თავისუფალი გაკვეთილები

ფეხბურთი

გია უგულავა
7,8
სპორტი
Free lesson title სსიპ - კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლა

სსიპ  კ. მეძველიას სახელობის სოფ. ნახახულევის საჯარო  სკოლა ჩაერთო თავისუფალი გაკვეთილების პროექტში. თავისუფალი გაკვეთილების მიზანია  მოსწავლეთა შორის ფეხბურთის პოპულარიზაცია,მოსწავლეებში გამძლეობის,მოქნილობის,სისწრაფის უნარების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

პროექტის ბოლოს პროექტით დასახული მიზნები მიღწეული იქნება.მოსწავლეები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან სპორტის ამ სახეობით.

4

ფეხბურთი

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

27/11/2017

თავისუფალი გაკვეთილების ბოლო გაკვეთილი  მთლიანად დაეთმო ფეხბურთის თამაშს. ჯგუფი გაიყო ორ ნაწილად. მოსწავლეები ცდილობდნენ თამაშის დროს   მაქსიმალურად გამოევლინათ  თავიანთი შესაძლებლობები.

 გაკვეთილის ბოლოს  ბავშვებმა გამოხატეს დიდი  კმაყოფილება და სურვილი იმისა, რომ ასეთი სახის გაკვეთილების ჩატარება მომავალშიც გაგრძელებულიყო.


9

24/11/2017

ამ გაკვეთილზე შეაჯმეს ის  რაც ისწავლეს და რისი შესრულების ტექნიკაც გაიუმჯობესეს თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში. მოსწავლეთა აქტიურობა იყო ძალიან მაღალი. მათ  გაიხსენეს ყველა ის ილეთი რისი შესრულების ტექნიკა ნამდვილად აიმაღლეს ვარჯიშის შედეგად.

9

22/11/2017

გაკვეთილი დაიწყო სახალისო თამაშით. შემდეგ ივარჯიშეს ბურთის ზუსტად გადაცემის ტექნიკის გაუმჯობესებაზე.  აქტივობა შესრულდა წყვილებში. გაკვეთილის ბოლოს რამდენიმე წუთი ისევ ფეხბურთის თამაშს დაეთმო.   

 


9

20/11/2017

გაკვეთილი დაიწყო სახალისო შეჯბრით  „ ვინ უფრო შორს  გადააგდებს ბურთს“.   ამ აქტივობას დაეთმო 15 წთ. გაკვეთილის დანარჩენი  დრო დეთმო  ფეხბურთის თამაშს. ამ გაკვეთილმაც ძალიან მხიარულად ჩაიარა.

9

17/10/2017

ეს თავისუფალი გაკვეთილი დაეთმო   კარში ზუსტად დარტყმის შესრულების ტექნიკის გაუმჯობესებას.  მასწავლებელმა თავად აჩვენა  მოსწავლეებს   სხვადასხვა პოზიციიდან ზუსტად  დარტყმის შესრულების მაგალითები,  შემდეგ მოსწავლეებს   შეასრულებინა სათითაოდ. გაკვეთილის ბოლოს ჯგუფი გაიყო ორ ნაწილად და ერთმანეთს შეეჯიბრნენ   კარში ზუსტად დარტყმაში.

9

14/11/2017

ეს გაკვეთილი დაეთმო ბურთის ხტომაში და ხტომის გარეშე უკუგდების ილეთის ათვისებას. მასწავლებელმა  მოსწავლეებს თავად აჩვენა ახალი ილეთის შესრულების ტექნიკა, შემდეგ კი თოთოეულს რამდენჯერმე გაამეორებინა. აჩვენა ასევე  ვიდეო-კოლაჟი, სადაც აღნიშნულ ილეთს ასრულებდნენ ცნობილი ფეხბურთის ვარსკვლავები. გაკვეთილის ბოლოს ჯგუფი ორ ნაწილად გაყო და ათამაშა ფეხბურთი.

9

11/11/2017

ამ გაკვეთილზე მასწავლებელმა  მოსწავლეეებთან ერთად მიმოიხილა სოფ. საწულუკიძეოს საჯარო სკოლასთან ჩატარებული ამხანაგური მატჩი.  გაკვეთილის მეორე ნაწილი დაეთმო  მეკარის მიერ ბურთის ფეხით ართმევის ტექნიკის შესწავლას.

