თავისუფალი გაკვეთილები

კინო სკოლაში

ნათია ბოყოველი
7,8
ხელოვნება
Free lesson title სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლა

თავისუფალი გაკვეთილების  ჩატარების იდეა, რომელიც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შემოგვთავაზა  საჯარო სკოლებს,  დიდი დაინტერესება გამოიწვია  მოსწავლეებში. ავირჩიეთ მიმართულება კინო-სკოლაში . მიმართულებების გაცნობის შემდეგ მეშვიდე-მერვე კლასის მოსწავლეები   დიდი ინტერესით ჩაერთვნენ აღნიშნულ პროექტში.   მათი ინტერესები  მრავალმხრივია კინო ხელოვნების ახლებურად შეცნობის თვალსაზრისით, რომელიც გამოჩნდება საინტერესო აქტივობების განხორციელებით.

4

კინო სკოლაში

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

რეჟისორ პიერ პაოლო პაზოლისნის ფილმი mama roma

ჩატარდაკინო ჩვენება ნაჩვენები იყო   რეჟისორ  პიერ პაოლო პაზოლისნის ფილმი mama roma

ფილმი დაფუძნებულია კინორეჟისორის პირად დრამატულ განცდებზე, რომელიც მშობლიური პროვინციიდან ფრიულიდან რომში ჩამოვიდა. მარადიულ ქალაქში ის გააოცა არა ანტიკური ცენტრის სილამაზემ, არამედ გარეუბნების ბინადრების სასტიკმა წეს-ჩვეულებებმა, სადაც ვითარდება ფილმის მოქმედება. ფილმის მთავარი გმირი გახდა მეძავი, რომელსაც "დედა რომას" ეძახდნენ. ქალის ცხოვრება ტრაგიკულად მთავრდება. ყველა მსხვერპლი, რომელიც მან შესწირა უაზრო აღმოჩნდა.მოსწავლეებმა  იმსჯელეს  მარადიული ქალაქის სილამაზეზე და გააოცათ  იქაური სასტიკი წეს-ჩვეულებებმა .იმსჯელეს მთავარი გმირის ცხოვრებაზე და მის ტრაგიკულ დასასრულზე . მივიდენენ იმ დასკვნამდე რომ მთავარია იპოვო შენი გზა ცხოვრებაში

9

რეჟისორ ლი ანკრიჩის სცენარისტი : ADIAN MOLINA ფილმი ,,COCO “

ჩატარდა კინო ჩვენება  ნაჩვენები იყო    რეჟისორ  ლი ანკრიჩის სცენარისტი  : ADIAN MOLINA ფილმი ,,COCO “

 მთავარი გმირი მიგელი პატარა მექსიკურ სოფელში მეწაღის ოჯახში ცხოვრობს. მას მოსწონს მისი ოჯახის საქმიანობა, მაგრამ მუსიკოსობაზე ოცნებობს. მის ოჯახში კი მუსიკა წყევლად ითვლება, რადგან მისმა წინაპარმა ოცნების ასასრულებლად ცოლი მიატოვა. მიგელი ცდილობს მეტი შეიტყოს მის წინაპრებზე. მალე ის აღმოაჩნეს, რომ მასსა და მის საყვარელ მუსიკოსს შორის რაღაც კავშირი არსებობს. უფრო მეტის გასაგებად იგი გარდაცვლილთა ქვეყანაში მიდის, სადაც მეწყვილეს იპოვის. მასთან ერთად კუმირის გასაცნობად მიემგზავრება.ფილმის ჩვენების შემდეგ  მოსწავლეებმა ისაუბრეს მთავარი გმირის მიგელის ოცნებებზე ,მუსიკის სიყვარულზე . მსჯელობდნენ შეცვლიდნენ თუა არა ფილმის დასასრულს . და აღნიშნეს რომ მთავარია ცხოვრებაში დაისახო მიზანი  და იმას აუცილებლად მიაღწევ.

