
სსიპ - გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლა პროექტ ,,ორიგამის" ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ორი ქვეყნის, ჩინეთისა და იაპონიის კულტურის ხელოვნებას. მიიღებენ ინფორმაციას ქაღალდის წარმოშობის და გავრცელების შესახებ. ვიდეოჩვენების საშუალებით მოსწავლეები ნახავენ ქაღალდის შექნის პროცესს. ასევე, ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების - ,,ორიგამის" ნიმუშებს, ალბომებისა და ფოტოკოლაჟის სახით. მოზარდები შეისწავლიან ორიგამის შექმნის ხელოვნებას, მონაწილეობას მიიღებენ პრაქტიკულ სამუშაოებში, მოემზადებიან გამოფენისათვის. ისინი დაეუფლებიან პროფესიული ხელოვნების უნარ-ჩვევებს, განუვითარდათ მოტორული უნარები.