თავისუფალი გაკვეთილები

კითხვის კულტურა

ნანი მალაზონია
7,8
წიგნიერება
Free lesson title სსიპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის საჯარო სკოლა

ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეჩვევიან წიგნთან მუშაობას. მოსწავლეები პედაგოგთან ერთად ეცნობიან და ამუშავებენ მასალას კლასგარეშე ლიტერატურიდან. კითხვის დროს მოსწავლლები აცნოებიერებენ, რომ წიგნში უკეთ არის გადმოცემული ავტორის გრძნობები. ბავშვები აღიქვამენ, რომ იმ ეპოქაშიც კი, როდესაც კომპიუტერის გარეშე წარმოუდგენელია არსებობა, წიგნი მაინც შეუცვლელია. კითხვის დროს, პირველ რიგში, უვითარდებათ მეტყველების კულტურა, ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ იცვლება ხმის ტემბრი დიალოგის დროს, პერსონაჟების ხასიათიდან თუ ქცევიდან გამომდინარე. ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები ეჩვევიან ლოგიკურ მსჯელობას,საკუთარი აზრის გამოხატვას არგუმენტებით, პარალელების გავლებას სხვა ნაწარმოებთან.

4

კითხვის კულტურა

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

მეოცე შემაჯამებელი გაკვეთილი

          ბოლო შემაჯამებელ გაკვეთილზე, მოსწავლეებს მივეცი თავისუფალი თემა:,, ზურიკელას მომავალი ცხოვრება“.

    ვურჩიე გაეთვალისწინებინათ მწერლის ენის თავისებურებები. ბავშვებს ნახატის ან ჩანახატის სახით უნდა წარმოედგინათ თავიანთი ნაშრომი პრეზენტაციის სახით.

     პრეზენტაციები სახალისო და საინტერესო იყო.

       უმრავლესობამ ზურიკელას მომავალი მერისთან დააკავშირა. ის გახდა საუკეთესო მეუღლე, მამა, მეზობლების გული და სული, სოფლის სიამაყე. მართალია დოქტორი ვერ გამოვიდა მაგრამ ბებიას იმედები გაამართლა და სოფელს გვერდით ამოუდგა განათლებული პიროვნების სახით.

        საინტერესო იყო ერთ-ერთი მოსწავლის ნახატი. სადაც ჩანს გურული ოდის წინ მრავალშვილიანი ზურიკელა ბედნიერი სახით.

      მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ თავისუფალი გაკვეთილების შთაბეჭდილებები მათთვის დაუვიწყარია.

9

ნოდარ დუმბაძე-საბავშვო პოეტი

       მეცხრამეტე გაკვეთილი დაეთმო თემას: ნოდარ დუმბაძე - საბავშვო პოეტი.

       საზოგადოებისთვის ძირითადად, ნოდარ დუმბაძე ცნობილია, როგორც მწერალი და არა როგორც პოეტი. თუმცა, თითოეულმა ჩვენთაგანმა ზეპირად იცის ნოდარ დუმბაძის ისეთი ლექსები როგორიცაა: ზამთარი, ექიმი, ლიმონათი, შეჯიბრი, ავტობიოგრაფია და სხვა.

       გაკვეთილზე წავიკითხეთ რამდენიმე ლექსი. მოსწავლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები ძალიან სახლისო და სასიამოვნო იყო.

 

9

ცხოველები ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში

მეთვრამეტე გაკვეთილი დაეთმო თემას: ცხოველები ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში.

      ბავშვებმა ტექსტში მოძებნეს და წაიკითხეს ის ადგილები სადაც ნათლდ ჩანს ჩვენი პერსონაჟების დამოკიდებულება ცხოველების მიმართ. მოსწავლეებმა აღნიშნეს, თუ რა სითბოთი და სიყვარულით ექცეოდნენ ჩვენი გმირები ცხოველებს.       

           შემდეგ კი ვისაუბრეთ თემაზე: საჭიროებს თუ არა ცხოველები მოვლას.

9

ბუკლეტების შექმნა

  მეჩვიდმეტე გაკვეთილზე გადავწყვიტეთ შეგვექმნა სამახსოვრო ბუკლეტები. შევქმენით ესკიზი,      თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი ნაშრომი . ამ სახალისო აქტივობაში თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.    ისინი გამოთქვამდნენ მოსაზრებებს  ამა თუ იმ გვერდზე რომელი წარწერის და სურათის განთავსება იქნებოდა უკეთესი.  მუშაობის პროცესში ბავშვები ერთმანეთის აზრს იზიარებდნენ.   