9

ოთარ იოსელიანის ფილმი ,,გიორგობისთვე“

გაიმართა კინოჩვენება ნაჩვენები იყო  ოთარ იოსელიანის  ფილმი ,,გიორგობისთვე“ ,რომელიც 1966 წელს გადაიღო . ნიკოს და ოთარს სამუშაოდ ღვინის ქარხანაში გაანაწილებენ. კარიერისტი ოთარი თავიდანვე უფროსობის მაამებლობის გზას აირჩევს. მისგან განსხვავებით, ნიკო ქარხნიდან კერძო პირთა მიერ ღვინის უკანონოდ გატანას და გეგმის შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმას ვერ ეგუება. როდესაც დაუდუღებელი ღვინის სარეალიზაციოდ ჩამოსხმას დააპირებენ, ნიკო ღვინის მთელ პარტიაში ჟელატინს ჩაასხამს და გეგმას ჩაშლის. ქარხნის დირექცია აღშფოთდება, მაგრამ ნიკოს დასჯას ვერ გაბედავს.ფილმი საბჭოთა რეალობას ასახავს  და ნათლად  უსვამს  ხაზს მაშინდელ ცხოვრების თავისებურებებს.  ფილმს საშინელი კრიტიკა მოჰყვა მას ანტისაბჭოთა ფილმი უწოდეს  , რომელიც მასხრად  იგდებს ქართულ ტრადიციებს და სოფლის მეურნეობას. ფილმის ჩვენების შემდეგ  მოსწავლეებმა ისაუბრეს  საბჭოთა პერიოდის დადებით და უარყოფით თვისებებზე ,  ასევე ისაუბრეს ქართული ტრადიციებზე,

კულტურაზე და მენტალიტეტზე.  დადებითად განეწყვნენ მათარი გმირის ნიკოს მიმართ  ,ისაუბრეს მის პიროვნულ მახასიათებლებზე  
9

რეჟისორ გიორგი რაზმაძის ფილმი ,,შავი თუთა"

ჩატარდა კინოჩვენება  ნაჩვენები იყო რეჟისორ გიორგი რაზმაძის  ახალი ქართული  მოკლემეტრაჟიანი ფილმი  ,,შავი თუთა“, რომელიც მოზარდების სიყვარულის ისტორიას ასახავს . ,,შავი თუთა “ რეჟისორის  სადებიუტო ნამუშევარია.  დრამის  მოქმედი გმირები  ,16 წლის ნიკა და ანი  ერთმანეთს  შემთხვევით  ხვდებიან ინდუსტრიულ ქალაქ  ჭიათურაში .

მოსწავლეებს ფილმი ძალიან მოეწონა   , ფილმის დასრულების შემდეგ ისაუბრეს ნიკასა და ანის სიყვარულზე  , მიუხედავს იმისა რომ ისინი მხოლოდ ერთი დღე შეხვდნენ ერთმანეთ დიდი კვალი დატოვეს ერთმანეთის ცხოვრებაში . ისაუბრეს აგრეთვე  მათ ისტორიაზე რომელიც   დაცარიელებული ქლაქის ფონზე  ვითარდება  . ფილმის ჩვენებამ საინტერესოდ ჩაიარა .

9

ელდარ შენგელაიას ფილმი -ცისფერი მთები

გაიმართა  მორიგი კინო-ჩვენება  , ნაჩვენები იყო  რეჟისორ  ელდარ  შენგელაიას ფილმი ,,ცისფერი  მთები ანუ  დაუჯერებელი ამბავი“ .რომელიც გამოვიდა  1984 წელს  .ფილმი გადაღებულია  რეზო ჭეიშვილის  ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით  . სადაც სიუჟეტი ვითარდება ახალგაზრდა  მამაკაცის  , მწერლის გარშემო ,  რომელიც  გამომცემლობას  სტუმრობს და უსასრულოდ  ელოდება დირექტორის   ორგანიზაციის პასუხს თავისი ნაწარმოების შესახებ .

ფილმის ჩვენების შემდეგ  მოსწავლეებმა  ისაუბრეს  ფილმის გარშემო  , აღნიშნეს რომ ფილმი ალეგორიული კომედია ...... მოსწავლეებმა ისაუბრეს უფროსებისა და რედაქტორების გულგრილობაზე   სოსოს ნაწარმოების მიმართ  და დადებითად დაახასიათეს მხოლოდ მღებავი რომელიც დაინტერესდა და წაიკითხა ეს ნაწარმოები .

 

9

ბენ აფლეკის 2012 წლის ფილმი- არგო

გაიმართ კინო ჩვენება, სადაც ნაჩვენები იყო  არგო -ბენ აფლეკის  2012 წლის  ოსკაროსანი  მხატვრული  ფილმი .ის ასახავს  1979 წელს ირანში  მომხდარი  რეალურ ფაქტს  :აშშ-ის საელჩოს  ექვს თანამშრომელის  ირანიდან  გაყვანის  ფაქტს  . ამბოხებულებმა  ყველა  თანამშრომელი მძევლად  აიყვანეს , თუმცა  რამდენიმე  მათგანმა  მოახერხა გაქცევა და თავი კანადის ელჩს შეაფასეს.

ფილმის ჩვენებამ  საინტერესოდ  ჩაიარა  და მოსწავლეებმა  იასუბრეს  საელჩოდან  გაქცეულ ექვს  თანამშრომელზე ,  როიმლებსაც ბევრი დაბრკოლება  შეხვდათ  და მაგრამ  მიუხედავად  ამისა  არასდროს  კარგავენ  იმედს  და  იბრძოდნენ  თავის გადარჩენისათვის.

