თავისუფალი გაკვეთილები

ხელოვნების სტუდია

იამზე გიგიაძე
7,8
ხელოვნება
Free lesson title სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლა

ვარციხის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების საპილოტე პროექტის ფარგლებში ჩამოვაყალიბეთ ხელოვნების სტუდია, რომელშიც  მე-7  მე-8 კლასის მოსწავლეები გაერთიენდნენ. შემოქმედებითი სტუდია მიზნად ისახავს მოსწავლეებში შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარის განვითარებას სხვადასხვა მასალისა და განსხვავებული ხერხების გამოყენებით. მოსწავლეებს შექმნილი აქვთ შესაბამისი სამუშაო გარემო. მაღალია ჩართულობა და აქტივობა მოსწავლეთა და მათი მშობლების მხრიდან.

4

ხელოვნების სტუდია

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

5 / 12 / 2017 წ.

შემაჯამებელი მუშაობა

ჩატარდა დასკვნით  თავისუფალი გაკვეთილი.  მოსწავლეებმა გაიხსენეს და შეაჯამეს განვლილი მასალა. ისაუბრეს, თუ რატომ იყო საჭირო ეს გავეთილები, გამოთქვეს  მოსაზრებები, დაურიგდათ წინასწარ მომზადებული ბარათები, სადაც მოსწავლეებმა შეძენილი ცოდნის საფუძველზე გააკეთეს ჩანაწერები იმასთან დაკავშირებით, თუ 5ა ცოდნა უნარების განვითარებას შეუწყო  ხელი  თავისუფალმა გაკვეთილებმა. გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისათვის.

 მოსწავლეებმა შეძლეს განვლილი მასალიდან დასკვნების გამოტანა  და შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენა. 

 

9

28 / 11 / 2017 წ.

XIX გაკვეთილი

ჩვენ გვიყვარს ქარგვა

ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი ქარგვის მიმართულებით. მოსწავლეებმა გააგრძელეს წინა გაკვეთილზე დაწყებული მუშაობა, გაამდიდრეს და გაამრავალფეროვნეს ქარგვის ნიმუშები, შექმნეს საინტერესო კომპოზიციები. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ცოდნა-გამოცდილება, მოხდა ნამუშევრების განხილვა.

 მოსწავლეებს განუვითარდათ ფანტაზიისა და საკომუნიკაციო  უნარ-ჩვევები.

9

21 / 11 / 2017წ.

XVIII გაკვეთილი

შემოდგომის ფერები

  გაკვეთილი დაეთმო შეგროვილი ინფორმაციის მიმოხილვას, ოჯახებში ბებიებისა და დედებისგან ტრადიციებით შემორჩენილი ქსოვილზე ქარგვის ნიმუშების დათვალიერებას და დეტალების გაცნობას. ბავშვებმა  გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და შეუდგნენ საქმიანობას. მოცემული აქტივობით განსაკუთრებით გოგონები დაინტერესდნენ. მოსწავლეებმა შექმნეს ნიმუშები შემოდგომის ფერების გამოყენებით.

 მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი აზროვნების, მსჯელობის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარები. 

9

14 / 11 / 2017 წ.

XVII გაკვეთილი

ქარგვა

     გაკვეთილი დაეთმო ახალ აქტივობას. ამჟამად ბავშვები შეისწავლიან ქსოვილზე ქარგვის ხელოვნებას, მოსწავლეებმა დაათვალიერეს  ვიდეო რესურსი ქარგვის ტექნიკის შესახებ.   განიხილეს   ინტერნეტში მოძიებული სხვადასხვა მასალა, სადაც ნაჩვენები იყო   ქარგვის  ნიმუშები (ქსოვილი, ნევსები, ძაფები). შექმნეს მცირე ზომის სხვადასხვა ესკიზები და ივარჯიშეს გვირისტებით ქარგვაზე. ბავშვები შეთანხმდნენ ოჯახში მოიძიებდნენ და ცოდნა - გამოცდილებას შეიძენდნენ უფროსებისგან ქარგვის სხვადასხვა ტექნიკის  შესახებ და შემდეგი გაკვეთილისთვის მოვიდოდნენ აღჭურვილი  ქარგვისათვის საჭირო მასალით.

