თავისუფალი გაკვეთილები

ნორჩი მძლეოსნები

მამუკა ჩხენკელი
7,8
სპორტი
Free lesson title სსიპ - ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლა

სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა გამოხატეს სურვილი გაერთიანებულიყვნენ "ნორჩ მძლეოსნების" ჯგუფში, სადაც ისინი გაეცნობიან მძლეოსნობის სახეებს. განავითარებენ სისწრაფეს, ძალას, გამძლეობას, გაიკაჟებენ ჯანმრთელობას, გაეცნობიან ფიზიკური ვარჯიშების სასარგებლო ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე. მეტი ხალისისთვის ვარჯიშები შესრულებული იქნება სხვადასხვა თამაშების სახით.

4

ნორჩი მძლეოსნები

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

9/11/2017

მასწავლებელმა მისალმების შემდეგ მოსწავლეებს გააცნო საგაკვეთილო დღის მიზანი, თავისუფალი გაკვეთილების ბოლო გაკვეთილის პირველი აქტივობა მოთელვა იყო, შემდეგ კი მოსწავლეებმა ერთმანეთს გაეჯიბრნენ ბირთვის კვრაში, მოეწყო მცირე სახალისო შეჯიბრებები ასევე ბადროს კვრაში. მასწავლებელმა კმაყოფილება გამოთქვა აღნიშნული გაკვეთილების მიმდინარეობით და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, თავის მხრივ მოსწავლეებმაც გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. ბოლოს კი

მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. რის შემდეგადაც დაემშვიდობნენ ერთმანეთს.  

9

7/11/2017

მოსწავლეთა ორგანიზება, საგაკვეთილო განწყობის შექმნა.  მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის მიზანი, რასაც უნდა მიაღწიონ დღის/გაკვეთილის განმავლობაში. პირველი სავარჯიშო აქტივობა იყო მოთელვა, შემდეგ კი

შეჯიბრი ჯგუფებს შორის სისწრაფეზე, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, რის შემდეგაც მოეწყო  შეჯიბრი შუბის ტყორცნაში. მოსწალეები ხალისით ასრულებენ დავალებებს და იცავენ დადგენილ წესებს. მასწავლებლის მიერ მიცემული რეკომენდაციები ეხმარებათ მათ უკეთ მომზადებაში.

9

3/11/2017

მასწავლებელმა მისალმების შემდეგ მოსწავლეებს გააცნო საგაკვეთილო დღის მიზანი, პირველი აქტივობა მოთელვა იყო, შემდეგ კი მოსწავლეებმა შეისწავლეს

სირბილის ტექნიკის სრულყოფა, ვარჯიშები საკმაოდ აქტიურ ფაზაში შევიდა, მოსწავლეებს უკვე ჩამოუყალიბდამ მრავალი საჭირო უნარი, შემდეგი აქტივობა ბირთვის კვრის ტექნიკის სრულყოფა

ბადროს ტყორცნის ტექნიკის სრულყოფა და შუბის ტყორცნის ტექნიკის სრულყოფა. მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

1/11/2017

მოსწავლეთა ორგანიზება, საგაკვეთილო განწყობის შექმნა.  მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის მიზანი, რასაც უნდა მიაღწიონ დღის/გაკვეთილის განმავლობაში. პირველი სავარჯიშო აქტივობა იყო მოთელვა, შემდეგ კი

აჩქარებები მოკლე მანძილზე. რის შემდეგაც მასწავლებელი ესაუბრა მოსწავლეებს აღნიშნული ვარჯისების დადებით მხარეებზე, ვარჯიშები ტანვარჯიშულ ღერძზე და ბოლოს მოძრავი თამაში „კალათბურთი“. მოსწალეები ხალისით ასრულებენ დავალებებს და იცავენ დადგენილ წესებს.

