თავისუფალი გაკვეთილები

წიგნიერება-შემოქმედთა კლუბი

ნუნუ კაპანაძე
7,8
წიგნიერება
Free lesson title სსიპ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლა


თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეები წაიკითხავენ და მოისმენენ  სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტებს, ნახავენ რომელიმე ტექსტზე დადგმულ სპექტაკლს, მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებით შეძლებენ, წერით, მსჯელობით, გამოხატონ საკუთარი ემოციები, საკუთარი აზრები. იმუშავებენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე მცირე ჯგუფებად. გამოეხმაურებიან სხვადასხვა აღსანიშნავ დღესასწაულებს (წიგნის სჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, გაზაფხულის დღესასწაული,დედის დღე, რვა მარტი) იმუშავებენ კვლევაზე ,,ჩემი სოფელი თამარიანი“ . მოსწავლეები დაწერენ თავიანთ მოსაზრებებს სოფლის სახელთან დაკავშირებით, დასვამენ კითხვებს, რა მინდა ვიცოდე (ვმვ-სქემა), მოიძიებენ ინფორმაციას სოფლის ისტორიის შესახებ, შექმნიან საინფორმაციო ბუკლეტებს, კომიქსებს. შეხვდებიან   სოფლის სხვადასხვა წარმომადგენელს მაგ: ინტერვიუ საკრებულოს წარმომადგენელთან, სკოლის დირექტორთან, სოფლის ერთ-ერთ წარმატებულ ადამიანთან ან უხუცეს წევრთან. მოპოვებული ინფორმაციით გააკეთებენ სამახსოვრო ჟურნალს, თავიანთ შექმნილ ტექსტზე (ზღაპარზე) დიდ წიგნს რომელსაც წაუკითხავენ  I კლასელებს, ელექტრონულ წიგნს და მოაწყობენ პოექტის დასკვნით პრეზენტაციას, გამოფენას.

ყოველი გაკვეთილი დაიგეგმება მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე და შეიქმნება ყოველი გაკვეთილის შესაბამის კედლის გაზეთი.

4

წიგნიერება-შემოქმედთა კლუბი

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

გასეირნება გალერეაში

    სსიპ ლაგოდეხის მუნიცპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში დასრულდა  თავისუფალი გაკვეთილები წიგნიერების მიმართულებით.

მოსწავლეებმა დირექციის,მასწავლებლების წინაშე თავისუფალი გაკვეთილები შეაჯამეს. გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ყველა გაკვეილის მიმართ, გამოკვეთეს გაკვეთილები რომლებმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე და შეავსეს დასრულებული პროექტის შეჯამების ბარათები.


9

ჟურნალი ,,სიკეთის კვალი"

       მეცხრამეტე გაკვეთილი  სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჟურნალ ,,სიკეთის კვალის " პრეზენტაციას დაუთმეს.მათ დამოუკიდებლად იმუშავეს როგორც ტექსტებზე ,ასევე ილუსტრაციაზე და გამოსცეს ჟურნალი.

      ასევე გაიხსენეს ამ პროექტის ფარგლებში  ჩატარებული ყველა გაკვეთილი და მოამზადეს საპრეზენტაციო სლაიდი მეოცე გაკვეთილისთვის.

9

2017-05-19

     მე-18 გაკვეთილი  ჩაატარეს პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა სახელწოდებით  ,, ერთი დღე მასწავლებლის ამპულაში".
   თავისუფალი გაკვეთილების, წიგნიერთა, შემოქმედთა კბლუბის წევრებმა პირველ კლასელებს საინტერესო და სახალისო გაკვეთილი ჩაუტარეს. პატარები ინტერესით უსმენდნენ, გამოთქვამდნენ ვარაუდებს და ,,მასწავლებლებთან" ერთად ხმამაღლა კითხულობდნენ ტექსტებს.


9

2017-05-15

   თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში მორიგი გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე: ერთი დღე მასწავლებლის ამპულაში.

   მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი გაკვეთილის მიზანი და ავღნიშნე, რომ  იქნებ ამ გაკვეთილმა გავლენაც კი იქონიოს თქვენს მომავალ  პროფესიაზე, დაგაფიქროთ თუ რამხელა პასუხისმგებლობაა მასწავლებლობა და რამდენად დასაფასებელია ყოველი მასწავლებლის შრომა.  პროექტორით ვაჩვენე გაკვეთილის გეგმის ნიმუში და ნიმუშის მიხედვით გააკეთეს მომდევნო გაკვეთილის გეგმა. სამიზნე გჯუფად I კლასი შეარჩიეს , თავი მოუყარეს თავიანთ შექმნილ  ხელნაწერ,  ელექტრონულ წიგნებს და  ლამაზად ილუსტრირებულ დიდ წიგნებს(ჯიპრაიდის რესურსი), მოსწავლეებმა მასწავლებლის ამპულა მოირგეს და მოემზადნენ მომდევნო გკვეთილისთვი,  ჩაატარეს იმიტირებული გაკვეთილი, ივარჯიშეს  ტექსტების  კითხვასა და კითხვების დასმაში.

      ვფიქრობ დასახულ მიზანს წარმატებით მივაღწიე, მოსწავლეებმა ღირსეულად მოირგერ როგორც მასწავლებლის ასევე პირველ კლასელების როლები. საბოლოოდ გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გამოვიდა,დიდი ინტერესით ველოდებით მომდევნო გაკვეთილს.

   

9

2017-05-11

       სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში მე-16 გაკვეთილი დაწყებული სამუშაოს დასრულებას დაუთმეს. ჯგუფებმა დაასრულეს ხელნაწერი წიგნები. შეარჩიეს მცირე ზომის ტექსტები, ანიმაციები და დაიწყეს ელექტრობული წიგნების შექმნაც.

კიდევ ერთხელ გაიხსენეს წიგნის შექმნის დროს გასათვალისწინებელი კრიტერიუმები, თუ რას უნა მიექცეს ყურადღება, ასევე გაიხსენეს ანიმაციების, ხმის დადება და დაგეგმეს მომდევნო გაკვეთილი.

გაკვეთილი სახალისო , საინტერესო და საკმაოდ დატვირთული გამოვიდა. თუმცა იყო ხელშემშლელი პირობებიც . ლაბორატორიაში კომპიუტერების უმრავლესობა არ არის მწყობრში, ამიტომ მოსწავლეებმა ვერ დაასრლეს ელექტრონულ წიგნზე მუშობა, რომელსაც დაასრულებენ სახლში და მოიტანენ შემდეგ გაკვეთილზე.

 

9

2017-05-05

      მე-15 გაკვეთილი ხელნაწერი წიგნების შექმნას დავუთმეთ. მოსწავლეებმა გაიხსენეს ის ძირითადი მახასიათებლები, რომელიც უნდა გაითვალისწინონ ხელნაწერი წიგნის შექმნის დროს, შეარჩიეს სამიზნე ჯგუფი ვისაც წაუკითხავდნენ ან წააკითხებენ თავიანთ ნამუშევარს.

  მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, თითოეულმა ჯგუფმა შეარჩია ტექსტი ხელნაწერი წიგნისთვის, გააკეთ წიგნის სავარაუდო ვარიანტის ჩანახატი, დაინაწილეს სამუშაო (ილუსტრაცია, ჩანაწერი) და შეუდგნენ მუშაობას. სამუშაოს ძირითადი ნაწილი შეასრულეს,  (ჩანაწერს გაუკეთეს შესაბამისი ილუსტრაცია), მაგრამ დარჩათ დასასრულებელი სამუშაო, რომელსაც მომდევნო გაკვეთილზე დაასრულებენ,  მომდევნო გავეთილზე ასევე იმუშავებენ დიდი წიგნის შექმნაზე.