 

9

გიორგი ოვაშვილის ფილმი -გაღმა ნაპირი

 ჩატარდა კინოჩვენება  სადაც ნაჩვენები იყო  გიორგი ოვაშვილის ფილმი  ,,გაღმა ნაპირი „  ,რომელიც  პატარა ბიჭის  თედოს ისტორიას  გვიყვება . მოსწავლეებს  ძალიან მოეწონათ  აღნიშნული ფილმი  და ჩვენების  შემდეგ  საინტერესო დისკუსია  გაიმართა  .ისაუბრეს  თედოს მოგზაურობაზე და მის ცნობისმოყვარეობაზე და სითამამეზე . ასევე  ისაუბრეს თუ  როგორ   უპატრონოდ  იზრდებოდა ქუჩაში  ,მასზე არავინ ზრუნავდა არც დედა , არც სახელმწიფო და არც საზოგადოება . დადებითად შეაფასეს თედოს გადაწყვეტილება  როდესაც ის მამის მოსაძებმად გადაწყვეტს წასვლას  , მას გზაზე ძალიან ბევრი  განსაცდელი  შეხვდა  ,თუმცა დამხმარეც ბევრი გამოუჩნდა მათ შორის აფხაზები , რომელიც თედოში არა ქართველს , არამედ  ბავშვს დაინახავენ .ფილმის ჩვენებამ საინტერესოდ ჩაიარა .

 

9

არაჩვეულებრივი გამოფენა — ელდარ შენგელაიას

არაჩვეულებრივი გამოფენა — ელდარ შენგელაიას ფილმი ნიჭიერი  მოქანდაკე  აგული ერითავი მასწავლებლის ნაჩუქარი  მარმრილოს  ქვისგან  არაჩვეულებრივ  მონუმენტის  შექმნაზე ოცნობებს  .მაგრამ ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ  თავისდა შეუმჩნევლად სასაფლაოს ხელოსნად გადაიქცევა.     , რადგან დიდი ოჯახი ჰყავს  სარჩენი.    წვრილშვილიანი ოჯახი უნებურად უბიძგებს მას ამ გზაზე. დინებას მიყოლილი, ფიქრისგან დაცლილი ყოველდღიურობა ერთ დღეს აუტანელი შეიქნება და აგული აჯანყდება, თუმც ეს ჯანყი ჭიქა წყალში ქარიშხალს ჰგავს. იგი უკვე ხაფანგშია გამომწყვდეული და მნიშვნელოვანს ვეღარაფერს შექმნის.

მოსწავერთ დგეს სკოლის ამხანაგებთან შეხვედრის შემდგე  შინ მიმავალი შექეიფიანებული აგული ცოლთან ერთად სასაფლაოზე  -თავის  ,,პერსონალურ გამოფენაზე „ -აღმოჩნდება  და სევდანარევი იუმორით აღიარებს , რომ  ნიჭი ტყუილად გაფლანგა  .ოცნების მარმარილოს  კი თავის მოსწფეს გადაულოცა.

9

ტომ ტიკვერისთვის ფილმი "გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი"

მე-7 და მე-8  კლასის   ჩატარდა  მორიგი კინოჩვენება . შეყვარებული წყვილი, ასი ათასი გერმანული მარკა, პისტოლეტი და ლიმიტირებული დრო-ეს ყველაფერი გერმანელი რეჟისორი ტომ ტიკვერისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ 90-იანი წლების  ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმი შეექმნა "გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი" . ფილმის მთავარი გმირი ლოლა (ფრანკა პოტენტე) შეყვარებული- მანისგან სატელეფონო შეტყობინებას იღებს, რომ ფული, რომელიც მას არ ეკუთვნოდა მეტროში დარჩა, ლოლას სულ რაღაც 20 წუთი აქვს ფულის მოსაპოვებლად და მის გადასარჩენად, წინააღმდეგ შემთვევაშ მანი მაღაზიას გაქურდავს.