9

07/11/2017

თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში,  ჩვენი სკოლის მოსწავლეთა სურვილით, მოეწყო ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში სოფ. საწულუკიძეოს  საჯარო სკოლასთან. თამაში დაძაბულ რეჟიმში წარიმართა.  ძირითადი დრო დასრულდა ფრედ -  2: 2.  თამაშის ბედი პენალტებმა გადაწყვიტა, რომელშიც ჩვენი სკოლის ბავშვებმა იმარჯვეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.

9

04/11/2017

ეს თავისუფალი გაკვეთილი დაეთმო პენალტის ზუსტად შესრულების ტექნიკის გაუმჯობესებას.  მასწავლებელმა მოსწავლეები დაყო წყვილებად. ერთი იყო მეკარე, მეორე კარში დამრტყმელი. წყვილები ყოველ ხუთ წუთში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.   ამავე გაკვეთილზე გაჩნდა  იდეა, რომ მოეწყოთ ამხანაგური შეჯიბრი რომელიმე საჯარო სკოლასთან.

9

31/10/2017

გაკვეთილის პირველი ნაწილი დაეთმო წინა გაკვეთილებზე შესწავლილი ილეთების განმეორებას. მოსწავლეები ყურადღებით ისმენდნენ მასწავლებლის მითითებებს და სცილობდნენ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ შენიშვნები. გაკვეთილის ბოლოს  ჯგუფი გაიყო ორ ნაწილად და მოეწყო შეჯიბრი ფეხბურთში.

 

9

28/10/2017

ეს თავისუფალი გაკვეთილი დაეთმო პენალტის ზუსტად შესრულების ტექნიკის გაუმჯობესებას.  მასწავლებელმა მოსწავლეები დაყო წყვილებად. ერთი იყო მეკარე, მეორე კარში დამრტყმელი. წყვილები ყოველ ხუთ წუთში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

9

24/10/2017

გაკვეთილის პირველი ნაწილი დაეთმო წინა გაკვეთილზე მოწყობილი შეჯიბრის მიმოხილვას. მოსწავლეებმა მასწავლებელისაგან მიიღეს მითითებები, შენიშვნები და რჩევები, რაც მომავალში აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ.  გაკვეთილის მეორე ნაწილი მთლიანად მიეძღვნა კარში დარყტმისა და საგოლე გადაცემის ტექნიკის გაუმჯობესებას.

9

21/10/2017

 ეს გაკვეთილი წინა გაკვეთილებისაგან განსხვავებული იყო.  ამ გაკვეთილზე მოეწყო შეჯიბრი  თავისუფალი გაკვეთილის მონაწილე ბავშვებსა და ჩვენი სკოლის მე-9 კლასელებს შორის. შეჯიბრი საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად  წარიმართა. მე-7 მე-8 კლასელთა გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით მოწინააღმდეგეზე პატარები იყვნენ, ცდილობდნენ ტოლი არ დაედოთ მათთვის, თუმცა მიუხედავად მათი მცდელობისა ამ თამაშში გამარჟვება უფროსკლასელებს დარჩათ.

9

17/10/2017

ეს გაკვეთილი დაეთმო მოწინააღმდეგის ქმედებებზე შესაბამისი რეაგირების ტექნიკის სრულყოფას. გაკვეთილის ბოლოს გამოჩნდა ,რომ მოსწავლეებმა  მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს   თავიანთი ტექნიკა. ისინი ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ახალი ილეთები.

9

15/10/2017

ეს გაკვეთილი დაეთმო ბურთის ხტომაში და ხტომის გარეშე უკუგდების ილეთის ათვისებას. მასწავლებელმა ჯერ სიტყვიერად აუხსნა მოსწავლეებს შემდეგ თავად აჩვენა ახალი ილეთის შესრულების ტექნიკა. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო-კოლაჟი, სადაც აღნიშნულ ილეთს ასრულებდნენ ცნობილი ფეხბურთის ვარსკვლავები.

