თავისუფალი გაკვეთილები

ნორჩი ხელოვანები

არჩილ კვინტრაძე
7,8
ხელოვნება
Free lesson title სსიპ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლა

პროექტი ,,ნორჩი ხელოვანების“ ფარგლებში  მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი ხელით გამოძერწონ სხვადასხვა ნივთები. ასევე შეძლებენ დაამზადონ ხელნაკეთი  ილუსტრირებული წიგნები. პროექტის ბოლოს სკოლაში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. პრაქტიკული საქმიანობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მოსწავლეები აღნიშნულ გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე გაამრავალფეროვნებენ სასკოლო ღონისძიებებს, შექმნიან ესკიზებს, დეკორაციებს, შეარჩევენ ფერებს.

4

ნორჩი ხელოვანები

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

კურსის შეჯამება --- 22.11.2017

დღეს თავისუფალი გაკვეთილის ბოლო დღეა. მასწავლებელი ბავშვებთან ერთად აჯამებს კურსის შედეგებს. თითოეული მოსწავლე აფიქსირებს თავის აზრს. ისინი სიამოვნებით საუბრობენ მათ მიერ დამზადებულ სხვადასხვა ნაკეთობებზე. გამოთქვამენ სურვილს, რომ მომავალშიც გაგრძელდეს ამ მიმართულებით მუშაობა.

მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა ბავშვებს და უსურვა წარმატებები. პროექტის დასასრულს ბავშვებმა მასწავლებელთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

9

გამოფენის მოწყობა ---ნ 21.11.2017

დღეს ვაწყობთ გამოფენას, ყველა ნამუშევარი აქვეა წარმოდგენილი. ბავშვები ძალიან მხიარულები და კმაყოფილები არიან. სიამოვნებით ათვალიერებენ ერთმანეთისა თუ საკუთარ ნამუშევრებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გურული ეზოს მაკეტმა. აქვეა წარმოდგენილი ხელნაკეთი წიგნები. ესაა ზღაპრები ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ და ,,რაპუნცელი“.

9

ვძერწავთ ბიუსტებსა და სხვადასხვა მინიატურებს --- 08.11-2017წ.

დღეს ბავშვები უფრო მობილიზებულები არიან. იციან რა და როგორ დაამზადონ. მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობენ ნამუშევარს სრულყოფილი სახე მისცენ. საბოლოოდ წარმოდგენილ მინიატურებს ერთ სივრცეში მოათავსებენ.

9

ვძერწავთ ბიუსტებსა და სხვადასხვა მინიატურებს --- 01.11-2017წ.

დავიწყეთ მინიატურაზე მუშაობა. ბავშვებს აინტერესებთ. თავიდანვე ცოტა გაუჭირდათ, განსაკუთრებით  კი ბიუსტზე მუშაობა, მაგრამ ყურადღებით უსმენდნენ მასწავლებელს და ითვალისწინებენ მითითებებს. შესაბამისად არის შედეგებიც. დაწყებულ სამუშაოებს მომდევნო გაკვეთილზე გააგრძელებენ.

9

თემა --- რელიეფური ქანდაკების ძერწვა. 28.10.2017წ.

          დღეს ისევ იმ თემაზე მუშაობენ. მოსწავლეებს მოსწონთ ასეთი სახის სამუშაოების შესრულება. ისინი უმეტესად მუშაობენ წყვილებში. ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს და მასწავლებლის მითითებებს. ბოლოს თვითონვე შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები. ყველა კმაყოფილი დარჩა.

9

თემა --- რელიეფური ქანდაკების ძერწვა. 25.10.2017წ.

     მასწავლებელმა შეახსენა ბავშვებს რელიეფური ქანდაკების არსი. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გამოძერწონ მათ მიერ არჩეული ზღაპრების გმირები. ისინი გულდასმით შეუდგნენ მუშაობას. თუმცა რელიეფური ქანდაკების დასრულება ვერ შეძლეს და მომდევნო გაკვეთილზე გააგრძელებენ მუშაობას.

9

თემა --- ხელნაკეთი წიგნის დამზადება. 21.10.2017წ.

            ორივე გუნდის მიერ შესრულებულია ილუსტრაციები. ხელნაკეთი წიგნის დამზადების პროცესი უკვე სრულდება. მოსწავლეები კმაყოფილები არიან თავიანთი ნამუშევრებით. ხელნაკეთ წიგნში კარგადაა ილუსტრირებული ორივე ზღაპრის გმირები. მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი საქმიანობის უნარები.

9

თემა --- ილუსტრაციებზე მუშაობა. 18.10.2017წ.

