მოზაიკა არის სახვითი ხელოვნების ერთერთი უძველესი მიმართულება, რომელიც შეიქმნა უძველეს ეპოქაში. მოზაიკა არის კენჭებისაგან შექმნილი კომპოზიცია, რომელსაც ქმნიდნენ: შუამდინარეთში, ძველ რომში, საბერძნეთში, კრეტა-მიკენში, საქართველოში. ძირითადად იყენებენ სმალტის კუბურებს, რომელიც ზოგჯერ არის მოოქროვილი. მოზაიკამ ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა ქრისტიანულ ეპოქაში. საინტერესოა ბიზანტიური მოზაიკა, რომელიც თავისი შთამბეჭდავი ვიზუალით დღემდე ყველას ანცვიფრებს. საქართველო ცნობილია გელათის მოზაიკით, რომელიც წარმოდგენილია მთავარი ტაძრის კონქაში. ცენტრალური ფიგურა არის ღვთისმშობელი, რომლის წიაღში არის ყრმა იესო და კომპოზიციას აგვირგვინებს მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი.
