თავისუფალი გაკვეთილები

პროგრამირების კლუბები

სოფიო რობაქიძე
7,8
ინტელექტუალური
Free lesson title სსიპ - ქალაქ ქუთაისის №30 საჯარო სკოლა

2017 წლიდან ჩვენი სკოლა ჩაერთო თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში საპილოტე პროექტში. პროგრამირების კლუბებში სასწავლო რესურსად გამოყენებული იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, უფასო საგანმანათლებლო ფლატფორმა Code.org. სკოლის მე-7 და მე-8 კლასებს გავაცანით პროექტის შესახებ ინფორმაცია. ავუხსენით თუ რას ითვალისწინებდა ეს თავისუფალი გაკვეთილები და რა ცოდნის მიღების შესაძლებოლობა ექნებოდათ. შევარჩიეთ15 მოსწავლე და შევიმუშავეთ სამუშაო კალენდარი. 

4

პროგრამირების კლუბები

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

2017-04-25

გაკვეთილი მეოცე: შემაჯამებელი გაკვეთილი

ამ გაკვეთილზე გავიხსენეთ განვლილი გაკვეთილები. შევაჯემეთ მოსწავლეთა მოლოდინები მიღწეულ შედეგებთან. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შექმნილი პატარა პროექტები. შემდეგ ყველანი ერთად შეუდგნენ ერთი ჯგუფური პროექტის შექმნას. მათ იმსჯელეს, იკამათეს და საბოლოდ შეჯერდნენ ერთ პატარა პროექტზე. შეარჩიეს ჯგუფიდან ერთი მოსწავლე და მის code.org- ის ე.წ ექაუნთზე განათავსეს ეს პროექტი.

9

2017-04-19

გავეთილი მეცხრამეტე: ჩასმული ციკლები

გავიხსენეთ რა არის ციკლი და ავხსენით რომ არსებობს ჩადგმული ციკლი, რომელიც საშაულებას იძლევა პროგრამის კოდი ვიზულაურად შემცირდეს.მოსწავლეებმა გამოიყენეს მხატვრის გარემო ისეთი პროგრამების დასაწერად, რომელშიც ციკლური ბრძანებები სხვა ციკლებში იქნება მოთავსებული. ამას ჩადგმული ციკლები ეწოდება.

9

2017-04-18

გაკვეთილი მეთვრამეტე: ციფრული ნაკვალევი

ეს გაკვეთილი საკმაოდ ინფორმაციული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. ახვსენით რა არის ზოგადად ციფრული ნაკვალევი და ინტერნეტში რა ტიპის ინფორმაციის განთავსება  იწვევს მის ზრდას. განვმარტეთ რომე ეს ნაკველევი შეიძლება იყოს დიდი ან პატარა, საჭირო ან საზიანო, როგორც საკუთარი თავისთვის ისე სხვებისთვის. ვისაუბრეთ რა არის სპამი და ე.წ პროგრამა სპამბოტი. მოსწავლეებს დაურიგდათ სამუშაო ფურცლები რომელზეც უნდა მოეძებნათ ის ინფრომაცია, რომლის ინტერნეტში განთავსებაც საზიანოა. ასევე მოსწავლეებმა თავად მოიძიეს ინტერნეტში თავიანთ თავზე იყო თუ არა განთავსებული, მათ მიერ საზიანო ინფრომაცია. რამდენიმემ აღმოაჩინა, რო იყო და ამას ადრე ყურადღებას არ აქცევდა. 

9

2017-04-12

მეჩვიდმეტე გაკვეთილი:  თამაშების ლაბორატორია

ეს კურსში შემავალი ყველაზე თავისუფალი აქტივობაა. საბოლოო ეტაპზე მოსწასვლეებს მიეცათ საკუთარი ისტორიის შექმნის სრული თავისუფლება. მოსწავლეებს გაუჩნდათ იდეები პროექტის დადსასრულისთვის რა პროდუქტის შექმნას შეძლებენ.

9

2017-04-11

მეთექვსმეტე გაკვეთილი : FLAPPY

ამ ეტაპზე მოსწავლეებმა განიხილეს ფლაპი თამაში, რომელიც მოვლენის საშუალებით მაუსზე დაწკაპუნებებსა და ობიექტის ურთიერთქმედებას ამოიცნობს. მოწვალეებმა შეძლეს ბლოკებისთვის შესაბამისი მოვლენის  შერჩევა და  მოვლენის დამმუშავებლის გამოყენებით თამაშის გაკეთება.

9

2017-04-05

მეთხუთმეტე გაკვეთილი: დიდი მოვლენა

მოვლენები შესანიშნავი გზაა წინასწარ დაწერილი ალგორითმისთვის სახესხვაობის დასამატებლად. ხანდახან გვსურს, რომ ჩვენმა პროგრამამ ზუსტად მაშინ უპასუხოს მომხმარებელს როდესაც მას უნდა. სწორედ ეს არის მოვლენების დანიშნულება.  მოსწავლეებმა შეასრულეს რამდენიმე სახალისო დავალება მოვლენათა თანმიმდევრობით აღწერაზე.