             გრძელდება მუშაობა ილუსტრაციებზე. მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ხატავენ ფიფქიასა და ჯუჯებს. ასევე კარგია მეორე გუნდის მიერ შესრულებული სურათები, რომლებზეც მაუგლი და გარეული ცხოველებია გამოსახული.

9

თემა --- ილუსტრაციებზე მუშაობა. 11.10. 2017წ.

            დღეს იწყება მუშაობა ილუსტრაციებზე. ბავშვებს აქვთ საჭირო რესურსები მათ შესაქმნელად. მუშაობს ორი გუნდი. ორივე მათგანი ცდილობს, მათი ნამუშევარი იყოს საუკეთესო. იმდენად დიდია დაინტერესება, რომ კარგ შედეგებს ველოდებით.

9

თემა --- ზღაპრის გმირების დახასიათება. 07.10.2017წ.

       დღევანდელ გაკვეთილზე დაახასიათეს ზღაპრის გმირები. ისაუბრეს, როგორც მათ დადებით თვისებებზე, ასევე უარყოფითზე. საინტერესო იყო თითოეული მოსწავლის აზრი, რომელსაც აფიქსირებდნენ დაფაზე.

9

თემა --- ხელნაკეთი ილუსტრირებული წიგნების დასამზადებლად ზღაპრების შერჩევა. 01.10.2017წ.

        დღეს იწყება მუშაობა ილუსტრირებული წიგნების დამზადებაზე. მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ შეერჩიათ ზღაპრები. თითოეულ გუნდს თითო ზღაპრის ილუსტრირება ევალებათ. მოსწავლეებმა იმუშავეს და გადაწყვიტეს ილუსტრაციები დაამზადონ ზღაპრებისათვის ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა" და  ,,რაპუნცელი".


9

თემა --- გურული ეზოს მაკეტის დამზადება --- 30.09.2017წ.

           გურული ეზოს მაკეტისთვის დღევანდელ გაკვეთილზე ბავშვებმა მასწავლებლის რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით  დაამზადეს  დამხმარე ნაგებობები. მათ გააკეთეს ე.წ."ჩამურიც" ეს არის მოწყობილობა, რაშიც ღომს ცეხვავდნენ გურულები. ამის შემდეგ თითოეულ მინიატურას თავისი ადგილი მიუჩინეს ასევე მინიატურულ გურულ ეზოში. აქაა წარმოდგენილი პატარა გურული ოდა, თავისი დამხმარე ნაგებობებით: ნალია (სასიმინდე), ქუხნა (სამზადი), საქათმე, სხადასხვა ხეხილი...   ბავშვები მხიარულად, დიდი ინტერესითა და ხალისით მუშაობენ,  ისინი იწონებენ  ერთმანეთის ნამუშევრებს, პატივს სცემენ ერთმანეთის გადაწყვეტილებას  თითოეული მინიატურის ადგილის შერჩევისას.  სამუშაო დასრულდა, ბავშვების სიხარულს საზღვარი არ აქვს, რადგან მათ შეძლეს მიეღწიათ იმ მიზნისთვის, რაც დაისახეს გურული ეზოს მაკეტთან მიმართებაში...

9

მაკეტზე მუშაობა --- 27.09.2017წ.

      საინტერესო გამოდგა მაკეტზე მუშაობა. ბავშვები ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს, მასწავლებლის რჩევებს, მიდიან ლოგიკურ დასკვნამდე. დღეს გურული ოდის მაკეტი დაამზადეს. სამუშაო მასალად ძირითადად მუყაო გამოიყენეს. ნამუშევარი კარგი გამოვიდა, თუმცა სრულყოფილი სახე ჯერ კიდევ არ აქვს. ამიტომ მომავალ გაკვეთილზე გააგრძელებენ მუშაობას.

9

მაკეტზე მუშაობა --- 23.09.2017წ.

მოსწავლეებმა გამოიყენეს  ხის ტოტები, ბამბა, სიმინდის ტაროს გული,  თექა, მუყაო, ლითონის ფოლგა, მავთული, საღებავები, პლასტელინი და დაამზადეს ხეხილის ხეები, ბუჩქები, კიბე, გიდელი, კალათი ეზოს მაკეტისთვის. მოსწავლეები ნამუშევრებით აღფრთოვანებულები და კმაყოფილები იყვნენ. 

9

თემა--- შინაური ფრინველების ძერწვა.20.09.2017წ.

        ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ პროექტის გაგრძელებას. ისინი ძალიან მოტივირებულნი არიან. გურული ეზოს მაკეტის დასამზადებლად გვაქვს სხვადასხვა რესურსი მომზადებული. დღეს უნდა გამოიძერწოს შინაური ფრინველები. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ დავალება. ხალისით მუშაობენ. გამოძერწეს ქათამი, ინდაური, ბატი და სხვა. ნამუშევრებით კმაყოფილები არიან. ნამუშევრებს მოათავსებენ პატარა გურულ ეზოში.

