თავისუფალი გაკვეთილები

წიგნიერების პოპულარიზაცია მოსწავლეებში

ასმათი პირველაშვილი
7,8
წიგნიერება
Free lesson title სსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლა

   საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას თავისუფალი გაკვეთილების  ჩატარების შესახებ სიამოვნებით შეუერთდა ფუთის საჯარო სკოლა, მიმართულებით წიგნიერება, რომელშიც დიდი ინტერესით არიან ჩართულნი მე-7,  მე-8 კლასის მოსწავლეები.

   წიგნიერების პოპულარიზაცია მოსწავლეებში მიზნად ისახავს სხვადასხვა ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედების გაცნობას, შესწავლას და წიგნის კითხვის პოპულარიზაციას. მოსწავლეებს განუვითარდებათ სხვადასხვა უნარები, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა. გაუღრმავდებათ ზოგადი ცოდნა. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ  მნიშვნელოვნად გაანელა ბავშვებში ინტერესი წიგნის მიმართ, ახალგაზრდების ცხოვრებაში კომპიუტერის დიდი როლის უარყოფა შეუძლებელია, იგი მყარად დამკვიდრდა ჩვენს ყოველდღიურობაში, მაგრამ უწიგნობით გაჩენილ სიცარიელეს  კომპიუტერი  ვერ ამოავსებს,  ამიტომ აუცილებელია ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს დავაინტერესოთ მხატვრული ლიტერატურით.

4

წიგნიერების პოპულარიზაცია მოსწავლეებში

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

მეცხრე გაკვეთილი. წიგნიერების მნიშვნელობის შეხსენება

    მეეცხრე გაკვთილი

თემა: თავისუფალი გაკვეთილის მიზნისგახსენება.  მოსწავლეებმა გაიხსენეს თავისუფალი გაკვეთილის მიზანი. ისაუბრეს წიგნიერების მნიშვნელობაზე. ბავშვებმა  ჩამოთვალეს  თუ როგორ იქცევა ინფორმაციულად უწიგნური ადამიანი.გაეცნენ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს წიგნიერებაზე და განიხილეს თითოეული მათგანი.მოსწავლეებმა მოისმინეს ასტრიდ ლინდგრენის სამადლობელი წერილი სათაურით ,,რისთვის ჭირდებათ ბავშვებს წიგნები“,რომელიც დაწერა 1958 წელს კრისტიან ანდერსენის პრემიის გადაცემის შემდეგ.მოსწავლეებმა გადმოცეს თავიანთი შთაბეჭდილებები, რომლებიც ამ წერილმა მოახდინა მათზე.

 


9

მერვე გაკვეთილი, თემა - მეგობრობა

VIII გაკვეთილი. (08.06)

 თემა- მეგობრობა.

 გაკვეთილის თემა შეირჩა მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებით. მოსწავლეებმა გაიხსენეს მეგობრობის თემაზე შექმნილი სხვადასხვა ქართული თუ უცხოური ნაწარმოებები, გამოთქვეს და წერილობით ჩამოაყალიბეს თავთავიანთი მოსაზრებები. გააანალიზეს სულხან-საბას ,,სიბრძნე სიცრუისადან“ ამოღებული რამდენიმე ფრაზა მეგობრობის შესახებ. გამოთქვეს ვარაუდები, გაიმართა დისკუსია, თუ რას ფიქრობენ და რა არის საჭირო მეგობრობისათვის, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი, ადვილია თუ არა მეგობრის პოვნა, მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები  და  ა.შ. ერთად წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,,მგლის ლეკვები“,  იმსჯელეს, გამოთქვეს ვარაუდები და გამოიტანეს დასკვნები.

9

მეშვიდე გაკვეთილი, გასვლითი გაკვეთილი

VII გაკვეთილი.

           გასვლითი გაკვეთილი    05.06.2017 წ

     უშანგი ჩხეიძის ბიოგრაფიისა და შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით, მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მოგვეწყო ექსკურსია მის სახლ-მუზეუმში, რომელიც დიდ კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს იქ ექსპონირებული მსახიობის პირადი ნივთები, სასცენო კოსტუმები, მის მიერ განსახიერებული როლებისა და ცხოვრების ამსახველი მრავალფეროვანი ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა.  უშანგი ჩხეიძის მოღვაწეობის შესახებ მათ ესაუბრა მსახიობის ძმისშვილი ქალბატონი ნანა ჩხეიძე, რომელმაც საინტერესო ექსკურსიამძღოლობა გაწია.

9

მეექვსე გაკვეთილი, თემა - ფოლკლორთან კავშირი

VI გაკვეთილი.     01.06.2017წ

თემა - ფოლკლორთან კავშირი.

    მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორული შემოქმედების გადარჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით მოსწავლეები გაეცნენ ,,ხალხურ სიბრძნეს,“  ზეპირი წყაროებით თაობიდან თაობას გადაცემული ამა თუ იმ მხარის მცხოვრებთა შორის დამკვიდრებულ სარიტუალო თუ საყოფაცხოვრებო ლიტერატურას. მოსწავლეებმა წაიკითხეს ხალხური ლექსი ,,შემომეყარა ყივჩაღი“ და გაეცნენ ამ ლექსის თემაზე შექმნილ ვარიაციებს: გოდერძი ჩოხელის ,,მე და ყივჩაღი“ და გიორგი ლეონიძის ,,ყივჩაღის პაემანი“. მოისმინეს უშანგი ჩხეიძისა და ავტორისეული ვარიანტის(გ. ლეონიძის) აუდიო ჩანაწერი,რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მხატვრული კითხვის უნარის განვითარებას.  

