კვლავ გრძელდება თავისუფალი გაკვეთილების მეორე ციკლი-წიგნიერების მიმართულებით. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის წაკითხვის შემდეგ გადავედით წიგნის განხილვაზე, სხვადასხვა თემატური ნახატების შექმნაზე და სხვა

კვლავ გრძელდება თავისუფალი გაკვეთილების მეორე ციკლი-წიგნიერების მიმართულებით. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის წაკითხვის შემდეგ გადავედით წიგნის განხილვაზე, სხვადასხვა თემატური ნახატების შექმნაზე და სხვა
ეს შეხვდრა უჩვეულოდ დაიწყო. თავისუფალი გაკვეთილის მონაწილე მოსწავლეებმა ნინო ჩაკვეტაძემ და ეკა ჭეიშვილმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი პოსტერი ჰარი პოტერის შესახაებ.მოსწავლეების პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურება თანატოლებში.სხვადასხვა აქტივობების განხორციელების შემდეგ მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ უკვე მომავალ გაკვეთილზე თვითონ იყვნენ მენტორები.ჩაატარეს არჩევნები და აირჩიეს ორი მენტორი: გოგიტა დოგუზოვი და ნინო ჯიქია, რომლებიც თვითონ დაგეგმავენ სხვადასხვა აქტივობებს და განახორციელებენ მომავალ შეხვედრაზე.
განსაკუთრებით საინტერესო, მხიარული და შთამბეჭდავი იყო ეს შეხვედრა. ამ დღეს მოსწავლეებმა მენტორთან ერთად წაიკითხეს ნაწარმოების ის მონაკვეთი, სადაც აღწერილი იყო ჰარის დაბადების დღე. მოსწავლეებმა როლური თამაშით შეძლებისდაგვარად გააცოცხლეს ეს ეპოზოდი და ერთგვარად დაბადების დღეც გადაუხადეს ჰარის, ტორტით, ფოიერვერკით და მოწვეული სტუმრებით. ასევე მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო პოსტერები, მისალოცი ბარათები და გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები.
ეს შეხვედრა გაანსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან მოსწავლეებს და მენტორს მოწვეული ყავდათ X კლასის გამორჩეული მოსწავლე თამარ სურგულაძე, რომელიც გამოირჩევა ჰარი პოტერის განსაკუთრებული სიყვარულით და მის შესახებ ყველა წიგნი წაკითხული აქვს.მან მოსწავლეებს წაუკითხა გარკვეული მონაკვეთი ნაწარმოებიდან და საინტერესოდ უპასუხა მოსწავლეების უამრავ შეკითხვას. ბოლო გაიმართა საინტერესო დისკუსია. ( დეიდა პეტუნიას უნდა ეთქვა თუ არა სიმართლე პატარა ჰარისთვის?)
მომდევნო ორი გაკვეთილის დროს გაკვეთილის მენტორმა და მოსწავლეებმა გააგრძელეს ნაწარმოების კითხვა. გაიმართა საინტერესო დისკუსია. ამავე დროს მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო ნახატები, რომელიც ეხებოდა ჰარი პოტერის ისტორიას. გააკეთეს ძალიან საინტერესო და ამავე დროს, მხიარული პრეზენტაციები.მენტორის განმარტებით, ეს აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს წარმოსახვითი უნარების განვითარებაში. აგრეთვე განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის უნარები.
საინტერესოდ დაიწყო შეხვედრა. პროექტის მენტორმა კახაბერ ჩაკვეტაძემ მონაწილეებს გააცნო საქართველოს პარლამენტის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი ცოტნე ზურაბიანის ინიციატივა, რომ მასაც სურს ჩაერთოს თავისუფალი გაკვეთილის მიმდინარეობაში და ბავშვებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა საჯარო კითხვაში.
მოკლე მიმოხილვის შემდეგ, მენტორმა კახაბერ ჩაკვეტაძემ დაიწო ინგლისელი მწერლის ჯოან როულინგის გახმაურებული რომანის პირველი წიგნის ჰარი პოტერის რომანების სერიაში: „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ კითხვა. იგი კითხვის დროს იყენებდა პაუზებით,ინტონაციებით და კომენტირებით კითხვას.
პირველი თავის წაკითხვის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა მკაფიოდ,საინტერესოდ ჩამოაყალიბეს თავიანთი შეხედულებები ნაწარმოების ამ თავში განვითარებული მოვლენების ირგვლივ.
თავისუფალი გაკვეთილის „ჰარის ძიებაში“ პრეზენტაცია
მასწავლებელმა კახაბერ ჩაკვეტაძემ მოსწავლეებს გააცნო თავისუფალი გაკვეთილების სპეციფიკა, პროექტის მიზნები, ამოცანები, განსახორციელებელი აქტივობები, მეთოდოლოგია და სხვა. მონაწილეებთან ერთად შეადგინეს მოლოდინის ხე და გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია.
მოსწავლეებს ასევე მიმართა სკოლის დირექტორმა ბატონმა ალექსანდრე ნიქაბაძემ, რომელმაც მიმოიხილა თავისუფალი გაკვეთილის არსი, მიზანი და წარმატება უსურვა პროექტის მონაწილეებს.
„ჰარის ძიებაში“- თავისუფალი გაკვეთილი ჩატარადება ყოველ სამშაბათს და გაგრძელდება 1 აკადემიური საათის განმავლობაში.