მეფე და პაიკი მეფის წინააღგმდეგ აქ ვიყენებთ ოპოზიციას ხოლო თუ მეფე პაიკის წინ არის ის აუცილებლად გადის ლაზიერში ორმხრივი თამაშისას ვაძლევ რჩევებს რათა ყურადღებით აკვირდებოდნენ როგორც მოწინააღგმდეგის სვლებს ასევე საკუთარ სვლებს

პროგრამის ფარგლებში შეირჩა ინტელექუალურ-შემეცნებითი აქტივობა ჭადრაკის შესწავლა. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისკენ სწრაფვას. იგი ანვითარებს ადამიანის ისეთ გონებრივ შესაძლებლობას როგორიცაა: შორსმჭვრეტელობა, წინდახედულობა, სიფრთხილე ,ფიქრის ანალიზი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას, წარმოსახვას , წინასწარ ხედვას, სხვისი აზრის პატივისცემას და გათვალისწინების უნარების განვითარებას.
მოსწავლეები შეძლებენ სასკოლო და რაიონულ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას
მეფე და პაიკი მეფის წინააღგმდეგ აქ ვიყენებთ ოპოზიციას ხოლო თუ მეფე პაიკის წინ არის ის აუცილებლად გადის ლაზიერში ორმხრივი თამაშისას ვაძლევ რჩევებს რათა ყურადღებით აკვირდებოდნენ როგორც მოწინააღგმდეგის სვლებს ასევე საკუთარ სვლებს
ორი ზედმეტი პაიკის დროს საჭიროა მეფის დახმერება რათა შევავიწროვოთ მოწინააღგმდეგის მეფე და პაიკი ლაზიერში გავიყვანოთ
დაშორებული გამსვლელი პაიკი ეწოდება საბრძოლო ადგილიდან მოცილებით მდგარ პაიკს გეგმა ასეთია ვამოძრავებთ პაიკს ,რომ მოწინააღგმდეგის მაფე მისკენ გაეშუროს ამ დროს ჩვენი მეფე უნდა მივიდეს მეტოქის პაიკებთან და ავიყვანოთ ისინი
პაიკთა გარღვევა ტაქტიკური ხერხია მას ახორციელებენ ერთი ან რამდებიმე პაიკის შეწირვით უმეტეს შემთხვევაში გარღვევის შემდეგ პაიკები მეფის დაუხმარებლად ახერხებენ ლაზიერში გასვლას
პაიკი ყველაზე სუსტი,მაგრამ უშიშარი მებრძოლია.იგი მოძრაობს მხოლოდ ვერტიკალურად ერთ უჯრაზე, საწყისი პოზიციიდან კი ერთ ან ორ უჯრაზე გადადის.პაიკს უკან სვლა არ შეუძლია. თეთრი პაიკები განლაგებულია 2 ჰორიზონტალზე, ხოლო შავები 7 ჰორიზონტალზე. პაიკი მეტოქის ფიგურას კლავს დიაგონალურად წინ ერთ უჯრაზე, მარცხნივ ან მარჯვნივ.პაკს აქვს ბევრი კარგი თვისება, ესენია: 1) გავლაზე აყვანა, 2) ფიგურის გაცოცხლება. გავლაზე აყვანა შეიძლება მხოლოდ მეტოქის პაიკის ორ უჯრაზე გადაადგილების საპასუხო სვლით.მომდევნო სვლიდან გავლაზე აყვანა აღარ შეიძლება. თეთრ პაკს გავლაზე აყვანის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მეხუთე ჰორიზონტალზე იმყოფება. შავებს პაიკის გავლაზე აყვანა მხოლოდ მეოთხე ჰორიზონტალიდან შეიძლია. როდესაც თეთრი პაიკი მიაღწევს მერვე ჰორიზონტალს,ხოლო შავების პაიკი — პირველს, მაშინ შესაძლებელია პაიკის გაცოცხლება ლაზიერად,ეტლად,კუდ ან მხედრად.
არ გაფლანგოთ დრო დებიუტების დაზეპირებაში.