9

10/10/2017

გაკვეთილის პირველი ნაწილი დაეთმო შესწავლილი ილეთების განმეორება- განმტკიცებას.  ძველი ილეთების განმეორების შემდეგ მასწავლებალმა მოსწავლეებს აუხსნა ახალი ილეთები, კერძოდ, თუ როგორ უნდა დაეჭირათ მაღალი, ოდნავ გვერდზე მოძრავი ბურთი.   ამ გაკვეთილით  მოსწავლეებმა აიმაღლეს მეკარის თამაშის ტექნიკა.

9

07/10/2017

ამ გაკვეთილზე მოსწავლეები დაეუფლნენ მგორავი ბურთის დაჭერის ტექნიკას. ილეთს ჯერ ინდივიდუალურად ასრულებდნენ, შემდეგ წყვილებში. ბოლოს გუნდი გაიყო ორ ნაწილად და ახალი ილეთის გამოყენებით ითამაშეს ფეხბურთი.


9

03/10/2017

ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეისწავლეს, თუ როგორ ხდება მეკარის მიერ მუცლის არეში, ან მკერდის სიმაღლეზე, ოდნავ გვერდზე დარტყმული ბურთის დაჭერა ნახტომში, ან ნახტომის გარეშე.  მასწავლებელმა მოსწავლეები დაყო წყვილებად. ერთი მეწყვილე იყო მეკარე მეორე დამრტყმელი. გაკვეთილმა, როგორც ყოველთვის მხიარულად ჩაიარა.


9

30/09/2017

მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა, თუ როგორ უნდა გადაადგილდეს მეკარე კარში უბურთოდ. კერძოდ, როგორ გადაადგილდება მიდგმით, გადაჯვარედინებული ნაბიჯებით. ილეთი ინდივიდუალურად გააკეთებინა ყველა  მოსწავლეს. დროის ნახევარი დაეთმო ბეხბურთის თამაშს. თამაშის დროს მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ ახლად შესწავლილ ილეთებს.

9

26/09/2017

ნახახულევის საჯარო სკოლაში გაგრძელდა სპორტში თავისუფალი გაკვეთილების ჩატარება. სპორტის ამ გაკვეთილზე მასწავლებელმა მოსწავლეებს ახალი ილეთი ჯერ სიტყვიერად აუხსნა, ხოლო შემდეგ თავად შეასრულა. ჯგუფი გაყო ორ ნაწილად და ვარჯიშობდნენ გაგორებული ბურთის კარში დარტყმაში.


9

06/07/2017

ეს გაკვეთილი იყო შემაჯამებელი იმ უნარ - ჩვევების  დემონსტრირებაა, რაც მოსწალეებმა  თავისუფალი  გაკვეთილის ფარგლებში შეიძინეს. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა ჯგუფი ორ ნაწილად გაყო და  კვლავ ფეხბურთი ათამაშა. 

9

05/07/2017

თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში გაიმართა ამხანაგური თამაში სოფ, მათხოჯის საჯარო სკოლასთან. თამაში დამთავრდა ფრედ. თამაშის დროს მოსწავლეები ცდილობდნენ მაქსიმალურად ეჩვენებინათ თავიანთი შესაძლებლობები და ის ტექნიკური უნარ - ჩვეევბი, რაც  შეიძინეს  თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში. მთავარია, რომ მათ კიდევ უფრო შეუყვარდათ სპორტის ეს სახეობა და ბევრს გაუჩნდა სურვილი, რომ გაგრძელოს ამ მიმართულებით ვარჯიში.

 

9

03/07/2017

მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა გასართობი თამაშები „კიბორჩხალა“ ბუთიანები მოძრაობენ კვადრატში  ისე, რომ  მოსწავლე -  კიბორჩხალამ ვერ  შეძლოს  მათ ბურთზე  შეხება.  დაჭრილი ბურთიანი  ხდება კიბორჩხალა. გამარჯვებულია  ის ბურთიანი  რომელიც  ბოლო  დარჩება. მეორე თამაში იყო  ბურთის მოპარვა.

გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს ბურთის მოპარვაში და სახლში მოტანაში. მოწინააღმდეგის  მოედანზე  შესვლისას მოწინნაღმდეგის  მიერ  ხელით  შეხებისას  გაჩერება ადგილზე მანამა  სანამ  პარტნიორი  არ  შეეხება ტანზე. 

9

30/06/2017

გაკვეთილი დაიწყო სახალისო თამაშით, შემდეგ განხორციელდა ასეთი აქტივობა: 3-ეულში დრიბლინგი. ბურთიანი ცდილობს დრიბლინგით გაიაროს შავი ზონა რის შემდეგაც აკეთებს მოპირდაპირე მხარეს  გადაცემას  და  თვითონ  ხდება დამცველი. დამცველი  ხელს  უშლის  დრიბლიორს  გადაცემის  გაკეთებაში. აქტივობის ბოლოს ცხადი იყო, რომ მოსწავლეები უკეთ ახერხებდნენ ბურთის გადაცემას. 

 

9

29/06/2017

გაკვეთილი დაიწყო სახალისო თამაშით, კატა თაგვობანა, ხოლო შემდეგ განხორციელდა ორი აქტივობა:  4<1 კვადრატი, 2<2+1N. ფეხბურთი. ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა განივითარეს სისწრაფის, ყურადღების კონცენტრაციის და კოორდინაციის უნარები. ბავშვებს ეტყობოდათ, რომ მათ უფრო დიდხანს და განგრძლივად შეეძლოთ მოძრაობა შესვენების გარეშე, განუვითარდათ გამძლეობა.

9

28/06/2017

ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს კარში ზუსტად დარტყმის, დაცვის ტექნიკის დემონსტრირება. მოსწავლეები ყურადღებით ასრულედნენ მასწავლებლის მიერ მიცემულ ინსტრუქციას. ისინი ცდილობდნენ შეძენილი ტექნიკის მაქსიმალურადგამოვენას და მასწავლებლის შექებაც დაიმსახურეს.

9

26/06/2017

გაკვეთილის მიზანი იყო  ბავშვებში ტერფის სხვადასხვა ნაწილით ბურთის მიღებისა და     (მარჯვენა და მარცხენა ფეხით) და ზუსტი გადაცემის გაკეთების ტექნიკის გაუმჯობესება.  გაკვეთილზე მოწვეული იყო ხონის რაიონული გუნდის ფეხბურთელი ირაკლი საღარეიშვილი,  რომელიც ამავე დროს არის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული. მან ბავშვებს აჩვენა ბურთის მიღებისა და გადაცემის სხვადასხვა ილეთები. როგორც მოწვეული სტუმარი ასევე მასპინძლები კმაყოფილი დარჩნენ ამ  გაკვეთილით.

9

23/06/2017

თავისუფალი გაკვეთილი ძირითადად დაეთმო მოძრავ თამაშებს, რომლებიც ითვალისწინებდა მოსწავლეებში სისრაფის და კოორდინაციის უნარების განვითარებას, ეს აქტივობები იყო:  დაჭრობანას თამაში წყვილებში,  ხაზის აღება. გაკვეთილმა მხიარულად  და ხალისიანად ჩაიარა. 

9

21/06/2017

ეს თავისუფალი გაკვეთილი დაეთმო მოსწავლეებში შეტევის, თავდაცვითი,  სისწრაფის და კარში ზუსტად  დარტყმის უნარების გაუმჯობესებას. გაკვეთილის ბოლოს მასწავლემელმა მოსწავლეები გაყო ორ ჯგუფად და მათ შესთავაზა ასეთი თამაში:  ერთი მოსწავლე იდგა კარში, მონაწილე გუნდების თითოეულ მოსწავლეს  უნდა გადაელახა უბურთოდ ბარიერები, შემდეგ მწვრთნელის მიერ დაგორებული ბურთი უნდა გაეტანა კარში. გამარჯვებული იყო ის გუნდი, რომელიც  მეტ გოლს გაიტანდა. (ბარიერის წაქცევის გარეშე).

