მეოცე გაკვეთილი წიგნიერებაში შემაჯამებელი ხასიათის იყო. მოსწავლეებმა გაიხსენეს წაკითხული ტექსტის მთლიანი შინაარსი, დაალაგეს ამბავი პირამიდის გამოყენებით, გამოხატეს ემოციები პერსონაჟებთან დაკავშირებით.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზაკის საჯარო სკოლა თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ახორციელებს პროექტს - კითხვით ვეცნობით სამყაროს". პროექტის მიზანია ლიტერატურული ნაწარმოების კითხვისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევების განვითარება, ქართულ ენაში კომპეტენციის ამაღლება, პერსონაჟთა ხასიათისა და განწყობის ამოცნობა, ხმამაღალი კითხვის უნარის დახვეწა. წიგნიერების დონის ამაღლება. |
გაკვეთილების ციკლის დასრულების შემდეგ მოსწავლე შეძლებს მხატვრული ნაწარმოების ტექსტის დამუშავებას, თემის, იდეის, მთხრობელისა და პერსონაჟების ტექსტების გამოყოფას, ფლობს ხმამაღალი და გამომსახველობითი კითხვის სტრატეგიებს, გადმოსცემს წაკითხულის შინაარსს, მსჯელობს პერსონაჟების საქციელზე, იცნობს ქართულ მწერლობას. |
მეოცე გაკვეთილი წიგნიერებაში შემაჯამებელი ხასიათის იყო. მოსწავლეებმა გაიხსენეს წაკითხული ტექსტის მთლიანი შინაარსი, დაალაგეს ამბავი პირამიდის გამოყენებით, გამოხატეს ემოციები პერსონაჟებთან დაკავშირებით.
წიგნიერების რიგით მეცხრამეტე გაკვეთილი, ზაკის საჯარო სკოლაში პრაქტიკულ მეცადინეობას დაეთმო. მოსწავლეებმა დაახასიათეს " მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" პერსონაჟები. გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულებები და ემოციები. აღნიშნეს, რომ ძალიან სახალისო იყო მათთვის ამ ნაწარმოების კითხვა.
წიგნიერების გაკვეთილზე მოსწავლეებმა გააგრძელეს ტექსტის კითხვა და უპასუხეს შინაარსის გაგებაზე ორიენტირებულ კითხვებს.
ჩუმი კითხვა, ხმამაღალი კითხვა - თავისუფალი გაკვეთილი წიგნიერებაში. მოსწავლეებმა წაიკითხეს "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" 24-27-ე თავები.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწარმოების 21-ე, 23-ე თავები "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან". გაკვეთილის მსვლელობისას დიდი ყურადღება დაეთმო ორიენტირებულ კითხვას. მოსწავლეებმა შეასრულეს შინაარსის გააზრებისკენ მიმართული აქტივობები.
წიგნიერების გაკვეთილზე ზაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის მე-17 მე-20 თავები. შეასრულეს აქტივობები, რომლებიც ამ თავების შინაარსის გადმოცემისა და შეფასებისთვის იყო განკუთვნილი.
31 ოქტომბერს ზაკის საჯარო სკოლაში თავისუფლი გაკვეთილების პროექტის ფარგლებში ჩატარდა მორიგი მეცადინეობა. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა აქტივობები (კითხვა-პასუხი; შინაარსის გადმოცემა) ტექსტის გასააზრებლად.
30 ოქტომბერს ზაკის საჯარო სკოლაში ჩატარდა გაკვეთილი წიგნიერებაში. მოსწავლეებმა გააგრძელეს "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის "შინაარსის კითხვა.
25 ოქტომბერს, თავისუფალი გაკვეთილის პროექტის ფარგლებში ზაკის საჯარო სკოლაში ჩატარდა მეცადინეობა წიგნიერებაში. მოსწავლეები კითხვის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით გაეცნენ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" მე-15, მე-16 თავებს. მასწავლებელმა რუზანნა ღანდილიანმა ყურადრება გაამახვილა გამართული კითხვის სტრატეგიებზე, ლექსიკონის შედგენასა და შინაარსის გაგებაზე.
24 ოქტომბერს ზაკის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების პროექტის ფარგლებში მეთერთმეტე გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილზე მოსწავლეებმა გადმოსცეს ნ. დუმბაძის რომანის " მე ბებია, ილიკო და ილარიონის" წაკითხული თავის შინაარსი, გამოხატეს ემოციები და შთაბეჭდილებები შინაარსთან დაკავშირებით.