  საბოლოოდ გაკვეთილი შემოქმედებითად დატვირთული გამოვიდა, ყველა იყო ჩართული და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას.

9

2017-04-28

    მე-14 თავისუფალი გაკვეთილი, ელექტრონული წიგნიერების გაუმჯობესებას დავუთმეთ. კერძოდ მოსწავლეებმა იმუშავეს საინფორმაციო ბუკლეტზე.

  გაკვეთილის დასაწყისში კიდევ ერთხელ გავიხსენეთ წინა გაკვეთილებზე გავლილი თემები და გამოვკვეთედ, წიგნიერების რომელ მიმართულებებთან გვქონდა  შეხება.

 წიგნიერება (როგორც კითხვის, ასევე წერის უნარი), მედია წიგნიერება(ინტერვიუები კვლევის მიზნით,კედლის გაზეთების შექმნა...), რაოდენობრივი წიგნიერება(სტატისტიკური მონაცემების მოძიება და დიაგრამის სახით გამოსახვა),ელექტრონული/ციფრული წიგნიერება(სოციალური ჯგუფის შექმნა ინტერნეტ სივრცეში, ვიდეო და ფოტო გადაღებები, ინტერნეტ მასალების მოძიება/გამოყენება...).

  ელექტრონული წიგნიერების უნარების გაუმჯობესების მიზნით გადავწვიტეთ, გვემუშავა კომპიუტერთან, შეგვექმნა საჭირო რესურსი და გამოგვეყენებინა საჭიროებისამებრ. დავიწყეთ საინფორმაციო ბუკლეტის შექმნით. ინტელის კურსის, პროექტებით სწავლების მასალებიდან ამოვიღეთ ბუკლეტის შაბლონები და მოვარგეთ ჩვენ საჭიროებას.

  მოსწავლეებმა ჯერ იმუშავეს ტექსტებზე, შემდეგ გადაიტანეს ვორდ დოკუმენტში და პრინტერის გამოყენებით დაბეჭდეს: პროექტის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტი, სოფელ თამარიანის ,,რა გითხრა ,რით გაგაკვირვო“ საინფორმასიო ბუკლრტი.

 მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს,რომ წერა -კითხვა წიგნიერების ამომავალი წყაროა, მაგრამ 21-ე საუკუნე ელექტრონული ტექნოლოგიების ხანაა, ამიტომ მისი ფლობა აუცილებელია.

   საბოლოოდ გაკვეთილი ნაყოფიერი გამოვიდა. მოსწავლეებმა დაგეგმეს შემდეგი გაკვეთილი.მომდევნო გაკვეთილსაც ელექტრონულ წიგნიერებას დაუთმობენ და პირველ კლასელებისთვის შექმნიან ელექტრონულ წიგნებს.

9

2017-04-21

მეცამეტე გაკვეთილი მეგობრობაზე ჩატარდა .ბარათების საშუალებით ჩამოწერეს ნამდვილი მეგობრის თვისებები ,იმსჯელეს , დასვეს კითხვები , დაასრულეს წინასწარ გამზადებულ ბარათებზე დაწერილი წინადადებები და საბოოლოოდ მიიღეს ,,ნამდვილი მეგობრის პორტრეტი". წაიკითხეს სხვადასხვა ტექსტი მეგობრობის თემაზე ,ასევე თავიანთი დაწერილი თემები და საბოლოოდ უყურეს ვიდეო რგოლს მეგობრობაზე

9

2017-04-13

    მეთორმეტე გაკვეთილზე მოსწავლეები შეუერთდნენ  დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და მათ გააკეთეს კედლის გაზეთები, გაიხსენეს დედა ენის აღნიშვნის ისტორიები ,წაიკითხეს ლექსები დედა ენაზე და ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ,უყურეს ვიდეო რგოლს .

9

2017-04-06

   მეთერთმეტე გაკვეთილი ინტერვიუებიდან მოპოვებული ინფორმაციის ტექსტებად ამოწერას და გაზეთის დასრულებას დაუთმეს შეავსეს ვმვ სქემის ბოლო (ვისწავლე ) გრაფა .გაამზადეს ტექსტები საინფორმაციო ბუკლეტისთვის.