ბევრი მოჭადრაკე უშვებს შეცდომას, კარგავენ რა დროს სვლების მიმდევრობის ("დებიუტის" დამახსოვრებაზე. პრობლემა იმაშია, რომ თქვენი მეტოქეთა უმრავლესობამ არ იციან მმრავალი დებიუტი, და თუ მაინც იციან, შანსი, რომ ისინი ითამაშებენ თქვენ ვარიაციას, ძლიერ მცირეა. დასაწყისისათვის შეისწავლეთ კარგი დებიუტის საერთო პრინციპები და ნუ ეცდებით დაიხსომოთ ყველა დებიუტი
ენდშპილი (გერმ. end-ბოლო, spiel- თამაში). ჭადრაკისა და შაშის პარტიის დამაგვირგვინებელი სტადია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბრძოლაში ჩართული ძალების მნიშვნელოვანი კლება.ენდშპილსა და მიტელშპილს (თამაშის შუა ნაწილს) შორის მკაფიო საზღვრის გავლება ყოველთვის არ ხერხდება. პარტია ენდშპილში ჩვეულებრივ მაშინ გადადის, როდესაც ფიგურების დიდი ნაწილი გაცვლილია და მეფეს საფრთხე აღარ ემუქრება. მოჭადრაკის მთავარი სტრატეგიული მიზანია პაიკის ლაზიერად გაყვანა მატერიალური უპირატესობის მოსაპოვებლად. მეფე აქტიურ ფიგურად იქცევა. ასევე იზრდება თითოეული ფიგურისა და პაიკის მნიშვნელობა. ფიგურებისა და პაიკების მცირე რიცხვის გამო პარტიის დასარულს ანალიზი და კლასიფიკაცია იოლდება. ენდშპილის პოზიციებში საორიენტაციოდ დამუშავებულია ე.წ. პაიკების დაბოლოება, მხედრების დაბოლოება, შერეული დაბოლოება, ეტლი მხედრის წინააღმდეგ, ლაზიერი ეტლის წინააღმდეგ, ლაზიერი მსუბუქი ფიგურის წინააღმდეგ, მძიმეფიგურებიანი დაბოლოება, ეტლების დაბოლოება.
ენდშპილის თეორიას ათას წელზე მეტი ხნის ისტორიას აქვს (ენდშპილის პირველი პოზიციები ჭადრაკს ჯერ კიდევ შატრანჯისგან ერგო მემკვიდრეობად). ენდშპილის თეორიის დამუშავებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა გამოჩენილი ფრანგი მოჭადრაკის, ფრანსუა ანდრე ფილიდორის გამოკვლევამ “საჭადრაკო პარტიის ანალიზი” (გამოიცა 1777 წელს), რომელსაც აგრძელებს ავსტრიელი მოჭადრაკისა და თეორეტიკოსის, იოჰან ბერგერის კლასიკური ნაშრომი “ენდშპილის თეორია და პრაქტიკა” (1890). წარსულის მოჭადრაკეთა შორის ენდშპილის დიდოსტატებად ითვლებოდნენ ემანუილ ლასკერი, ხოსე რაულ კაპაბლანკა, ალექსანდრ ალიოხინი. ამ მხრივ გამოირჩეოდა რობერტ ფიშერიც.
საჭადრაკო პარტია პირობითად სამ ნაწილად იყოფა;დებიუტი,მიტენდშპილი და ენდშპილი.დებიუტები თავი მხრივ სამი სახისაა.ღია,ნახევრად ღია და დახურული.
დებიუტები,რომლებშიც შავები თეთრების 1 e4 სვლაზე1... e5 -ით პასუხობენ ღია დებიუტების ჯგუფს მიაკუთვნებენ.
ღია დებიუტებში განსაკუთრებით იგრძნობა ფიგურათა სწრაფი განვთარების უდიდესი მნიშვნელობა აქ თითოეული ტემპი ძალიან ძვირად ფასობს.ამიტომ ღია დებიუტებში თუ მდგომარეობამ არ აიზულა მოჭადრაკე არასოდეს აკეთებს ორ სვლას ერთი და იგივე ფიგურით.ღია დებიუტებია:იტალიური პარტია,ესპანური პარტია,ორი მხედრის დაცვა და სხვა.
იტალიური პარტია
1] e4 - e5
2] მ f3 - მ c6
3] კ c4 - კ c5
ამ სვლებით ხასიათდება იტალიური პარტია.მის პოპულალურობას დიდად შეუწყო ხელი ჯოაკინო გრეკომ და სხვა იტალიელმა მოჭადრაკეებმა. F7 მიზანში ამოღებამ და ფიგურების სწრაფმა იერიშმა მას ადგილი მიუჩინა კომბინაციური სტილის მოჭადრაკეთა შორის.
პირველი რამდენიმე სვლა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი იმ სვლებს შორის, რომლებსაც თქვენ გააკეთებთ პარტიაში. ამ სვლებით თქვენ ახდენთ თქვენი გეგმების ფორმირებას და იწყებთ ბრძოლას თქვენი ადგილისათვის დაფაზე. ახალბედებისთვის არაა აუცილებელი დაიხსომონ დებიუტების ზუსტი სვლები. სჯობს მობილიზება დებიუტის სწორ პრინციპებზე, ისეთებზე როგორებიცაა ცენტრის კონტროლი და ფიგურების განვითარება. და მაინც, სასარგებლოა ზოგიერთი დებიუტების ცოდნა, რამეთუ მათი ხშირი თამაშის ალბათობის გამო ნამდვილად შეიძლება დაგეხმაროთ უკეთესი სათამაშო გეგმების განვითარებაში. მაგრამ ნურც ზედმეტად მიენდობით მათ დამახსოვრებას, რამეთუ თქვენ უბრალოდ გაიხლართებით.
ჭადრაკის ფიგურის ან პაიკის თავდასხმა მოწინააღმდეგის მეფეზე მომდევნო სვლაზე მისი აყვანის მუქარით. არსებობს ქიშისგან თავდაცვის მხოლოდ სამი მეთოდი: 1) ქიშის გამომცხადებელი ფიგურის აყვანა; 2) მეფის გადასვლა თავისუფალ უჯრაზე; 3) მეფისთვის სხვა ფიგურის ჩამოფარება. პირობითი აღნიშვნაა “+”. ქიში რამდენიმეგვარია. მუდმივი _ ქიშის განუწყვეტლივ გამოცხადება მეფისთვის, რომელსაც საშუალება არა აქვს, ამ საფრთხეს თავი აარიდოს. მუდმივი ქიშის შედეგად პარტია ყაიმით მთავრდება: გახსნილი _ ქიში, როდესაც მეფეს ემუქრება ისეთი ფიგურის დარტყმა, რომელსაც მოქმედების ხაზი სხვა ფიგურის გადაადგილების შედეგად გაეხსნა. ორმაგი _ ორი ფიგურის ან ფიგურისა და პაიკის ერთდროული თავდასხმა მოწინააღმდეგის მეფეზე. პირობითი აღნიშვნაა “++”. გამჭოლი _ ქიშის გამოცხადება მეფის მიღმა მდგომი ფიგურის აყვანის მიზნით.
ეტლი სიძლიერით მეორე ფიგურა ლაზიერის შემდეგ. დაახლოებით უდრის ერთ მსუბუქ ფიგურას და 1-2 პაიკს. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი ეტლი ჰჰყავს. პარტიის დასაწყისში ეტლები დგანან a1,h1, a8 და h8 უჯრებზე. ეტლი მოძრაობს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად უჯრათა ნებისმიერ რაოდენობაზე. მეტოქის ფიგურას იღებს ასევე ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებზე.
მასწავლებელი უხსნის შამათი ორი ეტლით და შამათი ლაზიერით
ორი ეტლი საკუთარი მეფის დახმარების გარეშე ახერხებს მოწინააღმდეგე მეფის დაშამათებას, მაგალითად: ერთი ეტლი გადადის,კეტავს მე-7 ჰორიზონტალს ხოლო მომდევნო სვლაზე მეორე ეტლი გადადის მე-8 ჰორიზონტალზე და ვაშამათებთ მოწინააღგმდეგის მეფეს.
ორმაგი ქიში და შამათი
ორმაგი ქიში არის გახსნილი ქიშის ისეთი სახე,როდესაც გახსნილი და გამხსნელი ფიგურა ერთდროულად უცხადებს ქიშს მოწინააღმდეგის მეფეს.შამათია როდესაც ერთ-ერთ მეფეს ქიშისაგან თავის დაცვა არ შეუძლია.
