თავისუფალი გაკვეთილები

მოგზაურთა აღმოჩენები

ირმა პირველაშვილი
7,8
ინტელექტუალური
Free lesson title სსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლა

  საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინიციატივას თავისუფალი გაკვეთილების  ჩატარების შესახებ სიამოვნებით შეუერთდა ფუთის საჯარო სკოლა, მიმართულებით  ,,მოგზაურთა კლუბი", რომელშიც დიდი ინტერესით არიან ჩართულნი მე-7,  მე-8 კლასის მოსწავლეები.

 პროექტ  ,,მოგზაურთა აღმოჩენების"  მიზანია,  მოსწავლეები გაეცნონ მსოფლიოსა და საქართველოს მკვლევარებს და მათ მიერ აღმოჩენილ ობიექტებს, რადგან ეს თემები თითქმის მივიწყებულია ახალგაზრდებში. გაკვეთილების შედეგად, მოსწავლეებს განუვითარდებათ ისეთი ჩვევები, როგორებიცაა: დამოუკიდებლად მუშაობა, ინფორმაციის მოძიება და გააზრება, არგუმენტირებული მსჯელობა. ასევე, გაუღრმავდებათ გეოგრაფიული ცოდნა.

  

4

მოგზაურთა აღმოჩენები

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

შემაჯამებელი გაკვეთილი ; ვინ სად და რა აღმოაჩინა?

 მეერვე გაკვეთილი    6 ივსისი.

გაკვეთილი წარიმართა კონკურსის  სახით, რომლის სახელწოდება იყო --- ვინ  სად  და   რა  აღმოაჩინა?

კლასი დაყოფილი იყო 4 ჯგუფად. ეს გაკვეთილი იყო შეჯამება იმ მასალის, თუ რა ისწავლეს მოსწავლეებმა თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში. მათ ტესტურ დავალებებს კარგად გაართვეს თავი, სადაც წარმოაჩინეს დადებითი დამიკიდებულება თავისუფალი გაკვეთილების მიმართ. 

9

გასვლითი გაკვეთილი

  მეშვიდე გაკვეთილი      5 ივნისი

 საკუთარი მხარის გაცნობის მიზნით მოეწყო ექსკურსია უშანგი  ჩხეიძის სახლ- მუზეუმში და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. მოსწავლეები გაეცნენ უ. ჩხეიძის ბიოგრაფიას და დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ღვაწლმოსილი მსახიობის შესახებ,დაათვალიერეს  ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზუმში დაცული ექსპონატები.

იხილეთ ვიდეო.

9

მარკო პოლო

მეექვსე  გაკვეთილი   -  30 მაისი

 თემა მარკო- პოლოს მოგზაურობა.

  მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ იმოგზაურა მარკო--პოლომ აზიაში. მათ  ნახეს ვიდეო მასალა მკვლევარის შესახებ,მოიძიეს მეტი ინფორმაცია და გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები. იხილეთ ვიდეო. 

9

ფერნანდო მაგელანის მოგზაურობა

  მეხუთე გაკვეთილი   23 მაისი.

  თემა: ფერნანდო მაგელანის მოგზაურობა.

მოსწავლეებმა გაიგეს ფ. მაგელანის უდიდესი დამსახურების შესახებ, რომ მან დაამტკიცა მსოფლიო ოკეანის მთლიანობა და  დედამიწის სფეროსებურება. იხილეთ ვიდეო.

9

ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობა

   მეოთხე გაკვეთილი  16 მაისს

   თემა  ქ. კოლუმბის მოგზაურობა.

       მოსწავლეები გაეცნენ ქრისტეფორე კოლუმბის  4  მოგზაურობის მარშუტს ამერიკის სანაპიროებთან. მოსწავლეებმა მოგზაურთა მარშუტები დაიტანეს ფორმატზე და კონტურულ რუკებზე.

     მოსწავლეებმა ცალ ცალკე მოიძიეს იმფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, რომელიც 1-ლი, მე- 2, მე- 3 და მე-4  მოგზაურობის დროს აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა და სიამოვნებით დაიტანეს კონტურულ ატლასებზე.

9

აფრიკის მკვლევარები

  მესამე გაკვეთილი    2 მაისი

  თემა: აფრიკის მკვლევარები.

   მოსწავლეები გაეცნენ დ. ლივინგსტონის გამოკვლევებს ცენტრალური აფრიკის შესახებ, რომელმაც დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაკვეთა ცენტრალური აფრიკა და შეისწავლა კალაჰარის უდაბნო, აღმოაჩინა ტბა ნამიბი, ჩანჩქერი ვიქტორია,მდინარე კონგო ზაირი და სხვა ობიექტები.  

9

პოლარული მკვლევარები.

    მეორე გაკვეთილი. 28 მარტი

    თემა : პოლარული მკვლევარები.

  გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნენ მეცნიერების რ. სტოკის, რ. ამუნდსენის გამოკვლევებს  ანტარქტიდაში. ისინი   განსაკუთრებით  დაინტერესდნენ პოლარული გამოკვლევებით, რადგან მეტად საინტერესო აღმოჩნდა მათი მოგზაურობა მოსწავლეებისათვის. მათ მიმართეს მოგზაურობის განსხვავებულ ხერხს,  ისინი გადაადგილდებოდნენ ცხენებით, მოტორიანი მარხილებით და ძაღლებ შემბული მარხილებით.

 

9

მკვლევარები და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები.

 პირველი   გაკვეთილი   21 მარტი.  

თემა : მკვლევარები და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები.

მიზანი: მოსწავლეებს გაეცნენ მკვლევართა კლასიფიკაციას, ისაუბრეს დიდი  გეოგრაფიული აღმოჩენების  შესახებ.

 პედაგოგმა მოსწავლეებს აუხსნა, რომ გეოგრაფიულ აღმოჩენებსა და მოგზაურობებს ადგილი ჰქონდათ ყველა ისტორიულ  ეპოქაში, დაწყებული უძველესი დროიდან დღემდე, რომლებშიც  მონაწილეობდა ცივილიზებული  საზოგადოების წარმომადგენლები. მათ ზოგადად გაიგეს  სხვადასხვა მკვლევარის დამსახურების შესახებ როგორიცაა: ქ. კოლუმბი;  ფ. მაგელანი;  რ. ამუნდცენი;   რ. სტოკი;  დ. ლივინგსტონი; მარკო-პოლო;  ქართველი მოგზაურების შესახებ და სხვა.