ქვიტირის საჯარო სკოლა ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ მეტად საინტერესო პროექტში, როგორიცაა: „თავისუფალი გაკვეთილები“. ინტერესმა, აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა, მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ თავისუფალი გაკვეთილის ფორმატი. ისინი აცნობიერებენ , რომ მარტო თამაში არ არის წარმატების საწინდარი. ხვდებიან და ამბობენ კიდევაც , რომ ფიზიკური დატვირთვა და მიმყვანი ვარჟიშები ბევრად უკეთ აისახება თამაშის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე.
