თავისუფალი გაკვეთილები

მკითხველთა კლუბი

მერი ჩიკვილაძე
7,8
წიგნიერება
Free lesson title სსიპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლა

ჩვენი სკოლა ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში "თავისუფალი გაკვეთილები". მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ერთხმად გამოთქვეს სურვილი ჩართულ იყვნენ ოთხივე კატეგორიაში, მათ შორის "წიგნიერება"-ში. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ, წიგნიერების პრობლემა ზოგადად ყველგან შექმნა. ამ კუთხით, თავისუფალი გაკვეთილების შემოღება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია. მოსწავლეებს ეზარებათ იმის კეთება და სწავლა, რასაც ვაძალებთ, მაგრამ ასეთი გაკვეთილის ფორმატი მოსწავლეებში მეტ მიზიდულობასა და დაინტერესებას იწვევს. მათ ხიბლავთ ნაკლები ვალდებულებებიც გაკვეთილის მიმართ. წიგნიერების გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნობიან რევაზ ინანიშვილის ნოველებს. მეტს გაიგებენ ავტორის შესახებ, წარმოსახვით იმოგზაურებენ  პერსონაჟების ხასიათებსა და ზრახვებში, რაც შექმნის იმის წინა პირობას, რომ მოსწავლემ გააცნობიეროს კითხვის სარგებლიანობის უპირატესობა კომპიუტერთან შედარებით. გაკვეთილები ჩამოუყალიბებს მათ გემოვნებას, წარმოსახვასა და ფანტაზიას, განსჯის, შეფასების, ოცნებისა და ფიქრის, ხარისხიანი ლიტერატურის კითხვის საწყის უნარ-ჩვევებს. გაუფართოებს მოსწავლეს გონებრივ თვალსაწიერსა და ცნობიერებას.

4

მკითხველთა კლუბი

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

2017-04-20

ტექსტის კითხვა-„ჩიტიფაფა“, „ლამაზი ცრელები“,  დისკუსია თემაზე-სიკეთე რევაზ ინანიშვილის  პერსონაჟებში.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა  წაიკითხეს  რევაზ ინანიშვილის ნოველები „ჩიტიფაფა“,  „ლამაზი ცრემლები“. გაიმართა დისკუსია, გამოკვეთეს დადებითი პერსონაჟები და ისაუბრეს მათ სიკეთეზე. 

9

2017-04-04


  გაკვეთილზე მოსწავლეებმა  წაიკითხეს  რევაზ ინანიშვილის ნოველები „ძაღლები“,  „ჩიტუნას ლოცვა“, „შორი თეთრი მწვერვალი“. წაკითხულის მიხედვით მოსწავლეებმა წარმოსახვით შეასრულეს ნოველების ილუსტრაციები.იხ.ვიდეო

9

2017-02-09

პირველი გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ პროექტის მიზანს. მოისმინეს მინი ლექცია თემაზე წიგნის როლი ადამიანის ცხოვრებაში. დიდი სურვილი აქვთ, რომ წაიკითხონ რევაზ ინანიშვილის ყველა ნოველა, იმსჯელონ პერსონაჟებზე, მათ დადებით და უარყოფით თვისებებზე. მოსწავლეებს სჯერათ რომ მათ მიერ წაკითხული და შემდგომ გაანალიზებული წიგნი  მეგზურად გამოადგებათ ცხოვრებაში.   პირველ შეხვედრაზე წაკითხულ იქნა ნოველა "წიგნი". ნოველის მთავარი პერსონაჟი მარტივი სქემით დაახასიათეს.