თავისუფალი გაკვეთილები

პროგრამირების კლუბები

ქართლოს სამარგულიანი
7,8
ინტელექტუალური
Free lesson title სსიპ - ქალაქ რუსთავის №20 საჯარო სკოლა

პროგრამირების კლუბების საპილოტე პროექტის ფარგლებში რუსთავის N20-ე საჯარო სკოლაში მე-7 მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის კოდირების შემსწავლელი კლუბი ჩამოყალიბდა. პროგრამირების კლუბებში სასწავლო რესურსად გამოყენებული იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, უფასო საგანმანათლებლო ფლატფორმა CODE.ORG. CODE.ORG არის პროგრამირების საფუძვლების უფასო სასწავლო პლატფორმა სკოლის ასაკის ბავშვებისათვის. მას მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს, როგორცსაკლასო ოთახებში, ასევე დამოუკიდებლად. 2016 წელს საგანმანათლებლო ფონდ EDUCARE GEORGIA-მ მოახდინა აღნიშნული პლატფორმის ქართულ ენაზე ლოკალიზება.

იხილეთ ვიდეო 

4

პროგრამირების კლუბები

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

შემაჯამებელი გაკვეთილი

შემაჯამებელი გაკვეთილი

დღევანდელი დღე ყველასათვის გამორჩეული იყო. მოსწავლეების მიღებულ ცოდნას სკოლის დირექტორი ქალბატონი ირმა იჩქიტიძე  აფასებდა. გაკვეთილი დავიწყეთ  განვლილი მასალის გამეორებით.  შევაჯამეთ მთლიანი კურსი და  განვიხილეთ ყველა აქტივობა. მოსწავლეებმა წარადგინეს  ჯგუფური თამაში.  ყველა მოსწავლეს კურსი 2 დასრულებასთან დაკავშირებით დირექტორმა გადასცა სერთიფიკატები.

9

მეცხრამეტე გაკვეთილი

მხატვარი: ჩასმული ციკლები 

მეცხრამეტე გაკვეთილი დავიწყეთ წინა გაკვეთილის გახსენებით. შემდეგ მოსწავლეებმა code.org- ზე შეასრულეს საინტერესო დავალებები. გამოიყენეს მხატვრის გარემო, იმგვარი პროგრამების დასაწერად, რომელშიც ციკლური ბრძანებები სხვა ციკლებში იქნებოდა მოთავსებული. ამას ჩადგმული ციკლები ეწოდება. მოსწავლეებმა შექმნეს ჩადგმული ციკლების გამოყენებით, მარტივი ფიგურებით რთული დიზაინი.ბოლოს მათ ჰქონდათ თავისუფალი აქტივობა, საკუთარი ფანტაზიით შექმნეს ნახატები.

 

9

მეთვრამეტე გაკვეთილი

მეთვრამეტე გაკვეთილი როგორც ყოველთვის დავიწყეთ წინა გაკვეთილის გახსენებით, მოსწავლეებმა ხალისით გაიხსენეს შექმნილი თამაშები. შემდეგ მოსწავლეებთან ერთად  ვისაუბრეთ ინტერნეტში ინფორმაციის განთავსებაზე. რა ინფორმაცია აქვთ მათ განთავსებული ინტერნეტში, ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია თუ არა. გამოვიკვლიეთ ვინ უფრო დიდი კვალი დატოვა ინტერნეტში თაგვმა თუ სპილომ. საბოლოოდ მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნა რა ინფორმაცია უნდა განათავსონ ინტერნეტში და რა ინფორმაცია არა.  ამის შემდეგ ინდივიდუალურად დაურიგდათ სამუშაო ფურცლები, სადაც დაშიფრული იყო სიტყვები, მათ უნდა ეპოვათ ეს სიტყვები და შემოეხაზათ, ასევე ამ სიტყვებიდან უნდა გამოეყოთ ის ინფორმაცია, რომლის განთავსებაც არ შეიძლება ინტერნეტ სივრცეში. ასევე უნდა ეპოვათ ცხოველი რომელმაც დატოვა ისეთი ციფრული ნაკვალევი, რომლის გამოც ყველაზე მეტი საფრთხე დაემუქრებოდა. ბოლოს მოსწავლეებმა code.org -ზე  შეასრულეს  ტესტები.

 

9

მეჩვიდმეტე გაკვეთილი

მეჩვიდმეტე გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ეს კურსში შემავალი ყველაზე თავისუფალი აქტივობაა. ამ გაკვეთილში მოსწავლეებმა ანიმირებული ისტორიის შესაქმნელად აქამდე ნასწავლი კოდირების უნარების გამოყენება შეძლეს. საბოლოო ეტაპზე სტუდენტებს ჰქონდათ საკუთარი ისტორიის შექმნის სრული თავისუფლება, მათ შექმნეს საკუთარი თამაშები სადაც მათთვის სასურველი პერსონაჟები მონაწილეობდბენ. ბოლოს დასრულებული თამაშის ბმულები ონლაინში გამოაქვეყნეს.