მოსწავლეებმა იმსჯელეს  თუ რა სიმბოლოებით   გადმოსცა რეჟისორმა დროის მუდმივი სვლა და რატომ  აკეთებს  აქცენტს დროზე . ფილმს მსვლელობისას, რამდენად მართლდება დასაწისში ნათქვამი ფრაზა" ყოველი თამაშის შემდეგ,  ახალი თამაშის იწყება" ასევე იასუბრეს  ფილმზე სადაც რეჟისორი  ფილმს  3 სხვადასხვა ფინალით გვიყვება და მოსწავლეებს ფილმის მესამე ნაწილი ძალიან მოეწონათ . იხილეთ ვიდეო

9

,,არასერიოზული კაცი“

რეჟისორი: დიმიტრი ბათიაშვილი„არასერიოზული კაცი“ – ამ სათაურითაა ცნობილი საინტერესო, დასამახსოვრებელი ფილმი. სურათი, თუმცა კამერულია და სოციალური ასპექტი წინა პლანზე არ არის წამოწეული, მთავარი პერსონაჟების, მამა-შვილის ცხოვრების კიბეზე ჩამოქვეითება, ფილმის საერთო ფონი, სწორედ ჩვენი ყოფის მოუწყობლობასა და სიდუხჭირეზე მიუთითებს. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი და აღსანიშნავია ამ პერსონაჟების დაუვიწყარი მომხიბლაობა, მათი ირონიული, ხშირად ხუმრობანარევი, თითქოს აგდებულიც კი, მაგრამ ყოველთვის სითბოთი, ყურადღებითა და თანადგომით გამსჭვალული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ.

მოსწავლეებს მოწეონათ ფილმის სადა, მიმზიდველი, ხშირად ნახევარ ტონებით აღბეჭდილი სტილი. ბევრ რამეს  თავად  მიხვდნენ , ჩაწვდნენ  არსებობის თავსა და ბოლოს  და ეს საინტერესო და ღირებულია.ფილმის გმირი, ზრდილი და განათლებული შუახნის მამაკაცი, ცხოვრებას ვერ მოერგო და სმას მიჰყო ხელი; თუმცა ბოლოს ადამიანური ღირსებისა და კეთილი თვისებების წყალობით მაინც იპოვა სიყვარული და ოჯახური სითბო.

9

უეს ანდერსონის "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი"

მე-7 და მე-8 კლასში ჩატარდა კინო ჩვენება .          ამერიკელი რეჟისორის ვეს ანდერსონის "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი" არაორდინალური ვიზუალის, ორიგინალური სცენარის და გამორჩეული სამსახიობი შესრულების ეფექტური თანხვედრაა. ფილმში ასახულია, ზუბროვკას სახელმწიფოში არსებული  სასტუმრო გრანდ  ბუდაპეშტის ისტორია,რომლის კონსიერჟი (უფროსი მსახური)მისტერ გუსტავი (რალფ ფაინსი) სასტუმროს კლიენტების მიმართ განსაკუთრებული თავაზიანობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, გრანდ ბუდაპეშტის ერთ-ერთი სტუმარი მადამ დ. (ტილდა სვინტონი) მას აღორძნების ხანის უძვირფასეს ნახატს უსახსოვრებს, გარდაცვლილი ქალბატონის შვილები კონსიერჟს დედის მკვლელობაში დაადანაშაულებენ და ის სასტუმროს ლობიდან საკანში ინაცვლებს. გრანდ ბუდაპეშტი, მსოფლიო ომამდე არსებული ევროპული ქვეყნების  მინი მაკეტია.

ჩვენების დასსრულების შემდეგ მოსწავლეებს შორის გაიმართა საინტერესო მსჯელობა ,დისკუსია .  იმსჯელეს რეჟისორის მიერ    განგებ შექმნილ კომიკურ, გროტესკტულ პერსონაჟებზე ,  მათი იუმორით  გაჯერებულ დიალოგებზე .  დისკუსია გაიმართა  რეჟისორის დამოკიდებულებაზე  საკუთარი პერსონაჟების მიმა, ასევე იმსჯელეს თუ რატომ ირჩევს ფილმის ავტორი რეალურ პრობლემებზე და მოსალოდნელ საფრთხეზე სასაუბროდ ასეთ სიმბოლურ-ალეგორიულ ფორმას, სიუჟეტის და ვიზუალის დონეზე. დისკუსია საინტერესოდ წარიმართა 

9

ჩარლი ჩაპლინის ფილმი"ოქროს ციებ-ცხელება"

თავისუფალი გაკვეთილების   ფარგლებში მე-7 და მე-8  კლასში ჩატარდა მორიგი კინო ჩვენება   , ნაჩვენები იყო "ოქროს ციებ-ცხელება" (1925 წ.) ჩარლი  ჩაპლინის ფილმი. ის თავადვეა სცენარის ავტორი, რეჟისორი, მსახიობი. მის მიერ შექმნილი მაწანწალას პერსონაჟის ისტორია ამჯერად ალიასკაში გრძელდება,სადაც ის სხვა "ოქროს მაძებლებს" იცნობს, მშვენიერი ჯორჯია (ჯორჯია ჰეილი) უყვარდება და  უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამერიკის ყინულოვანი ნაწილიდან გამდიდრებული ბრუნდება.