9

30/10/2017

მასწავლებელმა მისალმების შემდეგმოსწავლეებს გააცნო საგაკვეთილოდღის მიზანი, პირველი აქტივობამოთელვა იყო, შემდეგ კი მოსწავლეებმა შეისწავლეს 

სწრაფძალისმიერი თვისებების განვითარება, რის შემდეგაც იყო  ვარჯიშები მძიმე ბურთებით და მოძრავი თამაში შემხვედრი ამანათრბენი. მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება, თვითშეფასება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება. მოსწავლეებს ეტყობათ დადებითი განწყობა, მათი შედეგები კი დღითიდღე უმჯობესდება.

9

26/10/2017

მოსწავლეთა ორგანიზება, საგაკვეთილო განწყობის შექმნა.  მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის მიზანი, რასაც უნდა მიაღწიონ დღის/გაკვეთილის განმავლობაში. პირველი სავარჯიშო აქტივობა იყო მოთელვა, შემდეგ კი

ძალისმიერი ვარჯიშები სხვადასხვა კუნთებისთვის,მოსწავლეებმა შეისწავლეს ბირთვის ტყორცნა ორი ხელით, ბოლოს კი შეასრულეს მოძრავი თამაში „ ბურთი წრის ირგვლივ“ მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

24/10/2017

მასწავლებელმა მისალმების შემდეგ მოსწავლეებს გააცნო საგაკვეთილო დღის მიზანი, პირველი აქტივობა მოთელვა იყო, შემდეგ კი მოსწავლეებმა შეისწავლეს

ვარჯიშები თარჯებზე, ახალმა აქტივობამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, ვარჯიშები მძიმე ბურთებით და ბოლოს მოძრავი თამაში „მოახვედრე ბურთი დგარს“

მოსწალეები ხალისით ასრულებენ დავალებებს და იცავენ დადგენილ წესებს.  

9

20/10/2017

მოსწავლეთა ორგანიზება, საგაკვეთილო განწყობის შექმნა.  მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის მიზანი, რასაც უნდა მიაღწიონ დღის/გაკვეთილის განმავლობაში. პირველი სავარჯიშო აქტივობა იყო მოთელვა, შემდეგ კი

ბადროს ტყორცნა ადგილიდან, რის შემდეგაც იყო ძალისმიერი ვარჯიშები და მოძრავი თამაში „ბურთი წრის ირგვლივ“

მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება, თვითშეფასება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება. მოსწავლეებს ეტყობათ დადებითი განწყობა, მათი შედეგები კი დღითიდღე უმჯობესდება.

9

18/10/2017

მასწავლებელმა მისალმების შემდეგ მოსწავლეებს გააცნო საგაკვეთილო დღის მიზანი, პირველი აქტივობა მოთელვა იყო, შემდეგ კი მოსწავლეებმა შეისწავლეს  ბადროს ტყორცნა ადგილიდან, ისინი საკმაოდ კარგად ითვისებენ ახალ სპორტულ ტექნოლოგიებს, შეასრულეს  ვარჯიშები ძალის განვითარებისთვის და ბოლოს სახალისო აქტივობა

მოძრავი თამაში „მოახვედრე მიზანში“

მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

16/10/2017

მოსწავლეთა ორგანიზება, საგაკვეთილო განწყობის შექმნა.  მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის მიზანი, რასაც უნდა მიაღწიონ დღის/გაკვეთილის განმავლობაში. პირველი სავარჯიშო აქტივობა იყო მოთელვა, შემდეგ კი ვარჯიშები ძალის განვითარებაზე, მოსწავლეებმა შეისწავლეს ბადროს ხელში დაჭერის ტექნიკა, რის შემდეგაც მოძრავი თამაში მოახვედრე მიზანში. მასწავლებელმა მოსწავლეებს მიაწოდა განმავითარებელი შეფასება

მოსწალეები ხალისით ასრულებენ დავალებებს და იცავენ დადგენილ წესებს.