9

მეთექვსმეტე გაკვეთილი

მეთექვსმეტე გაკვეთილი დავიწყეთ წინა გაკვეთილის გახსენებით. შემდეგ მოსწავლეებმა code.org - ის პლატფორმაზე  გააკეთეს  საკუთარი ფლაპის თამაში რომელშიც მოვლენის დამმუშავებლის საშუალებით დაკავშირდა  მაუსზე დაწკაპუნება და ობიექტის ურთიერთქმედება. გაკვეთილის ფინალურ ეტაპზე მოსწავლეებმა დაამუშავეს და გააზიარეს საკუთარი თამაშები. ასევე გადავეცი სერთიფიკატები .

9

მე-15 გაკვეთილი

მე-15 გაკვეთილზე მოსწავლეებს ავუხსენი რას ნიშნავს მოვლენა. რომ იგი წარმოადგენს  რაიმეს გამომწვევ მოქმედებას. მოვლენები შესანიშნავი გზაა წინასწარ დაწერილი ალგორითმისთვის სახესხვაობის დასამატებლად. მოსწავლეებმა შეასრულეს სახალისო დავალებები: "ღილაკებს" მიანიჭეს "მოვლენები" რომლებიც აცნობენ თუ რა უნდა გააკეთონ. ამის შემდეგ მოსწავლეებს დაურიგდათ სამუშაო ფურცლები, სადაც დაუკავშირეს ერთმანეთს ნახატების და ღილაკების შესაფერისი კომბინაციები. შემდეგ კი სუარათების და სიმბოლოების გამოყენებით ცეკვის დროც დაგდგა. მოსწავლებმა ძალიან იხალისეს.

9

მეთოთხმეტე გაკვეთილი

მეთოთხმეტე გაკვეთილი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. ამ გაკვთილში მოსწავლეებმა ისწავლეს კიდევ ერთი ახალ სიტყვა ორობითი. ავუხსენი მოსწავლეებს რპმ ინფორმაციის წარმოდგენა თუ როგორ ხდება ბინარული სისტემის, ანუ ორობითი სისტემის მეშვეობით.. მოსწავლეებმა  ინდივიდუალურად იმუშავეს სამუშაო ფურცლებზე, სადაც ორობითი გაშიფვრის გასაღებში  იპოვეს  საკუთარი სახელის პირველი ასო,  გააფერადეს სამაჯურზე წარმოდგენილი კვადრატები არჩეული ასოს გასწვრივ. ჯგუფი დავყავი ოტხკაციან გუნდებათ. მათ ორობითი შრიფტის მეშვეობით შექმნეს ოთხასოიანი სიტყვე თითოეულმა ერთი ასო გაშიფრა და მოწინააღმდეგე გუნდს გადასცა სიტყვის ამოსაცნობად, გუნდებმათავი იოლად გაართვეს. დაურიგდათ სამუშაო ფურცლები, სადაც ორობითი კოდებით დაშიფრული იყო შეტყობინება, მათ ამოიცნეს რა ეწერა და დაწერეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. ბოლოს მოსწავლეებმა code.org -ზე  შეასრულეს  ტესტები.

9

მეცამეტე გაკვეთილი

მეცამეტე გაკვეთილი დავიწყეთ წინა გაკვეთილის გახსენებით,  მოსწავლეებმა გაიხსენეს რა იყო პირობითი ბრაძანება მოიყვანეს შესაბამისი მაგალითები. ფურცლებისა და ბანქოს სამი კარტით მათ შექმნეს ბრძანებების თანმიმდევრობა. გაკვეთილი ძალიან გახალისდა როცა პროგრამის დაწერა მოუწიათ სამი ფერის კამფეტებისთვის,თითოეულმა ჯგუფმა სხვალასხვა პროგრამა დაწერა, მაგალითად თუ წითელი კამფეტი იყო თავისთვის უნდა დაეტოვებინა,თუ ყვითელი ამოუვიდოდა სხვისთვის მიეცა, ნარინჯისფერი უკან უნდა ჩაებრუნებინა. სეგროვილი კამფეტები ჯგუფის წევრებმა თანაბრაგ დაინაწილეს. შემდეგ დავუბრუნდით კომპიუტერულ ლაბორატორიას მოსწავლეები  შევიდნენ code.org -ზე და შეასრულეს  პრაქტიკული დავალებები. ამ გაკვეთილში მოსწავლეებმა პირობითი ბრძანებების გამოყენება შეძლეს  ფუტკართან. 