"ოქროს ციებ-ცხელება" ცხელება რეალური ისტორიული მოვლენის  გამოძახილია,სადაც მაწანწალა საკუთარი ფეხსაცლმით "ვახშმობს", ის ნამდვილად  ჭამს, ფეხსაცლმის ნაწილს, მცირე დოზით.

ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა  ისაუბრეს ფილმის  ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ფილმის პერსონაჟებზე , როგორი პერსონაა დიდი ჯიმი , შეძლებდა თუ არა ის მაწანწალას გარეშე გამდიდრებას და რატომ არ მიატოვა გამდიდრების შემდეგ მან ჩაპლინის პერსონაჟი.

"ოქროს ციებ-ცხელება" უხმო კინოს კლასიკაა. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ფილმი და აღნიშნეს ,რომ  გვეღიმება ჩაპლინის ფილმების ყურებისას და მისი კინოსამყარო  აქტუალობას არ კარგავს .

9

რეჟისორის ჯუზეპე ტორნატორეს ოსკაროსანი ფილმი "ახალი კინოთეატრი პარადისო"

ჩატარდა მორიგი კინოჩვენება ნაჩვენები იყო იტალიელი რეჟისორის ჯუზეპე ტორნატორეს  ოსკაროსანი ფილმი "ახალი კინოთეატრი პარადისო"  სიცილიის პატარა ქალაქში-კინომექანიკოსისა ალფრედოსა  და პატარა ბიჭუნა-ტიტოს მეგობრობის ისტორიას ასახავს.  ტიტო იზრდება  და ქალაქიდან მიდის, 30 წლის შემდეგ კი უკან  სახელოვან რეჟისორ-სალვატორედ ბრუნდება. ის იხსენებს კინოთეატრში გატარებულ ბედნიერ დღეებს, პირველ სიყვარულს, ფილმებს, ბაშვობას....  ეს არის ფილმი კინოზე და კინოს სიყვარულზე.მოსწავლეებმა ფილმის ჩვენების შემდეგ ისაუბრეს  ფილმის პერსონაჟების სალვატორეს და ტოტოს ურთიერთობაზე  ,  საზოგადოების დამოკიდებულება ფილმის ჩვენებაზე და სოფლის მაცხოვრებელთა ტიპაჟებზე. ფილმში მთავარი გმირი სამ სხვადასხვა ასაკშია წარმოდგენილი. ფილმის  ჩვენება საინტეროსოდ ჩაიარა .

9

რეჟისორ სიდნი ლუმენტის ,,12 განრისხებული მამაკაცი "

მე-7 და მე-8 კლასში  თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში გაიმართა კინო ჩვენება .ნაჩვენები იყო  ამერიკელი რეჟისორის  სიდნი  ლუმენტის  ,, 12 განრისხებილი მამაკაცი „ . ფილმში  ერთმანეთისგან განსხვავებული  12 ნაფიცი  მსაჯული სიმართლის ძიების პროცესში ღიად უპირისპირდებიან  ერთმანეთს , მხოლოდ ერთი -ერთი მათგანი  ცდილობს სამართლიანი ვერდიქტის  გამოტანას და  სხვების გადაბირებას  .  მოსწავლეებს შორის ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ  გაიმართა მსჯელობა , იმსჯელეს  იმის შესახებ რომ ახალგაზრდა დამნაშავე   მაღალი სოციალური   ფენის წარმამნდგენელი რომ ყოფილიყო შეიცვლებოდა თუ არა მის მიმართ დამიკიდებულება. მოსწავლეებს მოეწონათ აგრეთვე ფილის ვითარება  ,რომელიც ერთ სივრცეში ვითარდებოდა.

9

რეჟისორ თენგიზ აბულაძის ფილმი ,,ნატვრის ხე"

გაიმართა კინო-ჩვენება  , ნაჩვენები იყო  თენგიზ აბულაძის ფილმი  ,,ნატვრის ხე“  სადაც  მარიტასა და გედიას  სიყვარულის ამბის ფონზე , ავტორი მე-19  საუკუნის  ქართული სოფლის ცხოვრებას გვაცნობს . მეოცნებე  , იადეალისტი , მორალისტი  ,  ,,ნატვრის ხის  „ მაძიებელი-ერთმანეთისგან  განსხვავებული პერსონაჟები , ფილმის  ფინალში  ბრბოდ  იქცევიან  და უდანაშაულო  ,მშვენიერ  მარიტას  განაჩენს  გამოუტანენ.  ფილმი გადაღებულია გიორგი ლეონიძის  მოთხრობების კრებულის -,,ნატვრის ხის „  მიხედვით .

