

გაკვეთილი დაიწყო წინა გაკვეთილის მიმოხილვით, სპორტის პედაგოგმა მოსწავლეებს შეახსენა თამაშის წესები და მოუწოდა მოსწავლეებს, რომ ეთამაშათ მხოლოდ წესებით. გაკვეთილზე მოხდა შესწავლილი გაკვეთილის ,,შვიდი ქვის" განმტკიცება. მეშვიდე და მერვე კლასების მოსწავლეები შეეჯიბრნენ აღნიშნული თამაშში, რაც დასრულდა მე-7 კლასის გამარჯვებით.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ახალი ქართული ხალხური თამაში შვიდი ქვა. ეს თამაში წარმოადგენს ძველ ხალხურ თამაშს რომელიც მოსწავლლებისთვის იყო სიახლე ისინი აქტიურად ჩაერთვნენ თამაშში, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს საწვრთნელი თამაში კლასების მიხედვით (მე-7 და მე-8 კლასი) შემდეგ ეტაპზე, როდესაც მოსწავლეები შეისწავლიან თამაშს მოხდება ამ კლასებს შორის შეჯიბრი, გამოვლინდება გამარჯვებული. მოსწავლეთა ინტერესმა და ჩართულობამ მოლოდინს გადააჭარბა.