9

12/10/2017

მასწავლებელმა მისალმების შემდეგ მოსწავლეებს გააცნო საგაკვეთილო დღის მიზანი, პირველი აქტივობა მოთელვა იყო, შემდეგ კი მოსწავლეებმა შეისწავლეს  მასწავლებლის მითითითებით ბირთვის კვრა ბრუნში, მოსწავლეები უკვე საკმაოდ კარგად მუშაობენ ბირთვთან. რის შემდეგაც იყო ძალიასმიერი  ვარჯიშები და მოძრავი თამაში „ციხესიმაგრის დაცვა“

რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

10/10/2017

მასწავლებელმა მისალმების შემდეგ მოსწავლეებს გააცნო საგაკვეთილო დღის მიზანი, პირველი აქტივობა მოთელვა იყო, შემდეგ კი მოსწავლეებმა შეისწავლეს მასწავლებლის მითითითებით ბირთვის კვრა წახტომით, მოსწავლეებმა საკმაოდ კარგად აუღეს ალღო ახალ აქტივობას, შემდეგ იყო მძიმე ბურთის ტყორცნა.

რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

6/10/2017

მოსწავლეთა ორგანიზება, საგაკვეთილო განწყობის შექმნა.  მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის მიზანი, რასაც უნდა მიაღწიონ დღის/გაკვეთილის განმავლობაში. პირველი სავარჯიშო აქტივობა იყო მოთელვა, შემდეგ კი აჩქარებით სირბილი, შემდეგ კი მოსწავლეებმა დაიწყეს ისევ ბირთვთან ვარჯიში, კერძოდ ადგილიდან ბირთვის კვრა, მასწავლებელი აძლევდა მოსწავლეებს სწორ და დროულ კომენტარებს რაც ეხმარება მათ საკუთარი შლიერი და სუსტი მხარეების დანახვაში. ბოლოს კი მხიარული თამაში „გადაეცი და დაჯექი“. მოსწავლეები კმაყოფილები არიან სპორტული აქტივობებით

9

4/10/2017

მასწავლებელმა მისალმების შემდეგ მოსწავლეებს გააცნო საგაკვეთილო დღის მიზანი, პირველი აქტივობა მოთელვა იყო, შემდეგ კი მოსწავლეებმა შეასრულეს მასწავლებლის მითითითებით აჩქარებით სირბილი, მცირე შესვნების შემდეგ კი დაიწყო ვარჯიში ბირთვთან. მოსწავლეებმა შეისწავლეს ბირთვის კვრის ტექნიკა. მასწავლებელმა მიაწოდა მათ სრული ინსტრუქცია, უსაფრთხოების წესების დაცვისა და სწორად ვარჯიშისა. ბოლოს კი ყველაზე სახალისო აქტივობა მოძრავი თამაში „მძიმე ბურთის ტყორცნა“. მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

2/10/2017

მოსწავლეთა ორგანიზება, საგაკვეთილო განწყობის შექმნა.  მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის მიზანი, რასაც უნდა მიაღწიონ დღის/გაკვეთილის განმავლობაში. პირველი სავარჯიშო აქტივობა იყო მოთელვა, შემდეგ კი აჩქარებით სირბილი, შემდეგ კი 600 გრამინი შუბის სტყორცნა და მისი ტექნიკის შესწავლა, მოსწავლეებმა შუბთან მუშაობა საკმაოდ გააუმჯობესეს, უკვე მათ შეუძლიათ დამოუკიდებლადაც შეასრულონ ვარჯიში, თუმცა მასწავლებელი პერიოდულად მაინც აწვდის განმავითარებელ შეფასებას. ბოლოს კი სახალისო აქტივობა მოძრავი თამაში „„მძიმე ბურთის ტყორცნა მიზანში“,  ბოლოს კი ერთად განიხილეს გაკვეთილი და გააკეთეს შეჯამება რათა უკეთ გააგრძელონ შემდეგი მეცადინეობები.

9

28/09/2017

მოსწავლეთა ორგანიზება, საგაკვეთილო განწყობის შექმნა.  მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის მიზანი, რასაც უნდა მიაღწიონ დღის/გაკვეთილის განმავლობაში. პირველი სავარჯიშო აქტივობა იყო მოთელვა, შემდეგ შეასრულეს შუბის ტყორცნა სამ ნაბიჯში, მასწავლებლის მითითებებით მოსწავლეებმა დახვეწეს აღიშნული აქტივობა. შემდეგ კი შეისწავლეს გამორბენით შუბის სტყორცნის ტექნიკა, განავითარეს საჭირო უნარები. ბოლოს კი მხიარული აქტივობა მოძრავი თამაში მოახვედრე მიზანში. გაკვეთილმა აქტიურ ვითარებაში ჩაიარა, მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

26/09/2017

მასწავლებელმა მისალმების შემდეგ მოსწავლეებს გააცნო საგაკვეთილო დღის მიზანი, პირველი აქტივობა მოთელვა იყო, შემდეგ კი მოსწავლეებმა შეასრულეს მასწავლებლის მითითითებით გარბენები სისწრაფეზე, რის შემდეგაც მცირე პაუზის დროს მასწალებელი ესაუბრა მოსწავლეებს აღნიშნული ვარჯიშების დადებით მხარეებზე და შედეგებზე. შემდეგ შეასრულეს დატენილი ბურთის ტყორცნა სხვადასხვა მდგომარეობიდან და ბოლოს ჩაერთვნენ აქტიურად თამაშში „სამიზნე“, გაკვეთილი წარმატებულად ჩატარდა. მოსწავლეები კმაყოფილები არიან სპორტული აქტივობებით

9

22/09/2017

მასწავლებელმა მისალმების შემდეგ მოსწავლეებს გააცნო საგაკვეთილო დღის მიზანი, პირველი აქტივობა მოთელვა იყო, შემდეგ კი მასწავლებელმა ესაუბრა მოსწავლეებს ფიზიკურად აქტიური ცხოვრების დადებით მხარეებზე, რაც მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს ჩართულობის მხრივ. შემდეგ შეასრულეს აქტივობა 150 გრამიანი ბურთის სტყორცნა სრული გამორბენით, გამოვლენილ ნაკლოვანებებზე და ძლიერ მხარეებზე  მოსწავლეები მასწავლებლისგან ღებულობდნენ განმავითარებელ კომენტარებს. შემდეგ კი დახვეწეს მოძრაობები შუბის სტყორცნისთვის, ბოლოს კი ერთად განიხილეს გაკვეთილი და გააკეთეს შეჯამება რათა უკეთ გააგრძელონ შემდეგი მეცადინეობები.

9

20/09/2017

მასწავლებელმა მისალმების შემდეგ მოსწავლეებს გააცნო საგაკვეთილო დღის მიზანი, პირველი აქტივობა მოთელვა იყო რაც აუცილებელია ვარჯიშის და სპორტული აქტივობების დაწყებამდე, შემდეგ კი მოსწავლეებმა შეასრულეს 150 გრამიანი ბურთის სტყორცნა 3 ნაბიჯში, რის შემდეგაც მძიმე ბურთით ვარჯიში, კერძოდ სტყორცნა თავს ზემოდან, ბოლოს კი მხიარული აქტივობა - თამაში „მოახვედრე მიზანში. მოსწავლეები დიდი ინტერესით ასრულებენ მასწავლებლის მითითებებს და დაინტერესებულები არიან აღნიშნული გაკვეთილებით.

