მიუზღვნა.ვინ არიცის ვან გოგის „მზესუმზირები“,ვის არუნახავს ეს შესანიშნავი ტილო.თავად „მზესუმზირების“ხსენებაზეც კი ხელოვნების მოყვარულ ადამიანს გაახსენდება მზისკენ მტოლველი ყვავისლის უბადლო მხატვარი-ვან გოგი,რომლის შემოქმედებაში არამხოლოდ ერთი და ორი ნამუშევარი,არამედ მთელი ციკლია „მზესუმზირებისა“.რაც უეჭველად ხელოვანის სიმპათიაზე მეტყველებს ამ ყვავილის მიმართ.მხატვარს რამდენიმე ასეთი სურათიაქ შექმნილი,მაგრამ მათ შორის ორ ზუსტად ერთნაირ ნამუშევარს ვერ ნახავთ.

   მოსწავლეებმა შეარჩიეს რამოდენიმე ასეღი ნახატიდან ერთ-ერთი და შექმნეს მხატვრის შედევრის ანალოგი თექით.

9

თექაზე მუშაობა

სკოლის ეკოკლუბის წევრები მონაწილეობდნენ ნიკო ფიროსმანის სახელობის კონკურსში. მათ მიერ სკოლის ეზოში გადაღებულმა ფოტომ  ,,ოთხი მეგობარი“ ზონალურ კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა .სწორედ ეს ფოტონამუშევარი გახდა მოსწავლეებისთვის მოტივაცია  თექაზე გადმოეტანათ ჩიტების კომპოზიცია.

     ნამუშევარი ძალიან მოუხდა სკოლის ფოიეში განთავსებულ საგამოფენო სტენდს.

9

თექაზე მუშაობა

წმინდა ნინოს ჯვარი

წმინდა ნინო კაბადოკიდან იყო . წმინდა ნინო ჩამოვიდა საქართველოში და დამკვიდრდა მცხეთაში ის ლოცულობდა მცხეთის გარეთ, მაყვლის ეკალ-ბარდების შებურულ ადგილას. აქ შექმნა მან ვაზის ნასხლევისაგან ჯვარი,რომელიც თავისი თმებით შეკრა. (წმინდა ნინოს ჯვარი დაცულია თბილისის სიონის ტაძარში).

მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით თეთრ წულიზე შექმნეს წმინდა ნინოს ჯვარი.

9

თექაზე მუშაობა

                     ოქროსფერი   შემოდგომა

მასწავლებელმა გაკვეთილი ჩაატარა ბუნებაში თემაზე ,,ფოთოლცვენა’’,-ფოთოლთა მასობრივი ცვენა,რომელიც  მიმდინარეობს  შემოდგომით.მოსწავლეებს სთხოვა დაკვირვებოდათ  ბუნებას და თავიანთი  შთაბეჭდილება  ჩაეთექათ მშრალი მეთოდით. გამოიყენეს ძირითადი  წითელი , ყვითელი,ყავისფერი.  

გაკვეთილი მოსწაველბისათვის აღმოჩნდა საინტერესო და სახალისო .

 

9

თექაზე მუშაობა

 

      მასწავლებელმა მოკლედ მიმოიხილა თემა-,,სახელმწიფო სიბოლიკები’’.ფართოდ განავრთცო და განიხილა ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლიკა-დროშა,რომელიც 2004  წელს იქნა დამტკითსებული.მასწავლებელმა მოსწავლეებს ესაუბრა საკართველოს დროშის თითოეულ კომპონენტზე,რომ თეთრ ფონზე  ხუთი   წითელი  ფერის  ჯვარი აღნიშნავს იესო ქრისტეს  და ოთხი  მახარობელს,ხოლო ფერები -თეთრი უმანკოებას,უბიწობას,სიწმინდეს,სიბრძნეს.წითელი სიმამაცეს ,ვაჟკაცობას, სამართლიანობას დასიყვარულს.

       გაკვეთილზე  განხილულმა  საკითხმა  უდიდესი მუხტი   მისცა მოსწავლეებს. დადებითად  განეწყვნენ პრაკტიკული სამუშაოს მიმართ და თექის საშუალებით დიდი სიყვარულით შექმნეს  საქართველოს  სახელმწიფო  დროშა.     

9

თექაზე მუშაობა

,,ოქროსფერი შემოდგომა რთველი“

    გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით ოქროსფერი შემოდგომა რთველი, მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად ისაუბრეს  შემოდგომისათვის დამახასიათებელ ნიშნებზე . მოსწავლეებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილი ს  ზღპარი,, მოდით ვნახოთ ვენახი“ და შეასრულეს სიმღერის ინსცენირება.

    მოსწავლეებმა , მასწავლებლის დახმარებით მშრალი მეთოდით ტულზე გამოიყენეს თბილი ფერები და შექმნეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული ნამუშევარი.

