თავისუფალი გაკვეთილები

რა? სად? როდის?

მაია მათითაიშვილი
7,8
ინტელექტუალური
Free lesson title სსიპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლა

ჩვენი სკოლა ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ პროექტში "თავისუფალი გაკვეთილები." აღსანიშნავია  ის, რომ მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებმა დიდი სურვილი გამოთქვეს ჩართულ იყვნენ ოთხ მიმართულებაში, მათ შორის ინტელექტუალურ-შემეცნებით აქტივობაში. პროექტის მიზანია მოსწავლეებში ინტელექტის გაღვივება -გაღრმავება. ინტელექტი ხომ პიროვნების თვისებაა, რომელიც აზროვნების უნარის საფუძველს წარმოადგენს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მოსწავლეებში გარკვევა იმისა, თუ რამდენი სახის ინტელექტი არსებობს, როგორ შეიძლება განვავითაროთ მათში მრავალმხრივი ინტელექტი.  ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, თავისუფალი გაკვეთილისთვის გამოყოფილი დრო გამოვიყენოთ ეფექტურად და დავეხმაროთ მათ საკუთარი ნიჭის გამოვლენის უნარის განვითარებაში.

დასახული მიზნის მიღწევისათვის განვახორციელებთ ისეთ აქტივობებს, რომელიც შემუშავებული იქნება მოსწავლეებთან ერთად და მათში გათვალისწინებული იქნება მათი ინტერესები. გავეცნობით  ენციკლოპედიებს, უცნაურ და დაუჯერებელ ფაქტებს, საკუთარი სახელების, საგნების, საინტერესო ამბების წარმოშობის ისტორიას, ვეზიარებით ქართულ სიბრძნეს, მოვახდენთ გზადაგზა მიღებული ინფორმაციის შეჯამებას. გაცნობილი მასალიდან გამომდინარე დავგეგმავთ ინტელექტუალურ-შემეცნებით თამაშს რა? სად? როდის?

ვფიქრობთ, ეს იქნება დასაბამი მათი ინტელექტუალური განვითარებისა.

4

რა? სად? როდის?

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

2017-03-23

გაკვეთილის თემა: დედამიწის ატმოსფერო.

   თემა წარმოდგენილი იყო პრეზენტაციის სახით. მოსწავლეები გაეცნენ ატმოსფეროს ფენებს, ატმოსფერულ წნევას, საინტერესო ფაქტებს და რიცხვებს ატმოსფეროსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ ცისარტყელას ფერებთან დაკავშირებით. მათ გაიგეს როგორ უნდა დაიმახსოვრონ მარტივად ცისარტყელას ფერების თანმიმდევრობა.

        გაკვეთილის ბოლოს შეჯამებულ იქნა მიღებული ინფორმაცია.

9

2017-02-16

პირველი გაკვეთილის ძირითადი თემა იყო კურსის შესავალი, განსახილველი თემების შერჩევა, მიმოხილვა. განხილული იქნა სიტყვა „ ინტელექტის“ მნიშვნელობა. თითოეულმა მოსწავლემ ჩამოაყალიბა საკუთარი მოსაზრება იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ინტელექტუალი. დისკუსია ძალიან საინტერესოდ წარიმართა. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა ბარათებზე მოკლედ შეაჯამეს მიღებული ახალი ინფორმაცია- რა ვიცოდი და რა გავიგე ახალი.