9

18/09/2017

სექტემბრის პირველი გაკვეთილი ჩატარდა 18 სექტემბერს, მასწავლებელმა მისალმების შემდეგ მოსწავლეებს გააცნო საგაკვეთილო დღის მიზანი, პირველი აქტივობა მოთელვა იყო რაც აუცილებელია ვარჯიშის და სპორტული აქტივობების დაწყებამდე, შემდეგ კი მოსწავლეებმა შეისწავლეს შუბის სტყორცნის ტექნიკა, მასწავლებლის მკაფიო ინსტრუქციები მათ ეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში და სრულყოფაში. რის შემდეგაც მოსწავლეებმა შეისწავლეს 150 გრამიანი ბურთის სტყორცნა და სტყორცნისთვის საჭირო უნარჩვევები, მხიარული გაკვეთილი დასრულდა თამაშით  „მონადირეები და იხვები“, მოსწავლეები აქტიურად ასრულებდნენ მასწავლებლის მითითებებს. 

9

15/06/2017

ზაფხულის სეზონის ბოლო გაკვეთილი დაიწყო ჩვეულებისამებრ მოსწავლეთა ორგანიზებით, სასწავლო/საგაკვეთილო მიზნის გაცნობით.  პირველი სავარჯიშო აქტივობა იყო მოთელვა. რის შემდეგაც მათ აქტიურად განახორციელეს აქტივობები:  შუბის ხელში დაჭერის შესწავლა, შუბის დარჭობა ქვიშაში 5-6 მეტრიდან. 150 გრამიანი ბურთის ტყორცნა სიხშირეზე. ბოლოს კი ყველაზე სახალისო აქტივობა - მოძრავი თამაში "მონადირეები და იხვები". რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება, მასწავლებელმა მოსწავლეებს შემოდგომამდე დაემშვიდობა და ესაუბრა რომ ისევ გაგრძელდება მოცემული გაკვეთილი.

9

14/06/2017

პირველ რიგში განხორციელდა ორგანიზება, გაკვეთილის მიზნის გაცნობდა, პირველი სავარჯიშო აქტივობა კი იყო  მოთელვა. შემდეგ მოსწავლეებმა შეასრულეს თანაბარზომიერი ტემპით რბენა 2000 მ. ვარჯიშები მოქნილობაზე. ბოლოს კი მოძრავი თამაში " ნომრის გამოძახება". დადებითი შედეგი უკვე ნათელია, მოსწავლეთა სპორტული ზრდა კი თვალიშისაცემი, რაც მთავარია შედეგიდან გამომდინარე ისინი აქტიურად ხვდებიან ყოველ გაკვეთილს. რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

13/06/2017

გაკვეთილი დაიწყო მოსწავლეთა ორგანიზებით და გაკვეთილის მიზნის გაცნობით. პირველი სავარჯიშო აქტივობა კი იყო  მოთელვა. ასევე აქტიურად და ხალისით შეასრულეს მოსწავლეებმა აქტივობები: სიგრძეზე ხტომა "გაზნექით". შტანგის გრიფით ნახევარმჯდომიდან ხტომები. ბოლოს კი ჩვეულებისამებრ თამაშის დროს დადგა. მოსწავლეები ჩაერთვნენ მოძრავ თამაშში დაეწიე ბურთს. რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

12/06/2017

ჩვეულებისამებრ გაკვეთილის დაიწყო მოსწავლეთა ორგანიზებით და სასწავლო დღის მიზნის გაცნობით. რის შემდეგაც მოსწავლეებმა წარმატებით შეასრულეს  მოთელვა. ასევე აქტიურად შეასრულეს მოსწავლეებმა გაკვეთილის განმავლობაში არეკნი მესამე ნაბიჯზე, ადგილიდან წინ გადახრით ხტომი, გარბენით სიგრძეზე ხტომა "ღუნას" ხერხით. ბოლოს კი ჩვეულებისამებრ მოსწავლეთათვის ყველაზე საყვარელი ეტაპი/აქტივობა მოძრავი თამაში ფრენბურთი. რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