9

19/06/2017

   თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ჩატარდა  ამხანაგური თამაში ხონის N4  საჯარო სკოლასთან, რომელიც დამთავრდა ნახახულევის საჯარო  სკოლის გამარჯვებით. ანგარიშით 2:1.

   თამაშმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. თამაშის დასრულების შემდეგ ორივე სკოლის  მონაწილე მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი შეხედრა კიდევ ჩატარებულიყო.

9

16/06/2017


 ამ თავისუფალი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში შეტევისა და თავდაცვითი უნარების განვითარება ფეხბურთის თამაშის დროს.

გაკვეთილის ერთ-ერთი ძირითადი აქტივობა ასეთი იყო: ორი მოსწავლე დგებოდა კარში, (თითო თითო კარში), ორი  კი  იდგა კარის წინ. ერთ-ერთი  იყო მცველი, მეორე თავდამსხმელი.  თავდამსხმელი ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად გადასულიყო შეტევაზე და მცველის გვერდის ავლით გაეტანა გოლი, ხოლო მცველი ცდილობდა დაეცვა კარი. თამაშმა ნათლად აჩვენა, რომ მოსწავლეებს შეტევითი უნარები გაცილებით უკეთ ჰქონდათ განვითარებული, ვიდრე თავდასხმითი.

9

14/06/2017

   

გაკვეთილი ემსახურებოდა   მოსწავლეებში შეტევისა  და ბურთით სწრაფად მანევრირების უნარების  განვითარებას. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ მოწინააღმდეგებს შორის გვერდით ავლისა დაბურთის წართმევის ტექნიკა.

მასწავლებელმა  გაკვეთილზე მოსწავლეები დაყო  ორ  გუნდად.  გუნდებმა ითამაშეს გასართობი თამაში „დღე და ღამე“. ისინი დგებოდნენ  ერთმანეთის პირისპირ (ზურგით )  ერთ  გუნდი  იყო დღე, მეორე- ღამე. მწვრთნელის  მიერ დაძახებულზე       (დღე  ან  ღამე) შესაბამისი გუნდის  ფეხბურთელები  ცდილობდნენ რაც  შეიძლება სწრაფად შესულიყვნენ თავიანთ ზონაში  ისე,  რომ  მეორე  გუნდის  ფეხბურთელებს  ვერ  შეძლებოდათ მათთვის  ხელის დადება.   

9

12/06/2017

  

 თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოეწყო ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში იპოლიტე ხვიჩიას სახელობის სოფ. კონტუათის საჯარო სკოლასთან. შეხვედრა ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეებს ნამდვილად გაუუმჯობესდათ თამაშის ტექნიკა და ტაქტიკა. მაღალი იყო მათი მოტივაცია და მონდომება.

თამაში დაძაბულ რეჟიმში წარიმართა და დასრულა  სსიპ ნახახულევის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით.

9

09/06/2017

   

გაკვეთილის მიზანი იყო ბურთის ჰაერში დაჭერისა ტექნიკის განვითარება.

გაკვეთილზე გამოყენებული იყო სამი სახის აქტივობა. ერთ-ერთი ასეთი იყო:  ხუთი ბავშვი ერთმანეთს აწოდებს ბურთს. ყოველი მეორე გადაცემა უნდა შესრულებულიყო თავით.    მეორე აქტივობაში ერთი ბავშვი იდგა კვადრატის შიგნით, ხოლო დანარჩენი ოთხი კვადრატის ირგვლივ. ისინი ერთმანეთს გადასცემდნენ ბურთს,  ხოლო კვადრატში მდგომი ცდილობდა ამ ბურთის ჩაჭრას.

გაკვეთილის ბოლოს ცხადი იყო, რომ ბურთის თავით დაჭერა და გადაცემა მოსწავლეებს გაკვეთილის ბოლოს უკეთ გამოდიოდათ, ვიდრე გაკვეთილის დასაწყისში .

