

ჩვენი სკოლა ჩაერთო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტში „თავისუფალი გაკვეთილები“ ხელოვნების მიმართულებით. ხელოვნების კუთხით მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი გაეცნონ და შეისწავლონ ქარგვისა და ქსოვის სხვადასხვა სახეობა, დაამზადონ ყოფითი ნივთები, მეორადი საგნებით ხელნაკეთი ნივთები.
ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს ეზიარონ ქსოვისა და ქარგვის უძველეს და მდიდარ ისტორიას, დაეხვეწოთ და განუვითარდეთ მხატვრული და შემოქმედებითი გემოვნება.