9

2017-04-04

მეთოთხმეტე გაკვეთილი: ორობითი სამაჯურები

გავიხსენეთ თუ როგორ იმახსოვროებს ინფორმაციას კომომპიუტერი 0-ს და1-ს მეშვეობით, რომ არსებობს სხვადასხვა კოდირების სისტემები და შესაძლებელია ინფორმაცის დაშიფვრა და გაშიფვრა სხვადასხვა კოდირების სისტემაში. საილუსტრაციოდ  ორობითში დაშიფვრისთვის გამოვიყენე საიტი  https://www.binarytranslator.com/ .  შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე სამუშაო ქაღალდები, რომელზეც მოცემული იყო ლათუნური ანბანის შესტყვისი კოდები, მათ დაამზადეს სამაჯურები თავიანთი სახელების შესატყვისი  პირველი ასოების მიხედვით. სავარჯიშომ მოსწავლეები საკმაოდ გაახალისა. შემდეგ კი დავურიგე ორობითში სისტემაში დაშიფრული ტექსტი მოსწავლეემა მარტივად  გაშიფრეს წინადადება.


9

2017-03-30

გაკვეთილი მეცამეტე: ფუტკარი_ პირობითი ბრძანებები

გავიხსენეთ წინა გაკვეთილზე ახსნილი  მასალა და განვახორცილეთ პრაქტიკული დავალებები, რომელიც პირობების დადგომის მიხედვით განსხვავებულად მუშაობს.

9

2017-03-28

გაკვეთილი მეთორმეტე: პირობითი ბრძანებები

განვიხილეთ რა არის პირობითი ბრძანება და როდის ჩნდება მისი გამოყენების საჭიროება. განვიხილეთ პირბითი ბრაძნება  "IF Then Else".  მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და შევასრულეთ აქტივობა ბანქოს ქაღალდების გამოყენებით.  

9

2017-03-22

გაკვეთილი თერთმეტი_  მხატვარი: ბაგების გამოსწორება

ეს ეტაპი დებაგზე სავარჯიშოთ კიდევ რთი კარგი გაკვეთილი გამოვიდა. მოსწავლეები ბაგების გამოსწორებასთან ერთად ცდილობდნენ შეემცირებინათ ბლოკების რაოდენონობა და პროგრა უფრო პატარა გამოსულიყო მათ  ვინც შედარებით ადრე დაასრულეს მეთერთმეტე გაკვეთილისთვის განკუთვნილი დავალებები,  code.org - ზე  დაიწყეს "კოდის ერთი საათი ნებისმიერი ასაკისთვის" დავალებების შესრულება.

9

2017-03-21

გაკვეთილი მეათე _ ფუტკარი: ბაგების გამოსწორება ეს გაკვეთილი დავიწყეთ წინა გაკვეთილლზე ახსნილი მასალის გამნეორებით _ ბაგი და დებაგი. შემდეგ ეს ყველაფერი პრაქტიკულად განვახორციელეთ code.org -ზე მეათე ეტაპის დავალებებში. მოსწავლეებმა დავალებებს წარმატებით გაართვეს თავი.

9

2017-03-15

მეცხრე გაკვეთილი: პროგრამირება ცვლაში

ეს გაკვეთილი საკმაოდ სახალისო და განსხვავებული გამოვიდა. მოსწავლეებმა თამაშით გაიგეს ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინის შინაარსი როგორიცაა "დებაგი"_ პროგრამაში შეცდომების აღმოჩენა და მისი გასწორება. გაიგეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯგუფურ მუშაობას პროგრამირებაში  და მასში დაშვებულ შეცდომებს. მოსწავლეები ორ ჯგუფად დავყავი და მოვაწყვეთ ესტაფეტა პროგრამირებაში. შემდეგ კი შევასულეთ სავარჯიშო "დებაგი" და დავალება code.org-ზე.

9

2017-03-07

მერვე გაკვეთილი _ ფუტკარი : ციკლები

ეს გაკვეთილი კარგი მასალა აღმოჩნდა უკვე ნასწავლი ციკლის ოპერატორის უკეთ განსამტკიცებლად. მოვიყვანეთ ციკლის განმეორების ცხოვრებისული მაგალითები და ვისაუბრეთ თუ რა უპირატესობა აქვს ამ ოპერატორს. შემდეგ ბავშვებმა გააკეთეს პრაქტიკული დავალებები code.org-ზე. ნაბიჯების რაოდენობაში რამდენიმე მოსწავლეს ჰქონდა მეტობა, მაგრამ დაფიქრების და ერთმანეთის დახმარებით ეს  პრობლემაც დავძილეთ.