ქიშის გამოცხადება , გახსნილი ქიში
ქიში. ჭადრაკის ფიგურის ან პაიკის თავდასხმა მოწინააღმდეგის მეფეზე მომდევნო სვლაზე მისი აყვანის მუქარით. არსებობს ქიშისგან თავდაცვის მხოლოდ სამი მეთოდი: 1) ქიშის გამომცხადებელი ფიგურის აყვანა; 2) მეფის გადასვლა თავისუფალ უჯრაზე; 3) მეფისთვის სხვა ფიგურის ჩამოფარება. პირობითი აღნიშვნაა “+”. ქიში რამდენიმეგვარია. მუდმივი _ ქიშის განუწყვეტლივ გამოცხადება მეფისთვის, რომელსაც საშუალება არა აქვს, ამ საფრთხეს თავი აარიდოს. მუდმივი ქიშის შედეგად პარტია ყაიმით მთავრდება: გახსნილი _ ქიში, როდესაც მეფეს ემუქრება ისეთი ფიგურის დარტყმა, რომელსაც მოქმედების ხაზი სხვა ფიგურის გადაადგილების შედეგად გაეხსნა. ორმაგი _ ორი ფიგურის ან ფიგურისა და პაიკის ერთდროული თავდასხმა მოწინააღმდეგის მეფეზე. პირობითი აღნიშვნაა “++”. გამჭოლი _ ქიშის გამოცხადება მეფის მიღმა მდგომი ფიგურის აყვანის მიზნით.
ფიგურათა პირობითობა და გავლაზე აყვანა
მასწავლებელი აცნობს თუ რა ღირებულება აქვს თითოეულ ფიგურას და რა შეფარდება აქვს ერთმანეთთან, ფიგურის გაცოცხლება. გავლაზე აყვანა შეიძლება მხოლოდ მეტოქის პაიკის ორ უჯრაზე გადაადგილების საპასუხო სვლით.
მხედრის სვლის და როქის შესწავლა
მხედარი მსუბუქი ფიგურაა. სიძლიერით დაახლოებით კუს ან სამი პაიკის ტოლფასი. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი მხედარი ჰყავს. პარტიის დასაწყისში მხედრები დგანან b1,g1, b8 და g8 უჯრებზე. მხედარი ერთდერთი ფიგურაა რომელსაც შეუძლია გადაახტეს როგორც თავის, ასევე მეტოქის ფიგურებს. მხედარი დადის რუსული ,,Г’’-ს ფორმით. თავიდან ორი უჯრა ჰორიზინტალურად ან ვერტიკალურად და მერე ერთი უჯრა ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად. მეფეს და ეტლის ადგილების შეცვლა. ამისათვის აუცილებელია მეფეც და ეტლიც არ იყვნენ მანამდე გადაადგილებულნნი
მეფის და პაიკის მოძრაობის შესწავლა
პაიკი ყველაზე სუსტი,მაგრამ უშიშარი მებრძოლია.იგი მოძრაობს მხოლოდ ვერტიკალურად ერთ უჯრაზე, საწყისი პოზიციიდან კი ერთ ან ორ უჯრაზე გადადის.პაიკს უკან სვლა არ შეუძლია. თეთრი პაიკები განლაგებულია 2 ჰორიზონტალზე, ხოლო შავები 7 ჰორიზონტალზე. პაიკი მეტოქის ფიგურას კლავს დიაგონალურად წინ ერთ უჯრაზე, მარცხნივ ან მარჯვნივ.პაკს აქვს ბევრი კარგი თვისება, ესენია: 1) გავლაზე აყვანა, 2) ფიგურის გაცოცხლება. გავლაზე აყვანა შეიძლება მხოლოდ მეტოქის პაიკის ორ უჯრაზე გადაადგილების საპასუხო სვლით.მომდევნო სვლიდან გავლაზე აყვანა აღარ შეიძლება. თეთრ პაკს გავლაზე აყვანის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მეხუთე ჰორიზონტალზე იმყოფება. შავებს პაიკის გავლაზე აყვანა მხოლოდ მეოთხე ჰორიზონტალიდან შეიძლია. როდესაც თეთრი პაიკი მიაღწევს მერვე ჰორიზონტალს,ხოლო შავების პაიკი — პირველს, მაშინ შესაძლებელია პაიკის გაცოცხლება ლაზიერად,ეტლად,კუდ ან მხედრად.
მაფის სვლის შეხსენება
პაიკი ყველაზე სუსტი,მაგრამ უშიშარი მებრძოლია.იგი მოძრაობს მხოლოდ ვერტიკალურად ერთ უჯრაზე, საწყისი პოზიციიდან კი ერთ ან ორ უჯრაზე გადადის.პაიკს უკან სვლა არ შეუძლია. თეთრი პაიკები განლაგებულია 2 ჰორიზონტალზე, ხოლო შავები 7 ჰორიზონტალზე. პაიკი მეტოქის ფიგურას კლავს დიაგონალურად წინ ერთ უჯრაზე, მარცხნივ ან მარჯვნივ.პაკს აქვს ბევრი კარგი თვისება, ესენია: 1) გავლაზე აყვანა, 2) ფიგურის გაცოცხლება. გავლაზე აყვანა შეიძლება მხოლოდ მეტოქის პაიკის ორ უჯრაზე გადაადგილების საპასუხო სვლით.მომდევნო სვლიდან გავლაზე აყვანა აღარ შეიძლება. თეთრ პაკს გავლაზე აყვანის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მეხუთე ჰორიზონტალზე იმყოფება. შავებს პაიკის გავლაზე აყვანა მხოლოდ მეოთხე ჰორიზონტალიდან შეიძლია. როდესაც თეთრი პაიკი მიაღწევს მერვე ჰორიზონტალს,ხოლო შავების პაიკი — პირველს, მაშინ შესაძლებელია პაიკის გაცოცხლება ლაზიერად, ეტლად, კუდ, ან მხედრად.