9

მეხუთე გაკვეთილი, თემა-უშანგი ჩხეიძე და ,,ჰამლეტი"

V გაკვეთილი. (18.05)

თემა-უშანგი ჩხეიძე და ,,ჰამლეტი"

მოსწავლეები გაეცნენ ჩვენი რაიონის მკვიდრის, საქართველოს სახალხო არტისტის უშანგი ჩხეიძის ბიოგრაფიას., წაიკითხეს შექსპირის ,,ჰამლეტიდან“ ეპიზოდები და მოისმინეს ჰამლეტის როლის საუკეთესო შემსრულებლის უშანგი ჩხეიძის მიერ წაკითხული მონოლოგი. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს პერსონაჟის ხასიათზე, მის შინაგან სამყაროზე, უშანგი ჩხეიძის ვაჟკაცურ ტონსა და საუკეთესო დიქციაზე. ისინი დაინტერესდნენ მისი შემოქმედებითა და მოღვაწეობით.

9

მეოთხე გაკვეთილი, ანიმაციის გახმოვანება და წარმოდგენა.

IV გაკვეთილი. ( 04.05.2017 წ)

ანიმაციის გახმოვანება და წარმოდგენა.

    განსაკუთრებით საინტერესო, მხიარული და შთამბეჭდავი იყო მე-5 გაკვეთილი. ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა  გააგრძელეს ანიმაციის მზადება, შეირჩნენ გამხმოვანებლები, ყურადღება იქნა გამახვილებული დიალოგებზე, პერსონაჟების ხასიათსა და მეტყველების კულტურაზე. საბოლოო სახე მიეცა და წარმოდგენილ იქნა ანიმაცია. მოეწყო მისი  ჩვენება.

იხილეთ ვიდეო.

9

მესამე გაკვეთილი, იგავები

   III გაკვეთილი. (20.04.2017).

თემა: ყველასათვის საყვარელი ჟანრი-იგავები. მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რატომ იზიდავს იგავი მკითხველს და რა გავლენას ახდენს იგი  ადამიანზე. წაიკითხეს იგავები სახარებიდან: ,,იგავი ღვარძლზე“ და ,,უძღები შვილის იგავი“. იმსჯელეს თუ რატომ მოძღვრავს ქრისტე ადამიანებს, ამ იგავების მთავარ სათქმელსა და მნიშვნელობაზე. გაეცნენ ცნობილი მეიგავეების სულხან-საბა ორბელინის, ეზოპესა და კრილოვის იგავებს. მოსწავლეებმა ანიმაციის დასადგმელად შეარჩიეს იგავი .,,გაბზარული ქოთანი“ და დაიწყეს დეკორაციებზე მუშაობა, გამოავლინეს სხვადასხვა შემოქმედებითი უნარები: ხატვის, ძერწვის, დიზაინის შექმნის, მუშაობის პროცესი იქცა საინტერესო გართობად.

9

მეორე გაკვეთილი: ,,თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ.“

II გაკვეთილი.               06.04.2017 წ.

    მოსწავლეებთან ერთად მოხდა გაკვეთილის თემის შერჩევა: ,,თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ.“

 გაკვეთილის ჩასატარებლად მოსწავლეები შეიკრიბნენ ბიბლიოთეკაში. გამოთქვეს თავთავიანთი აზრი სიყვარულზე,  წაიკითხეს გალაკტიონ ტაბიძის ლექსები, მოისმინეს ავტორის მიერ წაკითხული რამდენიმე ლექსის აუდიო ჩანაწერი.(,,მთაწმინდის მთვარე,“ ,,უსიყვარულოდ“.). გაეცნენ ამავე თემაზე შექმნილ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობას ,,სიყვარული მარტის თვეში,“ შეადგინეს ვარაუდების სქემა, მოთხრობის წაკითხვის შემდეგ დაიყვნენ ჯგუფებად და შეძლეს  ვარაუდებზე დაყრდნობით მოთხრობის საკუთარი ვერსიით გაგრძელება, წარმოადგინეს პრეზენტაციები.

9

სამოტივაციო გაკვეთილი

I გაკვეთილი.                   23.03.2017წ

სამოტივაციო გაკვეთილი. მოსწავლეები გაეცნენ პროექტის მიზანს, მოისმინეს მინი ლექცია თემაზე ,,წიგნიერება“, რა როლი აქვს წიგნს ადამიანის ცხოვრებაში, წიგნიერების დონის ამაღლების გზებზე. მოსწავლეები გაეცნენ ქართველი მწერლის გოდერძი ჩოხელის მოკლე ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. წაიკითხეს მოთხრობა ,,სწორი, თეთრი ხაზი“. მოხდა მონაკვეთებად დაყოფილ ტექსტზე მუშაობა, გამოიყენეს ,,ვარაუდების სქემა“, სადაც მოსწავლეებმა ჩაინიშნეს თავთავიანთი ვარაუდები ტექსტის წაკითხვამდე (სათაურიდან გამომდინარე), კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ. ,,ვარაუდების სქემის საშუალებით“ მოსწავლეებმა შეძლეს წაკითხულის შეჯამება, დასკვნების გამოტანა და ვარაუდების გამოთქმა.