თავისუფალი გაკვეთილები

თეატრის წარმოშობა

ნათია გელოვანი
7,8
ხელოვნება
Free lesson title სსიპ - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლა

         სკოლამ მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თეატრის წარმოშობის, მისი ჟანრებისა და მიმართულებების შესახებ. ისაუბრა აგრეთვე უძველესი და თანამედროვე თეატრების არქიტექტურაზე. რა ახასიათებდა ძველ ბერძნებსა და რომაულ თეტრებს. რატომ იყენებდნენ ნიღბებს წარმოდგენის დროს და ა. შ.

      ინტერნეტში მოძიებული მსოფლიოში არსებული უძველესი თეატრების ილუსტრაციები ნაჩვენები იქნა პროექტორის საშუალებით. ამით მოსწავლეთა თვალსაწიერი  გაფართოვდა, მათ გაუჩნდათ კიდევ მეტი ინფორმაციის მოძიებისა და გაგების სურვილი.

 

4

თეატრის წარმოშობა

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

როლების განაწილება


       ამ გაკვეთილზე განაწილდა როლები. ბავშვებმა დაამუშავეს დიალოგები და

მოძრაობები. ზოგიერთი მათგანი როლში შედიოდა გამოცდილი მსახიობივით.

9

დეკორაციების მომზადება


       მოსწავლეებს დაურიგდათ  სამუშაო მასალა, ფერადი ქაღალდები, მძივები,

წვიმები და ა. შ, დეკორაციისა და კოსტიუმების დეტალების დასამზადებლად.

       გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო. ბავშვები სიამოვნებით ასრულებდნენ

დავალებას.

9

სიმღერებისა და ცეკვის შერჩევა სპექტაკლისთვის


          მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, შეარჩიეს სპექტაკლისთვის

სიმღერები და  მელოდია საცეკვაოდ. ბავშვებში შეიმჩნეოდა ინტერესი და მონდომე-

ბა. საუბრისას ისინი კამათობდნენ კიდეც და ერთადაც  ღებულობდნენ გადაწყვეტი

ლებებს. მოსწავლეებში განმტკიცდა  თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის უნარები.

9

სპექტაკლი ,,ყინულის დედოფალი“-გარჩევა

სპექტაკლი ,,ყინულის დედოფალი“-გარჩევა

        ძირითად თემად არჩეულ იქნა ზღაპარი ,,ყინულის დედოფალი’’.  განხილვისას

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ტრადიციულ დასასრულში ცვლილებები შეეტანათ და

ყინულის დედოფლის გული გაელღვოთ სიყვარულის ცეცხლით.

          მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ სამუშაო პროცესში. მათ გამოიგონეს

პერსონაჟები, შეთხზეს დიალოგები, წამოაყენეს საინტერესო  წინადადებები

სპექტაკლის მსვლელობასთან დაკავშირებით. ამ პროცესმა მოსწავლეებში

9

მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი ოპერისა და ბალეტის მსახიობებზე საუბარი (მინი ლექცია).

მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი ოპერისა და ბალეტის მსახიობებზე საუბარი (მინი ლექცია).

         მასწავლებელმა მოსწავლეებს, წინა გაკვეთილზე მოსმენილი ინფორმაციის აღქმის დასადგენად, ჩაუტარა გონებრივი იერიში და შემდეგ გააცნო ინფორმაცია მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი ოპერისა და ბალეტის მსახიობებზე.

      ინტერნეტში მოძიებული ილუსტრაციები ნაჩვენები იქნა პროექტორის საშუალებით. აღნიშნულმა აქტივობამ დააინტერესა მოსწავლეები, ხელი შეეწყო ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარებას.

9

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორია

თემა--თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორია. ზოგადი თეორიული ინფორმაცია თეატრის დაარსების შესახებ.

          მასწავლებელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის დაარსების შესახებ; ვინ იყვნენ პირველი მოღვაწეები და ა. შ.

          ინტერნეტში მოძიებული ილუსტრაციები ნაჩვენები იქნა პროექტორის საშუალებით. ამით მოსწავლეთა თვალსაწიერი გაფართოვდა, მათ გაუჩნდათ  კიდევ მეტის მოძიებისა და გაგების სურვილი.

 

9

პრემიერა

პრემიერა

 

 სპექტაკლი დაიწყო დათქმულ დროს. ყვავილების კოსტიუმებში გამოწყობილი მოსწავლეები, როგორც ნამდვილი მსახიობები, დიდი მღელვარებით ელოდებოდნენ თავიანთ რიგს. სპექტაკლმა ჩაიარა კარგად. მაყურებლები, რომელთა შორის მშობლებიც იყვნენ, გამოთქვამდნენ კმაყოფილებას.  მოსწავლეები თვითონვე იყვნენ აღფრთოვანებულები სპექტაკლში მონაწილეობით.

