თავისუფალი გაკვეთილები

ხელოვნების სახელოსნო

ოთარ ვადაჭკორია
7,8
ხელოვნება
Free lesson title სსიპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლა

ჩვენი სკოლა ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტში "თავისუფალი  გაკვეთილები".  სხვა აქტივობებთან ერთად მე-7,  მე-8 კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი ჩართულ იყვნენ ხელოვნების მიმართულებითაც. ხელოვნება უდიდეს ზეგავლენას ახდენს ადამიანის სულიერი სამყაროს ჩამოყალიბებაზე, აღვივებს მასში მხატვრულ გემოვნებას, ავითარებს შემოქმედებით უნარებს. გოგონებმა მოიძიეს ინტერნეტში ქსოვილზე ლენტებით ქარგვის სლაიდ-შოუები, დააკვირდნენ მსვლელობას და გამოთქვეს სურვილი შექმნან მსგავსი ნაქარგები და შეძლონ საკუთარი შემოქმედებითი მიდგომის, ფანტაზიის გადატანა ქსოვილზე. ვაჟების სურვილია დაეუფლონ  არქიტექტურული ძეგლების მაკეტების შექმნას. მათ ინტერესში შედის  ახლომდებარე მაცხოვრის ეკლესიის მაკეტის შექმნა. ამით მოსწავლეები ეზიარებიან  ქართული ხელოვნების კულტურას.

დაგეგმილი გვაქვს  მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. ჩატარდება თავისუფალი გაკვეთილები ბუნებაში. მოეწყობა ექსკურსიები ახლომდებარე არქიტექტურული ძეგლების დათვალიერების მიზნით. 

4

ხელოვნების სახელოსნო

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

გამოფენა

28 ნოემბერს თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში ფათო აუდიტორიის წინაშე ჩატარდა ნაქარგების და მაკეტების გამოფენა. დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა მოსწავლეების ნამუშევრებით.

9

2017-04-24

თემა- მაკეტის ცალკეული დეტალების ნახაზებისშექმნა  და ქარგვა ლენტებით

  ვაჟებმა მასწავლებლის დახმარებით განაგრძეს ქაღალდზე შექმნილი ნახაზების   გადატანა სამუშაო მასალაზე.

გოგონები შეუდგნენ წინასწარ გამზადებული ესკიზების მიხედვით  ქარგვას.

9

2017-02-10

 გაკვეთილი დაეთმო ინტერნეტში მოძიებული მასალის გაცნობას ქსოვილზე ლენტებით ქარგვის შესახებ, გოგონებმა შეარჩიეს სასურველი ესკიზები. გაცნენ ქარგვის მსვლელობას. შეთანხმდნენ შემდგომი გაკვეთილისთვის ქარგვისათვის საჭირო მასალისმოძიებაზე. ვაჟებმა ურთიერთშეთანხმებით  გადაწყვეტილება მიიღეს შექმნან ახლომდებარე მაცხოვრის ეკლესიის მაკეტი. მათ გადაწყვიტეს მასწავლებელთან ერთად დაათვალიერონ მაცხოვრის ეკლესია, აიღონ ზომები, შეარჩიონ მასშტაბი და შეუდგნენ მაკეტის შექმნის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს.

იხ.ვიდეო