11/06/2017

გაკვეთილის საწყისი ეტაპი ჩვეულებისამებრ დაეთმო მოსწავლეთა ორგანიზებას.  მასწავლებელმა გააცნო გაკვეთილის მიზანი, რაც უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა გაკვეთილის განმავლობაში. პირველი სავარჯიშო აქტივობა კი იყო მოთელვა. ამის შემდეგ კი შეჯიბრი სირბილში მოკლე მანძილზე, ორ ჯგუფად გაყოფილ ბავშვებს შორის. ვარჯიშები რბენისთვის: არეკნი ყოველ ნაბიჯზე, არეკნის დროს ფეხის მოხრა და იმავე ფეხზე დახტომა. გაკვეთილის ბოლოს კი მოძრავი თამაში კალათბურთი. რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.
9

10/06/2017

გაკვეთილი დაიწყო მოსწავლეთა ორგანიზებით, საგაკვეთილო განწყობის შექმნით.  მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის მიზანი, რასაც უნდა მიაღწიონ დღის/გაკვეთილის განმავლობაში. პირველი სავარჯიშო აქტივობა იყო რბენა მოსახვევზე, რის შემდეგაც განხორციელდა შემდეგი სახალისო აქტივობა ამანათის გადაცემა მოძრაობაში. შეჯიბრი ორ ჯგუფად დაყოფილ ბავშვებს შორის "ამანათრბენში" 6X50. ბოლოს კი მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

07/06/2017

საწყის ეტაპზე მოხდა მოსწავლეთა ორგანიზება. მასწავლებელმა გააცნო გაკვეთილის მიზანი მოსწავლეებს, განხორციელდა მოთელვა. რის შედეგადაც დაიწყეს ძალისმიერი ვარჯიშები ხელის და ფეხის კუნთებისთვის. შემდეგი აქტივობა, კი იყო,ჰანტელებით და მსუბუქი შტანგის გრიფით ვარჯიში. მიზიდვა ტანვარჯიშულ ღერძზე, კუთხის დაჭერა, ბოლოს კი ჩვეულებისამებრ მოსწავლეებმა მოაწყვეს მოძრავი თამაში ფრენბურთი. რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება, თვითშეფასება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება. მოსწავლეებს ეტყობათ დადებითი განწყობა, მათი შედეგები კი დღითიდღე უმჯობესდება.

9

06/06/2017

პირველ რიგში განხორციელდა მოსწავლეთა ორგანიზება. მოსწავლეებმა მასწავლებლის მითითებით შეასრულეს გეზრბენი 2000 მ. ასევე აქტიურად შესრულდა გაწელითი ვარჯიშები. გაკვეთილის ბოლო ეტაპზე კი მოსწავლეები ჩაერთვნენ მოძრავ თამაშში,კალათბურთი. რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება, რომელიც გამოადგებათ შემდეგი გაკვეთილის უკეთ ჩატარებისთვის.

9

05/06/2017

თავდაპირველად მოეწყო მოსწავლეთა ორგანიზება, რის შემდეგაც მასწავლებელმა გააცნო მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნები. შეუქმნა მათ მზაობა გაკვეთილში აქტიურად ჩართვისკენ, საწყის ეტაპზე განხორციელდა მოთელვა. შემდეგ კი  გარბენი პარტნიორის დახმარებით ე.წ. რეზინის ჟგუტების გამოყენებით. აქტიურად შესრულდა ვარჯიშები მოქნილობაზე. საბოლოოდ კი მოსწავლეთა ყველაზე საყვარელი ეტაპის დროც დადგა - მოძრავი თამაში ფრენბურთი. ბავშვები ხალისით ასრულებენ დავალებებს და მათი მომზადების შედეგი უკვე ნათელია, ისინი თავად ამჩნევენ შედეგს და მათი მოტივაციაც მაღლდება. რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