9

2017-03-20


9

2017-03-15

ორობითი სამაჯურები                                                      


მეთოთხმეტე გაკვეთილი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. ამ გაკვთილში მოსწავლეებმა ისწავლეს კიდევ ერთი ახალ სიტყვა ორობითი, რაც  ინფორმაციის მხოლოდ ორი პარამეტრით ჩაწერის გზაა. მოსწავლეებს  პრეზენტაციის თანმხლებით ვესაუბრე ორობით სისტემაზე, ინფორმაციის საზომ ერთეულებზე. მოსწავლეებმა  ინდივიდუალურად იმუშავეს სამუშაო ფურცლებზე, სადაც ორობითი გაშიფვრის გასაღებში  იპოვეს  საკუთარი სახელის პირველი ასო,  გააფერადეს სამაჯურზე წარმოდგენილი კვადრატები არჩეული ასოს გასწვრივ, შემდეგ გამოჭრეს   სამაჯურები და დაიმაგრეს მაჯაზე. ამის შემდეგ იმუშავეს წყვილებში. დაურიგდათ სამუშაო ფურცლები, სადაც ორობითი კოდებით დაშიფრული იყო შეტყობინება, მათ ამოიცნეს რა ეწერა და დაწერეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. ბოლოს მოსწავლეებმა code.org -ზე  შეასრულეს  ტესტები.

9

2017-03-15

 

მე-10 გაკვეთილმაც ხალისით და ინტერესით ჩაიარა. დავიწყეთ შეცდომების გასწორება, შევეჩეხეთ ახალ თავსატეხებს, რომლებიც არასწორად იყო შედგენილი, ციკლები დარღვეული და  გამოტოვებული. ასევე მოვიძიეთ ზედმეტი ნაბიჯები და გავასწორეთ.

გაკვეთილის ბოლოს ბავშვები შევიდნენ საიტზე code.org და პრაქტიკულად დაასრულეს დავალება.

9

2017-03-06

მეცხრე გაკვეთილმა ყველაზე მხიარულად და ხალსიანად ჩაიარა. მოსწავლეებთან ერთად გავაკეთეთ შეცდომების გასწორების (დებაგის) აქტივობა, რომელიც განვახორციელეთ სკოლის სპორტულ დარბაზში. დარბაზის ერთ ბოლოში მოსწავლეებს დავულაგე მზა ნახატები, ხოლო მეორეში ცარიელი უჯრებიანი ფურცლები, რომლებშიც მოსწავლეებს უნდა გაემეორებინათ ნახატების გამეორება ალგორითმის ინსტრუქციების მეშვეობით. მოსწავლეები დავყავი 3 ჯგუფად და შევაჯიბრე ერთმანეთს.

ამ აქტივობამ მოსწავლეებში იმდენად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ კიდევ გამოთქვეს სურვილი მსგავსი აქტივობების განხორციელებისთვის.


იხილეთ ვიდეო 

9

2017-03-01



მერვე გაკვეთილზე მარტივი მოძრაობების გამოყენებით გავიმეორეთ ცოკლები. გაკვეთილის მსვლელობისას საიტზე youtube.com მოვიძიეთ ცეკვები, რომლებიც შეიცავდა ციკლებს. მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ თუ რომელი მოქმედებები მეორდებოდა ციკლებად. გავიხსენეთ კიდევ თუ სად გვხვდებოდა ცხოვრებაში ციკლები. როდესაც მოსწავლეები  იყენებენ ციკლებს აქტივობის გასამეორებლად (მაგ. ნექტარის მოგროვება),  ფიქრობენ  აქტივობის წინა და მომდევნო მოძრაობაზე.

იხილეთ ვიდეო 

9

2017-02-27

მეშვიდე გაკვეთილზე მივუბრუნდით კვლავ მხატვარს და შევქმენით უფრო რთული გამოსახულება. მოსწავლეები წინასწარ დახატული სხვადასხვა ფიგურების გამეორებას ცდილობდნენ იოლი მოქმედებების დახმარებით. ყურადღება გავამახვილეთ ერთნაირი გვერდებისა და კუთხეების მქონე ფიგურებზე დამოსწავლეები უთითებდნენ ერთმანეთს თუ როგორ დაეხატათ ეს ფიგურები ადრე ნასწავლი ინსტრუქციების გამოყენებით.

მეშვიდე გაკვეთილსაც, ისევე როგორც წინა გაკვეთილებს, ბავშვებმა დიდი ხალისით გაართვეს თავი.


იხილეთ ვიდეო 

9

2017-02-22

მეექვსე გაკვეთილზე გამოვიყენეთ ციკლები, რომლის საშუალებითაც გავაკეთეთ  დავალება თუ როგორ გვემოძრავებინა ფიგურა ლაბირინთებში.  ყველა მოსწავლე მაქსიმალურად ჩართული იყო პროცესში

უმრალესობამ ინტერესით შეასრულა დავალება ბოლომდე.