  მუშაობის დასრულების შემდეგ   ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებით  ბუკლეტები ამოვბეჭდეთ.                                                                         

9

დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

     მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ ახალი სასწავლო წლიდან თავისუფალი გაკვეთილების დაწყებას. პირველ გაკვეთილზე გავაცოცხლეთ წინა წლის მოგონებები. ბავშვები ათვალიერებენ სურათებს და  აღძრული მოგონებებით ავსებენ  ალბომს. 

9

შეჯამება

   მეთხუთმეტე ( სემესტრის ბოლო) გაკვეთილი იყო შემაჯამებელი, წინა გაკვეთილზე დაწერილი შთაბეჭდილებებით, ფაქტობრივად, შევაჯამეთ განვლილი მასალა.

    თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა თავისი ნაშრომი, სადაც აღწერილი ჰქონდათ, თუ რომელი გაკვეთილი მოეწონათ ყველაზე მეტად, რამ დატოვა მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება და რა სიახლეს ისურვებდნენ მომავლისთვის.

       შემაჯამებელმა გაკვეთილმა მაჩვენა, რომ მოსწავლეები ძალიან კმაყოფილნი არიან თავისუფალი გაკვეთილით და იმედოვნებენ ,რომ მომავალშიც ასეთივე საინტერესო, ეფექტური და დასამახსოვრებელი გაკვეთილები ელოდებათ.

 

9

ალბომის შექმნა

    მეთოთხმეტე გაკვეთილზე მოსწავლეებს დაევალათ სამახსოვრო ალბომში ჩაეწერათ და მხატვრულად გაეფორმებინათ თავისუფალ გაკვეთილებზე მიღებული შთაბეჭდილებები. გაკვეთილი სახალისო და საინტერესო გამოვიდა. ბავშვები პასუხისმგებლობითა და ხალისით მოეკიდნენ დაკისრებული დავალების შესრულებას.

 

9

ბრძნული გამონათქვამები

მეცამეტე გაკვეთილზე მოსწავლეებმა პროექტორის საშუალებით წარმოადგინეს პრესენტაცია თემაზე: "ნოდარ დუმბაძე და ბრძნული გამონათქვამები".

თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესითა და ხალისით ასრულებდა დაკისრებულ დავალებას.მოსწავლეების შრომის შედეგად და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი მეტად საინტერესო და ეფექტური გამოვიდა

9

2017-05-01

მეთორმეტე გაკვეთილზე მოსწავლეები წინასწარ შედგენილი გეგმითა და ნახაზით აქტიურად შეუდგნენ სახლის შენებას.  დაიწყეს ჩანაფიქრის (გურული ოდის აშენების) განხორციელება. თითოეული მათგანი გულდასმით ეკიდებოდა ამ საქმეს.

შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩა.

 

9

2017-04-26

მეტერთმეტე გაკვეთილზე მოსწავლეებმა ნაწარმოების კითხვის დროს ყურადღება გაამახვილეს  კუთხისთვის დამახასიათებელ საგნებსა თუ ნივთებზე.მათი ყურადღება განსაკუთრებულად მიიქცია "გურულმა ოდამ".რადგან გურიაში დღესაც გამოიყენებენ ამ სიტყვას.მოსწავლეებმა გადაწყვიტეს კრეატიულად წარმოეჩინათ "ოდა".

"საშენ მასალად" გადაწყვიტეს ასანთის გამოყენება. ბავშვებმა შეადგინეს "მშენებლობის გეგმა" და "ჩაუყარეს საფუძველი" მშენებლობას.

სამუშაო დროის ამოწურვის გამო, ბავშვები იძულებილნი გახდნენ სულმოუთქმელად დალოდებოდნენ მომდევნო გაკვეთილის მოსვლას.

