ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, რომ აქტიურად ჩაერთვებიან კიდევ თავისუფალ გაკვეთილებში.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები წაიკითხავენ ერთ ნაწარმოებს (ნოდარ დუმბაძის "მზიანი ღამე"), რომლის საფუძველზე ჩაერთვებიან სხვადასხვა სახალისო აქტივობაში (როლური თამაშები, სცენარის მომზადება და მინი სპექტაკლის დადგმა, ილუსტრაციების გამოფენა, წერილი საყვარელ პერსონაჟს, ინტერვიუ ავტორთან, დებატები, წიგნის რეკლამა და სხვა). აღნიშნული სახალისო აქტივობები გაზრდის მოსწავლეების მოტივაციას. იმუშავებენ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, რაც საშუალებას მისცემს მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები, გამოხატონ და დაიცვან საკუთარი მოსაზრებები.
ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, რომ აქტიურად ჩაერთვებიან კიდევ თავისუფალ გაკვეთილებში.
მოსწავლეებმა შეგროვებული შთაბეჭდილებები წაუკითხეს ერთმანეთს და შეიტანეს შთაბეჭდილებების ალბომში.
მზადება მინი-სპექტაკლისათვის აქტიურად მიმდინარეობდა. ბავშვების დიდი სურვილი იყო მათი სპექტაკლი სკოლის დანარჩენ მოსწავლეებსაც ენახათ. გადავწყვიტეთ სკოლის საახალწლო ღონისძიებაზე გავიტანოთ სპექტაკლი.
მოსწავლეებმა არჩეული პერსონაჟების როლები ხალისით შეასრულეს. გაიმეორეს, ერთმანეთს ურჩიეს როგორ უფრო საინტერესოდ გამოვიდოდა როლის შესრულება.
მოსწავლეებმა ხალისით მოირგეს მარკეტინგის მენეჯერების როლი და დაამზადეს ბუკლეტები წიგნის რეკლამირებისთვის. თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული ამ აქტივობაში.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ავტორის შესახებ. ავირჩიეთ ერთი მოსწავლე , რომელიც იქნებოდა ავტორი (მან ყველაზე მეტი ინფორმაცია მოიძია ნოდარ დუმბაძეზე). კითხვებიც ძალიან საიტერესო დაისვა.
მოსწავლეებმა აირჩიეს საყვარელი პერსონაჟი და მისი როლი მოირგეს აქტიურად. ყველა ჩაერთო ხალისით. სურდათ, რომ არაფერი გამორჩენოდათ თავიანთ არჩეულ გმირზე- ჟესტი, მიმიკა, წარმოიდგინეს როგორი ხმის ტემბრი ექნებოდა მათ პერსონაჟს. როლების განაწილებამ ხალისიანად ჩაიარა,
მოსწავლეებმა წერილებით, რომლებიც მისწერეს საყვარელ პერსონაჟებს, გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები, წავიკითხეთ კლასში წერილები. მოსწავლეების უმრავლესობამ წერილი თემურს მიწერა. ასევე საინტერესო და საყვარელ პერსონაჟად "ბატონი შალვა " დაასახელეს, გაიხსენეს წიგნის დახმარებით მისი საუბარი სტუდენტებთან.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს და განვიხილეთ ალტერნატიული დასასრული ნაწარმოებისა. ვიმსჯელეთ, შეარჩიეს საუკეთესო ვარიატი. მსჯელობის დროს ყველა აქტიური და მხიარული იყო.
მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს წასაკითხად მივეცი სხვადასხვა თავი, დავნიშნე დრო და დავავალე შეესრულებინათ წაკითხული ტექსტის გააზრება. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი აღნიშნულ დავალებას.
მოსწავლეები გატაცებით საუბრობენ, მსჯელობენ, იცავენ მათთვის საყვარელი პერსონაჟის გადაწყვეტილებებს, საუბრობენ პერსონაჟის ფრაზებით და ბაძავენ კიდეც მას (მაგალითად, თემურს).
მოსწავლეებმა წარმოადგინეს და განიხილეს ნაწარმოების ალტერნატიული დასასრული, შეარჩიეს საუკეთესო დასასრული და წაიკითხეს.
დისკუსია (რა გავიგე? რა მომეწონა/არ მომეწონა? რას შევცვლიდი?) სადისკუსიოდ გამოვიყენეთ ნაწარმოების ერთ-ერთი თავი "დედა".
T-სქემის გამოყენებით მოსწავლეებმა ჩამოწერეს დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები და იმსჯელეს მათ დადებით და უარყოფით თვისებებზე. აღნიშნეს ეპოქის როლის მნიშვნელობა ადამიანების ხასიათსა და თვისებებზე.
კროსვორდის შესადგენად ბავშვებმა აირჩიეს წიგნის სათაური "მზიანი ღამე", ჩაწერეს ჰორიზონტალურ სვეტში და ნაწარმოების პერსონაჟთა სახელებით შეავსეს ცარიელი უჯრები.
ალბომის მომზადებისას, კითხვის პარალელურად მოსწავლეებს შეაქვთ ყველა ის ინფორმაცია, რასაც წაკითხული წიგნის მიხედვით ადგენენ (დასამახსოვრებელი ფრაზები, წერილები საყვარელ გმირებს).
მოსწავლეებმა მოძებნეს მოცემულ ტექსტში მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი ფრაზები, ანდაზები, მხატვრული ხერხები, ფრაზეოლოგიზმები, იმსჯელეს და გამოთქვეს სურვილი მათ დამახსოვრებაზე.
მოსწავლეებმა დებატები გამართეს პერსონაჟებზე: თავერაზე, თემურსა და აბიბოზე, იმსჯელეს ერთგულებასა და ღალატზე.
მოსწავლეებმა მოცემულ თავში მოძებნეს მათთვის საინტერესო პერსონაჟი, დაახასიათეს, ისაუბრეს მის გამორჩეულ თვისებებზე.