ლაზიერისა და კუს მოძრაობის შესწავლა
მსუბუქი ფიგურა. კუ სიძლიერით დაახლოებით მხედრის ან სამი პაიკის ტოლფასია. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი კუ ჰყავს. პარტიის დასაწყისში კუები დგანან c1,f1, c8 და f8 უჯრებზე. ამ ოთხი კუდან ორი თეთრუჯრედოვანი და ორიც შავუჯრედოვანი კუა. კუ მოძრაობს უჯრების ნებისმიერ რაოდენობაზე მხოლოდ იმ ფერის დიაგონალებზე, რას ფერის უჯრაზეც დგას.
ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურა. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ერთი ლაზიერი აქვს. ლაზიერები დგანან d1 და d8 უჯრებზე. ლაზიერი დაახლოებით ორი ეტლის ან სამი მსუბუქი (მხედარი, კუ) ფიგურის ტოლფასია.
თამაშის მსვლელობისას ლაზიერს შეუძლია ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და დიაგონალურად ნებისმიერი რაოდენობის უჯრაზე გადაადგილება იმ პირობით, თუ მის გზაზე სხვა ფიგურა არ დგას. ასევე ყველა მიმართულებით შეუძლია აიყვანოს მეტოქის ნებისმიერი ფიგურა.
მასწავლებელი აცნობს ი.ს.ტ. ტექნოლოგიებით ფიგურათა განლაგებას, ყოველი ფიგურა „დადის“ გარკვეული წესების შესაბამისად და (მეფის გარდა) მისი აყვანა შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურით. ფიგურის აყვანა სავალდებული არ არის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სვლით შეუძლებელია შეტევისაგან მეფის დაცვა. პარტიას იწყებენ „თეთრები“, სვლები კეთდება რიგრიგობით. თამაშის მიზანია მეტოქის მეფის დაშამათება.
ეტლი სიძლიერით მეორე ფიგურა ლაზიერის შემდეგ. დაახლოებით უდრის ერთ მსუბუქ ფიგურას და 1-2 პაიკს. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი ეტლი ჰჰყავს. პარტიის დასაწყისში ეტლები დგანან a1,h1, a8 და h8 უჯრებზე. ეტლი მოძრაობს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად უჯრათა ნებისმიერ რაოდენობაზე. მეტოქის ფიგურას იღებს ასევე ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებზე.
მეფის სვლის შესწავლა , მეფე არ კვდება მხოლოდ შამათდება. მეფე ჭადრაკში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სუსტიცაა.მისი მოკვლა არ შეიძლება, მაგრამ თუ მას არ შეუძლია მეტოქის მუქარას თავი დააღწიოს მაშინ პარტია დამთავრებულად ითვლება. მეფე მოძრაობს ყველა მიმართულებით მხოლოდ ერთ უჯრაზე გამონაკლისია მხოლოდ როქის დროს
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ჭადრაკის წარმოშობის ისტორიას იგი VI საუკუნეში ინდოეთში ვინმე სინმა გამოიგონა, მალე სპარსეთშიც გავრცელდა. XI საუკუნეში ევროპაშიც სათანადო გავრცელება ჰპოვა. მასწავლებელი წინასწარ გამზადებული საპრეზენტაციო მასალით საუბრობს ჭადრაკის წარმოშობის სხვა ვერსიებზე, ჭადრაკი მოხსენიებულია მრავალ ქართულ ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროსა და ძეგლში.
აცნობს თუ როგორ და წარმადებები მოიპოვა ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლემ, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობამდე რა გზები გაიარა და რა მოლოდინები აქვს სკოლას მის მიმართ.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ჭადრაკის დაფის სტრუქტურასა და ფიგურების განლაგებას საწყის პოზიციაში.