 

9

2017-04-18

მეათე გაკვეთილზე მოსწავლეებმა წინა გაკვეთილზე წამოჭრილი პრობლემა შეადარეს დღევანდელ რეალობასთან და აღნიშნეს, რომ ამ სიყვარულმა, თანადგომამ და თანაგრძნობამ გადაარჩინა ქართველი ერი. ხაზი გაუსვეს იმ მომენტს, როდესაც აგიტატორი ომში წასულთათვის საჩუქრებს აგროვებდა. ილიკომ ხომ ის ნაბადი გაიმეტა, რომელიც ,,გაფუჭების შიშით ილარიონს არ ათხოვა “. ილარიონმა კი იმ დროს ,როდესაც ომი მძვინვარებდა და იყო შიმშილი ,სიცივე, გაჭირვება, ახალთახალი ჩექმა სიტყვაუთქმელად გადასცა საჩუქრად.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დღეს ასეთი ურთიერთობა აღარ იგრძნობა ,თუმცა სწამთ, რომ გასაჭირის ჟამს, ერთმანეთს მხარში ამოუდგებიან.

9

2017-04-11

 

მეცხრე გაკვეთილზე ბავშვებმა ისაუბრეს ნაწარმოებში არსებულ პრობლემებზე და გამართეს დებატები. ისაუბრეს ნაწარმოებში ასახულ პერიოდზე. მათზე დამრთგუნველად იმოქმედა იმ მომენტებმა, რომლებიც შეეხებოდა მეორე მსოფლიო ომს და მის შედეგებს. ძირითადად დებატები წარიმართა ომსა და მისი წარმოშობის მიზეზებზე, მის შედეგებზე...ნოდარ დუმბაძემ ეს პრობლემები სევდანარევი იუმორით მოიტანა ჩვენამდე და დაგვანახა, რომ ვერანაირი ომი ვერ იმოქმედებს ადამიანის შეგნებაზე, მათ ურთიერთობებსა და სიყვარულზე

 

9

2017-04-04

მერვე გაკვეთილზე მოსწავლეები შეეცადნენ შემოქმედებითად გადმოეცათ ექსკურსიაზე მიღებული შთაბეჭდილებები. ზოგმა წერილობით ჩამოაყალიბა ის, თუ რამ მოახდინა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება. ზოგმა კი თავიანთი შთაბეჭდილებები ჩანახატის სახით გაგვიზიარა. წარმოდგენილი ნაშრომებიდან გაირკვა, რომ  ზოგი ძველებური გურული „კუხნის“ ნახვამ გააოცა. ზოგი ეზოში გამოქანდაკებულმა ზურიკელას, ბებიას, ილიკოს და ილარიონის გამოსახულებებმა. მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ძველი საოჯახო ალბომის  დათვალიერებაც. ბავშვების უმრავლესობაზე კი განსაკუთრებული შთაბეჭდილება იმ თოფს მოუხდენია, რომლითაც ჩვენ საყვარელ პერსონაჟებს „მურადა“ შემოაკვდათ.

9

2017-04-01

     მეშვიდე დღე  განსაკუთრებული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. ისინი შეჰყურებდნენ იმ ადგილებს, სადაც ერთ დროს ცხოვრობდნენ ზურიკელა, ილიკო, ილარიონი, ოლღა ბებია და ეამაყებოდათ, რომ გურიამ ასეთი კარგი მწერალი აჩუქა ერს. თითოეულ ნივთშიც კი იგრძნობოდა მწერლის შეუდარებელი და დაუვიწყარი იუმორი. მოსწავლეები განსაკუთრებით გაახალისა იმ თოფის ნახვამ, რომლითაც, ცნობილი ნადირობის დროს, „მურადა“ შემოაკვდათ. მათთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა ის ალბომები თუ ნივთები, რომლებიც ნაწარმოების ავტორს და მათ ნაცნობ გმირებს ეკუთვნოდათ. ბავშვებისთვის ეს დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა.

9

2017-03-30

მეექვსე გაკვეთილზე ბავშვებმა წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან,"მე,ბები,ილიკო და ილარიონიდან", ერთ-ერთი ნაწყვეტი (პირველი სიყვარული).დავალება მიზნად ისახავდა ტექსტის კითხვას და წაკითხული ტექსტის გააზრებას.ასევე წერილობით ზურიკელას სასიყვარულო გრძნობების გადმოცემას.ჯგუფი გაიყო ორ ნაწილად.პირველმა ჯგუფმა ნაშრომს სათაურად შეურჩია "ბავშვური სიყვარული",მეორე ჯგუფმა-"პირველი სიყვარული".ბოლოს შემოქმედებითად წარმოადგინესთავიანთი ნამუშევარი.