9

2017-03-31

  მეათე გაკვეთილი  მოსწავლეებმა ინტერვიუებს დაუთმეს, კვლევის პროცესში შედგენილი კითხვები დაუსვეს თემის  სხვადასხვა წარმომადგენელს. პირველ რესპოდენტად შეარჩიეს თამარიანის საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი მაია მაძღარაშვილი რომელმაც საინტერესო ისტორიები მოუყვა სოფლის წარმოშობის შესახებ.შემდეგი შეხვედრა საკრებულოს წარმომადგენელთან და სოფლის უხუცეს წევრებთან შედგა.მოისმინეს სხვადასხვა ვერსიები და დაადგინეს სოფლის სტატისტიკური მონაცემები.

    ასე დასრულდა კვლევის პირველი ეტაპი. მომდევნო გაკვეთილებზე შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციის დოკუმენტალურად ასახვას.

9

2017-03-24

  სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში ჩატარდა მეცხრე გაკვეთილი .მოსწავლეებმა გააგრძელეს დაწყებული კვლევა ,,ჩემი სოფელი თამარიანი" და  ვმვ  სქემაში ჩაწერეს თუ რა იცოდნე, გამოკვეთეს კითხვები რომელზედაც პასუხი არ ჰქონდათ, იმსჯელეს თუ ვინ დაეხმარებოდათ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ,გააკეთეს სახელობითი  სია თუ ვისთან ჩაწერდნენ ინტერვიუს და დაგეგმეს მომდევნო გაკვეთილი.

  გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა.

9

2017-03-17

   მერვე გაკვეთილი მოსწავლეებმა დაუთმეს წინა გაკვეთილზე ნანახ სპექტაკლს .განიხილეს სპექტაკლის ძველი და ახალი ვერსია.იმსჯელეს სპექტაკლის ირგვლივ , გაითამაშეს სახელდახელოდ მორგებული როლებიაქვსენტი ცაგარელის პიესიდან ,,ხანუმა "და იმუშავეს კომიქსებზე.

9

2017-03-07

მეშვიდე გაკვეთილის თემა: სპექტაკლზე დასწრება 

მეშვიდე თავისუფალი გაკვეთილი იყო გასვლითი. მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი ,,ხანუმას"განახლებული ვერსია თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ , ერთმანეთს უზიარებდნენ ემოციებს. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

9

2017-03-02

   მეექვსე გაკვეთილის თემა: ,,8 მარტი და გაზაფხული ერთად მომილოცნია“

   მოსწავლეებმა დღევანდელი გაკვეთილიც გაზაფხულის დღესასწაულს, დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს.  გაკვეთილის თემად აირჩიეს „ 8 მარტი და გაზაფხული ერთად მომილოცნია“ . გაკვეთილმა  საკლასო ოთახიდან ბუნებაში გადაინაცვალა. უმრავლეს შემთხვევაში ეს დღესსწაულები ხომ თაიგულების მირთმევით გამოიხატება,  ამიტომ გადაწყვიტეს თავიანთი ხელით დაკრეფილი თაიგულები მიერტმიათ საყვარელი ადამიანებისთვის. მოსწავლეებმა ბუნებაში დაუვიწყარი დრო გაატარეს, წაიკითხეს ლექსები, გამოცანები, დაკრიფეს ნაირფერი ენძელები. ულამაზესი თაიგულებით  მიულოცეს ,,8 მარტი და გაზაფხული“ საყვრელ მასწავლებლებს და დედიკოებს. თამარიანის საჯარო სკოლაში ნამდვილი გაზაფხულის სურნელი დაატრიალეს.