მოსწავლეები ძალიან  დიდი ინტერესით უყურებდნენ აღნიშნულ ფილმს  ,  დისკუსიის დროს ისაუბრეს  ფილმის პერსონაჟებზე  , სოფლის  თავკაცის ციციკორეს შესახებ , მარიტასა და გედიას სიყვარულის შესახებ , თუ რატომ  იღებს მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას  სხვა ადამიანები  . ფილმის ჩვენებით მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ .

9

ფრანსუა ტრიუფოს ფილმი "400 დარტყმა"

თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოწვეული კინოსპეციალისტის მიერ ნაჩვენები იყო ფრანსუა ტრიუფოს მიერ 1959 წელს გადღებული ფილმი "400 დარტყმა" ანტუან დუანელის (ჟან-პიერ ლეოს) რთული ბავშვობის შესახებ მოგვითხრობს. ტრიუფომდე კინოში არავინ დაინტერესებულა არაჯანსაღ ოჯახურ გარემოში მყოფი მოზარდების ცხოვრებით, რომლებიც ბავშვობას ძნელად აღსაზრდელთა დაწესებულებებში ატარებენ. ანტუან დუანელიარ ეგუება დედამისის უსამართლო გადაწყვეტილებას და ახერხებს კოლონიიდან გაქცევას, რაშიც გარკვეული სიმბოლიზმი იკითხება.

მოსწავლეებს მოეწონათ ეს ფილმი  , გაიმართა საინტერესო მსჯელობა . ისაუბრეს  მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე ,  ანტუანისა და მისი მეგობრების მიმართ გამოვლენილ გარკვულ გულგრილობაზე  თუ ვინ არის დუანელის ქურდობაში დამნაშავე: მშობლები, სკოლა, საზოგადოება თუ მხოლოდ მატერიალური სიდუხჭირე . ფილმის ჩვენებამ საინტერესოდ ჩაიარა.

9

ტიმ ბარტონის ფილმი ,, ხელმაკრატელა ედვარდი ’’

თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ჩატარდა კინო-ჩვენება . ნაჩვენები  იყო რეჟისორ  ტიმ ბარტონის  ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი ,,  ხელმაკრატელა   ედვარდი ’’ . მთავარ როლს  რეჟისორის  ამოჩემებული მსახიობი  ფონი დეპი ასრულებს . მოქმედება პატარა ქალაქში ვითარდება  სადაც  მეცნიერის დაუსრულებელი ექსპერიმენტი -ედვარდი   ,სრულ იზოლაციაში ცხოვრობს  ,მეცნიერი იღუპება და მისი ხელების სისრულეში მოყვანას  ვერ ასრულებს .

მოსწავლეები დადებითად განეწყვნენ  მთავარი გმირის  ედვარდის  მიმართ .ისაუბრეს  მის პიროვნულ  მახასიათებლებზე და გარეგნულ  მხარეებზე  ,როდესაც ის პირველად გადის საზოგადოებაში და თითქმის თავიდან სწავლობს ყელაფერს. იმსჯელეს   90-იანი წლების  ამერიკის საზოგადოების მიმართ   .  გაიმართა  საინტერესო დისკუსია მოსწავლეებს შორის თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ  სამეზობლოს  მათგან განსხვავებული  ედვარდის მიმართ ,ის  რომ თავდაპირველად  ყველას ეცოდებოდა  , შემდეგ უკვე როდესაც ყველაფერს ალამაზებდა შურის მომენტი გაუჩნდათ  . მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ აღნიშნული ფილმის ჩვენებით .იხილეთ ვიდეო

9

დავით რობდელის ფილმი ,, დაკარგული სამოთხე"

გაიმართა  მორიგი  კინო ჩვენება ნაჩვენები იყო . რეჟისორ  დავით რონდელის ფილმი ,,დაკარგული სამოთხე"  . კინოჩვენებამ საინტერესოდ  ჩაირა  , მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ფილმი .  ფილმის ჩვენების დროს გაიმართა საინტერესო   მსჯელობა  მოსწავლეებს   შორის  ,  ისაუბრეს  ძმებ მიქელა და ასლან  კალმახელიძეეზე  მათ პიროვნულ თვისებებზე  , მისწრაფებაზე  ეძებნათ იოლი  გამდიდრების  გზა .  მოსწავლეებმა   დისკუსიის დროს  გამოკვეთეს    პასუხისმგებლობისა დ შრომის ფასი  ადამიანის წარმატებისათვისათვის. მოიყვანეს მაგალითები  საქართველოს ისტორიიდან და ლიტერატურიდან , გაავლეს პარალელები   დავით კლდიაშვილი  ,,სამანიშვილი დედინაცვალსა  ''  და  ნაჩვენებ  ფილმს  შორის.   დაახასიათეს  გაღატაკებული  აზნაურები ,  რომლებიც ფუქსავატურ ცხოვრებას ეწეოდნენ.  ასევე  ისაუბრეს   დადებით პერსონაჟებზე  და მათ თვისებებზე  ,რომლებიც   თავისი ღირსებით  უპირისპირდებიან   ამპარტავან  აზნაურებს  ,რომელთაც  სახელის გარდა სხვა არაფერი  შერჩენოდათ .