 მოსწავლეებმა შეიძინეს ქსოვილზე ქარგვის უნარ-ჩვევები გამოავლინეს პრაქტიკული უნარები.

9

7 / 11 / 2017 წ.

 XVI გაკვეთილი

ბოთლებისგან ფანქრების ჩასადები ყუთის დამზადება

    მოსწავლეთა ინტერესების დაკმაყოფიოლების გათვალისწინებით აღნიშნული მეცადინეობა პრაქტიკულ საქმიანობას დაეთმო. პრაქტიკული  მუშაობა ძირითადად პლასმასის ბოთლების და სხვადასხვა მასალის გამოყენებით განხორციელდა. მოსწავლეებმა გაინაწილეს ფუნქციები და შეუდგნებ შემოქმედებით საქმიანობა. დაამზადეს საინტერესო ნივთები.

 მოცემული აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითობას, წარმოსახვის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

9

31 / 10 / 2017 წ.

XV გაკვეთილი

მოზაიკები ფერადი კენჭებით

მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ  ჩვეულებრივი მასალა  შეიძლება ხელოვნებად იქცეს.  მათმა საკუთარი მოსაზრებისამებრს, ასევე საკუთარი ფანტაზიის გამოყენებით შექმნეს ორიგინალური ნამუშევრები. მოხდა განვლილი მასალის შეჯერება და ნამუშევრების განხილვა-დემონსტრირება.

 მოსწავლეებმა გამოავლინეს კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, ასევე შეფასებისა და თვითშეფასების უნარი.

9

24 / 10 / 2017 წ.

XIV გაკვეთილი

ყველაზე ორიგინალური ჩანაფიქრი

მოსწავლეებისთვის სახალისო აღმოჩნდა ქვებზე, კენჭებსა და ნიჟარებზე  პრაქტიკული მუშაობა. მოსწავლეები ინტერესების მიხედვით დაიყვნენ ჯგუფებად. მოხდა აზრთა შეჯერება. შეთანხმებულად შეასრულეს საინტერესო ნიმუშები.

 ამ აქტივობამ მოსწავლეებში აამაღლა  თანამშრომლობითი და ურთიერთპატივისცემის უნარი.

9

17 / 10 / 2017 წ.

XIII გაკვეთილი

ქვებზე და ნიჟარებზე მუშაობა

   მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა საინტერესო და სა ხალისო მუშაობა კენჭებითა და ნიჟარებით. ჩანაფიქრის განსახორციელებლად მოსწავლეები მუყაოსა და სქელ ქაღალდზე შეუდგნენ ესკიზების გაკეთებას, შემდეგ კი გადაწყვიტეს კომპოზიციების შექმნა. მოსწავლეებმა გამოავლინეს ფანტაზიის უნარი და შემოქმედებითად განახორციელეს პრაქტიკული სამუშაო.

 მოსწავლეებში გამოვლინდა  შემოქმედობითობისა და ფანტაზიის უნარის ამაღლება.

 

 

9

10 / 10 / 2017წ.

XII გაკვეთილი

მარტივი კომპოზიციები კოლაჟით

    მოსწავლეებმა გაიხსენეს წინა მეცადინეობაზე მიღებული ინფორმაცია.   ამ მეცადინეობაზე მოსწავლეებმა  შეაგროვეს სხვადასხვა სახის სამუშაო მასალა-ფერადი ძაფები ღილები, ასანთის ღერები და ა.შ. მოსწავლეები ერთობლივად შეთანხმებულად შეუდგნენ საქმიანობას. სურათის ზედაპირის ფაქტურის შეცვლის მიზნით  ტილოზე აწებებს გაზეთებს, ქსოვილებს, ნაჭრებს, აფიშების ფრაგმენტებს და  სარკის ნატეხს, საათის  მექანიზის ნაწილებს და სხვა ბუნებრივ თუ ხელოვნურ მასალას. მოახდინეს განსხვავებული მასალით მარტივი კომპოზიციების შექმნა.

 მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრება თუ  რამდენად საინტერესო იყო მოცემულ დავალებაზე მუშაობა სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით.

 მოსწავლეებში მოხდა თანამშრომლობითი ,  შემოქმედებითი  და პრაქტიკული უნარ ჩვევების განვითარება

9

6 / 10 / 2017 წ.

 XI გაკვეთილი

კოლაჟები

     მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო სახვითი ხელოვნების განსაკუთრებული ხერხი კოლაჟი, რომელმაც გამოყენება პოვა დეკ-გამოყენებით ხელოვნებაში XX ს-ის I ნახევარში და ავანგარდისტების მიერ შემოღებული იქნა , როგორც ექსპერიმენტული ფორმა აღქმის სიმწვავის გასაძლიერებლად. ბავშვებმა დაათვალიერეს მხატვართა ნამუშევრები, განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართველი მხატვრის დ. კაკაბაძის ნამუშევრებით.

მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები წარმოდგენილ ნამუშევრებზე, იმსჯელეს თითოეული მათგანის ირგვლივ. აღნიშნეს თუ რა დეტალები გამოიკვეთა თითოეულ ნამუშევარში. აღნიშნეს თუ რომელმა ნამუშევარმა როგორი შთაბეჭდილება შეუქმნა  მათ, რომელ მათგანში შეცვლიდნენ რაიმეს და რატომ.

 მოხდა მოსწავლეთა ცოდნის შეძენა, ხელოვნების ნაწარმოებებზე დაკვირვების, მსჯელობისა და შეფასების უნარის განვითარება.

9

3 / 10 / 2017წ.

X გაკვეთილი

მძივებითა და  ღილებით სხვადასხვა ორნამენტების შექმნა

მოცემული გაკეთილი ძირითადად პრაქტიკულ საქმიანობას დაეთმო.  მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ემუშავათ წყვილებში.  მოიძიეს  სხვადასხვაგვარი სამუშაო მასალა  და მისი გამოყენებით შეუდგნენ ორიგინალური ნივთების დამზადებას. (მძივებით, ღილებით) შექმნეს ლამაზი კომპოზიციები. მოსწავლეებში სუფევდა თანამშრომლობითი და ურთიერთკეთილგანწყობილი გარემო. ბავშვები თვალყურს ადევნებენ ერთმანეთის მუშაობის პროცესს, ყურადღებას ამახვილებდნენ ინოვაციის გამოვლენაზე, სხვადასხვა მასალის შემოქმედებით მიდგომაზე.

მოსწავლეებმა დაამზადეს ლამაზი და ორიგინალური ნიმუშები. შექმნეს მარტივი ნაკეთობები. მოხდა ნამუშევრების გამოფენა.

პრაქტიკული საქმიანობის პროცესში მოსწავლეებს განუვითარდათ წარმოსახვისა  და შემოქმედებითობის უნარი.

      

9

29 / 09 / 2017წ.

IX გაკვეთილი

დეკორატიული ნივთების დამზადება 

 მოცემული გაკვეთილის თემაა  დეკორატიული ნივთების დამზადება  თვლებითა  და სხვადასხვა მასალის გამოყენებით. მოსწავლეებმა ისაუბრეს  ნივთებზე, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. აღნიშნეს, რომ მათ მიერ განხილული ნივთებიდან თუ რომელი მიეკუთვნება გამოყენებით ხელოვნებას და რატომ? ყურადღება გაამახვილეს ნივთების შემკულობაზე, გაფორმებაზე, ორნამენტზე. მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია, თუ როგორ ჩამოყალიბდა ორნამენტები,(მცენარეული, გეომეტრიული და სხვა სახის ორნამენტები). მოსწავლეება  შექმნეს გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, გააკეთეს რაიმე ნივთი ( მძივები, სუვენირები ...) და მორთენ მათთვის სასურველი ორნამენტებით. მოსწავლეები მუშაობენ სურვილისამებ ინდივიდუალურად, ან წყვილებში.