9

თექაზე მუშაობა

   მასწავლებელი ესაუბრა მოსწავლეებს ხელოვნების ჟანრებზე: პეიზაჟი, პორტრეტი, ანიმაცია, ნატურმოტი.  მოსწავლეებმა აირჩიეს ნატურმოტის შექმნა და შექმნეს ნატურმოტი. 

9

თექაზე მუშაობა

   ვიდრე მოსწავლეები თექაზე დაიწყებდნენ მუშაობას, მასწავლებელმა მოსწავლეებს წაუკითხა მათთვის ნაცნობი ლექსი ,,ყმაწვილი და პეპელა“ (აკ. წერეთელი).

   დასვა კითხვები, მოსწავლეებმა გაიაზრეს ლექსის შინარსი, პერსონაჟები, მოახდინეს ლექსის ხელოვნების თვალით აღქმა.

   მოსწავლეებს ჩაუტარდა  აგრეთვე, ფიგურის აგების პროპოციის კანონზე. ბავშვებმა თავიანთი ფანტაზიით და წარმოსახვით მაუდის ნაჭერზე შექმნეს ესკიზი ( ბავშვი პეპლის საჭერით, პეპელა, მზე, ყვავილები...).

 

9

თექაზე მუშაობა

თემა:,,ია“

ხელოვნების მასწავლებელმა ისაუბრა იაზე, როგორც ქართული სულიერების სიმბოლოზე. პირველ საოცრებაზე, რომლითაც იწყება ქართული საანბანო სახელმძღვანელო. ამ სიტყვით აღნიშნული საგანი ყველსათვის ნაცნობი და საყვარელი ყვავილია, მეტადრე ბავშვებისათვის. მასზე შექმნილია მრავალი ლექსები, სიმღერები, ნახატები. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ამ თემაზე შეექმნათ თექის ნამუშევარი და ჩანაფიქრი წარმატებით განახორციელეს. 

9

თექაზე მუშაობა

თემა: ,,წითელპერანგიანი მეთევზე“

ნიკო ფიროსმანი სხვებისგან გამორჩეულად დაჯილდოებული იყო სამყაროს აღქმის ხატოვნებით, მთლიანობითა და სინთეზურობით. მისი მხატვრული სამყარო გამოგონილი, ფანტასტიკური კი არ არის, ნამდვილი, ცოცხალი რეალობაა. მასში ყველაფერი გრძნობადი, ემოციურად განცდილი, ხელშესახები და ვიზუალურად დამაჯერებელია. ფიროსმანაშვილის მიერ წარმოსახული ადამიანები, ცხოველები, საგნები გასულიერებულ სამყაროში არსებობენ და ეს სულიერება მათი მხატვრული აღქმისა და გადმოცემის ხერხია.

   მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად შექმნეს თექისგან ნამუშევარი ნიკო ფორსომანის ნახატის ,,წითელპერანგიანი მეთევზის“ მიხედვით. ასე მიაგეს პატივი და გაიხსენეს დიდ ქართველი მხატვარის შემოქმედება.

9

თექაზე მუშაობა

 დიდი ქართველი მხატვრის,  ნიკო ფიროსმანის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით შექმნეს  ფიროსმანის ულამაზესი ქმნილება ,,შველი პეიზაჟის ფონზე", ეს სურათი ფიროსმანს განსაკუთრებით უყვარდა.ნამუშევრით მოსწავლეები და მასწავლებელიც კმაყოფილი დარჩნენ.  

9

2017-06-07

თემა:- ,,აღდგომა-ჯეჯილი

   მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით  შექმნეს ნატურმორტი ,,ჯეჯილი".ზოგმა წითელი კვერცხები დაამზადა,ზოგიც ჯეჯილის შექმნაზე მუშაობდა.საბოლოოდ ცალკეული ელემენტები შეაერთეს და ლამაზი კომპოზიციაც გამოვიდა.ყოველი მომდევნო გაკვეთილი აჩვენებს თუ როგორ დაოსტატდნენ  პროექტის მონაწილეები და რამდენად დროული იყო ამ პროექტში ჩართვა.

9

2017-06-02

თემა: - სააღდგომო კვერცხები"

    მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით თექისგან ინდივიდუალურად დაამზადეს ფერად-ფერადი კვერცხები. მოსწავლეები სამუშაოს გულმოდგინედ ასრულებდნენ.თითოეულმა მოსწავლემ რამდენიმე კვერცხი საკუთარი სურვილით ,არჩეული ფერებით გააკეთა.ლამაზი კვერცხები მოსწავლეების მიერ დამზადებულ კალათში ჩააწყვეს.

9

2017-05-31

   ამ გაკვეთილზე ს მოსწავლეების სურვილი იყო შეექმნათ ტიტები.წითელ ტიტებთან ერთად სხვა ,თბილი,ლამაზი ფერის ტიტებიც შექმნეს და ერთ კომპოზიციად შეკრეს.აღნიშვნის ღირსია ის საოცარი მოტივაცია,მონდომება და სიბეჯითე,რასაც ბიჭები იჩენენ ამ პროექტში მუშაობისა.