იხილეთ ვიდეო

9

2017-02-20

მე-5 გაკვეთილმა ისევე, როგორც წინა გაკვეთილებმა ხალისით და ინტერესით ჩაიარა. გავეცანით ალგორითმის ჩაციკვლის ფუნქციას. ასევე, ბავშვებმა მოიყვანეს მაგალითები თუ სად ხვდებიან ცხოვრებაში ციკლის ალგორითმს.

იყვნენ ბავშვები, რომლებმაც დამოუკიდებლად გადალახეს მომდევნო საფეხურები და დიდი ენთუზიაზმით ეხმარებოდნენ იმ ბავშვებს რომლებსაც გაუჭირდათ დავალების შესრულება.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთნაირად ვერ ითვისებს და ზოგს ცოტათი უჭირს, ის ბავშვებიც კი დიდი ინტერესით ისმენენ გაკვეთილს და აკეთებენ დავალებას.

იხილეთ ვიდეო 

9

2017-02-15

მეოთხე გაკვეთილმაც დიდი ინტერესი და ხალისით ჩაიარა. ბავშვებმა თამაშის შექმნისას გამოიყენეს წინასწარ მიღებული ცოდნა ალგორითმის შესახებ და ამას დავამატეთ ახალი მცნება - ჩაციკლვა.  დღეს ავუხსენი მათ ციკლის შესაბამისი ბლოკი, თუ როგორ უნდა გავამეორებინოთ მოქმედებები ნაკლები ბლოკების დახმარებით. ბავშვები დიდი სიხარულით აკეთებდნენ თავიანთ დავალებებს და ასევე აქტიურად ეხმარებოდნენ ერთმანეთს. დარჩნენ ბავშვები, რომლებიც ვერ ჩაეტივნენ დროში და ბოლომდე ვერ შეასრულეს დავალება, შესაბამისად ვთხოვე რომ სახლში დაემთავრებინათ დავალება. 
იხილეთ ვიდეო
9

2017-02-13

გაკვეთილი #3

მესამე გაკვეთილზე ერთად გავიხსენეთ ალგორითმის არსი და გავაცანი, როგორ უნდა დაელაგებინათ ბლოკები თამაშის ANGRY BIRDS-ის მაგალითზე. ამის შემდეგ შეუდგნენ იმ ნაბიჯების შესრულებას, რომლებიც იყო დავალებაში მოცემული. ბავშვების ინტერესი გამოიწვია თამაშის აწყობაში მათმა ჩართულობამ. აბსოლიტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად და დიდი ხალისით გაართვა თავი მიცემულ დავალებებს.

იხილეთ ვიდეო

 
9

2017-02-08

გაკვეთილი #2

გაკვეთილზე მესწრებოდა 21 ბავშვი, მათ შორის 7 გოგონა 14 ბიჭი. მეორე გაკვეთილმაც ისევე, როგორც პირველმა გაკვეთილმა ინტერესი და ხალისი გამოიწვია ბავშვებში. ერთნაირი აქტიურობით იყვნენ ჩართულები როგორც ბიჭები, ასევე გოგონებიც.
ერთად გავიხსენეთ პირველ გაკვეთილზე ნასწავლი სიტყვა ალგორითმის მნიშვნელობა და ჩამოვათვლევინე მაგალითები თუ რომელი აქტივობები შეგვიძლია დავყოთ ალგორითმებად. დავურიგე სამუშაო ფურცლები და გავაცანი ინსტრუქციები თუ როგორი ალგორითმის დახმარებით შეგვიძლია გავაკეთოთ ქაღალდის თვითმფრინავი.
გაკვეთილზე მესწრებოდნენ სკოლის საინფორმაციო მენეჯერი და სასწავლო ნაწილის გამგე, რომლებიც დაინტერესდნენ გაკვეთილის პროცესით და შემდგომი გაკვეთილებისთვის კიდევ უფრო მეტ თანადგომას დამპირდნენ.
9

2017-02-06

გაკვეთილი #1

პროგრამირების კლუბების საპილოტე პროექტის ფარგლებში რუსთავის N20-ე საჯარო სკოლაში პირველი გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილზე ბავშვებს ვესაუბრე კოდინგის გაკვეთილების შესახებ. გავაცანი საიტი Code.org, დავარეგისტრირე საიტზე და შევქმენით ახალი კლასი. შემდეგ გავაცანი სიტყვა ალგორითმის მნიშვნელობა. დავურიგე სამუშაო ფურცლები და ავუხსენი როგორ უნდა დაეწერათ ალგორითმი ფურცლებზე მოცემული დავალებების შესაბამისად. ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია თავად პროექტმა და შესაბამისად პირველმა გაკვეთილმაც ინტერესით და ენთუზიაზმით ჩაიარა.
იხილეთ ვიდეო