 მოცემული გაკვეთილის მიზანს წარმოადგენს  ხელოვნების ნიმუშების აღქმის უნარების ჩამოყალიბება, ინტერესის და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი.

 

9

26 / 09 / 2017წ.

 VIII გაკვეთილი

ორიგინალური ჩარჩოების დამზადება

 შემოქმედებითი ჯგუფის მოსწავლეები ხალისით შეუდგნენ წინა მეცადინეობაზე დაწყებულ საქმიანობას. მასწავლებელი მოსწავლეებს სთავზობს იმუშაონ უჩვეულო(სხვადსხვა) მასალით, ახალი ხერხების აღმოჩენით. გამოავლინონ კრეატიული აზროვნება.

დასკვნით ნაწილში მოეწყო გამოფენა და მოსწავლეებმა გადაიღეს სახალისო ფოტოები.

მოცემული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითობის, ფანტაზიის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.

9

22 / 09 / 2017წ.

VII გაკვეთილი

ფოტოს ჩარჩოს დამზადება

   მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს შეარჩიონ სასურველი სამუშაო მასალა , გამოიყენონ შემოქმედებითი ფანტაზია და შექმნან მრავალფეროვანი ნამუშევრები. მოცემულ მეცადინეობაზე უნდა დაამზადონ ფოტოს ჩარჩო სხვადასხვა მასალებისგან. მოსწავლეები განლაგდნენ ჯგუფებად და ხალისით შეუდგნენ მუშაობას.  მათმა  შექმნეს მრავალფეროვანი და საინტერესო ნიმუშები,    იმუშავეს როგორც განსხვავებული მასალით, ასევე განსხვავებული ხერხებით.

მოცემული აქტივობა ხელს უწყობს თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

   

 

 

9

19 / 09 / 2017

VI გაკვეთილი

საუბარი ხელოვნებაზე

   მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ისაუბრონ ხელოვნების შესახებ. გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები თუ რა როლს ასრულებს ხელოვნება მათ ცხოვრებაში. ხელოვნების რომელი დარგი აინტერესებთ და რატომ. როგორ იყენებენ თავისუფალ დროს და რა არის დაკავშირებული ხელოვნებასთან მათ საცხოვრებელ გარემოში. ხელოვნების რომელი დარგის ნიმუშებს  ხვდებიან  ქალაქშის ქუჩებში, მოედნებზე. რამდენად აინტერესებთ გამოფენებზე, სპექტკლებსა და სხვა სანახაობებზე დასწრება და სხვა.

მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, გამოავლინეს დამოკიდებულება ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი. გაიხსენენ  და დაასახელებეს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები, რომელიც  გარემოში ხვდებათ. გაუზიარეს ერთმანეთ სხვადასხვა სახის სანახაობებზე მიღებული შთაბეჭდილებები. გამოთქვეს აზრი, თუ რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ხელოვნება ადამიანის ცხოვრებასთან.

მასწავლებელმა მოახდინა მოსწავლეთა ზოგადი ცოდნის შემოწმება ტესტების  საშუალებით, რომელიც  წინასწარ ჰქონდა  შემუშავებული.

 მოცემული აქტივობით მოხდა მოსწავლეთა ჩაბმა შემოქმედებით და საინტერესო საქმიანობაში, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში მშვენიერების განცდისა და წარმოსახვის უნარის  განვითარებას. მოსწავლეებმა მზაობა გამოხატეს შემდეგი გაკვეთილისთვის. მოიძიებდნენ და მოიმარაგებდნენ საჭირო მასალას.

