თავისუფალი გაკვეთილები

,,რა სად როდის"

ლეილა სვანიძე
7,8
ინტელექტუალური
Free lesson title სსიპ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლა


ინტელექტუალური თამაშების მიმდინარეობისას სასურველი თემის შერჩევის დროს უმრავლესობა გვერდს უვლის თემას:  „მეცნიერება“, მათ შორის განსაკუთრებით ერიდებიან „მათემატიკის“ არჩევას. ამ ე.წ. „შიშის“ დასაძლევად პირველ თემად ავირჩიეთ „მეცნიერება-მათემატიკა“. მოსწავლეები მხიარული ფორმით შეისწავლიან ორნიშნა და მრავალნიშნა რიცხვების სწრაფად და ზეპირად გამრავლების ხერხებს , შემდეგ შეეჯიბრებიან ერთმანეთს.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.  დანარჩენ გაკვეთილებზე კურსის ფარგლებში მოსწავლეები დაამუშავებენ შერჩეულ თემებს და ინტელექტუალური თამაშების საშუალებით შეეჯიბრებიან ერთმანეთს. საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით დაგეგმილია სამეცნიერო - დოკუმენტური ვიდეო- ფილმების ჩვენება და ექსკურსია. საბოლოოდ შეჯამდება ყველა შესწავლილი საკითხი და ჩატარდება ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები.





4

,,რა სად როდის"

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

ახალი კონკურსისათვის მზადება

პროექტის: ,, რა? სად? როდის?" განხორციელება დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს როგორც  პედეგოგის ,ასევე მოსწავლეების მხრიდან, ამიტომ ისინი გულმოდგინედ მეცადინეობენ

9

ცოდნის აუქციონი

გრძელდება თავისუფალი გაკვეთილების ჩატარება ქვიტირის საჯარო სკოლაში. ინტელექტუალურ- შემეცნებითი მიმართულებით. ამჯერად ,, ცოდნის აუქციონი" ჩავატარეთ. აუქციონზე ,, გასაყიდად" შვიდიანი და სამკუთხედი გავიტანეთ. მე-7 და მე-8 კლასელთა გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. უამრავი საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს ,, 7" -იანზე ლიტერატურიდან, მათემატიკიდან, ისტორიიდან, გეოგრაფიიდან, ქიმიიდან, სპორტიდან, სამოქალაქო განათლებიდან და ა.შ. ასევე სამკუთხედზეც. ,, 7" -იანი მერვეკლასელებმა დაისაკუთრეს , ხოლო ,, სამკუთხედი" - მეშვიდეკლასელებმა. გამარჯვებულმა გუნდებმა თავიანთ ,, პრიზებთან" ერთად სურათები გადაიღეს.

9

2017-03-16

შეჯიბრის მღელვარებამ პიკს მიაღწია: გუნდები საბოლოო გამარჯვებისათვის ეჯიბრებიან ერთმანეთს. შედეგების შემოწმება საჯაროდ ხდება ყველა დაინტერესებულ  პირს შეუძლია  თვალყური ადევნოს მას. შეფასება გამჭირვალე და ვალიდურია. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი ( VIII კლასის მე-3 გუნდი ) გამოვლინდნენ გამარჯვებულები პირად პირველობაშიც. ისინი  დაჯილდოვდნენ  დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.

მოსწავლეებმა  სურვილი გამოთქვეს რომ გაგრძელდეს ასეთი შეჯიბრებები. მათი აზრით ეს მათ უმაღლებს მოტივაციას და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს.

9

2017-02-16

გუნდებმა გააკეთეს  პრეზენტაციები  შერჩეული თემიდან: მეცნიერება-მათემატიკა. მათ  თანატოლებს გააცნეს  ორნიშნა და მრავალნიშნა რიცხვების სწრაფად და ზეპირად გამრავლების საინტერესო ხერხები. პრეზენტაცია სხვადასხვა გუნდებიდან გააკეთა 6-მა მოსწავლემ. მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ წარმოდგენილი საკითხებით, გადაწყვიტეს კარგად შეისწავლონ ეს ხერხები და მოაწყონ შეჯიბრება სწრაფ ზეპირ ანგარიშში  VII-VIII კლასის მოსწავლეებს შორის.  დაინტერესება იმდენად დიდი იყო , რომ იქვე დაიწყეს შესწავლილი წესებით რიცხვების გამრავლება. ზოგი მათგანი პასუხებს კალკულატორით ამოწმებდა. უხაროდათ, რომ პასუხები ერთმანეთს ემთხვეოდა.  გუნდური შეჯიბრების დროს ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის ყველა წევრის წარმატება. ამ შეჯიბრის შედეგად ხელი შეეწყობა მოსწავლეებში თანამშრომლობისა  და გუნდური პასუხისმგებლობის  უნარების განვითარებას. 


9

2017-02-09

ქვიტირის საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებელმა ლეილა სვანიძემ მოსწავლეებს გააცნო   თავისუფალი გაკვეთილების მიზნები. მიზნებიდან გამომდინარე , მასწავლებელმა და მოსწავლეებმა მოახდინეს  გუნდების ფორმირება (შეირჩა ოთხი გუნდი მოსწავლეთა სურვილების გათვალისწინებით); ერთობლივად შეარჩიეს  თემები ;  მოახდინეს თითოეული გუნდის მიერ საპრეზენტაციოდ წარმოსადგენი საკითხების მიმოხილვა.  მასწავლებელმა მისცა რჩევები   და  მიუთითა სათანადო ლიტერატურა.