9

პიტერ უირის ფილმი ,, მკვდარი პოეტების საზოგადოება"

გაიმართა მორიგი კინო ჩვენება  ნაჩვენები იყო  პიტერ უირის  ფილმი ,,მკვდარი  პოეტების საზოგადოება  ’’   ,  მოქმედება  პრესტიჟულ კოლეჯში  ვითარდე , სადაც მხოლოდ მაღალი სოციალური  ფენის   ოჯახების  შვილები სწავლობენ .    ფილმი ტომ  შულმანის  ამავე სახელწოდების  წიგნის მიხედვითაა შექმნილი.  ფილმის ჩვენების შემდეგ  მოსწავლეებმა  ისაუბრეს  ფილმის ირგვლივ .  გამართეს მსჯელობა თემებზე  :   ახალი  მასწავლებლის მიმართ  მოსწავლეების დამოკიდებულებაზე . ასევე ისაუბრეს,  რა გავლენა იქონია ნილის სიკვდილმა მის მეგობრებზე  და ოჯახზე.  რისი  მიღწევა სურდა მასწავლებელ  სიტყვებით  ,,  იცხოვრე თითოეული დღით , იპოვე შენი გზა ცხოვრებაში ’’.   ფილმი ძალიან მოეწონათ   მოსწავლეებს  და დაინტერესდნენ  ამავე თემებზე შექმნილი ფილმები ნახონ.იხილეთ ვიდეო

9

რობერტო ბენინის ფილმი ,,ცხოვრება მშვენიერია"

ჩატარდა მორიგი კინო ჩვენება . ნაჩვენები იყო  რობერტო ბენინის   1997 წელს გადაღებულ  ფილმში „ცხოვრება მშვენიერია“, რომლის მოქმედება  მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იტალიაში ვითარდება.

ფილმის რეჟისორი რობერტო ბენინი, ამავდროულად მთავარი  როლის შემსრულებელია, მან ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო მიიღო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ასევე  ფილმმა მიიღო ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.  ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა მოსწავლეებს შორის მსჯელობა  თემებზე  : მშობლებისა და შვილების  ურთიერთობაზე , გვიდოს საქციელზე თუ როგორ ცდილობს  საკონცენტრაციო ბანაკის  „სათამაშო მოედნად“  გადაქცევას, ასევე მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ რატომ დაარქვა  რეჟისორმა   ფილმს  სახელწოდება   ,, ცხოვრება მშვენიერია“   და თავიანთი  ინტერპრეტაციით  გადმოსცეს ფილმის სახელწოდება . ფილმის ჩვენებამ საინტერსოდ ჩაიარა , მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ფილმი.იხილეთ ვიდეო

9

ზაზა ურუშაძის ფილმი ,, მანდარინები „

გაიმართა მორიგი კინო ჩვენება  ნაჩვენები იყო  ზაზა ურუშაძის ფილმი ,, მანდარინები „   ,  რომელიც  1992-1993 წლებში მიმდინარე ქართულ  -რუსულ -აფხაზურ  კონფლიქტზე მოგვითხრობს . მანდარინები   ესტონურ -ქართული ფილმი  , რომელიც 2014  წელს  ამერიკის  კინოაკადემიის  პრემიის  ,,ოსკარის ‘’ წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების  კატეგორიაში იყო წარმოდგენილი.  ფილმის ჩვენების შემდეგ  მოსწავლეებს შორის გაიმართა საინტერესო დიკუსია ,   იმსჯელეს   მთავარი გმირის  ნიკასა და ახმედის დაპირისპირებაში ესტონელი  პერსონაჟის შესახებ , ასევე მტრობის შესახებ  , რომელიც მეგობრობაში გადაიზარდა .  ფილმის ჩვენებამ საინტერესოდ ჩაიარა .იხილეთ ვიდეო

9

ფილმი ,,შერეკილები"