9

2017-05-24


       ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით იმუშავეს ყვავილის შექმნაზე.  ყვავილად ნარცისი შეარჩიეს, რომელიც ია და ენძელასთან ერთად, ერთ-ერთი პირველი გვაცნობს გაზაფხულის შემობრძანებას.გაკვეთილზე გამოიყენეს თბილი ფერები ნატურმოტის შესაქმნელად.

9

2017-05-19

თემა: მატყლის თელვა მშრალი მეთოდით

ამ გაკვეთილზე მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილა მატყლის მშრალი თელვის მეთოდზე.

მიაწოდა შემდეგი სახის ინფორმაცია: უკანასკნელ პერიოდში სველ თელვასთან ერთად უფრო და უფრო მეტი მიმდევარი გამოუჩნდა და აქტიური გახდა მშრალი თელვა. სპეციალური თექის სათელი ნემსის გამოყენებით. მშრალი თელვის მეთოდს ხშირად იყენებენ სამკაულების დასამზადებლად, დეკორატიული ელემენტების შესაქმნელად და სხვა ქსოვილების გასაფორმებლად, რომელიც თელვის პროცესს ექვემდებარება. ძირითადი ხელსაწყო ამ პროცესში არის სხვადასხვა ზომის სპეციალური დანიშნულების ნემსები, რომელიც ამარტივებს კონტურების ფორმირებას და სასურველი რელიეფის შექმნას. ნემსები სხვადასხვა ზომის და ფორმის არსებობს: სამკუთხა, ოთხკუთხა, ერთმაგი, სამმაგი და დაჯგუფებული. ნუმერაციის მიხედვით ნემსები არსებობს წმინდა და შედარებით მსხვილი. რაც უფრო მაღალია ნემსის მაჩვენებელი რიცხვი, მით უფრო წმინდაა იგი და - პირიქით. შემდეგ მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით,შედარებით მარტივი ნამუშევარი,პეპელა შექმნეს.

იხილეთ ვიდეო
9

2017-05-17

  მეორე გაკვეთილი თექის დამუშავების პროცესის გაცნობას დაეთმო. თექა ჩვეულებრივი მატყლია. იმისათვის, რომ მან თექის სახე მიიღოს აუცილებელია მისი საგულდაგულოდ დამუშავება. ეს ყოველივე შრომატევადია, საინტერესო და ამავე დროს ულამაზესი პროცესია. თექის დამუშავება შეიძლება დაიყოს რამდენიმე ეტაპად: პირველ რიგში იგი უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში, შემდეგ კი ისე გამოვაშროთ, რომ მატყლმა ნესტი არ შეინარჩუნოს. გაშრობის შემდეგ დავაუთავოთ, რომ იგი კარგად გამოშრეს. თექის დამუშავებაში შედის მისი შეღებვაც. იგი იღებება ბუნებრივი და ხელოვნური საღებავებით. რა თქმა უნდა სასურველია გამოვიყენოთ ბუნებრივი საღებავები, რაგდან ასე დამუშავებული მატყლი უფრო თბილი ფერებით გამოირჩევა. მატყლი იღებება ბროწეულის ტოტებით, კაკლის წენგოთი, ენდრო, და სხვა. ასეთი თექა ფერს დიდხანს ინარჩუნებს და არ ხუნდება. ეს არის თექის დამუშავებაში ყველაზე საინტერესო და სახალისო ეტაპი. აქ ნამდვილად უნდა დაიხმარიო ფანტაზიის უნარი და თქვენთვის საჭირო და სასურველი აქსესუარები შექმნათ. ლექციური საუბრის შემდეგ მოსწავლეებმა ინტერნეტში მოძიებული ფოტო-მასალა დაათვალიერეს, სადაც თვალნათლივ ჩანდა თექის დამუშავების ეტაპები. 

9

2017-05-11

თექის ისტორია

  პირველი გაკვეთილზე მოსწავლეებმა გაიგეს, რომ საქართველოში მეცხვარეობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთააღრიცხვამდე იყო განვითარებული. პირველი საუკუნიდან გვხდება თუშეთში მატყლისაგან დამზადებული ნივთები: ხალიჩა, ნაბადი, ქუდი ქეჩა. ისტორიულად  საქართველოში მას ამზადებდნენ თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. მწყემსები და მეცხვარეები მთაბარობისას თექას იყენებდნენ კარვების გადასახურად. თუშური თექა გამოირჩეოდა მარტივი და დახვეწილი ორნამენტებით.  V-VI საუკუნეებში ჩნდება შეღებილი მატყლის ნაწარმი: წითელი-ენდროსაგან, შინდისფერი-კუნელისაგან, მწვანე-კაკლის წენგოსაგან. საქართველოში ბოლო დროს თექის ტანსაცმელი, შარფები თუ სხვა აქსესუარი აქტუალური გახდა. იმედია, მოსწავლეებისათვის ყოველი პრაქტიკული გაკვეთილი საინტერესო და სახალისო იქნება.