02/06/2017

გაკვეთილის საწყის ეტაპზე მასწავლებელმა უზრუნველყო მოსწავლეთა ორგანიზება. რის შემდეგ მასწავლებელმა მიუთითა მოსწავლეებს რომ შეესრულებინათ ცვალებადი ტემპით სირბილი 2000 მ. ასევე აქტიურად შეასრულეს მათ გაწელვითი ვარჯიშები, რომლის გაგრძელებაც იყო ამანათრბენი 6X50. ბოლოს კი მოსწავლეებმა შეასრულეს და აქტიურად ჩაერთვნენ მოძრავ თამაშში,კალათბურთი. ისინი დიდი ინტერესით და მონდომებით ასრულებენ მასწავლებლის მითითებებს მათი განწყობა არის დადებითი, მასწავლებელი მრავალფეროვანი აქტივობებით უზრუნველყოფს მოსწავლეთა ინტერესს და მაღალ ჩართულობას, ხოლო გაკვეთილის ბოლოს მიცემული განმავითარებელი შეფასება ეხმარება მოსწავლეებს შედეგების გაუმჯობესებაში.

9

01/06/2017

პირველ რიგში მოხდა მოსწავლეების ორგანიზება და მათთვის გაკვეთილისთვის საჭირო განწყობის შექმნა, მცირე ინსტრუქციის შემდეგ მოსწავლეებმა შეასრულეს მოთელვა.  რის შემდეგაც ისინი აქტიურად ჩაერთვნენ  გაკვეთილში და შეასრულეს სწრაფძალისმიერი ვარჯიშები: ტერფსაყდენებზე მიყრდნობით წინ ხტომი, ხტომები თარჯებზე, ბოლოს კი ისინი დიდი სიხარულით ჩაერთვნენ მოძრავ თამაში "ჩაითრიე წრეში". ამის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება, თვითშეფასება და მთლიანი გაკვეთილის  შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად.

9

31/05/2017

მასწავლებელმა უზრუნველყო საწყის ეტაპზე მოსწავლეების ორგანიზება და გაკვეთილში ჩართვის სტიმულის მიცემა. რის შემდეგაც დაიწყეს მოსწავლეებმა სირბილი ნელ ტემპში, რბენა აჩქარებით 60 მ.  ასევე აქტიურად შეასრულეს კენგურუსებრი ხტომები, გარბენები პარტნიორის წინააღმდეგობის დაძლევით. გაკვეთილის ბოლოს კი მოსწავლეებისთვის ყველაზე საყვარელი ეტაპი დადგა - ისინი ჩაერთვნენ მოძრავი თამაშში "ბურთი დამჭერს". რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

30/05/2017

საწყის ეტაპზე განხორციელდა ორგანიზება. მასწავლებელმა მცირე ინსტრუქციის შემდეგ მოსწავლეებს მიუთითა დაეწყოთ გაკვეთილისთვის მზადება, მოთელვა. რის შემდეგაც მოეწყო მაქოსებური რბენა 5 X 30 ვარჯიშები რბენისთვის: ირმისებურად წახტომები, არეკნი ყოველ ნაბიჯზე, გარბენები გაშლილი ფეხით, მოსწავლეები გაჯვეთილის ბოლოს აქტიურად და ხალისითჩაერთვნენ მოძრავ თამაშში  "მონადირეები და იხვები". რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

29/05/2017

გაკვეთილი დაიწყო მოსწავლეთა ორგანიზებით. მასწავლებელმა გააცნო გაკვეთილის მიზნები და ისაუბრა რბენაზე, როგორც ჯანმრთელობის საუკეთესო საშუალებებზე, მოსწავლეებმა შეასრულეს კროსი მთაგორიან ადგილმდებარეობაზე 2000 მ. გაწელვითი ვარჯიშები, ვარჯიშები მუცლის პრესისა და ზურგის კუნთებისთვის. მოეწყო მოძრავი თამაში "კალათბურთი". მოსწავლეები ხალისით ასულებენ მასწავლებლის მითითებებს, ისინი მაღალ ინტერესს გამოხატავენ გაკვეთილისადმი. ბოლოს კი  მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