9

2017-03-01

გაკვეთილი მეშვიდე: მხატვარი ციკლები

მხატვარი ციკლები საკმაოდ საინტერესო და ე.წ თავსატეხიც კი აღმოჩნდა ბავშვებისთვის განსაკუთრებით ერთულად ამ ეტაპის მეცხრე დავალება. ამოცანის ამოსახსნელად ნახაზი ფურცელზე გადმოვიტანეთ, კუთხეები ხელი გავზომეთ და შედეგის მიღწევა გაგვიიოლდა.

9

2017-02-28

გაკევთილი მეექვსე: ლაბირინთი ციკლები

ეს  ციკლის ოპერატორის  გამოყენების პირველი გაკვეთილია.  მოსწავლეებმა წარმატებით დძლიეს დავალების ყველა ეტაპი, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მათგანი თვდაპირველად რამდენიმე ბლოკით მეტს იყენებდა. 

9

2017-02-22

გაკვეთილი მეხუთე: ჩაციკლცა

ამ გაკვეთილზე პირველად ვახსენეთ და გამოვიყენეთ ტერმინი "ციკლი" როგორც მრავალჯერადი განმეორების აღმნიშვნელი ოპერატორი. ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება ციკლის საშუალებით შვამციროთ პროგრამირებაში ბრძანებების რაოდენობა. მოვიყვანეთ  ცხოვრებისეული მაგალითი ცხოვრებისეული მაგალითები ცეკვიდან, მუსიკდან ქართული ენიდან (ტავტალოგიის შესამცირებლად გამოსაყენებელი სიტყვები). სევასრულეთ სავალდებულო აქტოვობა "ცეკვის გეკვეთილები". საილუსტრაციოდ ვაჩვენე და ვახსენე რომ არსებობს რამდენიმე სახეობის ციკლი (FOR , REPEAT UNTIL, WHILE DO ) ვისაუბრეთ მათ შორის სხვაობაზე.

9

2017-02-21

მეოთხე გაკვეთილი: მხატვარი: თანმიმდევრობა

გაკევთილის დასაწყისში მოსწვლეებს გავახსენე  ტრანსპორტირის მეშვეობით  კუთხეების გაზომვა. საილუსტრაციოდ გამოვიყენე  KHAN აკადემიის მიერ შექმნილი ვიდეო  https://ka.khanacademy.org/math/basic-geo/basic-geo-angle#measure-angles.  იგივე განვახორციელეთ პრაქტიკულად code.org -ში.  მეოთხე ეტაპი მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს.   

9

2017-02-15

მესამე გაკვეთილი: ლაბირინთი თანმიმდევრობა

ამ გაკვეთილზე პირველად მოხდა თეორიულად ნასწავლი ალგორითმების პრაქტიკულად გამოყენება.  თამაშის  "ANGRY BIRDS" -ის გმირების მაგალითზე მოსწავლეებმა მიზანმიმართულად გამოიყენეს ყველა ბლოკი გაბრაზებული ჩიტის საჭირო მიმართულებით გადასაადგილებლად. შევაჯამეთ განვლილი მასალა და დავგეგმეთ მომდევნო გაკვეთილი.

9

2017-02-14

მეორე გაკვეთილი: ცხოვრებისეული ალგორითმები/ ქაღალდის თვითმფრინავები

ეს კლუბის მეორე შეხვედრაა. ამ გაკვეთილზე მოხდა პირველ გაკეთლზე ახსნილი მასალის განმეორება. ვნახეთ ჯგუფში ვინ როგორ შესარულა დავალება ვებ გვერდზე. ალგორითმის ცნების უკეთ გასაცნობად კიდევ ერთხელ მოვიყვანეთ ცხოვრეებისეული ალგორითმები. შევასრულეთ სახალისო აქტოვობა  "ქაღალდის თვითმფრინავები". ამ აქტივობაში მოსწავლეებმა დაინახეს თუ როგორი მნიშვნელობაა აქვს თითოეული ალგორითმის სიზუსტეს, დადებითი შედეგის მისაღებად.   შევასრულეთ ასევე დავალებები code.org ის  ვებგვერდზე.  შევაჯამეთ გაკვეთილი და დავგეგმეთ მომდევნო შეხვედრ

9

2017-02-06

პირველი გაკვეთილი: გრაფიკული პროგრამირება ქაღალდზე

პირველ დღეს შედგა კლუბის პირველი შეხვედრა. უფრო ვრცლად განიხილეთ პროგრამირების კლუბის მნიშვნელობა და მიზანი. პირვლეად გამოვიყენეთ და განვმარტეთ სიტყვები „ალგორითმი“ და „პროგრამა“, ვიმსჯელეთ  თითოეული სიტყვის მნიშვნელობაზე, მოვიყვანეთ პრაქტიკული, ცხოვრებისეული, მაგალითები და შევასრულეთ დავალებები ფურცელზე ახსნილის უკეთ გასაგებად.ამავე დღესვე მოხდა კლუბის ყველა წევრის დარეგისტრირება code.org-ზე და  მათი ერთ ჯგუფში გაწევრიანება.