2 ოქტომბერს სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში გაიმართა თავისუფალი გაკვეთილების მეათე მეცადინეობა წიგნიერებაში. მეცადინეობა დაეთმო ხმამაღალი კითხვის უნარ-ჩვევების დახვეწას მეორე ენაზე. მოსწავლეებმა მონაცვლეობით გადაიკითხეს ნ. დუმბაძის რომანის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" მე-12 მე-14 თავები. შემდეგ შინაარსის გააზრების მიზნით შეასრულეს წერითი აქტივობები.
30 სექტემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილების მორიგი მეცადინეობა წიგნიერებაში. მოსწავლეებმა ჩუმი კითხვის მეთოდით გადაიკითხეს ნ. დუმბაძის რომანის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" მე-12, მე-14 თავები. შემდეგ მასწავლებელმა კითხვების დახმარებით გადაამოწმა თუ რა გაიგეს მოსწავლეებმა წაკითხულიდან.
გაკვეთილი დაეთმო ტექსტის კითხვა-გაგებას ჩუმი კითხვის მეთოდით. მოსწავლეებმა მასწავლებლის მითითებით წაიკითხეს ნ. დუმბაძის რომანის "მე ბებია, ილიკო და ილარიონის" მე-9 მე-11 თავები.
27 სექტემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში, თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში, ჩატარდა მეშვიდე მეცადინეობა წიგნიერებაში. საგაკვეთილო აქტივობის დავალება იყო: გააგრძელე შენი ფანტაზიით - ვარაუდების გამოთქმა წასაკითხ მასალასთან დაკავშირებით და მისი გადამოწმება წაკითხულზე დაყრდნობით.
გაკვეთილის შედეგად მოსწავლეებმა განივითარეს როგორც ფანტაზიის ისე ქართულ ენაზე მეტყველების უნარი.
წიგნიერების თავისუფალი გაკვეთილი დაეთმო ხმამაღალ კითხვას, სადაც გამოყენებული იქნა მეორე ენაზე კითხვის უნარ-ჩვევის განსავითარებელი სტრატეგიები. ყურადღება გამახვილდა წაკითხული მასალის შინაარსის გაგებაზე.
20 სექტემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში მასწავლებელმა რუზანნა ღანდილიანმა განაახლა თავისუფალი გაკვეთილების ციკლი წიგნიერებაში.
რა მოხდება შემდეგ? - ამ კითხვის პასუხად მოსწავლეებმა გაკვეთილზე გამოთქვეს ვარაუდები თხზულების შინაარსთან დაკავშირებით. შეჯამდა შედეგები და გაგრძელდა კითხვა, რომლის შემდეგაც გადაამოწმეს ვარაუდები.
15 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში წიგნიერებაში მეოთხე გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის მიზანი წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრება იყო. გაიმართა კითხვა-პასუხი და დისკუსია. მოსწავლეები აქტივობებში აქტიურად ჩაერთვნენ.
2017 წლის 14 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში წიგნიერებაში მესამე მეცადინეობა ჩატარდა. გაკვეთილის მიზანი არამშობლიურ ენაზე ხმამაღალი კითხვის უნარჩვევის გამომუშავება და კითხვის ტექნიკის დახვეწა იყო. მეცადინეობა თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ჩატარდა. მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს წინა გაკვეთილზე ჩუმად წაკითხული ტექსტები.
2017 წლის 9 ივნისს ზაკის საჯარო სკოლაში ჩატარდა მეორე გაკვეთილი წიგნიერებაში. გაკვეთილის მიზანი ჩუმი კითხვის სტრატეგიის გამოყენება იყო. მოსწავლეებს დაურიგდათ ტექსტის მონაკვეთები და შეუდგნენ ტექსტის ჩუმად კითხვას. კითხვა ორიენტირებული იყო შინაარსის გაგებაზე.
2017 წლის 7 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების პროექტის ფარგლებში წიგნიერებაში პირველი გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილზე მოსწავლეებმა მოისმინეს მინი ლექცია "წიგნიერების" მნიშნელობისა და მისი დონის ამაღლების შესაძლებლობების შესახებ. მასწავლებელმა განუმარტა მოსწავლეებს თავისუფალი გაკვეთილების გეგმა და სპეციფიკა, ასევე გააცნო ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფია და მისი ნაწარმოები "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"