თავისუფალი გაკვეთილები

მკითხველთა კლუბი

თამარ სეფაშვილი
7,8
წიგნიერება
Free lesson title სსიპ - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა

ჩვენმა სკოლამ წიგნიერების მიმართულებით აირჩია კატეგორია "მკითხველთა კლუბი". პროექტში ჩაერთო VII-VIII კლასის ყველა მოსწავლე. 

კურსი ითვალისწინებს წიგნიერების, ტექსტის გაგება-გააზრებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით მოხდება რამდენიმე წიგნის შერჩევა. მოსწავლეები გაკვეთილებზე წაიკითხავენ შერჩეულ ლიტერატურას, ნახავენ წიგნის ეკრანიზებულ ვარიანტს და შეასრულებენ სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებს. შექმნიან კოლაჟებს, დიორამებს, ილუსტრაციებს, კროსვორდებს, გააკეთებენ წიგნის რეკლამას, შექმნიან შთაბეჭდილებების ალბომს, შეადარებენ წაკითხულსა და ნანახს და გაავლებენ პარალელებს.

კურსის დასასრულს მოსწავლეები შეაჯამებენ ნასწავლს და გააკეთებენ დასკვნებს.

4

მკითხველთა კლუბი

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

2017-06-16

გაკვეთილი 5. შერჩეული წიგნის ეკრანიზებული ვარიანტის ნახვა; ფილმისა და წიგნის შედარება და დასკვნების გამოტანა

მე-5 გაკვეთილზე მოსწავლეებმა ნახეს ჰენრი რაიდერ ჰაგარდის რომანზე "სოლომონ მეფის საგანძური" 1985 წელს რეჟისორ ჯეი ლი თომპსონის მიერ  გადაღებული ფილმი და შეადარეს წიგნის ორიგინალურ ვერსიას. მოსწავლეებმა იმსჯელეს მსგავსებებსა და განსხვავებებზე. შექმნეს ვენის დაგრამა. იმსჯელეს: ფილმი თუ წიგნი? ჯერ ფილმი თუ ჯერ წიგნი? გამოიტანეს დასკვნები, დაწერეს ფილმით მიღებული შთაბეჭდილებები. შეაჯამეს ჩატარებული თავისუფალი გაკვეთილები და შეფასეს მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები.

9

2017-06-09

გაკვეთილი 4. რომანის ტექსტის ღრმად გაგება-გააზრება; ტექსტის ანალიზი; პარალელები

მე-4 გაკვეთილზე მოსწავლეებმა T დიაგრამაში დააჯგუფეს დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები, გამოკვეთეს საყვარელი პერსონაჟი, რომელსაც მისწერეს წერილი და დაუსვეს კითხვები. ისაუბრეს კუკუანელთა ქვეყნის წეს–ჩვეულებებისა და ტრადიციების შესახებ. გაააქტიურეს წინარე ცოდნა, გაავლეს პარალელები საკუთარ კულტურასა და ტრადიციებთან. შექმნეს კროსვორდები. ერთ–ერთმა მოსწავლემ მოირგო მარკეტინგის მენეჯერის როლი და გააკეთა წიგნის რეკლამა.

9

2017-06-02

გაკვეთილი 3. მოგზაურობა პერსონაჟებთან ერთად

მესამე გაკვეთილი მიზნად ისახავდა ტექსტის წვდომა–გააზრებასა და წარმოსახვის უნარის განვითარებას. მასწავლებელმა გამოიყენა მეგობრული კითხვის სტრეტეგია. შერჩეული ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს ნაწარმოების ირგვლივ, იმსჯელეს  ნაწარმოებში შექმნილი წინააღმდეგობების დაძლევის, გადალახვის შესაძლებლობებზე. წარმოსახვით იმოგზაურეს რომანის პერსონაჟებთან ერთად. გააცოცხლეს  ფანტაზიით  ის გარემო, რომელშიც უწევდათ ყოფნა რომანის პერსონაჟებს, შექმნეს დიორამები.

9

2017-05-25

გაკვეთილი 2. წიგნის კითხვა; სოლომონ მეფის საგანძურის რუკისა და პერსონაჟების დახატვა

მოსწავლეებმა დაიწყეს ტექსტის კითხვა და წიგნიდან დიდ ფორმატზე გადაიტანეს სოლომონ მეფის საგნძურის რუკა. გაეცნენ წიგნის პერსონაჟებს და თავისი წარმოსახვით შექმნეს პერსონაჟების პორტრეტები. 

9

2017-05-19

გაკვეთილი 1. პროექტის გაცნობა; მინი ლექცია შერჩეული წიგნის ("სოლომონ მეფის საგანძური") ავტორის შესახებ

პირველ გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ წიგნის ავტორს. მოისმინეს მინი ლექცია ჰენრი რაიდერ ჰაგარდის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. ისაუბრეს ბიბლიური მეფის, სოლომონის შესახებ და გამოთქვეს ვარაუდები წასაკითხი წიგნის შესახებ.