9

გენერალური რეპეტიცია

     გენერალური რეპეტიცია

 

მოსწავლეებმა  გაიმეორეს გენერალური რეპეტიცია..  მოაწყვეს სცენა დეკორაციებითა და ფარდებით. (ფარდებად გამოყენებულ იქნა ე.წ. ბრიზენტის ნაჭრები და ცოცხალი სუროები). 

9

მესამე რეპეტიცია

       მესამე რეპეტიცია

 

მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით გაიმეორეს როლები, ჩასვეს ცეკვა და სიმღერები თანმიმდევრობით.

9

მეორე რეპეტიცია

   მეორე რეპეტიცია

 

მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით დადგეს ცეკვა ვალსის მონახაზი. მთელი ეს გაკვეთილი დაეთმო    რეპეტიციას ცეკვაში.

9

პირველი რეპეტიცია

         პირველი რეპეტიცია

 

ამ გაკვეთილზე განაწილდა როლები, ბავშვებმა დაამუშავეს მოძრაობები და სიტყვები. საკმაოდ საინტერესოდ გაუმკლავდნენ დაკისრებულ მოვალეობებს.

9

სასცენო რეკვიზიტების შექმნა

სკოლამ მოსწავლეებს  მიაწოდა სამუშაო მასალა დეკორაციების დასამზადებლად: პოლიეთილენის ბოთლები, საღებავები, ფერადი ქაღალდები, მავთულები წებო და ა.შ.

მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად გადაწყვიტეს როგორი დეკორაციები გაეკეთებინათ და როგორ გაეკეთებინათ,  ხოლო მოძიებულ კოსტიუმებს მიამატეს სხვადასხვა დეტალები, მაგ: ქაღალდისგან დამზადებული სამაჯურები, მძივები, ყვავილები.

          გაკვეთილი წარიმართა ძალიან საინტერესოდ, ბავშვები დიდი გულისყურით, სურვილითა და ინტერესით მუშაობდნენ.

9

სპექტაკლთან დაკავშირებული სიმღერებისა და ცეკვების შერჩევა

სკოლამ  მოსწავლეებს მიაწოდა შინაარსობრივად სპექტაკლთან დაკავშირებული სავარაუდო სიმღერები, მელოდია საცეკვაოდ. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობიდან გამომდინარე შეარჩიეს სასურველი სიმღერები, მოიფიქრეს ცეკვის ილეთები. გაკვეთილი წარიმართა ძალიან საინტერესოდ, მოსწავლეებში გამიხატებოდა დიდი ინტერესი და მონდომება. ისინი კამათობდნენ, საუბრობდნენ და ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს.ზემოთ ჩამოთვლილმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარის გაღვივებას.

9

ლეგენდა, “ ყვავილების დედოფლზე“ (სასპექტაკლოდ შერჩეული სცენარი)

     ძირითად თემად არჩეულ იქნა ლეგენდა, “ ყვავილების დედოფლის“ არჩევასთნ დაკავშირებით. ( ლეგენდის მიხედვით ყვავილებმა დედოფლად ვარდი აირჩიეს, ხოლო უბრალო ეკლიან კაქტუსს ზედაც არავინ შეხედა. გულდაწყვეტილმა ინატრა „ ღმერთო მხოლოდ ერთხელ ამაყვავე, მერე თუნდაც მოვკვდეო.“ ღმერთმა თხოვნა შეუსრულა და კაქტუსი ისეთ საოცარ ფერებში აყვავდა, რომ აღტაცებულმა ვარდმა თავი ვერ შეიკავა და წამოიძახა, „ რა ლამაზია!“)

     პერსონაჟების გამოგონებისას, მათი დიალოგების შეთხზვისას მოსწავლეებმა გამოიჩინეს დიდი მონდომება და აქტიურად ჩაებნენ სამუშაო პროცესში. წამოაყენეს საინტერესო წინადადებები სპექტაკლის მსვლელობასთან დაკავშირებით.

     ამ პროცესმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის განვითარებას.

 

9

პრაქტიკული მუშაობა-ნიღბების დამზადება

       გაკვეთილი დაეთმო პრაქტიკულ მუშაობას.მოსწავლეებს დაევალათ, ინტერნეტში მოძიებული ძველ ბერძნული ნიღბების მიმსგავსებული ვარიანტების დამზადება. კეთების პროცესში მათ უჩნდებოდათ რიგი შეკითხვები მაგ: რა ემოცია გამოეხატათ, რა ფერები გამოეყენებინათ დადებითი და უარყოფითი გრძნობების გამოსახატავად? უმეტესწილად თვითონვე პოულობდნენ პასუხს, ამით  მათ განუმტკიცდათ პირველ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა.