თავისუფალი გაკვეთილები

რევაზ ინანიშვილის ნოველების გაცნობა

ცავრინა ბაბუნაშვილი
7,8
წიგნიერება
Free lesson title სსიპ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლა

  წიგნიერების გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნობიან რევაზ ინანიშვილის ნოველებს. მეტს გაიგებენ ავტორის შესახებ, წარმოსახვით იმოგზაურებენ პერსონაჟების ხასიათებსა და ზრახვებში, რაც შექმნის იმის წინაპირობას, რომ მოსწავლემ გააცნობიეროს კითხვის სარგებლიანობა.  ჩამოუყალიბდეთ გემოვნება, წამოსახვისა და ფანტაზიის უნარები.  ხარისხიანი ლიტერატურის კითხვა  ახალგაზრდებს გაუფართოებთ გონებრივ თვალსაწიერსა და ცნობიერებას.

4

რევაზ ინანიშვილის ნოველების გაცნობა

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,, სად ცხოვრობს მეზღაპრე "

            22.12.2017

   მოსწავლეებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,,სად ცხოვრობს  მეზღაპრე" . გადმოსცეს წაკითხულის შთაბეჭდილება დაიმახსოვრენ მნიშვნელოვანი ფრაზები . მათ  აღნიშნეს , რომ მწერალმა ომებისა და ძარცვა - რბევის დათრგუნვა სილამაზით მოისურვა . ბოლოს  შეავსეს მოთხრობის (ამბის) რუქა.

 

9

რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,, ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები "

      21.12.2017

   მოსწავლეებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა , ერეკლე  მეფე და ანანურელი ულამაზოები " კითხვა- პასუხისა და დიალოგის საშუალებით გამოკვეთეს პერსონაჟები და შექმნეს  პერსონაჟების რუქა . მათ აღნიშნეს , რომ  მოთხრობა საშინელ ტკივილს ასახავს , კრწანისის ომში დამარცხებული ქვეყანა, რომ განიცდიდა. ბოლოს შეავსეს მოთხრობის (ამბის) პირამიდა. 

9

რევაზ ინანიშვილის ნოველა ,, წიგნი"

   18.12.2017

   მოსწავლეებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის ნოველა ,,წიგნი " . დაიმახსოვრენ მნიშვნელოვანი ფრაზები , აღნიშნეს , რომ წიგნმა ხატის როლი შეასრულა, ბიჭის სულში სიყვარული ჩათესა , ,, ხატივით გვქონდა დასვენებული ის წიგნი " ... დაასკვნეს , რომ გადარჩენის გზა ეს არის - სიყვარულით ვიცხოვროთ და ცოდვას თავი ავარიდოთ. ბოლოს შეავსეს მოთხრობის (ამბის) რუქა. 

9

რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,, წვიმასა და მზეში "

    14.12.2017 

    მოსწავლეებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,, წვიმასა და მზეში " . წაკითხულის შთაბეჭდილება გადმოსცეს კითხვარ- პასუხისა და დიალოგის საშუალებით . მათ აღნიშნეს ,რომ არაფრით გამორჩეული, ბიჭისთვის თევზაობაც პოეზიაა, ბუნების ჯანყიც მზეცა და წვიმაც , ყანაც და მდინარეც ...   მოთხრობამ ბავშვებს დაანახა ,  რომ ბუნების სილამაზის ამოკითხვა ასწავლის ქვეყნის სიყვარულს და თავისუფლების საგალობელსაც აღავლენს. ,, წვიმასა და მზეში " ბუნების ზეიმია. 

9

რევაზ ინანიშვილის ნოველები ,, მოხეტიალე მუსიკოსი " და ,, დედა"

     8.12.2017

   მოსწავლეებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები ,,მოხეტიალე მუსიკოსი"  და ,,დედა". გადმოსცეს წაკითხულის შთაბეჭდილება,  კითხვა პასუხისა და დიალოგის საშუალებით. გამოკვეთეს პერსონაჟები და შექმნეს პერსონაჟების რუქა.  ბოლოს შეავსეს ნოველების ( ამბის ) რუქა . 

9

რევაზ ინანიშვილის ნოველა ,, ცისარტყელა "

        7.12.2017 

     მოსწავლეებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის ნოველა ,, ცისარტყელა " . დაიმახსოვრენ  მნიშვნელოვანი ფრაზები. ფანტაზიისა და შესაძლებლობების მიხედვით დახატეს ,, ცისარტყელა" . მათ აღნიშნეს , რომ ,, ცისარტყელა" ლამაზი, ლაღი, სიცოცხლის ხატებაა, რომლის დასანახადაც ფრთხილი კურღელი თავს სწირავს. კურდღლის სიკვდილი ლამაზი აღსასრულია.

9

,,ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება " ( განხილვა )

   30.11.2017.   II  ნაწილი

   მოსწავლეებმა  გაანალიზეს რევაზ  ინანიშვილის მოთხრობაზე გადაღებული ფილმი . გამოკვეთეს პერსონაჟების სახასიათო შტრიხები შექმნეს პერსონაჟების რუქა და ბოლოს დახატეს მთავარი პერსონაჟის პორტრეტი .

9

,, ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება " ( ფილმის ჩვენება )

  30.11.2017   1 ნაწილი

      მოსწავლეებმა პროექტორისა და კომპიუტერის საშუალებით ნახეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობაზე  გადაღებული ფილმი ,, ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება “ გამოკვეთეს პერსონაჟები და დაიმახსოვრენ მნიშვნელოვანი ეპიზოდები. 

9

რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,,ომის ნამდვილი სუნი "

     16.11.2017

  მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობა ,, ომის ნამდვილი სუნი" . გადმოსცეს წაკითხულის შთაბეჭდილება კითხვა-პასუხისა და დიალოგის საშუალებით. გამოკვეთეს პერსონაჟები  და შექმნეს მათი რუქა . დაიმახსოვრენ მნიშვნელოვანი ფრაზები და ბოლოს შეარჩიეს საუკეთესო დასასრული. 

9

რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,, განთავისუფლებული წყალი "

         9.11.2017 

  მოსწავლეებმა  წაიკითხეს მოთხრობა ,, განთავისუფლებული წყალი ".  დაიმახსოვრენ მნიშვნელოვანი ფრაზები და იმსჯელენ მათ ირგვლივ . ფანტაზიისა და  შესაძლებლობების  მიხედვით დახატეს ,, პატარა ნაკადული" .

9

რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,, შორი თეთრი მწვერვალი " და ,, ლეგო "

       2.11.2017  

   მოსწავლეებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის  მოთხრობა  ,, შორი თეთრი მწვერვალი "  და ,, ლეგო" . გადმოსცეს  წაკითხულის შთაბეჭდილება . მათ მოთხრობაში დაინახეს სამშობლოს სიყვარულით  გაჟღენთილი მწერალი , რომელიც  საგანგებოდ ადის ,, თეთრი მწვერვალის"  სანახავად . ფანტაზიისა და შესაძლებლობების მიხედვით  დახატეს  ,, თეთრი მწვერვალი"   და ბოლოს  შეავსეს მოთხრობის (ამბის ) პირამიდა. 

  

9

რ.ინანიშვილის ,, დაგვიანებული რეკვიემი" " ლოცვა"

                       26.10.2017       

     წაკითხულის გადმოცემა კითხვა პასუხისა და დიალოგის მეშვეობით . მოსწავლეებმა გამოკვეთეს პერსონაჟები და მათი სახასიათო შტრიხები . შეავსეს მოთხრობის ( ამბის ) პირამიდა დაიმახსოვრენ მნიშვნელოვანი ფრაზები და იმსჯელენ მათ ირგვლივ. მასწავლებელმა მოსწავლეებს მოასმენია მოცარტის დაგვიანებული რეკვიემი და განუმარტა მის მნიშვნელობაზე.

9

რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,, ლამაზი ქალი"

                      19.10.2017

           რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,,ლამაზი ქალი" განხილვა . წაკითხულის გადმოცემა კითხვა -პასუხისა და დიალოგის მეშვეობით .  კრეატიული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის გასავითარებლად მოსწავლეებმა თვითონვე გააგრძელეს მოთხრობა . შეცვალეს სიუჟეტი . ფანტაზიისა და შესაძლებლობების მიხედვით დახატეს ლამაზი ქალი .

9

მოდიდან გამოსული პოეტი

                               12.10.2017

          რ. ინანიშვილის მოთხრობა ,, მოდიდან  გამოსული პოეტი " წაკითხულის გადმოცემა  კითხვა- პასუხისა  და  დიალოგის  მეშვეობით .

    მოსწავლეებმა  გამოკვეთეს  პერსონაჟები  და მათი  სახასიათო შტრიხები საკუთარი პოზიცია არგუმენტირებული  მსჯელობით  დაიცვეს. შეავსეს  მოთხრობის  ( ამბის ) პირამიდა ფანტაზიისა  და შესაძლებლობების  მიხედვით. დახატეს მთავარი პერსონაჟი.

9

რ. ინანიშვილის მოთხრობა ,, ფერმა მთაში " გადაღებული ფილმის ჩვენება

               5.10.2017

        მოსწავლეებს პროექტორის  მეშვეობით ვაჩვენე რევაზ ინანიშვილის მოთხრობაზე გადაღებული ფილმი   ,, ფერმა მთაში " .  გზადაგზა ვაანალიზებდით ფილმს ჩვენებისას .   გამოვიყენეთ T  დიაგრამა .

        გამოკვეთეს  პერსონაჟების სახასიათო შტრიხები და იმსჯელეს მის ირგვლივ.

9

რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,, სიკვდილი ბარბალე ბადიაურისა

              29.09.2017

   მოსწავლეებმა გამოკვეთეს პერსონაჟები და მათი სახასიათო შტრიხები ( პერსონაჟების რუქის შექმნა). დაიმახსოვრენ მნიშვნელოვანი  ფრაზები  და იმსჯელეს  მათ ირგვლივ. შეარჩიეს  საუკეთესო დასასრული. ,, სიკვდილი ბარბალე ბადიაურისა " ამით კიდევ ერთხელ დაგვაფიქრეს დიდ ჭეშმარიტებაზე - ,, კაცის მთელი ცხოვრება სიკვდილისთვის , ლამაზად , სიკვდილისთვის სამზადისია. "

       ფანტაზიისა და შესაძლებლობების მიხედვით ხატავენ მოთხრობის ფინალს . ( ,, მიწაზე დაცემულმა ერთი ეს შეძლო , მუხლზე კაბა გადაიფარა." ) 

9

ფილმის ჩვენება - ,,არდადეგებზე"

   15 ივნისს, ჩატარდა  წიგნიერების მიმართულებით მეოთხე გაკვეთილი.   რ. ინანიშვილის ნოველა -  ,,  არდადეგებზე" ,ეკრანიზებული ფილმის ნახვა . გაკვეთილი მიზნად ისახავდა  ფილმისა და ნოველის შედარებას, ანალიზის გაკეთებასა და  დასკვნების გამოტანას.  მოსწავლეებმა იმსჯელეს  მსგავსებასა და განსხვავევბებზე. შექმნეს ვენის დიაგრამა.

  ფილმი თუ ნოველა?  ჯერ ფილმი თუ ჯერ ნოველა ? გამოიტანეს დასკვნები , დაწერეს ფილმით მიღებული შთაბეჭდილებები, შეაჯამეს ჩატარებული თავისუფალი გაკვეთილები და შეაფასეს მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები.  

9

,, შუშის ნამსხვრევები " და ,, დედა მარიამი "

  8 ივნისს, ჩატარდა წიგნიერების მიმართულებით მესამე გაკვეთილი.  მოსწავლეებმა განიხილეს  რ.ინანიშვილის  ნაწარმოებები - ,, შუშის ნამსხვრევები "  და ,, დედა მარიამი ". გაკვეთილი მიზნად ისახავდა პერსონაჟებზე დაკვირვებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევის განვითარებას.  ნოველების წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეებმა ისაუბრეს  ტექსტის გარშემო.  გამოკვეთეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, დაახასიათეს პერსონაჟები , შეავსეს პერსონაჟების რუკა .

     ჩატარებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებში აამაღლა არგუმენტებისა  და კონტრარგუმნეტების ჩამოყალიბების , ლოგიკური აზროვნებისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარების პროცესი .

9

,, წალო " და ,,ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი "

       პირველ ივნისს,  ჩატარდა მეორე თავისუფალი გაკვეთილი  წიგნიერების მიმართულებით, თემაზე, რევაზ ინანიშვილის ნოველები: ,, წალო " და ,, ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი".  გაკვეთილი მიზნად ისახავდა ტექსტის წვდომა- გააზრებისა და წარმოსახვის უნარ-ჩვევების განვითარებას.  მასწავლებელმა გამოიყენა კითხვა-პასუხის სტრატეგია. ნოველების წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეებმა ისაუბრეს  ნოველების ირგვლივ.  გამოკვეთეს თემა, იდეა, შეავსეს მოთხრობის ( ამბის) რუკა. ფანტაზიისა და შესაძლებლობების მიხედვით შექმნეს ნახატი - ,, ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი" .

9

ნოველა ,, განგაში"-ის განხილვა

  პირველ გაკვეთილზე, მოსწავლეები გაეცნენ პროექტის მიზანს. მოისმინეს მინი-ლექცია თემაზე - ,,წიგნის როლი ადამიანის ცხოვრებაში" .  მოზარდებს გაუჩნდათ  სურვილი , წაიკითხონ რევაზ ინანიშვილის ყველა ნოველა. იმსჯელონ პერსონაჟებზე, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.  

  წაკითხული იქნა ნოველა - ,, განგაში". კითხვის დაწყებამდე, მოსწავლეები პროექტორის საშუალებით გაეცნენ რ. ინანიშვილის ბიოგრაფიას. ტექსტის წაკითხვის შემდეგ კი ნახეს - ედვარ მუნკის ილუსტრაცია - ,,კივილი", გააცნობიერეს , რა კავშირშია იგი ნოველის სათაურთან .

   გაკვეთილი მიზნად ისახავდა ტექსტის წვდომა-გააზრებას , არგუმენტირებული მსჯელობისა და დისკუსიის უნარების განვითარებას. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა  არგუმენტირებული მსჯელობით გამოხატეს საკუთარი პოზიცია , პარალელები გაავლეს რეალურ ცხოვრებასთან. დაახასიათეს მთავარი პერსონაჟი. შეაჯამეს გაკვეთილი და გამოიტანეს დასკვნები.