გაიმართა მორიგი კინო-ჩვენება მოწვეული  კინო რეჟისორის მიერ.ნაჩვენები იყო ფანტასტიური ჟანრის მხატვრული ფილმი  ,,შერეკილები".ეს ფილმი გაჯერებულია იუმორით და სახალისო სცენებით.ფილმის სცენარი ეკუთვნის რეზო გაბრიაძეს,რეჟისორი კი არის ელდარ შენგელაია.მიუხედავად იმისა,რომ ეს ფილმი მოსწავლეების უმრავლესობას ნანახი ჰქონდა,დიდი ინტერესით და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდნენ.ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა განხილვა,მოსწავლეებმა დაახასიათეს თითოეული პერსონაჟი.კინო-ჩვენებამ სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა.იხილეთ ვიდეო

9

რეჟისორის მარტინ სკორსეზეს ფილმი „ჰუგო“

თავისუფალი  გაკვეთილების ფარგლებში  გაიმართა  მორიგი კინო-ჩვენება  . ნაჩვენები იყო       „ჰუგო“ – 2011 წელს, ამერიკელი რეჟისორის მარტინ სკორსეზეს მიერ შექმნილი  ისტორიულ- სათავგადასავლო ფილმი, სადაც მოქმედება 30-იანი წლების პარიზში ვითარდება.ფილმის შექმნის ინსპირაცია ბრაიან სელზნიკის მიერ 2011 წელს დაწერილი წიგნი „ჰუგო კარპეტი“ გახდა. ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებს შორის გაიმართა საინტერესო  მსჯელობა  თემებზე :  

როგორ შეიცვლებოდა ჰუგოს ცხოვრება მას ,რომ საკუთარი სახლი ჰქონოდა ,    ,,მიზანი ამართლებს საშუალებას  „   ეთანხმებიან თუ ამ მოსაზრებას,      შეიძლება თუ არა  ფილმს ვუწოდოთ  ,,კინო კინოზე“ და თავიანთი ინტერპრეტაციით  შეცვლიდნენ თუ არა ფილმის დასასრულს .

 ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა თავიანთი წარმოსახვით  შეასრულეს  ნახატი სადაც მთავარი გმირი ,,ჰუგო „ იყო გამოსახული .

  

 

9

მიხელ კობახიძის შავ-თეთრი , უსიტყვო მოკლემეტრაჟიანი ფილმები ,, ქორწილი, ქოლგა , მუსიკოსები „

გაიმართა მორიგი კინო-ჩვენება .ნაჩვენები  იყო  მიხელ  კობახიძის   შავ-თეთრი , უსიტყვო  მოკლემეტრაჟიანი  ფილმები   ,, ქორწილი,   ქოლგა  , მუსიკოსები  „  .   გაიმართა საინტერესო დისკუსია   , მოსწავლეებმა  აღნიშნეს ,რომ ეს ფილმები გამოირჩევიან   ორიგინალურობით   და დახვეწილობით  . მნიშვნელოვანია ,რომ   მოსწავლეები ინტერესდებიან  უხმო  ფილმებით და აკეთებენ   შესაბამის   ანალიზს  მათ შესახებ .იხილეთ ვიდეო

9

კიმ კი-დუკის პოეტური დრამა ,, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ,ზამთარი და ისევ გაზაფხული "

გაიმართა მორიგი კინო-ჩვენება მოწვეული კინოსპეციალისტის მიერ  . აჩვენა  სამხრეთ კორეის კინოს უნიკალური კინომხატვრის   კიმ კი-დუკის   პოეტური დრამა  ,, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ,ზამთარი და ისევ გაზაფხული  . მოსწავლეები დიდი ინტერესით  უყურებდნენ აღნიშნულ ფილმს  და გამოთქვავდნენ თავიანთ   მოსაზრებებს . ფილმის ჩვენებამ საინტერესოდ ჩაიარა .

9

რეჟისორ ფედერიკო ფელინის ფილმი ,,გზა ‘’

მოსწავლეები დიდი ინტერესეთი  არიან ჩართულნი  პროექტ    ,, კინო-სკოლაში“  .     ნაჩვენები იქნა  რეჟისორ  ფედერიკო   ფელინის   ფილმი   ,,გზა ‘’   ,რომელიც 1954 წელს არის გადაიღებული .   ფილმის ჩვენების შემდეგ   გაიმართა  საინტერესო მსჯელობა, დისკუსია .    მოსწავლეები გამოთქვავდნენ თავიანთ მოსაზრებებს ფილმის შესახებ  , აღწერეს   ფილმის   პერსონაჟები   (  ძამპანო და ჯელსომინა)  .   აღნიშნეს , რომ ეს ფილმი არის ტრაგიზმით სავსე ,  ისაუბრეს ცირკის მსახიობებზე , რომელიც ცხოვრობენ  სასტიკ და ცივ სამყაროში.  დადებითად შეაფასეს ფილმის გმირი  (ჯელსომინა)  და თავისი წარმოსახვით შექმნეს ნახატები .