26/05/2017

პირველ რიგში მოეწყო მოსწეავლეთა ორგანიზება. შემდეგ მცირედი მოთელვა, გარბენი 60 მ. გარბენები ამანათით; რბენა ორ ჯგუფად გაყოფილ ბავშვებს შორის 6X100 . მოძრავი თამაში ჩაითრიე წრეში. წრეში მდგომი ბავშვები ცდილობენ წრის გარეთ მდგომი ბავშვების წრეში ჩათრევას. თამაში გრძელდება უკანასკნელ მოთამაშემდე. რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

25/05/2017

გაკვეთილი დაიწყო ჯგუფის ორგანიზებით. მასწავლებელმა გააცნო გაკვეთილის მიზანი, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ გაკვეთილში, მათ შეასრულეს მოთელვითი ვარჯიშები, გარბენები სისწრაფეზე "კეგლის" გამოყენებით. მეტი მოტივაციისთვის მოაწყვეს თამაში ბილიკის ბოლოს დაწყობილი "კეგლის" გადმოტანა სტარტისკენ. რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

24/05/2017

პირველ რიგში მოხდა ჯგუფის ორგანიზება და სასწავლო მიზნის გაცნობა. ამის შემდეგ მასწავლებელმა წარმართა საუბარი ბავშვებთან მძლეოსნური ვარჯიშების სიმარტივეზე, რომ მათი შესრულება შესაძლებელია ბუნებრივ გარემოში, კუნთების განვითარება სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვით. შესრულდა ვარჯიშები მოქნილობაზე ხიდი: დაშვება ბეჭებზე და ისევ ასვლა. მოსწავლეებმა ასევე შეასრულეს ღერძზე მიზიდვა მოეწყო თამაში-შეჯიბრი: გარბენები კალათბურთის ბურთის ტარებით. რის შემდეგაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მოახდინეს დღის შეჯამება და შეფასება. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება.

9

23/05/2017

შემდეგი გაკვეთილი ჩვეულებისამებრ დაიწყო მოსწავლეების ორგანიზებით. პირველ რიგში შესრულდა რბენა ნელ ტემპში, შემდეგი  კი რბენა სხვადასხვა საწყისიდან, რის შემდეგაც მოსწავლეებმა შეასრულეს შტანგის გრიფით ნახევარმჯდომიდან წახტომითი, ხტომები დაბალ თარჯებზე. მოეწყო სახალისო თამაში ხტომები ორ ჯგუფად გაყოფილ ბავშვებს შორის "ვინ უფრო შორს", მოსწალეები ხალისით ასრულებენ დავალებებს და იცავენ დადგენილ წესებს.

9

22/05/2017

გაკვეთილი დაიწყო ჯგუფის ორგანიზებაზე საუბრით. ძირითადი აქცენტი გაკეთდა, მძლეოსნური ვარჯიშების დადებით ზეგავლენაზე ადამიანის ორგანიზმზე, ცალკეულ ორგანოთა სისტემებზე და კუნთებზე. სირბილი ნელ ტემპში სხვადასხვა რბენითი ვარჯიშების ჩართვით. ვარჯიშები პრესისთვის. ტანვარჯიშულ ღერძზე კუთხის დაჭერა. მუცელზე წოლელა მკერდის წამოწევა ვარჯიშების შესრულება თავისუფლად დაუძაბავად.

9

19/05/2017

თავისუფალი გაკვეთილის პირველ გაკვეთილზე მოხდა ჯგუფის ორგანიზება. მასწავლებელი ვრცლად ესაუბრა  ჰიგიენის დაცვაზე, მძლეოსნობის სხვადასხვა სახეებზე. განუმარტა დადებითი მხარეები და მოსალოდნელი შედეგები. ასევე ესაუბრა გამოჩენილ ქართველ მძლეოსნებზე. პირველ გაკვეთილზე შესრულდა გაწელითი ვარჯიშები: ფეხის გაქნევები შპაკატები, რბენა აჩქარებით. ბავშვების ორ ჯგუფად გაყოფა და მოძრავი თამაში ვინ უფრო სწრაფად. ბავშვები მათთვის შეუმჩნევლად ანვითარებენ სწრაფ-ძალისმიერი თვისებებს.