9

2017-03-23

მეხუთე გაკვეთილი მიზნად ისახავს მოსწავლეები გაეცნონ ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.ჯგუფი გაიყო ორ ნაწილად.პირველი ჯგუფი გაეცნო მწერლის ბიოგრაფიას,მეორე ჯგუფი- შემოქმედებას.მოიძიეს საინტერესო ფაქტები მწერლის ცხოვრებიდან თუ შემოქმედებიდან.ფლიფჩატის ფურცელძე ამოწერილი ძირითადი ინფორმაციები გააკრეს თვალსაჩინო ადგილზე.შემდეგ კი პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს და გააცნეს ერთმანეთს თავიანთი ნაშრომი.

9

2017-03-16

მეოთხე გაკვეთილი მიზნად ისახავდა ბავშვებში დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას. მოსწავლეებს წერილობით უნდა ჩამოეყალიბებინათ მათი დამოკიდებულება წაკითხული ტექსტის  ირგვლივ. შეირჩა ორი თემა.კლასი დაიყო ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს უნდა დაეწერა- "დასამახსოვრებელი ფრაზები", მეორე ჯგუფს-"წერილი საყვარელ პერსონაჟებს". ბავშვები ხალისით შეუდგნენ დავალების შესრულებას. დანიშნულ დროში ორივე ჯგუფმა წარმოადგინა ნაშრომი.ამ ნაშრომმა აჩვენა, რომ მათ კარგად ჰქონდათ აღქმული და გააზრებული წაკითხული ტექსტი.

9

2017-03-07

მესამე გაკვეთილზე მოეწყო ფილმისა და წიგნის შედარება

შედარება რომ უფრო ადვილი ყოფილიყო, მოსწავლეებმა წაიკითხეს ფრაგმენტი ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან „მე,ბებია,ილიკო და ილარიონი", ხოლო შემდეგ ნახეს წაკითხული ეპიზოდის შესაბამისი ფრაგმენტი ფილმიდან -10წუთიანი მონაკვეთი)
ტექსტის წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეებმა იმსჯელეს მასზე.გამოთქვეს თავიანთი ვარაუდები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, პერსონაჟების გარეგნობაზე, საცხოვრებელ გარემოზე და ა.შ. ხოლო ფილმის ფრაგმენტის ნახვის შემდეგ აღნიშნეს, რომ მათი წარმოდგენა ნაწილობრივ დაემთხვა ნანახს, რომ ნაწარმოები უფრო მეტად იძლევა წარმოსახვის საშუალებას. აღნიშნეს ისიც, რომ ფილმში ზოგიერთი დეტალი არის შეცვლილი.მოსწავლეებმა დაწერეს წიგნის (ნაწარმოების) და ფილმის თითო უპირატესობა. აქტივობის დასრულების შემდეგ წარმოადგინეს საერთო სურათი - როგორი იყო მოსწავლეთა შეხედულებები ნაწარმოების კითხვასა თუ ფილმის ნახვასთან დაკავშირებით. გაიმართა დისკუსია.


9

2017-03-01

მეორე გაკვეთილზე მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად კითხულობენ თავისუფალ და სახალისო კლასგარეშე ლიტერატურას.ბავშვების ინტერესს ისიც აღძრავს,რომ მოქმედება მათ ნაცნობ სიტუაციაში (გურიაში) ხდება.მიუხედავად იმისა,რომ მეტყველება მათთვის ნაცნობია,როგორ ეღიმებათ პერსონაჟების დიალექტებით ხუმრობის დროს.ბავშვები კითხვისას და ერთმანეთთან მსჯელობისას ხვდებიან რა არის ნაწარმოების მთავარი სათქმელი.

  

9

2017-02-22

       წიგნიერების პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეჩვევიან წიგნთან მუშაობას. დასამუშავებლად ავირჩიეთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". წიგნის წაკითხვის დროს მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ წიგნში უკეთ არის გადმოცემული ავტორის გრძნობები. ბავშვები აღიქვამენ, რომ წიგნის კითხვა ძალიან საინტერესო პროცესია და მან სასიამოვნო მიჩვევა იცის.

პირველ დღეს (შემდეგშიც)  მოსწავლეები კითხვის დროს ყურადღებას ამახვილებდნენ მეტყველებაზე,ხმის ტემბრზე დიალოგების დროს, პერსონაჟების ხასიათიდან თუ ქცევიდან გამომდინარე.