9

შინაური ცხოველების ძერწვა 14 ივნისი 2017---გაკვეთილი 5.

დღეს მთავრდება პროექტის პირველი ეტაპი  (პროექტი გაგრძელდება სექტემბრის თვიდან).  მოსწავლეები მუშაობდნენ შინაური  ცხოველების ძერწვაზე.

მათ ნაწილობრივ შეძლეს გურული ეზოს სრულყოფა, სურვილი აქვთ მომავალ გაკვეთილებზე დაასრულონ, სრულყოფილი სახე მისცენ აღნიშნულ პროექტს და მათი ნამუშევარი წარმოადგინონ სასკოლო სივრცეში.

9

ყვავილებისა და ღობის დამზადება 7 ივნისი 2017 --- გაკვეთილი 4.

ყველა მომდევნო  გაკვეთილის შედეგი ადასტურებს, როგორ იხვეწება მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნება, ვითარდება მხატვრული აღქმა, მოსწავლე ეცნობა ფორმებს, მიმართულებებს, სწავლობს დაისახოს და შეასრულოს ამოცანა, მიიყვანოს ბოლომდე დაწყებული საქმე, დაასრულოს ნამუშევარი.

გაკვეთილის მიზანი იყო გურული ეზოს კეთილმოწყობა და მისთვის ყვავილებისა და ღობის დამზადება. ბიჭებიც მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები და საინტერესო ნამუშევრებიც წარმოადგინეს. 

9

ხილისა და ბოსტნეულის ძერწვა 31 მაისი 2017 --- გაკვეთილი 3.

გაკვეთილის მიზანი იყო ხილისა და ბოსტნეულის ძერწვა. გურული ეზოს მაკეტისთვის ყველა მოსწავლე ცდილობს გამოძერწოს სხვადასვა სახეობის ხილი, თუ ბოსტნეული. ისინი შემოქმედებითად  იყენებენ საძერწ მასალას და სხვადასხვა რესურსებს. საჭიროების დროს მასწავლებელი ეხმარებოდა მათ და აძლევდა მითითებებს.  ყველა ნამუშევარი თავისებურად მიმზიდველი და საინტერესოა. 

მოსწავლეებმა გამოძერწეს ის ხილი და ბოსტნეული, რომელიც მოდის გურიაში. გამზადებულ ნამუშევრებს მოათავსებენ პატარა გურულ ეზოში.

მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრებში  კარგადაა ფერები შერჩეული, მასალა დამუშავებული და ჰგავს რეალურს.

9

ხატვითა და ძერწვით ფოთლების შექმნა 24 მაისი 2017 --- გაკვეთილი 2.

გაკვეთილის მიზანია ხატვისა და ძერწვის სინთეზის უნარის განვითარება. გამომუშავებული უნარის გამოყენებით შექმნან ფოთლები, რომლებსაც შემდეგ ხის მოდელზე დაამაგრებენ მაკეტის შექმნის დროს 

მოსწავლეებს დაურიგდათ ყველა საჭირო რესურსი. ძალიან მოტივირებულები არიან. მიეცათ მითითება, თუ როგორ დაიწყონ მუშაობა, პირველ რიგში სახატავ ფურცელზე ააგონ გამოსახულების კონტური და შემდეგ დაიტანონ მასზე პლასტელინი. ყველა მოსწავლე მუშაობდა ინდივიდუალურად და ცდილობდა მათ მიერ დამზადებული ფოთოლი ლამაზი და მიმზიდველი ყოფილიყო.

9

კურსის მიზნების და ამოცანების გაცნობა 17 მაისი 2017 --- გაკვეთილი 1.

     მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო კურსის მიზნები და ამოცანები. მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შედგა აქტივობების ჩამონათვალი, შეირჩა და განაწილდა თემები.

     მოსწავლეები გაიყვნენ ორ ჯგუფად. რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ისინი ამოირჩევენ ნაწარმოებებს (ზღაპარს), რომელიც უნდა დაასურათონ. შეისწავლონ ნაწარმოების გმირები, დაახასიათონ ისინი, დაამზადონ ილუსტრაციები და შექმნან ხელნაკეთი ილუსტრირებული წიგნი.

     პროექტის დასაწყისში გაკვეთილები დაეთმობა ძერწვისა და ხატვის უნარების განვითარებას, რაც დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის გაკეთებაში. მასწავლებლისა და მოსწავლეების   ერთობლივი გადაწყვეტილებით სურთ შექმნან ტიპური გურული ეზოს პატარა მაკეტი, რისთვისაც შექმნიან ფოთოლს, ყვავილს, ხილს, ბოსტნეულს, დაამზადებენ შინაურ და გარეულ ცხოველებს.