9

2017-06-13

გაკვეთილი V

        დეკორატიული ნამუშევრების შექმნა

   შემოქმედებითი სტუდიის ბავშვებმა გააგრძელეს წინა გაკვეთილზე დაწყებული საქმიანობა.შექმნეს კეთილგანწყობილი გარემო.  მოიტანეს ძველი  ჟურნალ-გაზეთები, რომელიც გამოიყენეს შემოქმედებითად და საკუთარი მოსაზრებისამებრ დაამზადეს  საინტერესო ნამუშევრები .მოახდინეს შეძენილი ცოდნის შეჯერება და ნამუშევრების გამოფენა.

9

2017-06-06

გაკვეთილი IV

       დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება

 გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცვნენ დეკორატიული-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს. დაათვალიერეს ვიდეო რესურსი, ვისაუბრეთ ხელოვნების ნიმუშების დანიშნულებაზე, მათთვის დამახასიათებელ ნიშნებზე, მოხდა აზრთა გაზიარება საილუსტრაციო ნიმუშებთან დაკავშირებით. მოსწავლეები გაერთიანდნენ ჯგუფებად ინტერესების მიხედვით და დაიწყეს შემოქმედებითი საქმიანობა.   

9

2017-05-30

გაკვეთილი III

       ძერწვის ნიმუშების გამოფენა-განხილვა

    მოსწავლეები ხალისით შეუდგნენ წინა მეცადინეობაზე დაწყებულ სამუშაოებს, მათ უხარიათ და მოსწონთ ის რასაც აკეთებენ, პოზიტიურად არიან განწყობილი სასწავლო პროცესისადმი. მოსწავლეებმა ინდივიდუალურად, ჯგუფურად და წყვილებში (სურვილისდა მიხედვით) დაასრულეს წინა გაკვეთილზე დაწყებული სამუშაოები და შექმნეს საინტერესო ნიმუშები. მოცემული აქტივობა ხელს უწყობს მცირე მოტორიკის, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

9

2017-05-23

 გაკვეთილი  II

           ძერწვა სხვადასხვა მასალისაგან

     შემოქმედებითი სტუდიის ბავშვებმა მოიტანეს სხვადასხვაგვარი საძერწი მასალა .(თიხა, პლასტილინი, კინეტიკური ქვიშა, ტყლარწი, ცომი....) ინტერესებისა და არსებული რესურსის  მიხედვით მოხდა მოსწავლეთა დაწყვილება.  შეძენილი ცოდნისა და საკუთარი ფანტაზიის საფუძველზე  ბავშვები  ხალისით შუდგნენ  მუშაობას.  შექმნეს პატარა სუვენირები. ბავშვებმა გამოძერწილი ფიგურები გაამზადეს გამოსაშრობად_რათა შემდეგ შეხვედრაზე ფიგურები გუაშის საღებავებით შეღებონ. გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი და შინაგანი მოტივაცია.

     

9

2017-05-16

გაკვეთილი I

        თიხის წარმოების ტრადიციები

    მოსწავლეები გაეცვნენ ძერწვის ხელოვნებას,საძერწ მასალებს და დაათვალიერეს   მისგან შექმნილი ნიმუშები.თიხაზე მუშაობის უკეთ გაცნობის მიზნით ვეწვიეთ ჩვენს სოფელში მცხოვრებ ხვიჩიების ოჯახს ,რომლებიც ტრადიციულად ამზადებენ კეცებს, მომავალ თაობას უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და არ კარგავენ უძველეს ტრადიციებს. ბავშვებმა ოჯახის წევრებისგან შეიტყვეს თიხის მოპოვების და დამუშავების შესახებ.დაათვალიერეს კეცების დასამზადებლად განკუთვნილი შენობა-დანადგარები და ჩაერთვნენ მუშაობის პროცესში.

მოსწავლეებმა გამოხატეს მზაობა- შემდეგი გაკვეთილისთვის შექმნინენ ძერწვის ნიმუშებს და მორთავდნენ დეკორატოული ელემენტებით.