თავისუფალი გაკვეთილები

მაგიდის ჩოგბურთი

ირაკლი ტოროტაძე
7,8
სპორტი
Free lesson title სსიპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლა

ჩვენი სკოლა ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ მეტად საინტერესო პროექტში „თავისუფალი გაკვეთილები“.   მე-7 და მე-8 კლასის  მოსწავლეებმა სპორტულ აქტივობაში აირჩიეს მაგიდის ჩოგბურთი. ინტერესმა, სიხარულმა, აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა, მათ ძალიან მოსწონთ თავისუფალი გაკვეთილის ფორმატი.

მოსწავლეები გაეცნობიან მაგიდის ჩოგბურთის, როგორც სპორტის სანახაოებრივად ლამაზი  და მასობრივი სახეობის  წარმოშობის ისტორიას. მიიღებენ  სპეციალურ თეორიულ ცოდნას. მაგიდის ჩოგბურთის თამაშით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი, განუვითარდებათ სხარტი სათამაშო აზროვნება,  გახდებიან უფრო მოქნილები, მაგიდის ჩოგბურთის ხშირი თამაშით მათი ნერვული სისტემა გახდება უფრო მდგრადი.   მაგიდის ჩოგბურთის სპეციფიური შინაარსი შეიცავს სისწრაფის, ძალის, გამძლეობის, სიმარჯვის უნარების განვითარებას.  საწვრთნელ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა მოძრავი თამაშების გამოყენებას. მათი საშუალებით სრულყოფილი ხდება  მოძრაობათა უნარ-ჩვევები, ვითარდება მოქნილობა, სივრცეში ორიენტაცია, მოძრაობისა და რეაქციის სისწრაფე, მოძრავი თამაშები მოვარჯიშეებს კარგ, ხალისიან გაწყობილებას უქმნის, სასიკეთოდ მოქმედებს მოზარდის ფსიქიკასა და ყოფაქცევაზე.

პირველი გაკვეთილები დაეთმობა თამაშის წესების თეორიულად და პრაქტიკულად შესწავლას, შემდგომ გაიმართება საწვრთნელი თამაშები და  დაიგეგმება შეჯიბრებები. 

4

მაგიდის ჩოგბურთი

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

ფინალური შეჯიბრი

28 ნოემბერს თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში ჩატარდა ფინალური შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრი დასრულდა  მხიარული თამაშებით

9

დგომის ტექნიკა

გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ მაგიდის ჩოგბურთის თამაშის დროს  დგომის ტექნიკას-ძირითადი დგომი და დგომები მარჯვნიდან და მარცხნიდან.  გაიმართა საჩვენებელი თამაში მასწავლებლის მონაწილეობით, შემდგომ მოსწავლეები შეეცადნენ ნასწავლი წესების-ჩოგნის სწორი ჩაჭიდისა და  დგომის ტექნიკის გათვალისწინებით ორმხრივ თამაშს.   მასწავლებელი შედეგით და მოსწავლეები მიღებული ცოდნით, რომელიც პრაქტიკულადაც განახორციელეს ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.


9

ჩოგნის ჩაჭიდების წესები

მოსწავლეები გაეცნენ  ჩოგნის სწორი ჩაჭიდების წესებს: ჰორიზონტალური-ევროპული და კალმისებური-აზიური.  მასწავლებლის დახმარებით პრაქტიკულად დაეუფლნენ ჩოგნის სწორი ჩაჭიდების წესებს.

9

მაგიდის ჩოგბურთის წარმოშობის ისტორია

პირველ შეხვედრაზე შევადგინეთ შეხვედრების განრიგი, შევიმუშავეთ სამუშაო გეგმა.

      მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეები გაეცნენ  მაგიდის ჩოგბურთის წარმოშობის ისტორიას. სათამაშო მაგიდის ზომებს.