თავისუფალი გაკვეთილები

კინო სკოლაში

ლია ჯანხოთელი
7,8
ხელოვნება
Free lesson title სსიპ - ქალაქ ხონის №4 საჯარო სკოლა

მოსწავლეებისთვის კინოხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდა.კინოხელოვნების ეროვნული, კულტურული და ზოგადსაკაცობრიო   ღირებულებების საშუალებით მოზარდების  სააზროვნო და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა-განვითარება. პროექტის შედეგად ამაღლდება მოსწავლეთა ზოგადი განათლება, თვალსაწიერი და ინტელექტი, მოზარდების ანალიტიკური და ესთეტიკური აღქმის უნარები, არგუმენტირებული მსჯელობის კულტურა. მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნობიან მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკურ ნიმუშებს. კინოს სპეციალისტებთან ურთიერთობა ხელს შეუწყობს მოზარდების შემოქმედებითი უნარების გამოვლენა/განვითარებას. 

4

კინო სკოლაში

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

20.11.2017

  ფილმი,,  ჩიორა’

20 ნოემბერს  კინომცოდნე  ტარიელ  დათიაშვილმა    მორიგ  კინოსეანსზე  ბავშვებს  შესთავაზა  ფილმი,,  ჩიორა’’,მოსწავლეებს  ძალიან  მოეწონათ  ქართული  ფილმი,  ჩვენების  შემდეგ  კი  ერთმანეთს  გაუზიარეს  მიღებული  შთაბეჭდილებები.

 

9

13.11.2017

    ფილმი,,  სასტუმრო გრანდ-ბუდაპეშტი’’,

 13  ნოემბერს მოსწავლეებმა  ნახეს  რეჟისორ  უეს  ანდერსონის  ფილმი,,  სასტუმრო გრანდ-ბუდაპეშტი’’,  ჩვენების  შემდეგ  მათ  ერთმანეთს  გაუზიარეს  ფილმისგან  მიღებული  შთაბეჭდილებები.

9

6.11.2017

ფილმი,,  შუაღამე  პარიზში’’

    6 ნოემბერს  კინომცოდნე  ტარიელ  დათიაშვილმა  ბავშვებს  შესთავაზა  ვუდი  ალენის  ცნობილი  ფილმი,,  შუაღამე  პარიზში’’.  მოსწავლებმა  ინტერესით  უყურეს  ფილმს,  ჩვენების  შემდეგ  კი   ერთმანეთს  გაუზიარეს  ფილმისგან  მიღებული  შთაბეჭდილებები.

9

30.10. 2017

ფილმი   ,,გაიქეცი,  ლოლა,  გაიქეცი''

    30  ოქტომბერს  მოსწავლეებმა  ნახეს  გერმანელი  რეჟისორის  ტომ  ტიკვერის  ფილმი,,გაიქეცი,  ლოლა,  გაიქეცი!’’ ჩვენების  შემდეგ  კითხვაპასუხის  რეჟიმში  გაიმართა  დისკუსია  ფილმში  დასმული  პრობლემების  შესახებ

9

23.10.2017

 ფილმი  ,,ველოსიპედების  გამტაცებლები''

23 ოქტომბერს მოსწავლეებმა ნახეს  ვიტორიო  დე  სიკას  ფილმი ,,ველოსიპედების  გამტაცებლები’’  ჩვენების  შემდეგ  გაიმართა დისკუსია  თემაზე ,, პატარა  ადამიანის  ტრაგედია ‘.  ბავშვებმა  გააკეთეს  დასკვნა  -ფილმი  სწორედ  მთავარი  გმირის  მსგავსი ადამიანების  დაცვისაკენ  მოუწოდებს  მაყურებელს.

9

16.10.2017. ფილმი ,,,ბიჭუნა''

ფილმი   ,,,ბიჭუნა''

      მეოთხე  ჩვენებაზე  ,რომელიც  16  ოქტომბერს  გაიმართა ,კინომცოდნე  ტარიელ  დათიაშვილმა  ბავშვებს  შესთავაზა  ჩარლი  ჩაპლინის  ,,  ბიჭუნა’’.ჩვენების  შემდეგ  გაიმართა  შთაბეჭდილებების  გაზიარება  ფილმის  შესახებ.

9

9.10.2017

.ფილმი  ,,  პის   ცხოვრება ''

მესამე  ჩვენებაზე, 9  ოქტომბერს , მოსწავლეებმა  ნახეს  რეჟისორ   ენგ  ლის  ფილმი  ,,  პის  ცხოვრება’’.   ჩვენების  შემდეგ  ბავშვებმა  ისაუბრეს  ფილმიდან  მიღებულ  შთაბეჭდილებებზე,  მთავარ  გმირზე,  მის  სულიერ  სამყაროზე.

9

2.10.2017.

 ფილმი  ,,სამანიშვილის  დედინაცვალი''

მეორე  ჩვენებაზე  კინომცოდნე  ტარიელ  დათიაშვილმა  ბავშვებს  შესთავაზა ქართული  ფილმი,,  სამანიშვილის  დედინაცვალი’’.ჩვენების  შემდეგ  მოსწავლეებმა  კითხვაპასუხის  რეჟიმში უპასუხეს  კითხვას-  არის  თუ  არა  ,,სამანიშვილის  დედინაცვალი’’  ტრაგედია.დაასკვნეს,რომ სამანიშვილის დედინაცვალი“ ტრაგედიაა, ყველა ნიშანი აქვს კლასიკური ტრაგედიისა. პერსონაჟი ბედისწერის პირისპირაა და როგორც არ უნდა ეცადოს გაქცევას, მაინც მოუწევს მასთან შეხვედრა. თუმცა თუკი კლასიკური ტრაგედია სიკვდილით უნდა სრულდებოდეს, აქ გმირის ტრაგიკული აღსასრული მისი ზნეობრივი დაცემითაა ჩანაცვლებული:  „სამანიშვილის დედინაცვლის“ ფინალში არის ნაწარმოებიდან „განდევნილი“ ტრაგედიის ნაშთი _ იღუპება ადამიანის სული, მისი სინდისი; სიკეთეს პლატონის არსებაში ახშობს შეუბრალებლობა, გაბოროტებულ სულში იბადება შურისმაძიებელი კითხვა: „მე შემიბრალა ვინმემ?“ 

9

25.09.2017

ფილმი  ,,ვედრება’’

  პირველი  ჩვენება  დაიწყო  თენგიზ  აბულაძის   ფილმით ,,ვედრება’’.ჩვენების  შემდეგ  გაიმართა  დისკუსია  თემაზე,,  არის  თუ  არა  თავისუფლება  პასუხისმგებლობა’’.  მოსწავლეებმა კითხვა  პასუხის  რეჟიმში  ისაუბრეს  იმაზე , რომ  მართლაც  თავისუფლება  არის  პასუხისმგებლობა  ,თუ  როგორ  უყურებ  შენ  სამყაროს. ასევე  აღნიშნეს,რომ ფილმის  აქტუალობა  მნიშვნელოვანია  მასში  წარმოჩენილი  კავკასიის  ერთობის  თემით,  რომელიც   უფრო  ღრმა  არის  ვიდრე  რელიგია.

9

07.06.2017

ფილმი    ,,სათამაშო''

პროექტ  ,,კინო  სკოლაშის'' პირველი  ნაწილი  დასრულდა   ფრანგული  ფილმით ,, სათამაშო''.  მოსწავლეებმა   სიამოვნებით უყურეს ფილმს. სეანსის  შემდეგ  პროექტის  კოორდინტორმა  მათ  ესაუბრა  ფილმის  შესახებ  და  სთხოვა  გამოეთქვათ თავიანთი  აზრი გამართულ  დისკუსიაში.