 

9

07/06/2017

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში სისწრაფისა და ბურთის ფლობის უნარის განვითარება.  გაკვეთილი განსაკუთრებით სახალისო გახადა გასართობმა თამაშმა: „მხტუვი ბეღურები“.  მისი არსი ასეთი იყო: კვადრატის  შიგნით დგებოდა ერთი მოთამაშე- „ძერა“ (დამჭერი), ხოლო კვადრატის გარეთ განლაგდებიან დანარჩენი მოსწავლეები - „ბეღურები“ ცალ ფეხზე ხტუნვა- ხტუნვით შედიოდნენ კვადრატში. „ძერა“ ცდილობდა მათ დაჭერას კვადრატიდან გაუსვლელად. თუ დაიჭერდა დაჭერილი „ბეღურა“ გადაიქცეოდა „ძერად“. 


9

05/06/2017

    

 ამ  თავისუფალი გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს განევითარებინათ ბურთის შორს გადაგდებისა  და სისწრაფის ტექნიკა. გაკვეთილი შედგებოდა სამი აქტივობისგან. ერთ-ერთი აქტივობა იყო სახალისო თამაში  „ვინ უფრო შორს გადააგდებს ბურთს“.  მოსწავლეები დაიყვნენ ოთხ გუნდად.   მონაწილე გუნდიები  ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მონიშნული ხაზიდან  ბურთის სხვადასხვა ხერხით  შორს გადაგდებაში.   თამაშის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. 

9

02/06/2017

    

მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა ახალი აქტივობის "კვადრატის ინსტრუქცია". მან პირადად აჩვენა მოსწავლეებს ფეხითა და თავით ბურთის გადაცემისა და ჩაჭრის მაგალითები.   გაკვეთილმა დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაიარა, რასაც ხელი შეუწყო მრავალფეროვანმა აქტივობებმა.

გაკვეთილი დასრულდა გუნდებს შორის ფეხბურთში შეჯიბრებით.

მონაწილეები აქტიურად ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ახლად შესწავლილი ილეთები და გაეთვალისწინებინათ მასწავლებლის ინსტრუქციები.



9

31/05/2017

მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო გასართობი თამაშის   "საზამთროების გადატანის" წესები. აღნიშნული თამაში ითვალისწინებდა მოსწავლეებში სისწრაფისა და სიზუსტის ტექნიკის განვითარებას. მოსწავლეები  დააყანა ერთმანეთის  პირისპირ.  მათი მიზანი იყო რაც შეიძლება სწრაფად გადაეწოდებინათ პარტნიორისთვის "საზამთრო". გამარჯვებული იყო  ის გუნდი ,  რომელიც პირველი დაასრულებდააღნიშნულ თამაშს.

აქტივობამ მონაწილე გუდები ძალიან გაახალისა.

9

29/05/2017

   

სპორტის მასწავლებელმა მოსწავლეები ავარჯიშა ბურთის ხელით დაჭერასა და  მიზანში ზუსტად სროლის ტექნიკის გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით, ჯგუფი გაყო ორ ნაწილად და 

 მოსწავლეებს ათამაშა წრეში ბურთი.  ერთი იყო მსროლელი გუნდი, ხოლო მეორე ბურთის ამცილებელი.   გაკვეთილმა ხალისიანად ჩაიარა.  მოსწავლეები ითვალისწინებდნენ მასწავლებლის შენიშვნებს და მონდომებით ასრულებდნენ მის ინსტრუქციებს.

9

24/05/2017

  

 პირველი გაკვეთილის მიზანი იყო ბურთის პარტნიორისთვის ზუსტად გადაცემაში გაწაფვა და ასევე ჩაწოდებული ბურთის მიღება.  სპორტის მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა გასართობი თამაში "ბურთების შეჯიბრი".  გუნდი დაყო ორ ჯგუფად.  თითოეული ჯგუფი პარტნიორს აწვდიდა ბურთს, ამასთანავე, ბურთი უნდა გადაეცათ, რაც შეიძლება სწრაფად და ზუსტად.  გამარჯვებული იყო ის გუნდი, რომელიც პირველი მიიტანდა ბურთს საწყის ეტაპზე.    გაკვეთილმა მიზანს ნამდვილად მიაღწია. აშკარად ჩანდა, რომ  მოსწავლეები ბურთის ზუსტად გადაცემას გაკვეთილის ბოლოს უკეთ ახერხებდნენ, ვიდრე დასაწყისში.