თავისუფალი გაკვეთილები

ჩვენი სახელები და სახეები

ლალი პართენიშვილი
7,8
ინტელექტუალური
Free lesson title სსიპ - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა

ჩვენმა სკოლამ "თავისუფალი გაკვეთილების" პროექტის ფარგლებში ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულებით აირჩია კატეგორია "ლიდერთა კლუბი". კურსის მიზანია მოსწავლეებმა აღმოაჩინონ და შეისწავლონ წარმატებული ადამიანების ისტორიები, გააანალიზონ მათ მიერ გავლილი გზა და მიღწეული წარმატებები, აიმაღლონ ზოგადი განათლების დონე.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დაიყოფიან ორ ჯგუფად და საკუთარი სურვილით შეარჩევენ ისტორიულ გმირებსა და თანამედროვე წარმატებულ პიროვნებებს, მოახდენენ მათი ბიოგრაფიის კვლევას და მოინახულებენ მუზეუმებს, რის შემდეგაც ერთმანეთს წარუდგენენ პრეზენტაციებს სხვადასხვა სახით (ბუკლეტების, Power Point-ის, კედლის გაზეთის და ა.შ. საშუალებით).

კურსის დასასრულს მოსწავლეები შეაჯამებენ შესწავლილ მასალას და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ სკოლის პედაგოგებსა და თანატოლებს.

4

ჩვენი სახელები და სახეები

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

2017-06-12

გაკვეთილი 5. პრაქტიკული მუშაობა

მეხუთე გაკვეთილზე  თემასთან დაკავშირებული მოძიებული მასალებისა და ფოტოების საფუძველზე მოსწავლეებმა განახორციელეს პრაქტიკული მუშაობა. ერთი ჯგუფი მუშაობდა Power-Point-ში კოტე მარჯანიშვილის შესახებ, ხოლო მეორე ჯგუფი კი მეფე ერეკლე მეორეზე. გარდა ამისა, მოსწავლეებმა იმუშავეს ბუკლეტებზე.

9

2017-06-05

გაკვეთილი 4. ექსკურსია თელავში

კურსის ფარგლებში მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად დაგეგმა ექსკურსია თელავში "ბატონის ციხის" სანახავად. მოსწავლეებმა მოინახულეს ის ისტორიული ადგილები, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა "პატარა კახი". ბავშვები გაესაუბრნენ მუზეუმის თანამშრომელს, რომელმაც მდიდარი ინფორმაცია მიაწოდა "ბატონის ციხის" ისტორიის, მეფე ერეკლე მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

9

2017-05-29

გაკვეთილი 3. ექსკურსია კოტე მარჯანიშვილის მუზეუმში

მოსწავლეებმა განახორციელეს გასვლითი გაკვეთილი-ექსკურსია კოტე მარჯანიშვილის მუზეუმში. მუზეუმის გიდმა ბავშვებს გააცნო დიდი ქართველი რეჟისორის ცხოვრება და მოღვაწეობა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სახლი, სადაც დაიბადა და იზრდებოდა კოტე მარჯანიშვილი. მუზეუმში ასევე გამოფენილი იყო საექსპოზიციო სურათები, თეატრალური კოსტიუმები, მარანი, სადაც გიმნაზიის მოწაფეობისას კოტე მარჯანიშვილი დგამდა წარმოდგენებს.

ექსკურსიის საშუალებით მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ცოდნა და მიღებული დამატებითი ინფორმაცია ასახეს ფოტო და ვიდეო მასალებში.

9

2017-05-22

გაკვეთილი 2. შერჩეულ გმირებზე ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება

მეორე გაკვეთილზე ერთმა ჯგუფმა ნახა დოკუმენტური ფილმი კოტე მარჯანიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რა დროსაც მეორე ჯგუფი ეცნობოდა სკოლის ბიბლიოთეკაში არსებულ თეორიულ მასალას მეფე ერეკლე მეორის შესახებ.

მცირე პაუზის შემდეგ მოსწავლეებმა ინტერნეტში მოიძიეს პრეზენტაციისთვის საჭირო ფოტო და თეორიული მასალა.

9

2017-05-15

გაკვეთილი 1. კურსის შესავალი - ჩვენი თანამედროვეობისა და ისტორიული გმირების შერჩევა

პირველ გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ პროექტის მიზანს და ისაუბრეს შესარჩევი გმირების შესახებ. მოსწავლეები დაიყვნენ ორ ჯგუფად. პირველმა ჯგუფმა აირჩია კოტე მარჯანიშვილი, როგორც ყვარელში დაბადებული შემოქმედი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. მეორე ჯგუფმა კი არჩევანი გააკეთა მეფე ერეკლე მეორეზე, რადგან თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით "პატარა კახი" მოსწავლეებში დიდ ინტერესს აღძრავს.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა და გაეცნენ ლიტერატურას აღნიშნულ ისტორიულ პირებზე.