9

30.05.2017

ფილმი ,,ნატვრის  ხე''

მოსწავლეებმა  ამ  კინოსეანსზე  ნახეს  რეჟისორ  თენგიზ  აბულაძის  ფილმი ,,ნატვრის  ხე''. მიუხედავად  იმისა,რომ

ზოგიერთს   უკვე ნანახი  ჰქონდა  ეს  ფილმი,ინტერესი  მაინც  ძალიან  დიდი  იყო. დისკუსიის  დროს ,რომელიც  ჩვენების შემდეგ  გაიმართა , ბავშვები   აღნიშნავდნენ,  რომ  სულ სხვანაირად  დაინახეს  ეს  ფილმი  და  მასში  დასმული პრობლემატიკა მათთვის  უფრო  ხილული  გახდა.

9

18.05.2017

ფილმი ,,400  დარტყმა''

კინოსეანსზე  ნაჩვენები  იქნა  ფრანსუა  ტრიუფოს  სურათი ,,400 დარტყმა''.  ჩვენების   შემდეგ  გაიმართა  დისკუსია,რომელსაც ჩვეულებრივ  პროექტის  კოორდინატორი  მასწავლებელი  უძღვებოდა.  

9

11.05.2017

ფილმი ,,მკვდარი  პოეტების   საზოგადოება''

მორიგ  კინოსეანსზე   კინომცოდნე   ტარიელ  დათიაშვილმა   მოსწავლეებს   წარუდგინა     ფილმი ,,მკვდარი  პოეტების   საზოგადოება''.ფილმმა  დიდი  ინტერესი  გამოიწვია  მოსწავლეებში. სეანსის  შემდეგ   ტარიელ  დათიაშვილი  ბავშვებს ესაუბრა ფილმის შესახებ,  გაიმართა   დისკუსია.

9

04.05.2017

ფილმი    ,,ოქროს   ციებცხელება''

კინოსეანსი  დაიწყო  ჩარლი  ჩაპლინის  უკვდავი   ფილმით   ,,ოქროს   ციებცხელება''.ჩვენების  შემდეგ   ბავშვებმა   თავიანთი აზრი ნანახი  ფილმის  შესახებ  გამოხატეს   გამართულ  დისკუსიაში,რომელსაც    ჩვეულებრივ  პროექტის  კოორდინატორი   მასწავლებელი   უძღვებოდა.

9

25.04.2017

ფილმი  ,,  ცხოვრება   მშვენიერია''

მორიგ  კინოსეანსზე  კინომცოდნე   ტარიელ  დათიაშვილმა   მოსწავლეებს   წარუდგინა   რეჟისორ  რობერტო  ბენინის   ცნობილი სურათი   ,,,ცხოვრება  მშვენიერია''.ფილმმა   დიდი  ინტერესი  გამოიწვია  მოსწავლეებში,  ძალიან  მოეწონათ.შემდეგ გაიმართა დისკუსია,სადაც  მათ  თავიანთი  აზრი   გამოხატეს ფილმში  დასმული  პრობლემატიკის  ირგვლივ.

9

20.04.2017

ფილმი  ,,ახალი  დროება''.

მორიგ  კინოსეანსზე  მოსწავლეებმა   ნახეს   ჩარლი   ჩაპლინის   ფილმი ,,ახალი  დროება''. ჩვენებამ   დიდი  ინტერესი გამოიწვია. ბავშვებმა   სიამოვნებით  უყურეს  ფილმს, ჩაერთვნენ  დისკუსიაში.

9

13.04.2017

ფილმი  ,,  გზა''

მომდევნო  ჩვენება  ჩაატარა  კინომცოდნე  ტარიელ  დათიაშვილმა.მან   ბავშვებს   წარუდგინა    ფრედერიკო  ფელინის   ცნობილი ფილმი ,,გზა''. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

9

10.04.2017

ფილმი ,,ედვარდ  მაკრატელხელება''

პირველ  ჩვენებაზე  მოსწავლეებმა  კინოსეანსზე  ნახეს     ტიმ  ბარტონის  ცნობილი  სურათი    ,,ედვარდ მაკრატელხელება''.ფილმმა დიდი  ინტერესი  გამოიწვია,ჩვენების  შემდეგ  გაიმართა  დისკუსია,სადაც  მოსწავლეებმა გამოხატეს   თავიანთი  აზრი  ნანახი  ფილმის შესახებ.