   

9

2017-03-01

   მეხუთე გაკვეთილის თემა:,,ეს გაზაფხულიც მოვიდა და შემოგვცინა მარტმა“


     თამარიანის საჯარო სკოლაში გრძელდება თავისუფალი გაკვეთილები ,,წიგნიერების“ მიმართულებით“ . დღევანდელი გაკვეთილი გაზაფხულის დღესასწაულს, დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა გაკვეთილის თემად აირჩიეს ამონარიდი, ანზორ აბულაშვილის ლექსიდან:  ,,ეს გაზაფხულიც მოვიდა და შემოგვცინა მარტმა,...“.

მოსწავლეებმა ფერადი ცარცებით დახატეს გაზაფხულის სურათი, გააკეთეს კედლის გაზეთი და  საპრეზენტაციო სლაიდის (powerPoint) გამოყენებით, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ამ დღეების აღნიშვნის ისტორია: საიდან იღებს სათავეს, ვისი ინიციატივით აღინიშნება და კიდევ რომელ ქვეყნებში აღნიშნავენ ამ დღესასწაულებს. მოსწავლეებმა გააცოცხლეს უძველესი ლეგენდა ,,გაზაფხულის დღესასწაულის“ შესახებ, წაიკითხეს სხვადასხვა ლიტერატურული ტექსტი, ცნობილი ადამიანების გამონათქვამები დედაზე, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული პოსტები, ჩანახატები.

 გაკვეთილის მიზანი იყო სიყვარულის როგორც მრადიული გრძნობის აღქმა, რა როლი უჭირავს დედას  შვილის ცხოვრებაში და ქალის მისიის განსაზღვრა კაცობრიობის წინაშე. მოსწავლეებმა იმსჯელეს  კითხვის ირგვლივ  ,,გაზაფხულის დღესასწაული, დედის დღე თუ რვა მარტი?“ და  ერთხმად გამოიტანეს დასკვნა, რომ სამივე დღე ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასია კაცობრიობისთვის.

 

 

9

2017-02-24

   მეოთხე გაკვეთილის თემა:,,წერის სახელოსნო“ 


   წერა წიგნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. იგი ადამიანს აძლევს საშუალებას , საკუთარი სათქმელი, ნაფიქრი, იდეა  ფურცელზე გადაიტანოს და მიიტანოს ადრესატამდე. წერის პროცესში  ჩართული მოსწავლეები გაცილებით მეტი ყურადღებით კითხულობენ სხვათა ნაწერებსაც.   წერა და კითხვა, ხომ ერთი პროცესის ორი ურთიერთ გადაჯაჭვული მხარეა, ამიტომ ორივე კომბინირებულად უნდა ისწავლებოდეს. სწორედ ეს გახდა  გაკვეთილის დაგეგმვის მიზანიც.

         გაკვეთილის დასაწყისში ისაუბრეს წერის როლზე  წიგნიერებაში და გაიხსენეს ,,წერის პროცესის ხუთი ძირითადი საფეხური“. მოსწავლეები  გაეცნენ სტრატეგია ,,წერის სახელოსნო“ შეარჩიეს თემა, მიზანი, ისაუბრეს როგორ დაწერონ ესე .   სქემა ,,მასწავლებლისა და მოსწავლის გზამკვლევი 5- აბზაციანი თხზულების დასაწერად“ მოსწავლეებმა ეფექტურად გამოიყენეს  , ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვნენ სქემას  და დამოუკიდებლად, წყვილებში დაწერეს თხზულება:  ,,ჩემი სოფელი თამარიანი“. 

 მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები ერთმანეთს გაუზიარეს.  და კიდევ ერთხელ გავუსვეს ხაზი, იმ ძირითად ჩარჩოებს რისი გათვალისწინებაც სჭირდებათ წერის პროცესში.

  გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, ყველა იყო ჩართული. გამოიყენეს  აქტივობის ბარათი ( ჩემი სოფელი ,,თამარიანი“. როგორ ფიქრობთ, რატომ დაერქვა მას ეს სახელი? მოიგონე და დაწერეთ რამე ამბავი). მოსწავლეებმა დაწერეს საინტერესო თხზულებები, მოიგონეს სხვადასხვა ისტორიები სოფელ თამარიანის სახელთან დაკავშირებით და გაუჩნდათ უამრავი კითხვა. ჩამოწერეს კითხვები კვლევისთვის ,,ჩემი სოფელი თამარიანი“, ასევე შესაძლო ვარიანტები თუ ვინ შეიძლება დაგვეხმაროს ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში და  დავგეგმეთ სამომავლოდ ჩასატარებელი გაკვეთილები.

    

9

2017-02-16

  მესამე გაკვეთილის თემა: ,,ჩვენ ვკითხულობთ...“ 

   გაკვეთილი  წიგნის საჯაროდ კითთხვის მსოფლიო დღეს დაეთმო. მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის შესახებ .ყველამ რამდენიმე მოთხრობა ,ლექსი თუ იგავ-არაკი წაიკითხა . გამოიყენეს აქტივობა ,,ჩვენ ვკითხულობთ.საგაკვეთილო პროცესი წარიმართა საინტერესდ , მოსწავლეებმა ხალისით იმუშავეს ყველა აქტივობაზე .საბოლოოდ კარგი ლიტერატურული საღამო გამოვიდა.

9

2017-02-10

    მეორე გაკვეთილის თემა:ბავშვთა უფლებები და მოვალეობები

   მოსწავლეები გაკვეთილის დასაწყისში გაეცნენ გაკვეთილის გეგმას (ფორმატ),  პირველ ნაწილში ისაუბრეს თავიანთი ავტობიოგრაფიული ცნობების შესახებ, ხოლო მეორე ნაწილში გაეცნენ რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფიას და წაიკითხეს ტექსტი ,,ჩიტების გამომზამთრებელი“.

  

  ტექსტის წაკითხვამდე ეკრანზე ნახეს რევაზ ინანიშვილის ფოტო, ბიოგრაფიული მონაცემები და ისაუბრეს ამ დიდი ადამიანის  ცხოვრების შესახებ.

მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხეს ,,როლური“ და ,,პაუზებით“  კითხვის მეთოდის გამოყენებით. პაუზების დროს მსჯელობდნენ პერსონაჟების შესახებ.  შემდეგ უყურეს ფილმს ,,მე მაქვს არჩევანის უფლება“ (www.youtube.com/watch?v=zhYW42LdbSw). გაიმართა დისკუსია წაკითხულისა და ნანახის ირგვლივ , კერძოდ ბავშვის უფლება-მოვალეობებზე და ერთად  გამოიტანეს დასკვნები: ყველა ადმიანს აქვს არჩევანის უფლება, ადამიანი რობოტი არ არის მარტო დავალებები, რომ ასრულოს და არავის არ აქვს უფლება ფეხქვეშ გათელოს მისი სულიერება.

გაკვეთილი  საბოლოოდ ძალიან ბევრის მთქმელი, საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა.

9

2017-02-03

  პირველი გაკვეთილის თემა:მინი ლექცია კურსის შესახებ და პირველი ტექსტის კითხვა

  რევაზ ინანიშვილის ,,მირანდუხტი“

 პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებმა მოისმინეს მინი ლექცია  თავისუფალი გაკვეთილების, კერძოდ არჩეული მიმართულების ,,წიგნიერების“ მნიშნელობისა და მისი დონის ამაღლების შესაძლებლობების შესახებ.

ასევე შეთანხმდნენ კომუნიკაციის, ურთიერთობის, აზრების გაზიარებისთვის დახურული ჯგუფის შექმნზე ინტერნეტ სივრცეში.

   წაიკითხეს  პირველი ტექსტი, რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,,მირანდუხტი“ და გაიმართა მსჯელობა.აქტივობა ,,კარგი ვაშლებით"კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ადამიანი არ უნდა შეაფასო გარეგნული ნიშნებით და უნდა ეძიო მასში დადებითი მხარე. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში, აღნიშნული გაკვეთილი მათთვის იყო საინტერესო და სახალისო.